მთავარი,სიახლეები

ბათუმში კაფე-ბარებისა და რესტორნების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა

17.03.2020 • 1640
ბათუმში კაფე-ბარებისა და რესტორნების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა

ბათუმში კაფე-ბარებისა და რესტორნების ნაწილი მუშაობას აჩერებს, ნაწილი კი საკურიერო/გატანის სერვისზე გადადის.

მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში მოქმედ კაფე-ბარებსა და რესტორნებს მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაცია 16 მარტს მისცა.

ბათუმში მუშაობა შეაჩერა “დელირიამ”,”გარდენსმა”, “ვინილმა”, “მიუნჰენმა”. საკურიერო მომსახურებაზე გადავიდა “პრივეტ იზ ბატუმა” და BK-ი.

„შექმნილი ვითარების და დღევანდელი მთავრობის განცხადების საფუძველზე, ხვალიდან, კერძოდ, 17 მარტიდან, კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გადადის მხოლოდ საკურიერო/გატანის მომსახურებაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ 2 კვირაში ჩვენ შევძლებთ ყველა საშიშროების და პრობლემის გადალახვას, რაც ჩვენს ქვეყანაშია,“ – ეს ინფორმაცია „პრივეტ იზ ბატუმას“ მენეჯმენტმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

??? საკურიერო/გატანის მომსახურებაშექმნილი ვითარების და დღევანდელი მთავრობის განცხადების საფუძველზე, ხვალიდან კერძოდ 17…

Posted by Privet iz Batuma on ორშაბათი, 16 მარტი, 2020

მუშაობა შეაჩერა კაფე „გარდენსმა“.

„მეგობრებო, ვიზიარებთ რა ჩვენს წილ პასუხისმგებლობას COVID-19 ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში, დროებით ვწყვეტთ მუშაობას. გთხოვთ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და გაითვალისწინოთ რეკომენდაციები,“ –  წერია კაფეს ოფიციალურ ფეიჯზე.

✅მეგობრებო, ვიზიარებთ რა ჩვენს წილ პასუხისმგებლობას COVID-19 ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში, დროებით ვწყვეტთ მუშაობას….

Posted by კაფე გარდენსი • Café Gardens on კვირა, 15 მარტი, 2020

საკურიერო მომსახურებაზე გადავიდა კაფე BK-ი. კაფემ დროებით სტუმრების მიღება შეაჩერა.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავედით დისტანციურ/საკურიერო მომსახურებაზე. მივყვებით მთავრობის რეკომენდაციებს და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კაფე BK-ის დამფუძნებელმა პაატა ბეჟანიძემ.

მუშაობა შეაჩერა კაფე „ვინილმა“.

„მეგობრებო, იმისთვის რომ არ შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელებას – ვითვალისწინებთ რეკომენდაციას და დრობით ვიკეტებით. გისურვებთ ჯანმრთელობას… მალე შევხვდებით!“ – წერს კაფეს ოფიციალური გვერდი.

მეგობრებო, იმისთვის რომ არ შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელებას – ვითვალისწინებთ რეკომენდაციას და დრობით ვიკეტებით. გისურვებთ ჯანმრთელობას… მალე შევხვდებით!!!

Posted by Vinylი on ორშაბათი, 16 მარტი, 2020

მუშაობა შეაჩერა რესტორანმა „მიუნჰენმაც“.

ძვირფასო სტუმრებო,რესტორანი დროებით წყვეტს მუშაობას ❤️ გისურვებთ ჯანმრთელობას ❤️

Posted by Munich/მიუნჰენი on ორშაბათი, 16 მარტი, 2020

პირველ აპრილამდე შეაჩერა მუშაობა რესტორანმა „სანრემომ“.

☝ ჩვენთვის უპირველესი ერთგული სტუმრების და თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა!? დაავადებათა კონტროლისა და…

Posted by Restaurant Sanremo • რესტორანი სანრემო on პარასკევი, 13 მარტი, 2020

გადაბეჭდვის წესი


ასევე: