მთავარი,სიახლეები

პეტერბურგში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იწვის

12.04.2021
პეტერბურგში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იწვის

პეტერბურგში, ოქტომბრის სანაპიროზე მდებარე „ნევის მანუფაქტურის“ შენობაში ძლიერი ხანძარია. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, კვამლი 10 ათას კვადრატულ მეტრზე ვრცელდება. ინფორმაციას სააგენტო BBC ავრცელებს.

აგურის ექვსსართულიან, ცეცხლმოკიდებულ შენობაში ადამიანების დახმარების დროს დაზარალდნენ მეხანძრეები. ორი მეხანძრე ჰოსპიტალშია გადაყვანილი, ერთი კი დაიღუპა.

რუსული მედია წერს, რომ უეცარი აალების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა სწორედ იმ დროს, როცა გაზისა და ცეცხლისგან დამცავი ნიღბებით მეხანძრეებს ადამიანები შენობიდან გამოჰყავდათ.

РИА Новости-ს ცნობით ჰოსპიტალში გადაყვანილი დაზარალებული მეხანძრეების მდგომარეობა მძიმეა.

„ნევის მანუფაქტურა“ – მატყლის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანაა, რომელიც 1841 წელს დააარსა ინგლისელმა ვაჭარმა ჯეიმს ტორნტონმა. ამ ქარხნების შენობები რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.

ხანძარს სიმძიმის მიხედვით სპეციალისტებმა მე-5, უმაღლესი კატეგორია მიანიჭეს.

შენობის ჭერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას სახანძრო ვერტმფრენების გამოყენება გახდა აუცილებელი.

მედიის ცნობით, ხანძარი ჯერ ლოკალიზებული არ არის. თვითმხილველები კი ამბობენ, რომ ხანძარი ძლიერდება და მთელი შენობა მოიცვა.


მთავარ ფოტოზე: სქრინი გამოცემა “Фонтанка”-ს ვიდეოდან.

მასალაში გამოყენებულია თვითმხილველთა ტვიტერზე დაპოსტილი ფოტოები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: