ლოგოსობანა | მათე სარალიშვილი

ავტორი:  მათე სარალიშვილი, მწერალი ___ კითხვა ჩვენს ბუნებას ააშკარავებს. შინაგან, შეუმჩნეველ უნარებს ამოქმედებს, ჩვენს დამოკიდებულებას რომ განსაზღვრავენ სამყაროსადმი. წიგნით ჩვენ მხოლოდ სხვის ნააზრევს არ ვეცნობით. ადამიანი წიგნებში საკუთარ თავს კითხულობს. სხვის ნააზრევში საკუთარ თავს ეძებს, მაგრამ ისეთს, როგორიც ჯერ არ გაუცნია. ბევრისგან მსმენია, რომ კითხვისას მუდამ თან სდევთ განცდა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე  დიდი ხნის …

წიგნის ყდები ის სარკმლებია, რითაც ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით – რუსუდან გოცირიძე

ავტორი: რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ___ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონება უკავშირდება იმ საღამოებს, როცა მაღალსიცხიანი ვიწექი და ყველა თავს მევლებოდა (ჩემი ჯანმრთელობის სისუსტის წყალობით ეს არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა). ასეთ დროს დედა გადადებდა ხოლმე ყველა საქმეს, საწოლთან მეჯდა და წიგნებს მიკითხავდა. ისიც მახსოვს, გვერდით რომ მომიწვებოდა და თუ რამე ემოციურს კითხულობდა, …

მივცეთ ყველა ბავშვს ნაირ-ნაირი თავგადასავალი | სალომე პატარიძე

ავტორი: სალომე პატარიძე, ილიაუნის ასისტენტ პროფესორი ___ ზაფხულის ერთი საღამო ბებიაჩემის ეზოში შეკრებილი ბავშვებისთვის საკრალურად გადაიქცა – ჩვენმა მეგობარმა მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ გვიამბო. მანვე შემოგვთავაზა, წიგნში მოყოლილი ამბები გაგვეთამაშებინა. მას შემდეგ თითოეული დღე განსაკუთრებულად და მნიშვნელოვნად გადაიქცა. არცერთ ჩვენგანს აღარ გვახსოვდა, რომ სკოლისათვის ჩვენს მშობლებს ისევ ვაი-ვაგლახით უნდა ეშოვათ ტანსაცმლის, წიგნების ფული, მამები …

დარტანიანზე ექვსი წლით დიდი ვარ | ცოტნე ავსაჯანიშვილი

ავტორი: ცოტნე ავსაჯანიშვილი, მწერალი  ___ მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ჩემს გარშემო ყველა ბავშვი იყო, ყველას  ქართული სახელი ჰქონდა და არავინ ფიქრობდა გმირობის ჩადენაზე. თანაც არა თბილისში, არამედ სადღაც, მენგში, პარიზში, ლა როშელსა და თუნდაც ტულუზაში. მხოლოდ მე ვიყავი დარტანიანი და სწორედ ამიტომ, გაცილებით საინტერესო ცხოვრება მქონდა ვიდრე სხვებს.  ასეთი მრავალფეროვნების მიზეზი დედაჩემის მიერ ბუკინისტებში იაფად …

მხოლოდ განათლება ქმნის პროგრესს | მეგი ქარცივაძე

ავტორი: მეგი ქარცივაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი ___ დღეს ძალიან უცნაურ, რთულ და დაძაბულ რეალობაში გვიწევს არსებობა. თითქოს უკვე ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ემპათიის ნაკლებობას, ბრაზს, სიძულვილს, ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობას, შუღლს და შემდეგ უკვე ამ ყველაფრით ნასაზრდოებ ნიჰილიზმს. ძნელია იმაზე საუბარი, თუ კონკრეტულად რა არის ამ მოცემულობის მიზეზი, მიზეზები …

ბავშვებს უნდა შეეძლოთ საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ წიგნები | ვერონიკა ჭკადუა

ავტორი: ვერონიკა ჭკადუა, პოლიტიკის ექსპერტი/ანალიტიკოსი ___ „კითხვა საუბარია. ყველა წიგნი გვესაუბრება, მაგრამ კარგ წიგნს მოსმენაც შეუძლია.“ მარკ ჰადენი. ბავშვობის წლების გატარება საქართველოდან შორს, უცხო ქვეყანაში მომიწია, სადაც ვიზრდებოდი სამენოვან გარემოში. სწორედ ამ ადრეული ასაკიდან მახსოვს, როგორი ერთი და იგივე ინტერესით ვეწაფებოდი ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან საბავშვო წიგნებს. მახსენდება, ერთსა და იმავე საბავშვო წიგნს განსხვავებულ ენაზე …

წიგნის მკითხველს აქვს უნარი სხვას თანაუგრძნოს | ნინი გოგიბერიძე

ავტორი: ნინი გოგიბერიძე, იურისტი ___ დღემდე ვნანობ − დამოუკიდებლად წიგნის კითხვა გვიან შემიყვარდა. თავიდან წიგნები სახლის დეკორაცია მეგონა. ბევრი გვქონდა. თაროებზე ტომები ფერების, ავტორების ან გამოცემების მიხედვით იყო დალაგებული. ძილის წინ დედა ხმამაღლა და გამოთქმით მიკითხავდა დაუჯერებელ ამბებს. ასე გავიცანი მოლაპარაკე ცხოველები, ჯადოსნური სასახლეები, ცოტათი შტერი პრინცესები, ბოროტი დედინაცვლები, მფრინავი ფასკუნჯები, ტალღების ქაფად ქცეული სირინოზები, …

წიგნებით კარდაკარ | თაკო როდონაია

ავტორი: თაკო როდონაია, საკომუნიკაციო ჯგუფ “ანაგრამას“ თანადამფუძნებელი ___ ბევრი წლის წინ, ერთ საერთაშორისო გამოფენაზე მოვხვდი. მთავარი სივრცის ცენტრალურ ნაწილში წიგნების ფერადი და ლაპლაპა მანქანა იდგა. მაშინ, პირველად, ცხადად დავინახე, როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩემი საოცნებო სამსახური; იმ ლამაზი მანქანით, კარდაკარ მოსიარულე, ადამიანებთან ფიქრის ხელშემწყობი მოწყობილობის მიმტანი. დიახ, ზუსტად ასეთი მისია აქვთ წიგნებს; მარტივი და თანდაყოლილი უნარით, …

ბეჭდური წიგნი შეუცვლელია – მუდმივად ასაზრდოებს ადამიანის სულიერებას | ტარიელ ნაკაიძე

ავტორი: ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ___  ჯანსაღი, გონებაგახსნილი, განვითარებული, მაღალი ღირებულებებით გაჯერებული, მომავალსა და ადამიანზე ორიენტირებული, სოლიდარული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების მშენებლობა მყარი და მედეგი განათლებით არის შესაძლებელი. ამის ფუნდამენტი კი წიგნია. ჩემი დაკვირვებით, სოფლებში და განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, წიგნების მიმართ ინტერესი ახალგაზრდა თაობაში უფრო და უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული წიგნები მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი …

წიგნს გადაჰყავხარ სხვა სამყაროში და შთაგონებას გიღვივებს, რის შედეგადაც თავად ხდები შემოქმედი

ავტორი: თათია კეკელია, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი ______ წიგნის მნიშვნელობის შესახებ მრავალგვარი ხედვა არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ წიგნების კითხვა განათლებულობის დონეს ამაღლებს, ზოგი ცხოვრებისეულ სიბრძნეს ეძებს მათში, ზოგისთვის მხოლოდ გართობის საშუალებაა, ზოგსაც ერთგვარი პროტესტი უჩნდება წიგნებით თავის მოტანის „სნობიზმისადმი“ და აცხადებს, რომ წიგნები ვერც ჭკუას გვასწავლის და, მით უმეტეს, ვერც ცხოვრებას. მკითხველთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ …

ორი ბიბლიოთეკის ამბავი | გიგა ზედანია

ავტორი: გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი __ ჩემს ცხოვრებაში ორმა ბიბლიოთეკამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. ეს  იყო მაშინ, როცა იდგა საუკეთესო დროებაც და ყველაზე უარესი დროებაც. ამიტომაც სიამოვნებით ვერთვები ინიციატივაში, რომლის მიზანიც მაღალმთიანი აჭარის ბიბლიოთეკების წიგნებით – ანუ, როგორც ბიბლიოთეკარები ამბობენ, წიგნადი ფონდით – შევსებაა. დავიწყოთ აღიარებით: პირველი, რასაც ვაკეთებ ოთახში შესვლისას – ვუახლოვდები წიგნების …

წიგნებით მოგზაურობა ახალ სამყაროში – მოგონებები ბებიას ბიბლიოთეკაზე

იზა გოცაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების კონსულტანტი. სუნი, რომელიც არასდროს მავიწყდება, ბებიას უზარმაზარ ბიბლიოთეკას უკავშირდება. ბიბლიოთეკას, რომელიც ყოველ ზაფხულს ახალ სამყაროში მამოგზაურებდა. სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე არდადეგების დიდი ნაწილი ბებიასთან უნდა გამეტარებინა. ბებია ფილოლოგი იყო, მთელი ცხოვრება წიგნებს ყიდულობდა, მის ბიბლიოთეკაში ყველა თაობისთვის საინტერესო წიგნი მოიძებნებოდა. ზაფხულთან ერთად იწყებოდა ჩემი უსასრულო მოგზაურობა დროსა და სივრცეში. ბებიას ყველა წიგნი …

პრობლემებისგან გაქცევის ჩემებური გეგმა მაქვს – წიგნს ვიღებ და სხვა სამყაროში შევდივარ

ავტორი: გიორგი ოდოშაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი __ ცხოვრება ხომ არ არის მარტივი – ეს ყველა მხრიდან ჩაგვესმის და ასაკთან ერთად ჩვენს თავზეც გამოვცდით–ხოლმე. რთული პერიოდების დროს ადამიანებს თავიანთი რიტუალები აქვთ: მიდიან ტყეში, ლოცულობენ, მღერიან, ცეკვავენ… 15 წლის ვარ, ასაკი რთულია, დედამიწა ტრიალებს ამ დროს, ცა ქვემოთაა, მიწა–ზემოთ. მაგარია, თუმცა, რთული. მეგობრის და (ასევე ჩემი …

წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები

ავტორი: თათია ებრალიძე, ილიაუნის მთავარი იურისტი __ ყოველი წიგნი ახალი სამყაროა. წიგნი სრულიად ჯადოსნური  საშუალებაა, გადაადგილების გარეშე, ტკბილად, მწვანე ბალახზე წამოწოლილი ან მზისგან გამთბარ ჰამაკში მონებივრე გაეცნო ახალ-ახალ ადგილებს და გაიგო, რა აზრების კორიანტელი დატრიალებულა დედამიწაზე მოვლენილ ნათელ გონებებში. რა სჯობია იმას, პატარა ნოდარ დუმბაძეს რომ აედევნები გურულ ვიწრო ორღობეში, ან პატარა პრინცს რომ გაეკიდები …

წიგნის მონატრება | ლევან ცაგარელი

ავტორი: ლევან ცაგარელი, ილიაუნის პროფესორი ფილოლოგიის მიმართულებით  __ არასდროს არ დამავიწყდება, როგორ გაჩნდა 90-იანების მეორე ნახევარში ბუკინისტური დახლები თბილისის ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ სახლში არც ისე მცირე ბიბლიოთეკა დამახვედრეს ჩემმა წინაპრებმა, ბუკინისტების დახლებზე სრულიად ახალი და ჩემთვის უცნობი მწერლების წიგნები მხვდებოდა. მახსოვს, როგორ მინდოდა, ჩამეხედა თითოეულ მათგანში. და ისიც მახსოვს, რომ იშვიათად ვახერხებდი რომელიმე მათგანის …

წიგნის მკითხველი უფრო შრომისმოყვარე და მაღალი დისციპლინის ადამიანია | გიორგი მელაძე

ავტორი: გიორგი მელაძე, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით __ ბავშვობიდან მახსოვს ბევრი თამაში, ეზო, სიცხე, ხმაური და ბევრი, ბევრი, უაზროდ ბევრი წიგნი. თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ სამოთახიანი ბინის ერთი ოთახი წიგნებით იყო სავსე, მაღაზიის აბრებს მეტი ხალისით ვკითხულობდი, ვიდრე წიგნებს, მაგრამ ნელ-ნელა წიგნებიც გაჩნდა. ჯერ ზღაპრები, მერე ამბები, ისტორია, თავგადასავლები და ბოლოს ყველაფერს ვკითხულობდი, …

გზა ყოველდღიური ენიდან აკადემიური, სააზროვნო ენისკენ წიგნებზე გადის

ავტორი: ნინო ცინცაძე ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით. ილიაუნის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი __ ყველა ენაში არსებობს საბაზისო 5000 სიტყვა, რომელსაც კომუნიკაციისას ყველაზე ხშირად ვიყენებთ ხოლმე. 5000 სიტყვა თუ იცი, ითვლება, რომ ამ ენაზე ლაპარაკობ და ყოველდღიური კომუნიკაციის დასამყარებლად საკმარისია. არადა, სხვადასხვა ენაში, როგორც წესი, მილიონზე გაცილებით მეტი …

თითოეული წიგნი საკუთარ თავგადასავალს გიყვება | მაკა ლაშხია

ავტორი: მაკა ლაშხია, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით როცა ფიქრებს თავს ვერ ვუყრი და სიტყვები გამირბიან, ხარანაულის ამბა ბესარიონს მოვიხმობ წარმოსახვაში. ბოგანოს, რომელსაც ფეხთ გზა ეცვა, მიდიოდა და მილაპარაკობდა თავისთვის, ჩუმად, უსიტყვოდ, მაგრამ ყველას გასაგონად.  ამბასთვის ცხოვრება მარტოობაა, მარტოობა დიდი ბედნიერებაა, რადგან ამ დროს შეგიძლია „შენი თავით იუქმო“. დიდი დრო გაქვს საკუთარი თავი განუწყვეტლივ აღმოაჩინო, …

განათლებას სადაც მხარს უჭერენ, იქ ხალხიც ბევრად ბედნიერია!

ავტორი: დალი ცქიტიშვილი, ილიაუნის იურიდიული სამსახურის უფროსი ჩემს ბავშვობაში სოფელში გვყავდა ერთი კეთილი ჟუჟუ, რომლის სახლშიც იდგა პატარა, წიგნებით სავსე კარადა. ეს კარადა ყველა ოჯახში იყო „ნამყოფი“ და იმ ბნელ 90-იანებში რიგშიც კი იდგნენ მეზობლები – ვის, როდის, რომელი წიგნი უნდა წაეკითხა!  ბავშვებისთვის ამ კარადაში ცოტა რამ თუ მოიძებნებოდა, მაგრამ მაინც გვიყვარდა ის კარადა! ამ …

„თუ კითხვა უნდა მაინც წაიკითხავს“ – მსგავსი შეძახილები რეალურ ცხოვრებაში დიდად არ მუშაობს

ავტორი: არჩილ კახაძე, batumelebi.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი საბავშვო ბაღში არ მივლია, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან რამდენიმე თვეში გავხდი პირველკლასელი. ამის შემდეგ როგორც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში მოვლენები ყველამ იცის. მე, ისევე როგორც უმრავლეს ბავშვს მაშინდელ საქართველოში, შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი კი არა, ბავშვობა საერთოდ არ მქონია. როცა მეხსიერებას ვძაბავ და ვცდილობ ბავშვობიდან ისეთი მომენტი გავიხსენო, როცა …

ნინო ფირცხალავა: მეგობრებთან ერთად ვერთვები აჭარის 60 სოფლისთვის წიგნების შეგროვებაში

1918 წელს, კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების დღეს, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანი, ერთ-ერთი პირველი ქალი მეცნიერი, „ამ წუთის სიდიადით“ ფრთაშესხმული, შეკრებილ საზოგადოებას ასე მიმართავს: „ვხსნით ჩვენს საკუთარ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს. აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზრებთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ“. ეს ნაცნობობა და ურთიერთობა ცარისტული …

გამიხარდა, როცა აჭარის 60 სოფელში წიგნების მიწოდების კამპანიაში ჩართვა შემომთავაზეს

ავტორი: სერგო რატიანი _________________ ბორხესი ერთგან წერს, რომ იმპერატორს, რომელმაც ჩინეთის კედლის აგების განკარგულება გასცა, მანამდე არსებული ყველა წიგნის დაწვა უბრძანებია. წიგნების განადგურება და კედელი – საკუთარი თავისა და საზოგადოების გამოკეტვა – ერთი რიგის მოვლენაა. მიუხედავად ჩანაფიქრისა და ქმედებების მასშტაბურობისა, ეს მბრძანებელი არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი. ყველა ტირანის ვნებას საფუძვლად უდევს პრემოდერნული საზოგადოებისათვის …

მეტი წიგნი ადამიანებს | ზურაბ ჭიაბერაშვილი

ავტორი:ზურაბ ჭიაბერაშვილი საზოგადოება ზიარჭურჭელია. ყოველი ინდივიდი ივსება, როგორც ამ ზიარჭუჭლის ერთი ნაწილი და მერე მისი ცოდნა, გამოცდილება, ნაფიქრი, განცდილი გასასვლელს სხვა ნაწილებისკენ ეძებს. ასე ვავსებთ ადამიანები ერთმანეთს. წიგნი ამ ზიარჭურჭლის სითხეა. მხატვრობაც. მუსიკაც. ქანდაკებაც. კინოც. მას ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია. გაზიარება, მთელი ზიარჭურჭლის მოვლა, ყველა ნაწილის ავსება მისი თანდაყოლილი თვისებაა. ყოველი ჩვენგანი სხვა ადამიანების …

იმედია, ჩემს ბევრ მეგობარს ვიხილავ ამ კამპანიაში – სულხან სალაძე მოგზაურ ბიბლიოთეკაზე

ავტორი: სულხან სალაძე სახლი ქედაში, სადაც ვიზრდებოდი სავსე იყო წიგნებით. რაც თავი მახსოვს, მახსოვს წიგნებიც. წლების შემდეგ, როცა ჩემი ბავშვობის პერიოდის გააზრებას ვცდილობდი, მივხდი, რომ მაშინ ძალიან გამიმართლა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი ჩანდა, საზაფხულო არდადეგების დროს, ერთადერთი ხსნა წიგნების კითხვა იყო. პირველი წიგნი რაც წავიკითხე – იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ აღმოჩნდა. …

რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული!

რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული – ხო, ზუსტად ასე უნდა დამერქმია ამბისთვის, რომელსაც ჩემზე და წიგნებზე მოვყვებოდი. ფრენკ ზაპა ორიგინალ ციტატაში ამბობს, რამდენი წიგნია და რა ცოტა დროო. ახლა კი არის ცოტა დრო, მაგრამ როცა ბევრი დრო მქონდა, ფული თითქმის არ იყო წიგნების საყიდლად. სახლში ერთადერთი თარო გვქონდა, რომელზეც რამდენიმე ფურცლებგაყვითლებული (ბათუმში ნესტის გამო …

წიგნებს შეუძლია ბავშვების გადარჩენა – დაეხმარე „მოგზაურ ბიბლიოთეკას“

დავიბადე სოფელ დიდაჭარაში და მესამე კლასამდე ადგილობრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ბაღში არასდროს მივლია. ჩემი პირველი წიგნები სკოლის სახელმძღვანელოები იყო. არ მახსენდება ჩემთვის ზღაპრები წაეკითხათ. ზღაპრის წიგნებიც არ გვქონდა. გამუდმებით გავრბოდი სახლიდან – გავიპარებოდი და თვალის დახამხამებაში, სოფლის მეორე ბოლოში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. არ მიყვარდა სახლში ყოფნა. მეტიც – მძულდა! ჩემი გაპარვის ამბავი რომ მალე ვერ გაეგოთ, …

Exit mobile version