მთავარი,რეკლამა,სიახლეები

16-17 აგვისტოს ბათუმის ლუდის ფესტივალი გაიმართება

14.08.2019 • 1643
16-17 აგვისტოს ბათუმის ლუდის ფესტივალი გაიმართება

ყოველწლიური „ბათუმის ლუდის ფესტივალი“  განახლებული პროგრამით, მდებარეობით, გარემოთი, თუმცა უცვლელი მზისფერი ლუდით, დაგვიბრუნდა 16-17 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარედ. 

ფესტივალზე წამორდგენილი იქნება ყველა წამყვანი ქართული ლუდსახარში – „აისი“, „კაიაკი“, „ლუდი ბათუმური“, „ყაზბეგი“, ტანმდემში ქართული ხორც–პროდუქტების მწარმოებელ ლიდერ კომპანია „ვაკესთან“, რომელიც თავისი უგემრიელესი სოსისებით მოგვამარაგებს.  

ფესტივალის  ორგანიზატორები გვპირდებიან უამრავ სიახლესა და მრავალფეროვან, როგორც გასტორნომიულ, ასევე გასართობ აქტივობას. ცოცხალი მუსიკა სინქრონულად ჩაენაცვლება ელექტრონულს – შეჯიბრებების, სახალისო აქტივობებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვის ფონზე. 

ეს ყველაფერი ანბანის კოშკის მიმდებარე, განახლებულ ტერიტორიაზე ალტერნატიული გამოცდილების სივრცე „ბაგსი“–სთან   პარტნიორობით გელოდებათ, რომელიც თავის მხრივ გთავაზობთ ქუჩის ქართულ სამზარეულოს (Street Food) და თავისუფალი დროის ალტერნატიულ სივრცეში გატარებას. ასე რომ, თქვენ ისღა დაგრჩენიათ თქვენი უიქენდი დაგეგმოთ „ბათუმის ლუდის ფესტივალთან“ ერთად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: