საცხოვრებელი ბინები 164 დევნილისა და 212 ეკომიგრანტი ოჯახისათვის

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად, წაბლანელებისათვის მშენებარე სახლი დაათვალიერა. მშენებლობის პროცესს გაეცნო ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომელიც წაბლანაში მცხოვრებ 212 ეკომიგრანტ და 164 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. …

122 დევნილ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი 1 ლარად გადაეცა

დღეს, 28 აპრილს, აჭარაში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს 8 დასახლებაში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ. ამ მიზნით დღეს აჭარაში იმყოფებოდა საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. დევნილებისთვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციითვე, ამ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ. „ახლა უკვე დევნილებს აქვთ ჭერი და რაც …

ბეტონის ქალაქად ქცეული მუყაოს ქალაქი ბათუმში

ხუთი წლის წინ ხელვაჩაურში გაჩენილი მუყაოს ქალაქიდან, რომელსაც ასევე „ოცნების ქალაქადაც“ მოიხსენიებენ,  დღეს მხოლოდ სახელი და რამდენიმე ათეული მუყაოს ქოხია დარჩენილი. ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ენაცვლება.  ერთმანეთის მსგავსი, ნაცრისფერი ბლოკით ნაშენი სახლები ზუსტად იმ ადგილას დგას, სადაც ადრე ხისა და მუყაოს ფიცრულები იდგა. ამ წუთებშიც „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. სახლებს ძველი მცხოვრებლებიც აშენებენ …

ვის გადაეცემა ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ – ახალი ინიციატივა

პირს, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობს მის მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ ფართობში, აჭარის მთავრობა მას ამ ფართობს უსასყიდლოდ გადასცემს – ამას აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები უნდა შევიდეს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები და ორი მოწმე, რომლებიც …

ვაკანსია აჭარის მთავრობაში

აჭარის განათლების სამინისტრომ სამ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. სამინიტრო კონკურსის წესით იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს, კულტურის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს და კულტურის დეპარტამენტის უფროსს შეარჩევს. კონკურსის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge 2017 წლის 12 აპრილს გამოცხადაა. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით განაცხადებების მიღება იწარმოებს 21 აპრილის ჩათვლით.

მთავრობა კურორტ გოდერძისთვის ინვესტორებს ეძებს

აჭარის მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაციების გამართვას გეგმავს, ინვესტორების მოზიდვის მიზნით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კურორტის სარეკლამო რგოლის მომზადებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შეყიდვის ღირებულება 47 000 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა წინასწარ შეთანხმებული სცენარის მიხედვით სამენოვანი [ქართული, ინგლისური და რუსული] სარეკლამო-სატელევიზიო გრაფიკული ვიდეორგოლი უნდა მოამზადოს. სამინისტროს ინფორმაციით, საპრეზენტაციო ვიდეორგოლების შექმნის მიზანი კურორტ გოდერძის საინვესტიციო …

მეხუთე მცდელობა – ბათუმში ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ისევ იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ოთხი უშედეგო მცდელობის შემდეგ გასაყიდად ისევ გამოიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, ამჯერად სამინისტრო ყოფილი ეროვნული ბანკის შენობას ბათუმში, ასევე მასთან დაკავშირებულ ძირითად საშუალებებსა და მცირეფასიან ინვენტარს ერთ ლოტად, 15 მილიონ ლარად და პირობებით ყიდის. თავდაპირველად სამინისტროს ეს ქონება 5 მილიონ 850 ათას დოლარად ჰქონდა აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი, შემდეგ  ფასი …

აჭარის მთავრობა მწვანე ტბასთან დაგეგმილ პროექტზე: ეკოსისტემაში მკვეთრი ჩარევა არ იგეგმება

აჭარის მთავრობის განმარტებით ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბასთან დაგეგმილი სამუშაოები ეკოსისტემაში მკვეთრ ჩარევას არ ითვალისწინებს და მცირემასშტაბის შენობას, ასევე პარკინგის ადგილს ტბის მიმდებარედ ბუფერულ ზონაში მოაწყობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ქალქგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით „ … ეს იქნება მინიმალური მოცულობის ობიექტი, იმისთვის, რომ ვიზიტორებს შეეძლოთ აუცილებელი საყოფაცხოვრებო სერვისების მიღება. მოეწყობა …

ფინანსთა სამინისტრო არჩილ ხაბაძის მამის გათავისუფლებაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამას, თამაზ ხაბაძეს სამსახური რეორგანიზაციის გამო არ დაუტოვებია, თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება თავად დაწერა. თამაზ ხაბაძესთან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ვერ გადავამოწმეთ. მას ვერ დავუკავშირდით. თამაზ ხაბაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. არჩილ ხაბაძის ინფორმაციით კი, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია, თამაზ …

პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა აჭარის მთავრობის აპარატში გაიცა, ყველაზე ნაკლები – ტურიზმის დეპარტამენტში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, 11 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში 2016 წელს თანამშრომლებზე დარიცხული შრომის ანაზღაურების სტატისტიკა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციის მიერ დამუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინა. „გამჭვირვალობამ“ აჭარის მთავრობის აპარატში, ოთხ სამინისტროში (ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სპორტის, ჯანდაცვის სამინისტროებში) და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში (საარქივო სამმართველო, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი, …

არჩილ ხაბაძე მამის ფინანსთა სამინისტროდან გათავისუფლებაზე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, არჩილ ხაბაძის მამა, რომელიც წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სამსახურს დღეს დატოვებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად არჩილ ხაბაძემ დაუდასტურა: „დიახ, სავარაუდოდ, ტოვებს სამსახურს. გუშინ იყო ამაზე საუბარი. გადაწყვეტილების მიზეზია რეორგანიზაცია. პრივატიზების დეპარტამენტი უქმდება და სხვა დეპარტამენტს უერთდება. გუშინ …

მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურას მოაწყობენ

აჭარის მთავრობა ზემო აჭარაში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილისტაციისათვის კონცეფციის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა. მისვე ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს წელს დაიწყოს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, წელსვე მთავრობა უზრუნველყოფს ადგილზე სასმელი წყლის მიყვანას. მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. …

აჭარის მთავრობა „რედისონში“ მენაშენეებს შეხვდა

დღეს, 8 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ბესიკ ლილუაშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის მთავრობაში არსებული ქალაქმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარულ-ეკონომიკური, თავდაცვითი და კულტურული ამოცანების  გადაწყვეტის მიზნით საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის წევრები, მენაშენეებს შეხვდნენ. მენაშენეებთან საუბარი შეეხო 2017 წელს მიღებულ მთავრობის 41 დადგენილებას, რაც  …

კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი მთავრობაში დაასაქმეს

ალექსანდრე ჩიტიშვილი უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატია, რომელიც აჭარის მთავრობამ დაასაქმა. იგი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. მთავრობის სხდომაზე, 4 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პროფესიონალიზმის ნიშნით მიიღო. ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსიც დანიშნეს და მოადგილეებიც.  უფროსი ჯემალ ნაკაშიძე გახდა. ის მანამდე სამმართველოს უფროსის …

ზურაბ პატარაძე 11-12 მარტის აქციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 11-12 მარტის აქციას ბათუმში. ზურაბ პატარაძემ მომხდარს პროვოკაცია უწდა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში დაადგენს, თუ ვინ იყო ამ პროვოკაციის ავტორი. „მინდა გამოვეხმაურო 11-12 რიცხვში მომხდარ მოვლენებს, რაც განვითარდა ჩვენს რეგიონში. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც ემსახურებოდა ძალიან …

სავარაუდო ინვესტორს აჭარის მთავრობა არ ასახელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს ბათუმსა და ქობულეთში ახალი მსხვილი ინვესტიციის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით დააანონსა, თუმცა ინვესტორი არ დაასახელა. მისი განმარტებით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დასრულებულა, ამიტომაც ინვესტორს ვერ დაასახელებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განმარტებით საუბარია გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე, სადაც მთავრობას კიდევ სამი ნაკვეთის გასხვისებაზე შეუძლია გამოაცხადოს აუქციონი. იგეგმება ერთი აპარტამენტის და …

აჭარის მთავრობა საინვესტიციო დეპარტამენტს ქმნის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალი დეპარტამენტი დაემატება. მთავრობა სამინისტროში უკვე დაანონსებული რეორგანიზაციის შემდეგ ახალი საინვესტიციო დეპარტამენტის შექმნას გეგმავს. ამაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს გამოეყოფა საინვესტიციო პროექტების განყოფილება, ხოლო ეკონომიკურ დეპარტამენტს – ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილება. ამ ორი განყოფილების ბაზაზე კი …

ქედელი მეთევზეები ზურაბ პატარაძეს მიმართავენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მცხოვრები, თევზის მწარმოებელი მერაბ ჯაბნიძე ხელისუფლებისგან, კონკრეტულად ზურაბ პატარაძისგან დახმარებას ითხოვს. საკალმახე მეურნეობის გაყიდვას, რომელიც ქედელმა ფერმერმა 14 წლის წინ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოაწყო, ქედის  გამგეობა აუქციონის წესით აპირებს. ქედაში მერაბის მსგავს მდგომარეობაში კიდევ 14 თევზის მწარმოებელია. მერაბ ჯაბნიძემ 2003 წელს 279 კვადრატულ ფართობზე საკალმახე მეურნეობა საკუთარი სახსრებით მოაწყო. ზუსტად არ …

136 ბინა აჭარაში მოქალაქეებზე 1 ლარად გადასაცემად

საქართველოს მთავრობამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცა 136 საცხოვრებელი ბინა ბათუმსა და ქობულეთში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვისი ინიციატივით გადმოეცა სახელმწიფო ქონება ავტონომიურ რესპუბლიკას და რა მიზნით აპირებს ამ ქონების განკარგვას აჭარის მთავრობა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ აღნიშნული „ქონების გადმოცემა მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, შემდგომში იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის …

ადამიანი ბიუროკრატიულ წრეში – წერილები მთავრობიდან პასუხის გარეშე

მოქალაქე ომარ როდონაია წლებია ბათუმში საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვს. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. გალში ცხოვრობდა, მაგრამ იმის გამო, რომ აფხაზეთი ომის დაწყებამდე დატოვა, დევნილის სტატუსი არ მიანიჭეს. წლების განმავლობაში ომარ როდონაია ბათუმში, ერთ-ერთი სახლის მიწურში ცხოვრობდა. 50 წლის ომარ როდონაიას შესახებ 2015 წელს „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ“, …

პატარაძის, ხაბაძისა და ვარშალომიძის ბრძანებები და მოქალაქე, რომელსაც ქონება წაართვეს

15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ზედ ზღვის სანაპიროზე, კომპანია „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ აჭარის მთავრობამ არჩილ ხაბაძის ბრძანებით 3 მილიონ დოლარად მიყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, „რაკენ გრუპ ჯორჯია“, თანხის გადაუხდელობისა თუ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგრამ ამ დროისთვის მას ყველა ჯარიმა ჩამოწერილი აქვს. ბოლოს ეს ზურაბ პატარაძემ გააკეთა. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი …

კომპანიები, რომლებსაც k2-ის გაზრდაზე ზურაბ პატარაძემ მერიასთან უშუამდგომლა

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე [k2] უშუამდგომლა. კომპანია ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #7-ში, სადაც ადრე „ადელის“ სტადიონი იყო, მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს აშენებს. კომპანია k2 კოეფიციენტის გაზრდას 15,0-მდე ითხოვდა. საუბარია „Orbi Twin Tower“-ზე, რომლის მშენებლობაც „ორბი ჯგუფმა“ გასული წლის მაისში დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, …

დახურული შეხვედრა აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის თემაზე

„ეს იყო სამუშაო შეხვედრა“, – ამ არგუმენტით დღეს მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრა დახურეს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის ფოტოები და განხილული თემები აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, შეხვედრაზე, ძირითადად, კულტურის პროგრამებზე ისაუბრეს, ხოლო ძეგლების ინვენტარიზაციასთან მიმართებით მხოლოდ ხელახალ აღრიცხვიანობასა და თანამშრომლობის კოორდინაციის საკითხს შეეხნენ. შეხვედრეს ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის …

ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად, მინსკში გაფრინდა

შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ცეცხლაძე 2014 წელს დაინიშნა. მაშინ 34 წლის ირაკლი ცეცხლაძის ყოველთვიურ ხელფასად განისაზღვრა 400 ლარი. ირაკლი ცეცხლაძის მიერ 5 მილიონი ლარის მითვისებაზე გუშინ, 22 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია. ირაკლი ცეცხლაძესთან ხელშეკრულების გაფორმება დაევალა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელს. თანამდებობის პირი, ვინც …

საპროტესტო აქცია სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია დღეს, 13 თებერვალს, აჭარის მთავრობასთან გამართეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარისგან, ზურაბ პატარაძისგან მოითხოვენ რეაგირებას „უსამართლო კომპენსაციის გამო“. ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებ დაახლოებით 80 ოჯახს საკუთრების დათმობა უწევს ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანის გამო. „7 ლარს გვიხდიან კვადრატულ მეტრში. მაგალითად, მე 807 კვადრატულ მეტრში 5600 ლარს მთავაზობენ. სახლს არ …

აჭარის მთავრობის გამოხმაურება ბათუმში სამშენებლო რეგულაციებზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის, ბესიკ ლილუაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაპ პატარაძეს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე [K2] ბათუმის მერიასთან შუამდგომლობაზე 100-მდე თხოვნით მიმართეს. თუმცა, ამ დრომდე მან დეველოპერებს მერიასთან მხოლოდ სამჯერ უშუამდგომლა. მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის განმარტებით, „ზურაბ პატარაძე მიიჩნევს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხი „პერსონების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“ და მას მხოლოდ კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს. ამიტომაც მთავრობის …

მშენებლობის რეგულაციებზე ბათუმის მერიის ნაცვლად აჭარის მთავრობა მუშაობს

აჭარის მთავრობის აპარატში საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტები ბათუმის ქალაქმშენებლობის საკითხებზე მსჯელობენ. საბოლოოდ მათ უნდა შეიმუშაონ დოკუმენტი, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მშენებლობის რეგულაციებს შეცვლიან. კანონმდებლობით ქალაქმშენებლობის საკითხები თვითმმართველობის კომპეტენციაა. ამ ჯგუფში ერთ-ერთია მანუჩარ მახათაძე, რომელიც პარალელურად „USAID“-ის დაფინანსებით ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს. ის ამბობს, რომ დოკუმენტის შექმნაში მერიის არქიტექტურის სამსახურიც ჩართულია, არქიტექტურის სამსახურში კი ამბობენ, რომ  მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ …

რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ 130 ოჯახი უშუქოდ არ დარჩეს

„ვერავისგან ვერ მივიღეთ პასუხი, რას გააკეთებენ. დღე-დღეზე უშუქოდ დარჩენას ველოდებით“, – გვითხრა გივი მიქელაძემ. ის ერთ-ერთია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთაგან. ამ დასახლებაში მცხოვრები 130 ოჯახი ერთი ადგილობრივი მკვიდრის, თემურ ბოლქვაძის მრიცხველით სარგებლობს. თვითნებურად შესახლებულებს ენერგოკომპანია ცალკე აბონენტად არ არეგისტრირებს. მათ საკუთრების ან ქონების კანონიერი ფლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ. „თემურ ბოლქვაძის სახლი აღებაშია და …

ენმ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ ბინები უნდა უყიდოს

„ნაციონალური მოძრაობის“  და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, მთავრობამ  იმ 12 ოჯახს, რომლებსაც  თამარის დასახლებაში გუშინ ხანძრის შედეგად სახლები დაეწვათ, ბინები უნდა შეუსყიდოს. „2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული იყო 25-მილიონიანი ფონდი და როცა ჩვენ დავსვით კითხვები, რისთვის იყო განკუთვნილი ეს თანხები, გვითხრეს, რომ საგანგებო შემთხვევებისთვის. ამიტომ, მოვუწოდეთ აჭარის მთავრობას, რომ …

ზურაბ პატარაძე: ყველა ბათუმელს ვთხოვ, ჩაერთოს ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში

„ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი თოვლის სახით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება თოვლის მასა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ბათუმში. ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საკმარისი რაოდენობაა ტექნიკის. მინდა ყველა ბათუმელს ვთხოვო, გამოვიდნენ საზღვაო პარკში, ბულვარში, თავიანთი სახლების წინ და ჩაერთონ ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში, დაასუფთაონ, გაწმინდონ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად …

აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის 

აჭარის მთავრობა ბათუმის სასოფლო-სამურნეო ინსტიტუტის ორ შენობას და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებს ფორმალურად პირობით და ფაქტობრივად უპირობოდ ყიდის. მაშინ, როცა ანალოგიური მასშტაბისა და მდებარეობის ქონება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, გაცილებით უფრო სარფინად გაყიდა და ინვესტორს სახელწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებებიც დეტალურად, გეგმა-გრაფიკით გაუწერა. ინფორმაცია, რომ აღნიშნული ქონებით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, საკითხზე ინფორმირებული პირების ნათქვამს ემყარება. ადგილობრივები კი …

„ბათუმის ბულვარში“ დასაქმებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა

„ბათუმის ბულვარის“ ახალი დებულება დღეს, 27 იანვარს, აჭარის მთავრობამ დაამტკიცა. „სტრუქტურის შეცვლით ბათუმის ბულვარი უფრო ეფექტურად განახორციელებს თავის ფუნქციას,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შეცვლილი დებულების მიხედვით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის 7 სამსახურს კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური დაემატება. მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სამსახურის დამატება პირიქით, …

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ მალე მუშაობას შეაჩერებს

„ისე არ უნდა მოხდეს, როგორც სპორტსკოლის შემთხვევაში. ყველა ექიმს უნდა ავუხსნათ და დაველაპარაკოთ ამის შესახებ“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს. რამაზ ბოლქვაძემ ინფორმაცია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ წარმოადგინა, მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე. ზურაბ პატარაძეს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმებოდა „ექიმებთან დალაპარაკებაში“. „ამაში იგულისხმებოდა ის, …

ზურაბ პატარაძის ხელფასი და პრემიები აჭარის მთავრობის აპარატში

აჭარის მთავრობის აპარატში გასულ წელს ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით 2 მილიონ 454 ათას 27 ლარი გაიცა, აქედან 408 ათას 250 ლარი პრემიებში. მთავრობის აპარატში გასული წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, პრემია მიიღო თითქმის ყველა თანამშრომელმა აპარატის უფროსისა და მთავრობის თავმჯდომარის გარდა. დეკემბერში აპარატის 99 თანამშრომელზე, ჯამში 99 ათას 610 ლარი პრემია გაიცა. აჭარის სამინისტროებში გაცემულ პრემიებს თუ გადავხედავთ …

ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობა საერთო საცხოვრებლისა და მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, მწვანე კონცხზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მთავრობისთვის გადაცემამდე ქონება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. რის სანაცვლოდ დათმო მილიონების ღირებულების ქონება ბათუმის უნივერსიტეტმა? – კითხვებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში პასუხობს. ბატონო მერაბ, რა მიიღო უნივერსიტეტმა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის შენობებისა და მისი მიმდებარე ფართობის დათმობის …

აჭარის მთავრობა ციხისძირის „შუქურას“ ყიდის

აჭარის მთავრობა სააქციო საზოგადოება „დასასვენებელი სახლი შუქურა“-ს 99, 956 % – ის აქციათა პაკეტს პირობიანი აუქციონით ყიდის. ქონების დარჩენილი ნაწილი ფიზიკურ პირებს ეკუთვნით. სახლებში კი, რომლებსაც ეს სააქციო საზოგადოება ფლობს, თვითნებურად შესახლებულები ცხოვრობენ. აუქციონის პირობებში მითითებულია, რომ ქონების ნაწილი თვითნებურადაა დაკავებული, თუმცა არსად წერია იმის შესახებ რაიმე ვალდებულებას დააკისრებს თუ არა მთავრობა შემძენს, იქ მცხოვრები …

Exit mobile version