აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დავით მაკარაძე დაინიშნა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დავით მაკარაძე დაინიშნა. დღემდე ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ზედამხედველობისა და მონიტორინგის მიმართულებას ხელმღვანელობდა. დავით მაკარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2004 წლიდან მუშაობს. 1997-1998 წლებში ის იყო აჭარის ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის მთავარი სპეციალისტი და უფროსი. 1998-2004 წლებში კი აჭარის ურბანიზაციისა და …

ვაკანტური თანამდებობები და სავარაუდო კანდიდატები

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ისევ ვაკანტურია. თავადაც ადასტურებს, რომ ამ თანამდებობაზე შეთავაზებას აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანზორ თხილაიშვილი ელოდება, თუმცა წყაროს ინფორმაციით, მთავრობა ჯემალ ნაკაშიძის კანდიდატურასაც განიხილავს. ჯემალ ნაკაშიძე ბოლოს ამავე უწყებაში მოადგილედ მუშაობდა და ახლა სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს. ის პროფესიით იურისტია და გასულ წლებში საქართველოს უშიშროების სამინისტროში, ასევე საქართველოს ფინანსთა …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ისევ ხელმძღვანელის გარეშე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს. მირანდა ჩარკვიანის სამსახურიდან წასვლის შემდეგ სააგენტოს უფროსის მოვალეობას არავინ ასრულებს, რადგან ვაკანტურია მოადგილის თანამდებობაც. ამ თანამდებობაზე არავინ დაუნიშნავთ მას შემდეგ, რაც ბიძინა აფხაზავა გაათავისუფლეს. ეს ვითარება ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს იმ დეველოპერებისთვის, რომლებსაც ახალი მშენებლობის წამოწყება ძეგლის ხარჯზე სურთ ან უკვე დაწყებულ პროექტში ცვლილების შეტანა უნდათ. კანონის მიხედვით, თუ კერძო ან იურიდიული …

აჭარის მთავრობა სპორტული კომპლექსის წინარე პროექტს აქვეყნებს

აჭარის მთავრობა ბათუმის სასპორტო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამ განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რა ვადებში ააშენებს ხელისუფლება სპორტულ კომპლექსს ბათუმში და როგორი იქნება იგი. ხელისუფლება ასევე აქვეყნებს ასაშენებელი კომპლექსების წინარე პროექტებს. აჭარის ხელისუფლებამ გაასხვისა ის ტერიტიორიები, სადაც სპორტსმენები ვარჯიშობენ, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა. აჭარის ხელისუფლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში რამდენიმე მასშტაბური პროექტის …

დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ბათუმის სასპორტო სკოლის დემონტაჟზე

ბათუმის სასპორტო სკოლის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო აჭარის ხელისუფლებამ. სპორტული დაწესებულების ადგილზე, სადაც დახლოებით 1000-მდე ბავშვი ვარჯიშობს, „ორბი ჯგუფი“ სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ერთი ჯგუფი, მათ შორის სპორტსმენები აპროტესტებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ყოფილი სპორტსმენი და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, მუხრან ვახტანგაძე ჩაწერა. ბატონო მუხრან, საარჩევნო …

აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი აჭარაში მთავრობასთან კონსულტაციების გარეშე დანიშნეს

აჭარის საპატრულო პოლიციას ხელმძღავნელი ისევ შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თანამდებობაზე შიდა ქართლის ყოფილი საპატრულო პოლიციის უფროსი, კახაბერ ბუხრაძე დანიშნა. შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, „რომ ხელმძღვანელის შეცვლა რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ მომხდარა და ეს იყო ჩვეულებრივი როტაცია“. აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით მამულაშვილი ასევე როტაციის პრინციპით შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. აჭარის მთავრობის …

ბათუმში ნაპირდაცვის 30-მილიონიანი პროექტის განხორციელებას აპროტესტებენ

ენმ-ს აჭარის ორგანიზაციამ დღეს ის პროექტი გააპროტესტა, რომელიც ბათუმში, აეროპორტის მიმდებარედ სანაპირო ზოლში უნდა განხორციელდეს. საუბარია 30-მილიონიან პროექტზე, რომელმაც ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა უნდა გადაჭრას და რომელიც ნაპირის გასწვრივ სპეციალური ნაგებობის აშენებას ითვალისწინებს. „ბოლო რამდენიმე წელია ყოველწლიურად, ბიუჯეტის განხილვისას ვითხოვთ დაფინანსდეს სანაპირო ზოლში ნატანის ხელოვნურად შეტანა. ამასთან, 2012 წელს არსებობდა პროექტი, რომელიც ზღვის სიღრმეში ტალღისმჭრელი ნაგებობების მშენებლობას …

ავთანდილ ბერიძე აჭარის მთავრობაში დანიშნეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე აჭარის მთავრობის აპარატში დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ავთანდილ ბერიძე უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იქნება.

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრება თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს. ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მომავალი წლის იანვარში დაიწყება და …

პრემიები აჭარის მთავრობაში

პირველი იანვრიდან პირველ ოქტომბრამდე აჭარის მთავრობის აპარატსა და 6 სამთავრობო უწყებაში ჯამში პრემიებითვის 1 019 183 ლარი დაიხარჯა, დანამატებისთვის – 1 999 719, ხოლო ხელფასებში – 4 099 280 ლარი. მონაცემები დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა წარმოადგინა. მან საჯარო ინფორმაცია ამ საკითხზე შვიდი სამთავრობო უწყებიდან მიიღო: აჭარის მთავრობის აპარატი, ეკონომიკის, ჯანმრთელობის, განათლების …

ბათუმის საკრებულომ და მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ მიწები გადასცა

დღეს 26 დეკემბრის სხდომაზე, ბათუმის საკრებულომ რიგგზარეშე სხდომაზე, ბათუმის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობსთვის გადაცემის საკითხი განიხილეს. მერიამ მთავრობას სამი მიწის ნაკვეთი გადასცა.  2 000 კვ/ მეტრი ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 2 352 კვ/მეტრი ფიროსმანის ქუჩაზე სპორტსკოლის მიმდებარედ და 207 კვ/მ ხიმშიაშვილის ქუჩაზე.  აღნიშნული მიწის ნაკვეთები გადაეცემა სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფს“. ამ მიწების ჩამონათვლაშია …

ნათია სირაბიძემ მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია სირაბიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მან „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, თანამდებობის დატოვების მიზეზი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებაა. „ჩვენ ხომ ისედაც გათავისუფლებული ვიყავით თანამდებობიდან მთავრობის ცვლილების გამო, უბრალოდ აღარ ვინიშნები. მინისტრის გადაწყვეტილება იყო. დღეს მითხრეს მე“ – ამბობს ნათია სირაბიძე. ნათია სირაბიძემ  „ბათუმელებთან“ საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ის ახალ სამსახურს ელოდება: …

აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან

დღეს, 23 დეკემბერს, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართეს ფრიდონ ხალვაშის გამზირის მეოთხე ჩიხში მცხოვრებლებმა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის მიერ მათი საცხოვრებელი ფართობების  შეფასება არასამართლიანია და ითხოვენ საკითხით დაინტერესდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან შუამდგომლობის მოთხოვნით მთავრობაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს.  ერთ-ერთი  აქციის მონაწილე განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი …

მირანდა ჩარკვიანმა თანამდებობა დატოვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა თანამდებობა დატოვა. სამინისტროში გვითხრეს, რომ  მირანდა ჩარკვიანი და სხვა თანამდებობის პირები, მთავრობის ცვლილების გამო, ავტომატურად გათავისუფლდნენ თანამდებობიდან და ისინი მოვალეობის შემსრულებლებად არ რჩებიან. „მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტამ გამოწვია მირანდა ჩარკვიანის თანამდებობის დატოვება“ –  ამბობს განათლების სამინისტრის პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია. „ბათუმელების“ …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალი მინისტრები წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრი, ინგა შამილიშვილი წარუდგინა. ინგა შამილიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი დღემდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ,,ვფიქრობ, ინგა შამილიშვილი არის ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი აკმაყოფილებს ყველა იმ აუცილებელ კრიტერიუმს, რომელიც რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის …

აჭარის მთავრობა „მანთაშევის“ გადასასვლელზე

„მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელის განტვირთვის მიზნით საავტომობილო ხიდის მშენებლობა ტექნიკური და ფინანსური თვალსაზრისით მოითხოვს დასაბუთებას, რადგან აუცილებელია იქ არსებული მრავალსართულიანი ბინების ათვისება, ასევე ჩამოყალიბებული ურბანული ტერიტორიის გადაგეგმარება, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გადატანა. ისიც იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო-გეოლოგიური მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის განხორციელება კვლევის საგანს წარმოადგენს“ – ესაა აჭარის მთავრობის პოზიცია, რომელსაც თანხა ბიუჯეტში არც ასეთი …

აჭარაში შესაძლოა მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი შეიქმნას

ქედის მუნიციპალიტეტის მწირი შემოსავლების გამო ტრანსფერის გაზრდის მოთხოვნის პასუხად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით პროექტების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია ტრანსფერის გაზრდა მომდევნო პერიოდში. ქედის მუნიციპალიტეტისთვის ტრანსფერის გაზრდა ერთ-ერთი საკითხი იყო უმაღლესი საბჭოდან მთავრობაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაგზავნილ შენიშვნებში. 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის  პროექტით ქედის მუნიციპალიტეტისათვის კაპიტალური ტრანსფერის სახით გათვალისწინებულია …

მინისტრობის კანდიდატები – გამოცდილება და ქონება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატრაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის მინისტრობის კანდიდატები გასულ კვირას წარუდგინა. მათგან ორი ახალი კანდიდატი, ორი კი მოქმედი მინისტრია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობები შეინარჩუნეს. ზაალ მიქელაძე ჯანდაცვის, ხოლო ინგა შამილიშვილი განათლების მინისტრად აჭარის მთავრობას მას შემდეგ შეუერთდებიან, როცა მთავრობის დამტკიცებაზე უმაღლესი საბჭო იმსჯელებს. აჭარის …

კომისიებსა და ფრაქციებში მთავრობის შემადგენლობის განხილვის პროცედურები დაიწყო

აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის პროცედურები დღეს არის ჩანიშნული. განხილვის პროცედურებს მინისტრობის ოთხივე კანდიდატი დაესწრება. აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებს, ფრაქციებსა და ბიუროს საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის 111-ე მუხლის თანახმად, ამ საკითხზე მსჯელობისთვის ჯამში 7-დღიანი ვადა აქვთ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის შემადგენლობა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგინა, მან ფინანსთა …

მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

ატომობილების შეძენაზე აქციზის დაწესება და საწვავზე ფასების მატება ბათუმში ათამდე ავტომობილის მძღოლმა გააპროტესტა. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ჩართული სიგნალის ფონზე, რუსთაველის ქუჩის გავლით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. „აქციზის საფასურის გაზრდა ავტომობილების იმპორტს შეამცირებს. ამას გარდა, მანქანებზე გადასახადი რომ იქნება, მისი შენახვა უფრო ძვირი დაგვიჯდება“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ასამბაძემ. აქციას ესწრებოდა …

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძე დღეს წარადგენს

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს დაამტკიცებს. ვინ შეარჩია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრებად – დღეს გაირკვევა. მთავრობის აპარატში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უმაღლეს საბჭოს წერილი უკვე გაუგზავნეს. ვინ ჩაწერა წერილში კანდიდატებად ზურაბ პატარაძემ, ამას მთავრობის აპარატი ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. „წერილი ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში …

ვინ განიხილება აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე, რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორის, ინგა შამილიშვილის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას გვიდასტურებს ინგა შამილიშვილიც. „კი განიხილება ჩემი კანდიდატურა. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, განხილვის პროცესშია“. განიხილება თუ არა მისი კანდიდატურის გარდა სხვა კანდიდატურებიც, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობს. მიმდინარე წლის ივნისში ინგა შამილიშვილს უნივერსიტეტში გამოფენილი რუსული დროშის გამოც მოუხდა …

ხელვაჩაურში სოციალურ სახლებში ეკომიგრანტებს ბინები გადასცეს

ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში, 50 ეკომიგრანტს “სოციალურ სახლში” ბინა გადასცეს. კაპრეშუმში ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. ხელვაჩაურის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახლებისთვის 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. ეკომიგრანტი ოჯახები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა ურეხში, სადაც 23 ოჯახი იცხოვრებს. კაპრეშუმში სახლების გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ …

ზურაბ პატარაძის და სხვების შანსები – როგორ დაკომპლექტდება აჭარის ახალი მთავრობა

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტი ისევ ზურაბ პატარაძეს წარადგენს თუ სხვა კანდიდატიც განიხილება? – ამ კითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ-ჯერობით პასუხი არ აქვთ. ამბობენ რომ პრეზიდენტი საკითხს მას შემდეგ განიხილავს, რაც უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. წყაროს ინფორმაციით ზურაბ პატარაძე ჯერ-ჯერობით ერთადერთი კანდიდატია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. ის რომ მასთან …

როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში არჩილ ხაბაძის ნივთები უკვე აღარ არის, მათ შორის ხატები, რაც არჩილ ხაბაძეს საკმაოდ ბევრი ჰქონდა. კაბინეტში ახლა სამუშაო მაგიდა, სავარძელი, ტელევიზორი და წინა მთავრობის თავმჯდომარეების დროინდელი დივან-სავარძლებია. ზურაბ პატარაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს ოთხი წლით დაიკავებს. თავის ნივთებზე კითხვის დასმამდე გვიპასუხა: „სულ შეხვედრებზე დავდივარ, ამისთვის ვერ …

ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობას ამ წუთებში ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე ხვდება. მოსახლეობა დღეს აქციას მართავს და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილე მურმან აბაშიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეახვედრონ. „ჩვენ მთავრობისგან პასუხს ველოდებით… თუ მთავრობის თავმჯდომარე 2-3 დღეში ჩვენთან შესახვედრად არ ამოვა, ჩვენ …

გახდება თუ არა წყალი ფასიანი აჭარის სოფლებში

აჭარის მთავრობაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KFW] მიერ დაფინანსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, წყალი აჭარის სოფლებშიც ფასიანი გახდება. „ბათუმელებისთვის“ არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობა განიხილავს სოფლებში გადასახადის დაწესებას წყლის მოხმარებაზე, „მთის კანონის“ თანახმად. უცნობია, როგორი ტარიფი დაწესდება სოფლებში, რომელთაც მთის …

სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას

„რატომაც არა, მაქვს ამბიცია, კი. ორი შემთხვევა ძალიან კარგია – მინისტრი და მოადგილეც,“ – ასე პასუხობს დეპუტატი კაკო ძნელაძე „ბათუმელების“ შეკითხვას: დაპირდნენ თუ არა მას თანამდებობას აჭარის მთავრობაში. დეპუტატები „ოცნებიდან“ საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ვიდრე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება, ძველები აჭარის მთავრობაში ხელმძღვანელი პოზიციების დასაკავებლად ემზადებიან. „იმიტომ უნდა დავსაქმდეთ მთავრობაში, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. …

ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად

ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა კომპანიაზე, რომლის მფლობელი კომპანიაც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია. თავის დროზე 1 ლარად გაყიდული „აჭარის კურორტების“ ქონების ნაწილი, სადაც ათი წლის წინ „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო, სახელმწიფომ „სილქ როუდ ჯგუფისგან“ მიმდინარე წლის აპრილში დაიბრუნა. მათ შორის ყოფილი „მზიური“ და „მახინჯაური“. „მზიურის“ ტერიტორია ფინანსთა და …

ბათუმში სპორტის სასახლე აშენდება

ბათუმში, ხიმშიშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. სპორტული კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით: „სპორტის სასახლის დიდი დარბაზი 2 500, ხოლო პატარა დარბაზი 600 სტუმარზეა გათვლილი. დღეს, 4 ოქტომბერს,  მშენებლობის ადგილზე გაფორმდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასა და სამინისტროს შორის. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და …

ენმ: აჭარის მთავრობამ გამოაქვეყნოს საინვესტიციო პროექტების სია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მოსახლეობასთან შეხვედრისას ცრუ დაპირებების გაცემაში ადანაშაულებს და აცხდებს, რომ 3 ოქტომბერს ზურაბ პატარაძემ „რუსთაველის ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბათუმში 4 მილიონ კვადრატულ მეტრზე დაიწყო საინვესტიციო პროექტი; ასევე  ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ აშენდა 170 სასტუმრო, იქნებ გამოაქვეყნონ იმ ობიექტებისა და საინვესტიციო პროექტების სია.“ …

ენმ-ს წევრები აჭარის მთავრობას მიწის ნაკვეთების აუქციონის გარეშე გასხვისებაში ადანაშაულებენ

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი გამართეს, ისინი მთავრობის თავმჯდომარეს მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებაში ადანაშაულებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი კანდიდატის მირდატ ქამადაძის განმარტებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 14 სექტემბერს, აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთები, კერძოდ – დელფინარიუმის წინ არსებული მიწის ნაკვეთი, ყოფილი პანსიონატის „მზიურის“ ტერიტორია …

მიიღეს თუ არა “შეღავათიანი კრედიტი” „იპოთეკით დაზარალებულებმა“

“არაფერიც არ მიგვიღია. ჩვენ ისევ საპროტესტო აქციებზე ვართ,” – გვითხრა ნარგიზ დოლიძემ. ის ერთ-ერთ ე.წ. იპოთეკით დაზარალებულებს შორის, ვინც ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს და “შეღავათიანი კრედიტის” მიღებას ცდილობს. გუშინ, 20 სექტემბერს “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა ქობულეთში, “ბათუმელებთან” თქვა, რომ 64 პრობლემური ოჯახიდან 18-მა მიიღო გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხი: “გეუბნებით ორი-სამი დღის ამბავს. მათ მიეცემათ გრძელვადიანი და …

მერიის გადაწყვეტილებები კანონმდებლობის გვერდის ავლით

საკანონმდებლო დათქმა აჭარის მთავრობას ხელს არ უშლის მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზოლში ფართომასშტაბიანი მშენებლობის პირობებით გაასხვისოს. ბათუმის მერიაც პოულობს გამოსავალს ქალაქის მწვანე ზოლში კანონმდებლობით დაუშვებელი მასშტაბის მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად. ამ ყველაფერს ხალხის არჩეული საკრებულოც ეთანხმება. საკითხის განხილვისას საკრებულოს უმრავლესობა ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციის ოდენობაზე უფრო მეტხანს მსჯელობს, ვიდრე იმ ამომრჩეველზე, რომელსაც ინვესტიციაზე მეტად მწვანე ზოლი და …

“ვახტანგ წულაძე დასჯის ნაცვლად წაახალისეს”

ვახტანგ წულაძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” გასულ კვირას დაასახელა. ვახტანგ წულაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსია, რომლის უკანონო გადაწყვეტილებაც აჭარის მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა. საუბარია გარემოს დაცვის სამმართველოში მომხდარ სექსუალური ძალადობის მცდელობაზე, რომლის საპასუხოდ სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალი დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა. “უღირსი საქციელი” და “საჯარო …

Exit mobile version