მთავარი,სიახლეები

ჭაჭის თაუერი ბათუმში

30.05.2012
ჭაჭის თაუერი ბათუმში

„… ეს იქნება კოშკი-შადრევანი, საიდანაც ხანდახან წყლის ნაცვლად ქართული ჭაჭა წამოვა და ყველა მსურველს, ჩვენს თანაქალაქელს, უცხოელ სტუმარს თუ ტურისტს საშუალება ექნება დააგემოვნოს ის“ –  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის თქმით ახალი ორიგინალური შადრევანი, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ახალი პარკის შესასვლელთან გაიხსნება, ქართული ეროვნული ჭაჭის პოპულარიზაციისთვის კეთდება.

ორიგინალური შადრევანის გახსნა ბათუმში ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება, გიორგი კირთაძის ინფორმაციით წყლის ნაცვლად ჭაჭა შადრევნიდან კვირაში ერთხელ, 15 წუთის განმავლობაში წამოვა.

იდეა ქალაქის ხელმძღვანელებს ეკუთვნით და მის დახვეწასა და განხორცილებაში სოფლის მეურნეობის სამინიტრო და ტურიზმის დეპარტამენტიც ჩაერთვებიან.

ორიგინალური შადრევნის გახსნის იდეის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში   „შადრევანთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ თვითონ არა გვაქვს სრული ინფორმაცია,  როგორც ჩანს ეს უფრო მერიის გადაწყვეტილებაა, გავარკვევ და მოგვინებით დამიკავშირდით“, –  განაცხადა ტეპარტამენტის თანამშრომელმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

ახალი შადრევნის შესახებ ინფორმაციას არც არც მერის მოადგილე ჯემალ ანანიძე ფლობს: „არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ თუ ასეა, მივესალმები“.

25 მეტრიანი „თაუერი ჭაჭის“, როგორც მას გიორგი კირთაძე უწოდებს, შადრევნის გარდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, ოთხ ღია აუზსა და კიდევ სხვადასხვა დანიშნულების რამოდენიმე ობიექტს გააერთიანებს. კოშკის მშენებლობა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 810 055 ლარით არის დაფინანსებული.

____

ფოტო უკვე აშენებული ჭაჭის თაუერიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: