მინისტრი ავიაკომპანიების შესაძლო სუბსიდირებასა და მოქალაქეების ჩამოყვანაზე 

დღეს, 18 მარტს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ჰკითხეს, ხომ არ ხედავს მთავრობა ავიაკომპანიების სუბსიდირების საჭიროებას საქართველოს იმ მოქალქეების ჩამოსაყვანად, რომლებმაც ამ დრომდე ვარ მოახერხეს ქვეყანაში დაბრუნება. მინისტრის განმარტებით, მთავრობა სუბსიდირების საკითხს განიხილავს კომერციული რეისების მდგრადობისთვის, იმ ზარალის შესავსებად, რომელიც კომპანიებს მიადგა პოტენციური მგზავრების დაკარგვის გამო, რაც უცხო ქვეყნის მოქალქეების …

„სენსესმა“ ინფექციურ საავადმყოფოს უფასოდ გადასცა საბნები და თეთრეული

კორონავირუსის პანდემიის ფონზე კომპანია „სენსესმა“ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს სტაციონარისთვის უსასყიდლოდ გადასცა საბნები, ბალიშები და თეთრეული, ჯამში 30 წყვილი.  კომპანიამ ამის ამსახველი ფოტომასალა თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. „ჩვენ ვგრძნობთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და სოლიდარობას ვუცხადებთ სახელმწიფოს,“ – ამბობს „სენსესის“ წარმომადგენელი დავით ბერიძე. მისივე თქმით, კომპანია „სენსესს“ საქველმოქმედო მიზნისთვის 100 კომპლექტი აქვს გამზადებული და მზადაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე …

„ვირუსი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ის დიდი ნაღმიცაა“ – ინტერვიუ

გუშინ, როცა პარლამენტმა ფორსირებულ რეჟიმში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია, რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ აღარ იკამათა, რადგან ქვეყანაში პანდემიაა. მოისმენდით შეფასებასაც, რომ ხელისუფლებამ ეს მნიშვნელოვანი საკითხიც „გააპარა“. ამ თემაზე: „ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი იქნება უზენაესის ახალი თავმჯდომარე“ – ინტერვიუ „კორონავირუსმა“ რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეცვალოს ქართული პოლიტიკა, ამას სოციოლოგი, თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი არ გამორიცხავს. იგი …

რამდენად შესაძლებელია კორონავირუსის პრევენცია მგზავრებით სავსე ავტობუსში?

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან საქართველოში მიკროავტობუსების გადაადგილება შეიზღუდა და ქალაქებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ. ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსის პრევენციისთვის მოქალაქეებმა მინიმუმ 1-2 მეტრის დისტანცია უნდა დაიცვან ერთმანეთისგან, თუმცა ბათუმის რამდენიმე მუნიციპალურ ავტობუსში ამ რეკომენდაციის დაცვა შეუძლებელია, რადგან კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსები ხალხითაა სავსე. „დღეს შედარებით ბევრი  მგზავრი იყო. ყველაზე მეტი დატვირთვა აქვს N12 ავტობუსს, რადგან გრძელ …

ბათუმის კლინიკებში ვიზიტორთა შესვლა შეიზღუდა

ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა პაციენტების თანმხლები პირებისთვის და მნახველებისთვის შეზღუდულია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითრეს, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კლინიკებმა შეზღუდვები ინდივიდუალურად დააწესეს. ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] არ უშვებენ პაციენტის თანმხლებ პირებს, პაციენტებს კი შენობის შესასვლელშივე უზომავენ სიცხეს და ხელებს სპეციალური ხსნარით უმუშავებენ. „თუ კონსულტაციაზე მოსულ მოქალაქეს დაუფიქსირდა ტემპერატურა, მას უკეთდება ნიღაბიც და ისე შედის …

როგორ გამოიყენებს სახელმწიფო მოხალისეებს – კორონავირუსის პრევენცია

საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის გარდა, რომელსაც ჯანდაცვის სექტორთან ერთად მუშაობასა და ამავდროულად, უსაფრთხოების წესების დაცვაზე გადამზადებული მოხალისეები ჰყავს, დახმარება მთავრობას კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ შესთავაზა. ჯანდაცვის მინისტრის,  ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ორგანიზაციების მოხალისეებს გავლილი არ აქვთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი, ამიტომაც მათი გამოყენება ამ ეტაპზე სარისკო იქნება, თუმცა მინისტრმა დაადასტურა ინფრომაცია, რომ  პროცესში შესაძლოა ჩაერთოს  საქართველოს ფოსტა, თუმცა …

ქადაგება არ იქნება, ხანდაზმულები ლოცვაზე არ უნდა მივიდნენ – მეჩეთებში ლოცვის წესი იცვლება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, მეჩეთებში ლოცვის წესი იცვლება. დროებით აღარ იქნება ტრადიციული ქადაგებები, მლოცველებს კი მიეცათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ პარასკევისა და  სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან მეჩეთებში. 17 მარტს ბათუმში, სამუფთო სამმართველოში, მუნიციპალიტეტების მუფთები და თეოლოგები შეიკრიბნენ. სწორედ ამ სხდომაზე მიიღეს სასულიერო პირებმა გადაწყვეტილება და გამოსცეს რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც მკაცრად ევალებათ მლოცველებსა და იმამებს: დაიცვან …

ვისაც მსუბუქად გამოუვლინდება COVID-19, სახლში მიიღებს ოჯახის ექიმის მომსახურებას – მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი:  „სწრაფ ტესტებზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან და გვაქვს იმედი, რომ კვირის ბოლოს ჩვენ შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი, ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როცა მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება უკვე იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება. ამავე თემაზე: რას …

მთავრობის ბრიფინგებს ჟურნალისტები ვეღარ დაესწრებიან

საქართველოს მთავრობამ ბრიფინგების დისტანციურად ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დღეს, 18 მარტს, გახდა ცნობილი.  გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა. „იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა დღეს, მთავრობა გადადის განსხვავებულ რეჟიმზე ბრიფინგების ტრანლირებისას,“  – განმარტა სხდომის შემდეგ მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე ინფორმაციით,  თითოეული ტელევიზია საერთო სიგნალს საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარებით მიიღებს, ხოლო …

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გუშინ, 17 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია …

ბათუმში ორ პაციენტს იკვლევენ – ბოლო ინფორმაცია აჭარიდან COVID-19-ზე

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ორი პაციენტი შეიყვანეს კარანტინის ზონიდან. ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, ორივე მათგანს აქვს მოგზაურობის ისტორია, რის გამოც იმყოფებოდნენ კარანტინში: „მათ ჰქონდათ მცირედგამოხატული ცხელება და ოდნავ გამოხატული კატარალური მოვლენები, ყელის ტკივილი, წამოხველება და ა.შ. ორივე ახალი შემთხვევაა, ანალიზები აღებულია, ველოდებით პასუხს“. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ბათუმის ინფექციურ …

ბათუმში მიკროავტობუსები აღარ მოძრაობენ

ბათუმში მგზავრებს დღეიდან, 18 მარტიდან, სამარშრუტო მიკროავტობუსები აღარ ემსახურება. ქალაქში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში დღეიდან ასასვლელი კარები აღარ გაიღება, მძღოლის ადგილიდან დაახლოებით 2 მეტრი მანძილით კი წითელი ლენტებია გაბმული. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მძღოლების მეტი უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. ბათუმში ყოველდღიურად სხვადასხვა ხაზზე 115 ავტობუსი მუშაობს. მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან 10:30 …

თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ

ბოლო პერიოდში გახშირდა უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები, მეტი კონტროლისთვის ამ პროცესში პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო. სპეციალისტები განმარტავენ, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისას შესაძლოა გაფართოვდეს ვირუსის გავრცელების წრე, ხოლო თუ ამ მოქალაქეს [დამრღვევს] შემდგომში ვირუსი გამოუვლინდება, ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება. სახელმწიფოს კი ამ დროს მეტი ძალისხმევის გაღება უწევს ინფიცირებულ პირთან დამატებითი კონტაქტების მოსაძიებლად …

საკვების მომზადებისას პერსონალმა უნდა იმუშაოს პირბადით და ხელთათმანით – სეს

საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გამოსცა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, ახალი რეგულაციები ამოქმედდა, კერძოდ: მათ მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ ე.წ. მიწოდების სერვისების გზით; იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება; მისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს …

ბათუმის ავტოსადგური 18 მარტიდან მიკროავტობუსებს აღარ მიიღებს

ბათუმის ავტოსადგური 18 მარტიდან მიკროავტობუსებს თავის ტერიტორიაზე აღარ მიიღებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ავტოსადგურის დირექციაში უთხრეს. „ის მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან არიან შემოსულები, ან დღეს საღამოს და დილით შემოვლენ, დარჩებიან და ხვალ, 18 მარტს გავლენ ავტოსადგურიდან. ეს მიკროავტობუსები კერძო კომპანიების საკუთრებაშია და ჩვენ ყველა მათგანს ვაფრთხილებთ ამის შესახებ. შეიძლება ეს საკითხი უცებ, ერთ …

ბათუმში ორ პირს COVID-19 არ დაუდასტურდა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორ პირს, რომლებსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმში COVID-19-ზე იკვლევდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ისინი საკარანტინე სივრცეში დაბრუნდნენ. დღეს ბათუმის ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი პირი შეიყვანეს კორონავირუსზე ეჭვით. ანალიზის პასუხი მოკლე ხანში იქნება ცნობილი. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის ბათუმში …

ამ ეტაპზე საჭიროება არ დგას, მაგრამ უკვე მზად გვაქვს 150 ხელოვნური სუნთქვის აპარატი – სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსალოდნელია ვირუსის მეტად გავრცელება, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, რაც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. „ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისთვის, რომ …

ქედის მერია: ქედა-ბათუმის მიმართულებით „მარშუტკები“ მოძრაობას აჩერებენ

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით,  18 მარტიდან შეჩერდება ქედა-ბათუმის სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. მძღოლებს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შპს ქედის ავტოტრანსპორტის დირექციამ უკვე მიაწოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება დროებით შეჩერდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე შეიზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ამის შესახებ დღეს, 17 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა გუბერნატორებთან შეხვედრისას. ხვალიდან არ …

ხულოდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობას წყვეტენ

ხულოდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები ხვალ, 18 მარტიდან, აღარ იმოძრავებენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ შპს „ხულოს ავტოსერვისმა“ მიიღო. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათ ასეთი მითითება ხულოს მერიისგან მიიღეს. ხულო-ბათუმი-ხულოს ხაზზე ამ კომპანიის 30-მდე მიკროავტობუსი მუშაობს. „მგზავრების ნაკლებობა ისედაც იყო, ბათუმიდან ხულოში მომავალ მიკროავტობუსში ზოგჯერ 3-4 მგზავრი იყო. ჩვენ გავითვალისწინეთ მერიის რეკომენდაცია და ბათუმის მიმართულებით რეისებს 18 მარტიდან შევწყვეტთ, …

ქალაქ ქობულეთსა და სოფლებში მგზავრებს სპეციალური გრაფიკით ავტობუსები მოემსახურება

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ქალაქ ქობულეთსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მგზავრებს მიკროავტობუსების ნაცვლად მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. „უახლოეს ხანში დაზუსტდება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა მიმართულებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმოძრავებენ ავტობუსები. ეს გრაფიკი იმოქმედებს მთელი ამ შეზღუდვის პერიოდში. თუ საჭიროება და საშუალება იქნება, შემდეგ შესაძლოა ზოგიერთ ხაზზე დაემატოს ავტობუსების რაოდენობა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 12 ავტობუსია. რაც …

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს

დღეს, 17 მარტს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა  უნდა დაიწყოს ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევისათვის ჯარიმას და პატიმრობას ითვალისწინებს. „მინდა ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. იქნება ეს ადმინისტრაციული თუ …

„გაზარდეთ დეზინფექციის სიხშირე“ – სურსათის სააგენტოს რეკომენდაციები აგრარულ ბაზრებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარულ ბაზრებში, სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები გასცა: გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია; სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია; გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით; ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში …

მთავრობა: იზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაც

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება დროებით შეჩერდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე შეიზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ამის შესახებ დღეს, 17 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარაიამ განაცხადა გუბერნატორებთან შეხვედრისას. გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური ღონისძიებების განხორციელება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ადგილზე თქვენ მზად …

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს COVID-19-ზე ყალბი სმს-ების შეზღუდვას სთხოვს

გუშინ, 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციული ხასიათის სმს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, სასურველია სახლში დარჩენა, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ 60 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ გარკვეული პერიოდით, სიცხისა და ხველების შემთხვევაში კი, მიმართონ ექიმს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს განცხადებას, რომ მთავრობის ოფიციალური სმს-ით ბოროტად ისარგებლეს გაურკვეველმა პირებმა …

საქართველოს რკინიგზა ახალი ინიციატივით გამოდის

სატვირთო გადაზიდვების სტაბილურობის მიზნით, საქართველოს რკინიგზა მზად არის ნებისმიერი ტვირთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე – ბათუმის, ფოთისა და თბილისის ტერმინალებიდან უმოკლეს ვადებში, კონკურენტუნარიანი ტარიფებით სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვები განახორციელოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სომხეთის მიმართულებით. საუბარია ტერმინალებში შესული ავტომობილებიდან ტვირთების რკინიგზის ვაგონებსა თუ კონტეინერებში გადატვირთვაზე და მათ საბოლოო დანიშნულების პუნქტებამდე გაგზავნაზე. ,,საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება დამოკიდებულია მისი, …

რა პროდუქტს მიიღებენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები აჭარაში 

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში პროდუქტის იმ მარაგის გადანაწილებაზე მსჯელობენ, რომელიც მარტში უნდა გამოეყენებინათ. კორონავირუსის პრევენციის გამო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯერ ორი მარტიდან 16 მარტამდე შეჩერდა, შემდეგ კი პირველ აპრილამდე გადაიდო. არამალფუჭებადი პროდუქტის გადანაწილების ორგანიზებაზე აჭარის მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 16 მარტს,  მოუწოდა,  თავდაპირველად კი ეს იდეა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაახმოვანა. …

პოლიციამ დღეს კარანტინში იძულებით 22 პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 22 პირი იძულებით გადაიყვანეს კარანტინში. ეს შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და აჭარაში. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ …

აიკრძალება თუ არა „მარშუტკები“ ბათუმში? – მერია მოლაპარაკებას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან, 18 მარტიდან, თბილისში სამარშრუტო ტაქსები დროებით აიკრძალება, თუმცა ტრანსპორტის სახედ დარჩება მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ახლახან [13:00 საათი] გახდა ცნობილი, მუშაობენ და გადაწყვეტილებას ბათუმთან მიმართებაში უახლოეს ხანში მიიღებენ. თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას ლიცენზიის მფლობელი კერძო კომპანიები ახორციელებენ. ლიცენზიებს მერია კონკურსის …

როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს სასწავლო პროცესის ონლაინსივრცეში გადატანის რეკომენდაცია მისცა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად მზად არ არის. რა გამოწვევების წინაშე არიან სკოლები და ვინ როგორ ატარებს ონლაინგაკვეთილს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგებს ესაუბრა. მანანა კაპეტივაძე, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და …

ბათუმში კაფე-ბარებისა და რესტორნების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა

ბათუმში კაფე-ბარებისა და რესტორნების ნაწილი მუშაობას აჩერებს, ნაწილი კი საკურიერო/გატანის სერვისზე გადადის. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში მოქმედ კაფე-ბარებსა და რესტორნებს მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაცია 16 მარტს მისცა. ბათუმში მუშაობა შეაჩერა “დელირიამ”,”გარდენსმა”, “ვინილმა”, “მიუნჰენმა”. საკურიერო მომსახურებაზე გადავიდა “პრივეტ იზ ბატუმა” და BK-ი. „შექმნილი ვითარების და დღევანდელი მთავრობის განცხადების საფუძველზე, ხვალიდან, კერძოდ, 17 მარტიდან, …

გვირჩევენ, ფულს არ შევეხოთ, თუმცა ბათუმის „მარშუტკებში“ ბარათით ვერ გადაიხდით

ბათუმის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 250 სამარშრუტო მიკროავტობუსი მოძრაობს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დღის წესრიგში დადგა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიგიენის წესების დაცვისა და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციის საკითხი. მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნაღდი ფულის გამოყენებისგან და ელექტრონული სერვისებით ისარგებლონ. ბათუმის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა კი ქალაქის მერიამ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თავიდანვე არ დაავალა. …

ბათუმის ინფექციურში COVID-19-ზე ორ პირს იკვლევენ – ორივე კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს

ბათუმში COVID-19 -ზე ორ პირს იკვლევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. ერთი მათგანი გუშინ, საღამოს შეიყვანეს ინფექციურში. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ორივე პირს აღენიშნება მსუბუქი რესპირატორული სიმპტომები, ცხელება – 37.2 – 37.3. მათ ჰქონდათ შეხება მაღალი რისკის ზონის ქვეყნებთან და იმყოფებოდნენ კარანტინში. ორივე პირის …

საღამოს ბათუმის ინფექციურში კარანტინიდან ერთი პირი გადაიყვანეს – COVID19

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს, 16 მარტს, საღამოს, ერთი პირი გადაიყვანეს კარანტინიდან. შესაბამისი ანალიზი უკვე აღებულია და პასუხი, აქვს თუ არა მას კორონავირუსი, ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ პაციენტს შეყვანისას აღენიშნებოდა ტემპერატურა 37.3, დღეს …

„კაფეებსა და რესტორნებს მოვუწოდებ აამუშაონ ადგილზე საკვების მიტანის სერვისი“ – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, დღეს, 16 მარტს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას გამოეხმაურა კაფეებსა და რესტორნებში მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „მე მინდა რეგიონში ოპერირებად კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მოვუწოდო და ვთხოვო, მიიღონ მთავრობის ეს რეკომენდაცია, გაატარონ და განახორციელონ მხოლოდ ადგილზე საკვების მიტანის სერვისი“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ხალხმრავალი თავშეყრის ადგილების …

არ ჰქონდეს ადგილი საკვებ პროდუქტებზე ფასების სპეკულაციურ ზრდას – თორნიკე რიჟვაძე

„არ უნდა მივიღოთ სიტუაცია, როცა მოქალაქეების, ხალხის და ქვეყნის გასაჭირის ხარჯზე ვინმე სპეკულაციურად ახდენს ფასების ზრდას,“ – განაცხადა დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მან დღეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის რეგიონში საკვები პროდუქტების მომარაგების კუთხით ამ ეტაპზე „არც შეფერხება გვაქვს და არც გამოწვევა“. „თუმცა, მინდა, …

აჭარის მთავრობა ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებებს გადაუვადებს

აჭარის მთავრობა ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებებს სამი თვით, პირველ ივნისამდე გადაუვადებს, ამ პერიოდში მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო არ დაეკისრებათ – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 16 მარტს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „კერძო სექტორს ამ პერიოდში აქვს განსაკუთრებული გამოწვევა, სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გადავუვადოთ საინვესტიციო ვალდებულებები, რომელებიც უკავშირდება აჭარაში მოქმედ ბიზნესს, …

Exit mobile version