მთავარი,სიახლეები

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 77-მდე გაიზარდა

26.03.2020
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 77-მდე გაიზარდა

26 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამასთანავე, გამოჯანმრთელდა ვირუსით დაავადებული 10 ადამიანი.

ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 4 055 პირი, სტაციონარში კი 252 ადამიანი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

მასობრივი ტესტირება ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ეტაპზე მხოლოდ მარნეულში დაიწყო, რადგან ეს რეგიონი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონად მიიჩნევა და გამოცხადებულია კარანტინი.

ამ ეტაპზე მარნეულში  1000 ტესტი ტარდება. კვირის განმავლობაში კი ქვეყანაში 200 ათასი ტესტის შემოტანაა დაგეგმილი ჩინეთიდან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: