მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა „მანთაშევის“ გადასასვლელზე

20.12.2016
აჭარის მთავრობა „მანთაშევის“ გადასასვლელზე

„მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელის განტვირთვის მიზნით საავტომობილო ხიდის მშენებლობა ტექნიკური და ფინანსური თვალსაზრისით მოითხოვს დასაბუთებას, რადგან აუცილებელია იქ არსებული მრავალსართულიანი ბინების ათვისება, ასევე ჩამოყალიბებული ურბანული ტერიტორიის გადაგეგმარება, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გადატანა. ისიც იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო-გეოლოგიური მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის განხორციელება კვლევის საგანს წარმოადგენს“ – ესაა აჭარის მთავრობის პოზიცია, რომელსაც თანხა ბიუჯეტში არც ასეთი კვლევისთვის აქვს გათვალისწინებული.

მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელის განტვირთვისა და ხიდის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის აუცილებლობაზე წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს შენიშვნებშია საუბარი.

„იმ შემთხვევაში, თუ სრულად ვერ მოხერხდება მშენებლობისათვის საჭირო თანხების გამოყოფა, სასურველია თუ მოხდება ხიდის მშენებლობის პროექტის დაფინანსება“ – აღნიშნული იყო 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს შენიშვნებში.

ბათუმში, მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელი შავშეთის ქუჩაზე, ავტოსადგურთან, ავტომანქანებით ერთ-ერთი გადატვირთული ადგილია ქალაქში, სადაც ხშირად იქმნება საცობი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: