ჯანმო არაფერს მალავს – ტედროს გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა აშშ-ს ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ ჯანმოს არანაირი საიდუმლო არ აქვს: „ინფორმაციის მიღების პირველი დღიდან ორგანიზაციას არაფერი დაუმალავს არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის, არც აშშ-სთვის. არ არსებობს საიდუმლო ჯანმოში. რაიმეს საიდუმლოდ შენახვა საფრთხის შემცველია, რადგან ეს ჯანმრთელობის თემაა, ინფორმაცია უნდა გავრცელდეს დაუყოვნებლივ“. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა …

ბათუმში 90 პირის ანალიზის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

ბათუმში COVID-19-ზე აღებული 90 ლაბორატორიული ნიმუშის პასუხი უარყოფითია. აჭარიდან კვლევისთვის ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი პირების კიდევ 50 ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხებიც დღეს, 21 აპრილს, გვიან საღამოს გახდება ცნობილი – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა დღეს, 21 აპრილს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქობულეთის კლასტერის ირგვლივ კონტაქტირებული პირების რაოდენობა გაიზარდა 520- მდე და ინტენსიურად …

სამმა გამოჯანმრთელებულმა ბათუმში კლინიკა დატოვა – Covid-19

დღეს, 18 აპრილს, ბათუმში სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა „მედალფა“ დატოვა, Covid-19 – ზე მათი ანალიზების პასუხები უარყოფითია.  შესაბამისად ამ დროისთვის კლინიკაში 38 პაციენტი რჩება, რომლებიც Covid-19-ზე მკურნალობას აგრძელებენ. მათგან ორის მდგომარეობა ისევ მძიმეა. 18 აპრილის [11 სთ] მონაცემებით, საქართველოში 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. ბოლო მონაცემებით, სულ საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 385 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელდა 84 …

ბათუმში 92 პირის ანალიზის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმიდან გაგზავნილი 92 ანალიზის პასუხი, რომლის პასუხებსაც Covid-19-ზე დღეს, 18 აპრილს  ელოდებოდნენ, უარყოფითია. ამ დროისთვის აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“ Covid-19-ით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს. აქედან  ინფიცირების 33 შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, მათ შორის არიან ბავშვებიც. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოძიებულია 465 კონტაქტი, მათგან 230 პირთან ჩატარებულია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ამ 230-დან არის სწორედ ის …

ლაქები ფეხის გულებსა და თითებზე – COVID19-ის კიდევ ერთი შესაძლო სიმპტომი

იტალიელი და ესპანელი მედიკოსების აზრით, ფეხის გულებზე ლაქები შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების მანიშნებელი იყოს. ეს ვარაუდი პირველმა ესპანეთის ორთოპედთა კოლეჯების გენერალურმა საბჭომ გამოთქვა. BBC წერს, რომ საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში აღინიშნა ბევრი შემთხვევა, როცა კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებს ფეხის გულებზე ჩალურჯებების ან ჩუტყვავილას გამონაყარის მსგავსი ნიშნები/ლაქები აღმოაჩნდათ. „ლაქები ფეხის გულებზე ყველაზე ხშირად უვლინდებათ ბავშვებს. ლაქები ყველა შემთხვევაში …

დაწყებულია კლინიკური კვლევები 3 ვაქცინაზე – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს კლინიკური კვლევები სამ ვაქცინაზე, ხოლო კიდევ 70 ვაქცინაზე დაჩქარებული ტემპით განაგრძობენ მუშაობას. 90-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა ჯანმოს გლობალურ კვლევას, სახელად – “სოლიდარობა”. მასში 900-ზე მეტი პაციენტია დარეგისტრირებული, რათა შეაფასონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ოთხი წამლის და ამავე წამლების კომბინაციების უსაფრთხოება და ეფექტურობა. კვლევაში, …

საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა და სასმელი წყალი? – ახალი კორონავირუსი

COVID-19-ისა და წყლის უსაფრთხოების შესახებ ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის: შეიძლება თუ არა ახალი კორონავირუსი გავრცელდეს წყლით და საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა პანდემიის პირობებში.  შეიძლება თუ არა covid-19 გავრცელდეს სასმელი წყლით? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სასმელ წყალში ვირუსის არსებობა შესაძლებელია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალ კორონავირუსებს შეუძლიათ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში …

ვაქცინის გარეშე ვირუსის გავრცელების სრული შეჩერება არ გამოვა – ჯანმო

Covid-19-ის მასიური გავრცელების სრულად შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შემთხვევაში – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა ჯანმოს ბრიფინგზე განაცხადა. „უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება და მიწოდება იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის გადაცემა სრულად შეწყდეს” –  თქვა ტედროს გებრეისუსმა. ის ამ განცხადებით გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის ინიციატივას, მოხსნან ვირუსის პრევენციისთვის …

ჯანმო: COVID-19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს მორიგ ბრიფინგზე თქვა, რომ კორონავირუსი 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1. “როგორც აქამდე ვთქვით, ეს ახალი ვირუსია და კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაც პირველია. ჩვენ ყველა უწყვეტად ვსწავლობთ და ვაკორექტირებთ ჩვენს სტრატეგიას, რომელიც უახლეს ხელმისაწვდომ ცნობებს ეფუძნება. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია ვირუსზე, რაც ვიცით და ვიმოქმედოთ მხოლოდ ამის შესაბამისად. …

გადაიდო თუ არა გეგმიურ ოპერაციებთან ერთად აბორტები – განმარტება

ქვეყანაში COVID19-ის პრევენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების გამო გეგმიური ოპერაციები 4 თვით გადაიდო. განცხადება ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  24 მარტს გააკეთა. ტიკარაძემ განმარტა, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ გეგმიურ ოპერაციებს და  არ შეეხება გადაუდებელ ოპერაციებს. თუმცა საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა, შედის თუ არა, მაგალითად, აბორტი გეგმიური ოპერაციების ჩამონათვალში. ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” კლინიკური დირექტორი, მეან-გინეკოლოგი ჯუმბერ …

ჯანმოს რეკომენდაციები რელიგიური შეკრებების დროს – COVID 19

კოვიდ 19-ის ვირუსის გავრცელებისა და ვირუსის ფონზე სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკის გამო, მთელ მსოფლიოში ფიზიკური დისტანცირებისა და იზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც კომენდანტის საათთან ერთად აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესიებში ხალხმრავალი ღვთისმსახურება გრძელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ქმნის გაიდლაინებსა და საყოველთაო რეკომენდაციებს მსოფლიოში პირველი …

შეიძლება თუ არა საკვებით გადაეცეს კორონავირუსი? – რას ამბობენ სპეციალისტები

სოციალური დისტანცირების, ხელების ხშირი დაბანის, ზედაპირების დეზინფექციის ინსტრუქციები მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა, მაგრამ სახლში მოტანილი პროდუქტის გასუფთავების ინსტრუქცია ყველას სხვადასხვა აქვს. უსაფრთხოა თუ არა ხილ-ბოსტნეულის უბრალოდ გამდინარე წყლით გარეცხვა? – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისევე როგორც ევროპის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების საზოგადოება იუწყებიან, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის, რომ საკვები შეიძლება იყოს ამ ვირუსის გადაცემის წყარო. BfR [გერმანიის  …

ჯანმო: მობილურის 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას არ იწვევს

COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად სოციალურ მედიაში უამრავი მითი გავრცელდა, მათ შორის ერთ-ერთია მობილურის 5G ინტერნეტკავშირი ვირუსის გავრცელებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ვირუსებს არ შეუძლიათ მოგზაურობა რადიოტალღებზე/მობილური ქსელებით და ახალი კორონავირუსი ვრცელდება ბევრ ქვეყანაში, სადაც არ აქვთ 5G მობილური ქსელი. COVID-19 ვრცელდება რესპირატორული წვეთების საშუალებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ადამიანი ასევე შეიძლება დაინფიცირდეს …

„რედიოჰედი“ შეზღუდვების დასრულებამდე კვირაში ერთხელ ძველ კონცერტებს აჩვენებს

„რედიოჰეიდი“, მსოფლიო მასშტაბით გამოცხადებული სოციალური იზოლაციისა და კარანტინის დასრულებამდე, თავის იუთუბის არხზე, ყოველკვირეულად გაუშვებს აქამდე ჩატარებული კონცერტების ვიდეოებს. ჯგუფმა ამის შესახებ გუშინ საღამოს, სოციალურ მედიაში განაცხადა. მათი თქმით, პირველად აჩვენებენ 2000 წელს დუბლინში ჩატარებული კონცერტს. ჩვენება ამაღამ, საქართველოს დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. Now that you have no choice whether or not you fancy a …

COVID-19: ინფიცირების შემთხვევები 1 400 000 – ს გასცდა

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 434 426-ია. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი მილიონს ექვსი დღის წინ მიუახლოვდა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, სადაც გუშინ ვირუსით გარდაცვალების 1858 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 800-ზე მეტი – ნიუ იორკში. ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის 399 929 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 22 539, გარდაიცვალა – 12 911. ესპანეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა …

ახალი ცნობა COVID 19-ზე: ასიმპტომურად მიჩნეულ პაციენტებს სიმპტომები მაინც განუვითარდათ

ახალი კორნავირუსის გავრცელებასთან ერთად მატულობს ვირუსის შესახებ ინფორმაციაც. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ ვირუსის გადადება შეუძლიათ არა მარტო სიმპტომების მქონე, არამედ პრესიმპტომატურ პაციენტებსაც, ინფიცირების დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენამდე 1-3 დღით ადრე. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ შესაძლოა კორონავირუსი საერთოდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] ეპიდემიოლოგი მარია ვან კერჰოვი აცხადებს, რომ ე.წ. უსიმპტომო პაციენტებს საბოლოოდ მაინც განუვითარდათ …

აგრარული ბაზრები იმუშავებენ, თუ სტანდარტებს დაიცავენ – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგრარული ბაზრები დიდწილად წარმოადგენენ დაავადების გავრცელების მაღალ რისკს, ამიტომ მათი ფუნქციონირება შეიზღუდა, თუმცა იქნება გამონაკლისებიც. „კონკრეტულად, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სტანდარტის დაკმაყოფილებას შეძლებენ. სტანდარტი შეიმუშავა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. აღნიშნული სტანდარტი ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს: მოვაჭრე პერსონალს უნდა ჰქონდეს სპეციალური დამცავი …

ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის მერი, მოადგილეები და მერიის მაღალი თანამდებობის პირები, ასევე, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს  კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ბათუმის მერია დღეს, 4 აპრილს ავრცელებს განცხადებას. „ჩვენ ვაცნობიერებთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველაფერს გავაკეთებთ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა …

როგორ უნდა იმკურნალოს პაციენტმა სახლში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სახლში იმკურნალებენ. პროტოკოლით განსაზღვრულია, რომ ოჯახის ექიმებმა იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი ვირუსით ინფიცირების ეჭვი, დისტანციურად – სატელეფონო ან ონლაინკომუნიკაციით უნდა გაუწიონ კონსულტაცია. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ურჩიონ მათ სახლში დარჩენა, 14-დღიანი თვითიზოლაცია და გასცენ თვითმოვლის რეკომენდაციები. ასეთ პაციენტებს, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ჰოსპიტალში გადაიყვანენ. იმ შემთხვევაში კი, …

17 შემთხვევა ერთ დღეში – covid 19-ის 134 დადასტურება საქართველოში

ბოლო, 22:30 საათის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. დღეს, 2 აპრილის, დილის მონაცემებით, 13 ახალი შემთხვევა გვქონდა,  საღამოს კი ეს ციფრი კიდევ 4-ით გაიზარდა. stopgov.ge- მონაცემებით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში 5 550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 ადამიანი. 

სპორტული ინვენტარი და საკვები – რის გაყიდვა გაიზარდა პანდემიის ფონზე

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება გლობალურ პანდემიად შეაფასა, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მსოფლიო მასშტაბით მიღებულმა ზომებმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილიც სოციალური დისტანცირებაა, ბევრი რამ შეცვალა ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიცვალა მსოფლიო მოსახლეობის ქცევა სურსათისა თუ სხვა სახის პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით. აშშ-სა და ევროპაში იზოლაციაში მყოფი მოსახლეობა ახლა უფრო ხშირად სარგებლობს ონლაინ მაღაზიების სერვისებით. კომპანია Sellics, …

შემიძლია თუ არა ჩავიტარო ფასიანი ტესტი კორონავირუსზე? – ინტერვიუ

კორონავირუსის ადრეული გამოვლენის მიზნით, ადამიანების ნაწილს სურვილი აქვს ჩაიტაროს ტესტი იმ შემთხვერვაშიც კი, თუ ტესტი ფასიანი იქნება. შეუძლიათ თუ არა ამ მომსახურების მიღება დღეს ადამიანებს ბათუმში და თუ არა, რა ზომებს უნდა მიმართონ ვირუსის დროულად დასადგენად? ამ თემაზე „ბათუმელები“  აჭარის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორს, ოჯახის ექიმს, დალი დავითაძეს ესაუბრა. ქალბატონო დალი, ადამიანებს აინტერესებთ, შესაძლებელია …

„ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, საჭიროა მისი დამუშავება“

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილე და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი:  _______________ „ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. ხელთათმანი როცა გვიკეთია, ზუსტად ისევე უნდა დამუშავება ძალიან ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი, იმიტომ, რომ რა განსხვავებაა, ხელთათმანიან ხელს მივიდებთ, ვთქვათ, სახეზე, თვალზე ან ნიღაბს გავისწორებთ და ავიწევთ-ჩავიწევთ. სამწუხაროდ, …

სტომატოლოგთან ვიზიტები შეიზღუდა

COVID 19-ის პანდემიის გამო სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, არ განახორციელონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 1-ელ მაისამდე. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები: არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა. რესპირატორული დაავადებების კლინიკური …

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 77-მდე გაიზარდა

26 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამასთანავე, გამოჯანმრთელდა ვირუსით დაავადებული 10 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 4 055 პირი, სტაციონარში კი 252 ადამიანი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. მასობრივი ტესტირება ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ეტაპზე მხოლოდ მარნეულში დაიწყო, რადგან ეს რეგიონი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონად მიიჩნევა და გამოცხადებულია კარანტინი. ამ ეტაპზე მარნეულში  1000 …

როგორ მკურნალობენ COVID-19-ს საქართველოში – მთავრობამ პროტოკოლი დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა 37-გვერდიანი პროტოკოლი ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის შესახებ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით 24 მარტს შევიდა ძალაში. პროტოკოლი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა …

დღეს კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა

24 მარტის მონაცემით [19:30 საათი], საქართველოში კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა. დღის განმავლობაში სტატისტიკა 9-ით გაიზარდა. კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტს ბათუმში მკურნალობენ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 4 055 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 252 პაციენტი. 

2 მასშტაბური კვლევა კორონავირუსის სამკურნალო საშუალების დასადგენად

ევროპაში COVID-19-ის სამკურნალოდ ექსპერიმენტული წამლების ცდები დაიწყო.  კლინიკური ცდა „დისქავერი“, რომელსაც კოორდინაციას უწევს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საზოგადოებრივი ინსტიტუტი,   ევროპული პროექტია, რომლის ფრანგული ნაწილიც საფრანგეთის უმაღლესი განათლების სამინისტროს, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროს, ასევე ჯანდაცვისა და სოლიდარობის სამინისტროს მიერ ფინანსდება. კვლევაში მონაწილეობს 3 200 პაციენტი ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან.  „დისქავერი“ იკვლევს …

ჯანმო: პანდემია აჩქარდა, ვირუსს უნდა შევუტიოთ

მსოფლიოში COVID-19-ის 300 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გააფრთხილა მსოფლიო მოსახლეობა, რომ კორონავირუსის პანდემია „ჩქარდება”. „67 დღე დასჭირდა პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 100 000 შემთხვევამდე ასვლას, 11 დღე დასჭირდა შემდეგ 100 000 შემთხვევას და მხოლოდ 4 დღე – მესამე 100 000 შემთხვევას. თქვენ ხედავთ, როგორ ჩქარდება ვირუსი,” – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს …

როგორ უნდა დაიცვან თავი ორსულებმა კორონავირუსისგან? – ჯანმოს რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორსულებისთვის აქვეყნებს კითხვებსა და პასუხებს, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების პირობებში ორსულობის პერიოდს, მშობიარობასა და ძუძუთი კვებას ეხება. ორსული ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან COVID-19-ის დროს? ამჟამად მიმდინარეობს კვლევები ორსულ ქალებზე COVID-19-ის გავლენის გასაგებად. მონაცემები მწირია, მაგრამ ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ორსულები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. თუმცა, …

მარნეულის მცხოვრები: სოფლების მიმართულებით მოძრაობა არ შეზღუდულა

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოაცხადა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო. ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია. ამავე თემაზე: მარნეული და ბოლნისი დაიკეტა – კარანტინი რა ხდება ამ დროისთვის მარნეულში და ემორჩილებიან თუ არა მოქალაქეები მთავრობის რეკომენდაციებს? „ბათუმელები“ მარნეულში მცხოვრებ მამედ მირზაევს ესაუბრა. მისი თქმით, ქალაქში მოძრაობა ნაკლებად შეინიშნება, თუმცა სოფლების მიმართულებით …

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სპეციალურ სივრცეში ინტენსიურად ჩატარდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. ჰოსპიტალი შსს-ს საგანგებო მართვის სამსახურმა მოწყო, მათივე ინფორმაციით, შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ. „მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში …

ბათუმში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

დღეს, 20 მარტს, ბათუმში კორონავირისით ინფიცირება მეორე ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება დღეს, 19 საათზე გააკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. „ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და ორივე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი. პირდაპირ საბაჟოდან ის გადაყვანილი იქნა საკარანტინო ზონაში და შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში, ამიტომ …

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 პირს დაუდასტურდა

დღევანდელი, 20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 43 შემთხვევა გვაქვს. დღეს COVID-19 კიდევ 3 პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 1 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 1575, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 ადამიანი.  კორონავურუსის საფრთხის გამო გუშინ, 19 მარტს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიკეტება, გარდა სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო, ბენზინგასამართი და …

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს, სასწრაფოდ გააძლიერონ აგრესიული ტესტირების ზომები COVID-19-ის წინააღმდეგ, რადგანაც დადასტურებული შემთხვევები 480-ს გადასცდა და ინფექციას შეეწირა 8 სიცოცხლე.  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ჯანმოს წევრი 11 ქვეყნიდან რვამ დაადასტურა  COVID-19-ის შემთხვევები. ტაილანდს აქვს 177 დადასტურებული შემთხვევა, ინდონეზიას – 134, ინდოეთს – 125, შრი ლანკას – 19, მალდივებს – 13, ბანგლადეშს …

ჯანმო: უდავოა, რომ ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩება ინფიცირების შემთხვევები

ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი მარია ვან კერჰოვი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა ყურადღების მიღმა რჩებოდეს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები. კეჰროვამ 16 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში და შესაძლოა თუ არა, ეს რაოდენობა იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე ეს ქვეყნები აცხადებენ. …

Exit mobile version