ოპოზიციის პროტესტის ფონზე ქედის ბიუჯეტი დამტკიცებულია

29 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 17 ხმით დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 9 მილიონ 536 900 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ, რომელმაც არგუმენტად დაფინანსების გარეშე დარჩენილი სოფლის მეურნეობა დაასახელა.  ჯერ კიდევ საკითხის კენჭისყრამდე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. „2018 წლის ქედის ბიუჯეტი მოსახლეობის …

გეოლოგიური დასკვნით წონიარისში ბარამიძეების ოჯახის სახლი სიცოცხლისთვის სახიფათოა

გეოლოგებმა, საცხოვრებელი სახლებისა თუ მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეობა ქედის  მუნიციპალიტეტში ბოლოს, დეკემბრის თვეში შეისწავლეს. დასკვნებით, რომელიც 18 დეკემბერს გასაჯაროვდა, შესწავლილი 12 ოჯახიდან განსახლებას საჭიროებს თემურ ბარამიძის ოჯახი, დანარჩენი 11 ოჯახის საცხოვრებელი სახლები კი სიცოცხლისთვის უსაფრთხოა. თუმცა, გეოლოგებმა ამ ეტაპზე 11 ოჯახთან დაკავშირებით საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფერდსამაგრი კედლების მოწყობისა და ჩამონადენი წყლების უსაფრთხო ადგილზე გადატანის რეკომენდაცია გასცეს. …

საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეტყეში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს ესტუმრა, ხასან და ზექიე თურმანიძეების უხუცეს წყვილს  დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. ,,დღეს თურმანიძეების ოჯახს ვსტუმრობდით და საქართველოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილს დამდეგი შობა–ახალი წელი მივულოცეთ. თურმანიძეების ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახების ნათელი მაგალითია, რომლებმაც …

უფასო მუნიციპალური სასადილოს უცვლელი მენიუ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აჭარის მთაში

აჭარის მთიანეთში არსებული უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენენ, 2018 წელსაც ძველი მენიუ დახვდება. არ შეიცვლება კერძების საერთო რაოდენობაც, მათთვის პროგრამულად გაწერილ საკვებ რაციონში ისევ კვირაში ერთხელ იქნება თევზი, შეზღუდული ოდენობით სამივე მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, ვერმიშელი, ხარჩო, ბორშჩი, ბარდის წვნიანი, “პერლოვკის” წვნიანი, ფლავი ქიშმიშით, წვნიანი ბრინჯით – ეს ძირითადი კერძების უცვლელი ჩამონათვალია. …

ქედის მერია ადმინისტრაციული ოფისების ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩართვას გეგმავს

ქედის მუნიციპალიტეტის თემებში არსებული თემის ადმინისტრაციული ოფისები ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩაერთვებიან. თემების ოფისების ინტერნეტიზაციისთვის ქედის მერიამ   25 000 ლარი გამოყო. მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ახალგაზრდული ცენტრისთვის ინტერნეტმომსახურების შესაძენად და ერთიან ქსელში ჩართვის მიზნით, ქედის მერიის მიერ 11 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. მერიამ ინტერნეტმომსახურებაზე განმეორებითი ტენდერი 10 000 ლარზე კი მხოლოდ …

წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი გზა გახსნილია

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა გახსნილია. 8 დეკემბერს თემურ ბარამიძის საცხოვრებელთან განვითარებულმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა.  გეოლოგიური შესწავლის შემდეგ, ამ ტერიტორიის გაწმენდა საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობამ 17 დეკემბერს დაიწყო და დღეს დაასრულა. მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.  

ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნა

ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში საზოგადო მოღვაწის, ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნა. ყადირ შერვაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია. ის პროფესიით ექიმი იყო, რომელმაც საკუთარი სახლი საავადმყოფოს უსასყიდლოდ დაუთმო. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1918 წლის 26 მაისს – საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დაადასტურა. დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სიის მესამე რიგში, …

ქედის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილედ საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დანიშნეს

ქედის სასპორტო სკოლის დირექტორად პროფესიით აგრონომი, გივი ბარამიძე დაინიშნა. გივი ბარამიძის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ დღეს,  13 დეკემბერს დაწერა. დირექტორად დანიშვნამდე გივი ბარამიძეს 2008 წლიდან დღემდე ქედის სასპორტო სკოლაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მის მოადგილედ კი ჭიდაობის მწვრთნელი, ქედის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ზაზა თურმანიძე დაინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე ლობირებას გამორიცხავს და …

ქედის მერია 20 ათასი ლარის შეშას იყიდის

დღეს, 11  დეკემბერს,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტში  შეტანილი კორექტირების  საფუძველზე, ქედის მერია 20 000 ლარად 600 კუბურმეტრ შეშის შესყიდვას აპირებს. მერია შეშად შეისყიდის მაღალი ძაბვის, 220 კვ-იანი  ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დროს  ქედის ტერიტორიაზე გაჩეხილ და დასაწყობებულ მერქანს. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის განმარტებით, მერიის მიერ შესყიდული შეშა სოციალურად დაუცველ ოჯახებს და საბავშვო …

ქედაში ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა მოძრაობა ჩაკეტა

ქედის მერიის ინფორმაციით, დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქედის მონაკვეთთან, ზვარესა და წონიარისთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, რამაც ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, მეწყერი განვითარდა სოფელ ზუნდაგაში, სადაც მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ სოფლის გზა ჩაკეტა.

აჭარის მთიანეთში რამდენიმე სოფელს შუქი არ მიეწოდება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 10 სმ-მდე, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-მდე აღწევს, თოვს ქედასა და შუახევშიც. მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ თოვას ავტოტრანსპორტის გადაადგილებაში პრობლემები არ შეუქმნია. რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაცით, ამ დროისთვის შუქი მხოლოდ საციხურის თემის სოფლებს არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი …

ქედის მერმა პირველ მოადგილედ როლანდ ბერიძე დანიშნა

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ პირველ მოადგილედ  პროფესიით მათემატიკოსი, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ყოფილი მთავარი სპეციალისტი როლანდ ბერიძე დანიშნა. ქედის მერმა პირველი მოადგილე თანამშრომლებს დღესვე წარუდგინა და განაცხადა, რომ კადრის შერჩევისას აქცენტი განათლებასა და კვალიფიციურობაზე გააკეთა. რაც შეეხება მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობას ქედის მერიაში, ლევან გორგილაძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რამდენიმე …

ინგა შამილიშვილი უსაფრთხოების საკითხებზე დირექტორებს და ბაღის ხელმძღვანელებს შეხვდა

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და საბავშვო ბაღის მენეჯერებს შეხვდა და მათ საგანმანათლებლო დაწესებულებებში „უსაფრთხოების რისკების“ მართვასთან დაკავშირებით ესაუბრა. საინფორმაციო შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა:  „მართალია, საჯარო სკოლებს აქვთ მეორე გასასვლელები, თუმცა ხშირად ეს კარები ჩარაზულია, მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი კარები ღია იყოს და არ …

„ელესამ“ ახალი აუდიოალბომი გამოუშვა

ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა  „ელესამ“ მეორე აუდიოალბომი გამოუშვა.  „ელესას“ აუდიოალბომის პრეზენტაცია ოფიციალურად  გუშინ, 30 ნოემბერს,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფონდი „ქართული გალობის“ ორგანიზებით გაიმართა. ალბომი, რომელშიც „ელესას“ მიერ შესრულებული ცხრამეტი ძველი აჭარული სიმღერაა ჩაწერილი, „ქართული გალობის“ მოძრავმა სტუდიამ ადგილზე, ქედაში ჩაწერა. „ელესამ“ პირველი აუდიოალბომი 2016 წელს, ანსამბლის 25-ე  წლის იუბილეზე …

ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს ხულოსა და ქედაში

დღეს, 27 ნოემბერს, გლოვის დღეს,  ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ პარკში,  ადგილობრივმა მოსახლეობამ, საჯარო მოხელეებთან ერთად, პატივი მიაგო ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპული 11 ადამიანის ხსოვნას. დაღუპულთა პატივსაცემად სანთლები აანთეს და ყვავილები მიიტანეს სტუდენტებმაც. ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლა საგალობელი შეასრულა. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს ხულოს საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმაც. ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ …

ქედაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ქედაში ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობას კი სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, სულ ხუთი ბრიგადა აგრძელებს. ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული. ამ დროისთვის ქედაში წვიმს.  

ტრენინგი ტოლერანტობაზე მოსწავლეებისთვის ქედაში

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტოლერანტობს თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ბათუმის მასწავლებელთა სახლის სამოქალაქო განათლების ტრენერმა,  თამარ ჯანელიძემ, ქედელ მოსწავლეებს ტოლერანტობის მნიშვლებობაზე ესაუბრა. ტრენინგი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. „სწავლებას,  ინფორმირებულობასა და მოსწავლეების ჩართულობას ტრენინგკურსებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ რა არის კარგი, რა არის ზოგადად ტოლერანტობა, როგორები უნდა …

ქედის საბავშვო ბაღების პერსონალი შესაძლოა გადაამზადონ

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ქედის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია გაიარონ, ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა გადამზადებასა თუ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, საჭირო ფინანსურ რესურს გამგეობა მომავალი წლის ბიუჯეტში ასახავს. ლევან გორგილაძე ამბობს, რომ თანხების ზუსტი ოდენობა, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა დასჭირდება თანამშრომელთა გადამზადებასა თუ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საკითხის შესწავლის შემდეგ დაზუსტდება. …

ქედის პირველი არჩეული მერი: „არ გამოვრიცხავ, მოადგილედ ოპოზიციონერი დაინიშნოს“

ქედის პირველ არჩეულ მერს – ლევან გორგილაძეს უფლებამოსილება ყოფილმა გამგებელმა დღეს, 13 ნოემბერს გადააბარა. გადაბარებას წინ უძღოდა საჯარო მოხელეებთან ყოფილი გამგებლის დავით დუმბაძის და მერის შეხვედრა სააქტო დარბაზში. პირველ შეხვედრაზე ლევან გორგილაძემ თანამშრომლებს უთხრა, რომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და მათ თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ლევან გორგილაძე ასევე არ აპირებს თანამშრომლების გათავისუფლებას ქედის გამგეობის ბალანსზე არსებულ ააიპ-ებსა …

უსახლკარო ოჯახებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლში ერთი ბინა სარეზერვო იქნება

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში უსახლკარო ოჯახებს შეასახლებენ.  12-ბინიან კორპუსში ერთი ბინა „სამანევრო“ დანიშნულებისა იქნება და მუნიციპალიტეტი ბინას სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული ოჯახის დროებით განსათავსებლად გამოიყენებს. „ყოფილი კომბინატის შენობაში, რომელსაც ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება, უსახლკარო და მარტოხელა სტატუსის მქონე ოჯახებს შევასახლებთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განსაზღვრული …

ჩხავერს ქედის საწარმო სავარაუდოდ 4 ლარად ჩაიბარებს

ქედის ღვინის საწარმო ჩხავერის მიღებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს. საწარმოს მენეჯერისა და მთავარი მეღვინის, ზურაბ გათენაძის ინფორმაციით, 1 კილოგრამი ჩხავერის ჩაბარების ფასი ოთხი ლარი იქნება. „ჩხავერის ჩაბარების ფასი ოფიციალურად არ გადაწყვეტილა, თუმცა საუბარია, რომ შესასყიდი ფასი 4 ლარი იქნება. საწარმოში ადგილზე შემოვიტანეთ სპეციალური ყუთები, რომელიც ფერმერებს შეუძლიათ გამოიყენონ და ყუთებით გადმოიტანონ ყურძენი საწარმოში“ – ამბობს ზურაბ …

ბინა სიმბოლურ ფასად – ქედაში ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიან სახლს ააშენებენ

ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლი აშენდება. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი 15-ბინიანი იქნება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად ბინებს სოფელ ზედა და ქვედა აგარაში მცხოვრები, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახები მიიღებენ. ქედის გამგეობამ სახლის პროექტი უკვე შეისყიდა. ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიანი სახლის პროექტს ტენდერში …

ქედის სიგარის საწარმო თამბაქოს ახალ წლამდე არ ჩაიბარებს

ქართული სიგარის მწარმოებელი კომპანია „იმერი“, რომელმაც სიგარის დამამზადებელი საწარმო ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში, სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით მოაწყო, თამბაქოს ახალ წლამდე არ ჩაიბარებს. საწარმოს დირექტორი, თამაზ თურმანიძე, თამბაქოს დაგვიანებით მიღებას სიგარის დამზადების ტექნოლოგიებით ხსნის და დასძენს, რომ აუცილებელია თამბაქო მოიყინოს. „თამბაქოს მიღებას ახალი წლიდან დავიწყებთ, ტექნოლოგიით თამბაქომ ყინვა უნდა ჭამოს, რომ მომწიფდეს ფოთოლი,“ – ამბობს დირექტორი. …

„მე ლიდერი“ – კონკურსი ქედელი მოსწავლეებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „სენი“ (CENN) აცხადებს კონკურსს „მე ლიდერი“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას ქედის მუნიციპალიტეტში და რეგიონის ახალგაზრდა ინოვატორთა ქსელის ჩამოყალიბებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (IX, X, XI, XII კლასები). მონაწილეობის მისაღებად საჭიროა: 1. მოამზადე ესეი (1 000 – 1 500 სიტყვა) თემაზე „მე ლიდერი“. მიუთითე სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და …

ქედის შესასვლელთან გზის საყრდენი კედლის აღსადგენად 1,4 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, დაბა ქედის შესასვლელთან, დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოებისთვის 1,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ საყრდენი კედელი დაახლოებით 204 მეტრზე გაკეთდება, ამასთან გაფართოვდება ავტომაგისტრალის სავალი ნაწილიც. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც შედგენილია „პროექტმშენკომპანის“ მიერ, აღნიშნულია, რომ „საავტომობილო გზის ბათუმი-ახალციხის 38-ე კმ მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრთან ახლოს, მდინარე აჭარისწყლის მიმდებარედ. საპროექტო მონაკვეთზე მდებარე …

ქედაში ავტობუსიდან ბავშვების გადმოცვენაზე გამოძიება დაიწყო

ქედაში, სოფელ წონიარისთან, მოძრავი ავტობუსიდან ბავშვები გადმოცვივდნენ. სამი დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში რჩება. ერთ არასრულწლოვანს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს მოხდა. ბავშვები ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და სხალთაში იყვნენ ექსკურსიაზე. ავტობუსის კარი სხალთიდან ბათუმში დაბრუნების დროს გაიხსნა, რა დროსაც 6 ბავშვი დაშავდა. აჭარის …

ქედაში საავტომობილო გზაზე კამერებს რთავენ

ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე ქედის გამგეობის მიერ რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებულ ვიდეოსათვალთვალო კამერებს ქსელში რთავენ. კამერების ქსელში ჩართვას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გლობალ ტექნოლოჯი გრუპი“ ახორციელებს. 17  კამერის სისტემის ჩამწერ მოწყობილობასთან დასაკავშირებლად და ქსელში ჩასართავად ქედის გამგეობას სულ 28 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება კი ტენდერის სავარაუდო ფასზე – …

„ევროპა სახლია“ – საინფორმაციო შეხვედრა ქედაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ქედაში, არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიის –  „ევროპა სახლიას“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და ადგილობრივ მოსახლეობას ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გააცნო. საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ქედის ოფისში ჩატარდა, ოფისის მენეჯერმა, დავით ანანიძემ, შეხვედრის მონაწილეებს ევროპაში გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტებზე ესაუბრა. მან ყურადღება  გაამახვილა უვიზო მიმოსვლის სასარგებლო მხარეებსა და შესაძლო …

რატომ დაანგრიეს სამჯერ გარემონტებული შენობა ზუნდაგაში

შენობა, რომლის რეაბილიტაციასა თუ კოსმეტიკურ რემონტზე 2009 წლიდან დღემდე 46 ათას 385 ლარი და 90 თეთრია დახარჯული,  ახლა მისგან მხოლოდ თითქმის ფასადია დარჩენილი, სხვენი და სახურავი გადახადეს, იატაკი ამოყარეს, კედლების ნაწილი ჩამოშალეს. ყოფილი საბჭოს შენობას რეაბილიტაცია უტარდება. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში საბავშვო ბაღი, ყოფილი „საბჭოს“ შენობის პირველ სართულზე 2009 წელს გაიხსნა. ბაღის გასახსნელად შენობის რეაბილიტაცია …

ორი კაშხალი და 3 600 მეტრი სიგრძის გვირაბი მერისის ხეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 20 ოქტომბერს მერისის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო. მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასებასა და ჰესების პროექტზე, მშენებლობის დამპროექტებელი კომპანიის შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“-ის დირექტორმა, შამილ ბირკაძემ ისაუბრა. შამილ ბირკაძის განცხადებით, მერისის ხეობაში ერთი კაშხალი მდინარე აკავრეთაზე მოეწყობა, მეორე კი – აკავრეთას …

ქედის საკრებულოში მაჟორიტარებად მხოლოდ „ოცნებიდან“ შევლენ – წინასწარი შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქედის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ანუ 2017 წლის ქედის მოწვევის საკრებულოს ყველა მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ ეყოლება. „ოცნების“ კანდიდატების მიერ მიღებული ხმები: დაბის თემში, კარლო თურმანიძე – 52,16%, ზვარეში – ამირან დევაძე – 52, 52%,  წონიარისში – სილოვან ბერიძე –  50, …

შვებულებები და საპატიო მიზეზით გათავისუფლება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ქედის საკრებულოში ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარის კაბინეტის კარები ჩაკეტილია, ადგილზე მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ანანიძე და საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ხასან აბაშიძე იმყოფებიან. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ანანიძე ამბობს, რომ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა გორგილაძე და ფრაქცია „ქედის“ თავმჯდომარე თამაზ შარაშიძე, მათი …

მეწყერმა ქედაში საცხოვრებელი სახლი წაიღო

ქედაში, სოფელ ოტომბერში, გუშინ, საღამოს მთიდან ჩამოსულმა მეწყერმა ომარ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი წაიღო ოთხ სულ საქონელთან ერთად. გვიან ღამით მეწყერი განვითარდა მეძიბნა – აგითის დამაკავშირებელ სასოფლო გზაზეც – სტიქიამ გზა მთლიანად წაიღო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა. ,,მიწის დიდი მასა ჩამოვიდა, რამაც საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად წაიღო, სტიქიის …

კალაპოტიდან გადმოსული მდინარეები და ჩაკეტილი გზები – სტიქიის მეორე დღის ქრონიკა ქედაში

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, ოქტომბრის თემში აგოთა-მეძიბნის დამაკავშირებელი გზა ჩამოიშალა. ამავე თემში, ასამბაძეების უბანში კი, გურამ ასამბაძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. მეწყერი განვითარდა სოფელ ზენდიდში, თენგიზ ბერიძის და სოფელ აქუცაში – არსენ თურმანიძის საცხოვრებელ სახლთან. სოფელ გულებში მემედ დიასამიძის სახლთან განვითარებულმა მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა,  გზა ჩაკეტილია სოფელ ხუნკუდაშიც. სოფელ ორცვაში მდინარე ჭანჭახევის …

ქედის ათ სოფელში მეწყერი განვითარდა

ქედის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ათ სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ მეძიბნაში მეწყერი ჩამოწვა თენგიზ ბერიძის სახლთან. გამგეობის ინფორმაციით, ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მეწყერია ჩამოწოლილი  მახუნცეთში ნაზიმ თავდგირიძის ეზოშიც, თუმცა როგორც გამგეობაში გვეუბნებიან,  თავდგირიძის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება.  ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად  კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ბზანა და …

მოიალაღეებმა მთა კვესაურა დატოვეს [ფოტო]

აჭარაში მოიალაღეები მთიდან სოფლებში დაბრუნებას სექტემბრის თვის დასასრულს იწყებენ და ოქტომბრის თვის ბოლომდე მთას ტოვებენ. თვეების განმავლობაში მთაში დამზადებული რძის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო საჭიროების მქონე ნივთები სატვირთო ავტომობილებით გადმოაქვთ, საქონელი კი ფეხით გადმოჰყავთ. მთა კვესაური, სადაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების – დანდალოსა და ხარაულას მოსახლეობა ეწევა მემთეურობას, სოფელ ხარაულადან 55 კილომეტრითაა დაშორებული. მთა ბოლო მოიალაღემ გუშინ, …

Exit mobile version