მთავარი,სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობა” ღორჯომში სასწრაფო დახმარების მანქანის გადაცემაზე

30.07.2016
“ნაციონალური მოძრაობა” ღორჯომში სასწრაფო დახმარების მანქანის გადაცემაზე

ღორჯომში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ძველი სასწრაფოს მანქანა გადასცა, რომელიც აქამდე გაფუჭებული იყო და აქამდე ვერ გაარემონტეს უნიათობის გამო”, – აცხადებს პეტრე ზამბახიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. საუბარია ხულოში, გუშინ, 29 ივლისს სოფელ ღორჯომის მოსახლეობისთვის აჭარის მთავრობისგან სასწრაფო დახმარების მანქანის გადაცემაზე. მანქანა ღორჯომელებს უშუალოდ ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უწყებათშორის კომისიასაც მიმართავს და ამ ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს. პეტრე ზამბახიძე თვლის, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გადასცა და ამით წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას შეეცადა: “ჩვენი ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე აპირებს კენჭისყრას. ახალი რომ ეყიდათ, ეს კიდევ უფრო მეტი დარღვევა გამოდიოდა, რადგან სასწრაფოსთვის მანქანის შეძენა ბიუჯეტში გაწერილი არ იყო” – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ სასწრაფოს მანქანა 2014 წელსაა შეძენილი და იგი ბოლო 6 თვის განმავლობაში გაფუჭებული იყო. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, სოფელ ღორჯომს კაპიტალურად გარემონტებული მანქანა გადასცეს. “ეს იყო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და მას არაფერი აქვს საერთო საარჩევნო მიზნებთან. შესაბამისად, სამინისტროსთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ამ თემით სპეკილურიბას აქვს ადგილი” – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

საკითხით დაინტერესებულია “ახალგახრდა იურისტთა ასოციაცია”. ორგანიზაცია აპირებს შეისწავლოს, ესწრებოდა თუ არა მანქანის გადაცემას პარტიის რომელიმე წარმომადგენელი და კონკრეტულად როდის განხორციელდა სასწრაფოს ავტომანქანების შესყიდვა.


 

sascrafo 2

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: