ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსი“ ბათუმში, 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოებში, ასფალტის საფარსა და ბორდიურებს მოაწყობს. ორგანიზაცია სამუშაოებში ჯამში, მაქსიმუმ 1 მილიონ 227 ათას 300 ლარის გადახდას აპირებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, უნდა მოასფალტდეს სულ 29 470 კვ/მ ტერიტორია და მოეწყოს 2 425 გრძ/მ ბორდიური.
შესაბამისი ტენდერი „ბათუმის კორპუსმა“ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 აპრილს დაიწყება და 13 აპრილს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს.
„ბათუმის კორპუსი“ ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.


![რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/08/gonio-igl-hilsi.jpg)





