ქორწილების და ქელეხების გადახდა აიკრძალა – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის #181-ე დადგენილებით საქართველოში 10-კაციანზე მეტი ქორწილების და ქელეხების გადახდა აიკრძალა. “იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები),” – ვკითხულობთ მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაში. ამავე დადგენილებით იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც …

თუ დავრჩებით სახლში, 6-10 კვირაში მინიმალური შემთხვევები გვექნება – ბილ გეითსი 

Microsoft -ის დამაარსებელი ბილ გეითსი ტვიტერზე საკუთარ ფოტოს პოსტავს წარწერით – „მე ვარ ბილ გეითსი და ვმუშაობ სახლიდან”. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა და გავლენიანმა ბიზნესმენმა ოთხშაბათს ხალხს სადისკუსიო ფორუმ Reddit-ზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ბილ გეითსს ჰკითხეს, თუ რა დროში ხედავს ის  მსოფლიო კრიზისიდან გამოსავალს, რაზეც ის პასუხობს, რომ თუ ქვეყნები ეფექტურ გადაწყვეტილებებს …

ბათუმი-თბილისის მატარებელი ხვალიდან აღარ იმოძრავებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დღეს, 23 მარტს 00:00 საათიდან მატარებლების საქალაქთაშორისო მოძრაობა ჩერდება. დღეიდან შეწყვეტს მოძრაობას ბათუმი-თბილისის მატარებელიც. „მგზავრებს საშუალება აქვთ  მიმდინარე წლის 24 მარტის,  18:00 საათამდე ბილეთები დააბრუნონ საქართველოს რკინიგზის მოქმედ სალაროებში. მგზავრობის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“ – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში. მთავრობის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იმოძრავებენ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებიც. გადაწყვეტილება …

სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო – მთავრობა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო. დადგენილება დღეს, 23 მარტს გამოქვეყნდა. მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში)“. დადგენილებაში ასევე წერია, რომ 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები უნდა …

მარნეულის მცხოვრები: სოფლების მიმართულებით მოძრაობა არ შეზღუდულა

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოაცხადა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო. ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია. ამავე თემაზე: მარნეული და ბოლნისი დაიკეტა – კარანტინი რა ხდება ამ დროისთვის მარნეულში და ემორჩილებიან თუ არა მოქალაქეები მთავრობის რეკომენდაციებს? „ბათუმელები“ მარნეულში მცხოვრებ მამედ მირზაევს ესაუბრა. მისი თქმით, ქალაქში მოძრაობა ნაკლებად შეინიშნება, თუმცა სოფლების მიმართულებით …

13 სასტუმროს ორთვიანი საკარანტინო ზონის მოწყობისთვის სახელმწიფო 10 მილიონს გადაუხდის

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო სივრცეების მოწყობაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 13 სასტუმროსთან [სულ 1 300-მდე ოთახი] ხელშეკრულებები ჯამში 10 517 823 ლარზე აქვს გაფორმებული. სასტუმროები, რომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიც „ბათუმელებს“ ამ დროისთვის აქვს, მდებარეობს თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, საირმეში, გუდაურში. ამ სასტუმროებთან ადმინისტრაციამ ხელშეკრულებები მარტის თვეში პირდაპირი წესით გააფორმა, თუმცა სასტუმროების რაოდენობა, სადაც საკარანტინო ზონაა …

როგორ დავბრუნდეთ თურქეთიდან საქართველოში – საკონსულოს განმარტება

დღეიდან, 23 მარტიდან, თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს  მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნება მხოლოდ სარფის საბაჟოს გავლით შეუძლიათ. ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში 23 მარტის მდგომარეობით გადაადგილება შეზღუდული არაა, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება შიდა ფრენები, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსებით და თვითმფრინავებით. ერთადერთი შეზღუდვა დაწესებულია სარფის საბაჟოზე, რომელიც დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე …

ბათუმში ელოდებიან 6 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია. საავადმყოფოში კიდევ ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელიან, რომლებიც საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს ინფექციურში – ამის შესახებ, დღეს, 23 მარტს, ჟურნალისტებთან განაცხადა ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ. „ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამი დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არავითარი ზედმეტი გართულება არც ერთ პაციენტს …

162 000 ადამიანი ცხოვრობს მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინია

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, 162 200 ადამიანი ცხოვრობს. აქედან მარნეულში  106 800 ადამიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 55 400 ადამიანი. გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვერ ხდება მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა და ქვეყანა …

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 651 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 651 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 5 476-ია.  გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირებით ახალი 5 560 შემთხვევა. 22 მარტის მდგომარეობით იტალიაში კორონავირუსი 59 138 ადამიანს აქვს დადასტურებული. ასევე ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 952 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა ჯამური ოდენობა 7 024-ია. დღეს რომში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 წლის ახალგაზრდა კაცი. ეს პირველი შემთხვევაა იტალიაში, …

ბათუმის ინფექციურში მოთავსებული 5 პირიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – COVID 19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა. 5 პირი კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს. 22 მარტის მონაცემებით, ბათუმში 3 პირია კორონავირუსით ინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევათა რაოდენობა ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 კარანტინის რეჟიმში – 3 254 თვითიზოლაციაში – 2693 სტაციონარში მეთვალყურეობის …

როგორ ისჯება სხვისთვის ინფექციის გადადება, ან 10 კაცის თავშეყრა – იურისტის განმარტება

„ჯერჯერობით ვერაფრით დასჯიან ვინმეს, თუკი 10, ან თუნდაც მეტი ადამიანი ერთად მოიყრის თავს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ დეკრეტის გამოცემის შემდეგ დეტალურად უნდა განისაზღვროს, რა სახის შეზღუდვები იარსებებს შეკრების კუთხით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება. 10 პირის თავშეყრის შეზღუდვაზე გუშინ, 21 მარტს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ვიდრე პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე …

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ზიარების შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდება?

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი ზიარების შედეგად „კორონავირუსის“ გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდება? – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საპატრიარქომ ღვთისმსახურების შეჩერებაზე უარი თქვა. პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოცემული დეკრეტის შემდეგ ეკლესიებში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მრევლს სტიქაროსნებმა და პატრიარქმაც ერთმანეთისგან დისტანცირებისკენ მოუწოდეს. დღეს, ზიარების დროს, ისევ გამოიყენეს საერთო კოვზი, რომელიც დაინფიცირების საფრთხეა. „თუნდაც ერთი ადამიანის …

აპრილის პენსიას 70 წლის და ზევით ასაკის პენსიონერებს წინასწარ ჩაურიცხავენ

70 წლის და 70-ზე ზევით ასაკის პენსიონერებს აპრილის თვის პენსიას წინასწარ ჩაურიცხავენ. პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ „ლიბერთი ბანკი“ სპეციალურ განცხადებას ხვალ, 23 მარტს გააკეთებს. „რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო, და იმის გამო, რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია,  ლიბერთი ბანკმა,  საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და …

დავით ფერაძე რკინიგზელებს: ყოველი თქვენგანი ამ ქვეყნის უსახელო გმირია

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე რკინიგზელებს მიმართავს და  ამბობს, რომ ყოველდღიური შრომა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროფესიის, კომპანიის და სახელმწიფოს მიმართ  ერთგულებისა და თავდადების საუკეთესო მაგალითია. “დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, თითოეული თქვენგანის თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომ საქართველოს რკინიგზა  განაგრძობს  განსაკუთრებულ რეჟიმში მაგრამ შეუფერხებლად …

რეანიმაციის პაციენტთა ნახევარი 60 წლამდე ასაკისაა, მათი მდგომარეობა მძიმეა – საფრანგეთი

უკანასკნელი მონაცემებით კორონავირუსით საფრანგეთში 562 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის 112 უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. ჰოსპიტალიზებულია 6172, ტესტით დადასტურებული Covid-19-ის შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი საფრანგეთში 14 485-ს აღწევს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მძიმეა და ამ პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა მობილიზებას. მისი თქმით ჰოსპიტალში მოთავსებული  6 172 პაციენტიდან 1 525-ს …

აჭარაში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა დატოვა

ბათუმში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა უკვე დატოვა, მათ საკარანტინო ვადაში [მინიმუმ 14 დღე] არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში 22 მარტის მონაცემებით, აჭარის რეგიონში 800-ზე მეტი პირი რჩება. 22 მარტის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსი სამ პირს აქვს დადასტურებული. 4 პაციენტის ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგს დღეს ელოდებიან. ქვეყნის მასშტაბით კი: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა …

ბათუმში 4 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე დღეს ელოდებიან

ბათუმში 4 პირის ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღეს, 22 მარტს, დღის ბილოსთვის ელოდებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე პირი საკარანტიონო სივრციდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. აჭარაში ამ დროისთვის სამ პირს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 22 მარტის12:30 საათის მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 54, მათ შორის …

პოლიციამ საკარანტინო ზონებში იძულებით კიდევ 10 პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი. 22 მარტის 11:30 საათის მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული …

რეალ-მადრიდის ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა

  მადრიდული კლუბის ყოფილ პრეზიდენტი, 76 წლის ლორენცო სანსი Covid 19-ით 21 მარტის ღამეს გარდაიცვალა. სანსის ჰოსპიტალში 3 დღეს მკურნალობდნენ. სანსის შვილმა, რომელსაც ასევე ლორენცო ჰქვია ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია მამის გარდაცვალების შესახებ და დაწერა, რომ მამამისი ასეთ სიკვდილს და ამ ფორმით არ იმსახურებდა. ლორენცო სანსი რეალ მადრიდის პრეზიდენტი 1995-2000 წლებში იყო. ბოლო მონაცემებით ესპანეთში ახალი …

საქართველოში კორონავირუსისგან 3 ადამიანი განიკურნა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში 2 პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია. „2 პაციენტის განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა უვკე დატოვა დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს [22 მარტს]. ანუ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა,“ – ამბობს ეზუგბაია. მანამდე, 16 მარტს, პირველი განკურნებული პაციენტი ინფექციურდან გაწერეს.  22 მარტის 10:50 საათის …

სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, „საქართველოში მოხდეს სამედიცინო პირბადეების წარმოება და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“. წარმოების ხაზის გასამართად 6 600 000 აშშ დოლარი დაიხარჯება. ამ მიზნით, მთავრობის განკარგულების პროექტის მიხედვით, უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში 5 600 000 ლარი უნდა გადარიცხოს. „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ …

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 54-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კიდევ 5-ით გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ბოლო 5 შემთხვევიდან ერთ-ერთი ბავშვია. 22 მარტის 10:20 საათის მდგომარეობით: საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა – 54, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1, კარანტინის რეჟიმშია – 1966 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 259 პირი. 22 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსული …

12 გარდაცვლილი, 277 ინფიცირებული ბოლო 24 საათში – კორონავირუსი თურქეთში

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 21-ია. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ტვიტერზე დაწერა რომ დღეს, 21 მარტს, თურქეთში 2 953 ადამიანს ჩაუტარეს ტესტი, მათგან 277 დადებითი იყო. მინისტრის თქმით 21 მარტის მდგომარეობით თურქეთში კორონავირუსი 947 ადამიანს აქვს დადასტურებული. Son 24 saatte 2.953 ŞÜPHELİYE TEST yapıldı. 277’si POZİTİF ÇIKTI. Hasta sayımız …

793 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში – კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა და 4 825 გახდა. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით ქვეყანაში 793 ადამიანი გარდაიცვალა. დაფიქსირდა 5 557 ახალი შემთხვევა. უახლესი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 53 578 ადამიანია ინფიცირებული. დღეს, 21 მარტს, მხოლოდ ლომბარდიის რეგიონში, კორონავირუსით 546 ადამიანი გარდაიცვალა. 25 515 ადამიანს კი კორონავირუსის დიაგნოზი აქვს. აქედან ბოლო 24 საათში ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის …

ხვალ ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

„ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება, ტაძარში ღვთისმსახურებას მხოლოდ 10-კაციანი შემადგენლობა აღავლენს: მღვდელი, სტიქაროსნები და მგალობლები“, – გვითხრა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა. საკვირაო ღვთისმსახურებას მრევლი ტაძრის გარე ტერიტორიიდან ხმის გამაძლიერებლით მოისმენს. ეპარქიის პრესსპიკერი ამბობს, რომ მრევლმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვას ლოცვის მოსმენის დროს და ტაძრის შესასვლელთან ზიარების მიღებისას. ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში ეს გადაწყვეტილება …

ბათუმში კორონავირუსი მესამე პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ახლახან განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ბათუმის კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში სამი პირი გუშინ ღამით გადაიყვანეს. კორონავირუსი მათგან ერთ-ერთს დაუდასტურდა. ბათუმში კორონავირუსი 21 მარტის მდგომარეობით უკვე სამ პირს აქვს დადგენილი. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყნის მასშტაბით დღეს ახალი …

რამდენად უსაფრთხო გარემოში მუშაობენ მკერავები, რომლებიც პირბადეებს ამზადებენ

„ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, დღეს შაბათია და ვისვენებთ. ორშაბათიდან არ ვიცი, რა იქნება… გუშინ ტანსაცმელის კერვაზე ვიმუშავეთ ყველამ, რადგან დოლბანდი არ იყო და მაგას ველოდებით. სადეზინფექციო ხსნარები გვაქვს, სხვა არაფერი შეცვლილა,“ – ამბობს ერთ-ერთი მკერავი ქალი, რომელიც „აჭარა ტექსტილში“ მუშაობს. ამ საწარმომ 500 ათასი პირბადის დამზადება დააანონსა. მკერავები, რომლებიც პირბადეებს კერავენ, „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ – ისინი …

დახურული სასტუმროები ბათუმში – ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხე

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში მოქმედი მსხვილი სასტუმროების უმრავლესობა დროებით დაიხურა. ბათუმში ახლა მხოლოდ თითო-ოროლა სასტუმრო მუშაობს უმნიშვნელო დატვირთვით. სასტუმროების ნაწილში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო. მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ქალაქში არ მუშაობს არცერთი კაზინო, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. სასტუმროებსა და კაზინოებში დასაქმებული ადამიანების ნაწილი უკვე შემოსავლის გარეშე დარჩა, ან დარჩება. მსხვილ სასტუმროებში ასობით …

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მას დღეს, 21 მარტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიმართა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს შეკრებისთანავე. საგანგებო მდგომარეობა იმ შემთხვევაში უქმდება, თუკი პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერს. „იმედია, შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდება მისი გამკაცრება… ჩვენ გვმართეს პასუხისმგბელობა, სიფრთხილე და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნება, მჯერა, …

საიზოლაციო ან საკარანტინო რეჟიმის დამრღვევი პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საიზოლაციო, ან საკარანტინო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის სანქციები ამოქმედდება. ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი, პირს სისხლის სამართლის წესით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. შს სამინისტროს ცნობით, საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო კი, საკარანტინო ზონებში, იძულების …

პოლიციამ კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა იძულებით კარანტინში 

შს სამინისტროს ცნობით, საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი …

იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

„აპრილისა აპრილში ვიფიქროთ“ – ასეთ მარტივ და მოკლე ვადაზეა გათვლილი ცალკეული ბიზნესკომპანიების დამფუძნებლებისა და გენერალური მენეჯერების სტრატეგია თანამშრომლების შენარჩუნებაზე. ამ კომპანიებს მარტის მესამე კვირაში ოფისების დაკეტვა მოუხდათ კორონავირუსის გამო. კითხვაზე, რა მოხდება, თუ მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაწყვეტილებას დისტანცირების აუცილებლობაზე ძალაში დატოვებს აპრილშიც, ან უფრო დიდ ხანს, ამ კომპანიების უმრავლესობას პასუხი არ აქვს. არიან ისეთებიც, …

ბათუმში კორონავირუსზე 3 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით კარანტიდან 3 პირი გადაიყვანეს, მათი ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღეს, 21 მარტს ელოდებიან. „მათი მდგომარეობა სტაბილურია, თავს კარგად გრძნობენ ის პაციენტებიც, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ,“ – გვითხრა დავით მურვანიძემ, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერმა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ბათუმში გუშინ, 20 მარტს დადასტურდა. 21 მარტის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა, მათ …

პირველ აპრილამდე N2 მუნიციპალური ავტობუსი ახალშენის ცენტრამდე იმოძრავებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ აპრილამდე, მოსახლეობის მოთხოვნით N2 მუნიციპალური სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს ახალშენის ცენტრამდე 30-წუთიანი ინტერვალით. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პირველ აპრილამდე გაგრძელდება ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან, მუნიციპალურ ავტობუსებში, პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრების დისტანცირება სპეციალური წითელი ლენტის საშუალებით ხდება, მძღოლს ეკრძალება წინა კარის გაღება, მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის მიზნით. მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომა ხორციელდება უკანა კარის საშუალებით. …

„მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო“ – სტუდენტის ცხოვრება ვენის საგანგებო რეჟიმში

სალომე სალაძე საქართველოდან ვენაში 14 მარტს გაფრინდა „ვიზეარის“ ბოლო რეისით, რის შემდეგაც ავსტრიასთან საზღვარი ჩაიკეტა. როგორც სალომე გვიამბობს, ავსტრიაში მცხოვრები იმ ქართველი სტუდენტების 98% -მა ვისაც თავად იცნობს, ავსტრიაში დარჩენა გადაწყვიტა კრიზისის მიუხედავად. სალომე თავადაც სტუდენტია, 5 წელია, რაც ავსტრიაში ცხოვრობს და ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების და საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ის გვიყვება, …

Exit mobile version