მთავარი,სიახლეები

6 ახალი შემთხვევა და 12 გამოჯანმრთელებული – „პირველად არის ასეთი დიდი სხვაობა“

29.04.2020 • 1215
6 ახალი შემთხვევა და 12 გამოჯანმრთელებული – „პირველად არის ასეთი დიდი სხვაობა“

„პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია,“ – განაცხადა დღეს, 29 აპრილს, მარინა ეზუგბაიამ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

„გუშინ ამ დროისთვის ჩვენ გვქონდა 511 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა სულ 6 ახალი შემთხვევა და არის 517 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12. დღეს, თუ გამოვაკლებთ გამოჯანმრთელებულებს, ქოვიდ ცენტრებში მკურნალობს 349 პაციენტი,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

29 აპრილის მონაცემებით [13 სთ] საქართველოში კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 168 ადამიანი, გარდაიცვალა – 6. 

ოფიციალური მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 549 პირი, კარანტინის რეჟიმში კი იმყოფება 5153 მოქალაქე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: