როგორმა ქვეყნებმა უნდა გაუხსნან ერთმანეთს საზღვრები – ჯანმოს განმარტება

ვირუსის ახალი შემთხვევების კლების პარალელურად ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნისთვის ემზადებიან. რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში პანდემია კვლავ მძვინვარებს, ზოგან კი ახლა იკრებს ძალებს. ჯანმოს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაიკ მაიერსი განმარტავს, რომ საზღვრების გახსნა რეკომენდებულია ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის …

ვირუსი შეიძლება არასოდეს გაქრეს – ჯანმო კორონავირუსსა და ვაქცინაზე

COVID19- ის გამომწვევი კოროვირუსი, შეიძლება აივ-ინფექციის მსგავსად, მუდმივად არსებული ვირუსი გახდეს – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა იმაზე საუბრისას, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის ცირკულაცია მსოფლიოში. „ეს ვირუსი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ენდემური ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში და შესაძლოა, ეს ვირუსი არასოდეს გაქრეს. აივ-ი არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ …

დაგვიანდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება – ჯანმოს განმარტება

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იგი ბევრჯერ დაადანაშაულეს გადაწყვეტილების დაგვიანებით მიღებაში. რა პასუხი აქვს ჯანმოს ამ ბრალდებაზე, ამის შესახებ ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა და ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრეს. ჯანმოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში …

ჯანმო ევროპის ქვეყნებს – მზად უნდა ვიყოთ შეზღუდვების კვლავ გასამკაცრებლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგერი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ კონტინენტი კვლავ კოროვირუსული პანდემიის “მძლავრი მარწუხების ქვეშ” რჩება, მაშინ როცა რეგიონის ქვეყნების დაახლოებით მეოთხედი შეზღუდვების შემსუბუქებასა და მოხსნას აპირებს. „დღეს მსოფლიოში ევროპის რეგიონებზე მოდის ინფიცირების 46%, ხოლო სიკვდილიანობის – 63%“, – განაცხადა ჰანს კლუგერმა. კლუგერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში, სოციალური დისტანცირების  დაწესების …

COVID19-ის გადატანის შემდეგ ანტისხეულები სისხლში ცოტა ადამიანს რჩება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე, ჯოგური იმუნიტეტის განხილვისას, ჯანმოს გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ საერთო შედეგების მიხედვით, ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სისხლში ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვთ ცოტაა. „ეს ნიშნავს, რომ ვირუსის უკან მობრუნების რისკი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კონტროლისა ზომები ძალიან მალე მოიხსნება“ – განაცხადა მაიკლ რაიანმა. …

ჯანმო ვირუსის მეორე ტალღაზე – სიფრთხილე გვმართებს შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა ჯანმოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცნობია, როდის იქნება ვირუსის მეორე ტალღა. შესაბამისად, თითოეულმა ქვეყანამ, კონკრეტული შეზღუდვების მოხსნის დადებითი ეფექტების განხილვისას, ასევე უნდა შეისწავლოს ამ ღონისძიებების გატარების შედეგად დაავადების შემობრუნების პოტენციური ნეგატიური ეფექტი. „ეს უნდა განისაზღვროს კონტექსტის მიხედვით – მოსახლეობის რა რაოდენობა ცხოვრობს ქალაქში და რა რაოდენობა …

ჯანმო: წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ეს ვირუსი დიდხანს დარჩება ჩვენთან ერთად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე თქვა, რომ სახლში დარჩენის მოთხოვნამ და სხვა ფორმის ფიზიკურმა დისტანცირებამ წარმატებით შეამცირა ვირუსის გადადების შემთხვევები ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვირუსი კვლავ უკიდურესად საშიშია. „ადრეული მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა მოწყვლადია. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიებს შეუძლიათ ადვილად აალდნენ ხელახლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება, რის წინაშეც ვართ, უკავშირდება …

ერთიანობის გარეშე უარესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს – ჯანმო

„ჩვენ პირველი დღიდანვე ვაფრთხილებდით ყველას, რომ ეს არის ბოროტება, რომელსაც ყველა უნდა ებრძოლოს. პრობლემის მოგვარების გზა, რასაც გთავაზობთ, არის ნაციონალური ერთობა და გლობალური სოლიდარობა, ამის გარეშე, გვერწმუნეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. …ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ვირუსი განვითარებულ ქვეყნებს, მდიდარ ერებსაც გააკვირვებდა. და ასეც მოხდა. მოდით, შევაჩეროთ დამატებითი ტრაგედიები, გავერთიანდეთ“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის …

ჯანმო არაფერს მალავს – ტედროს გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა აშშ-ს ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ ჯანმოს არანაირი საიდუმლო არ აქვს: „ინფორმაციის მიღების პირველი დღიდან ორგანიზაციას არაფერი დაუმალავს არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის, არც აშშ-სთვის. არ არსებობს საიდუმლო ჯანმოში. რაიმეს საიდუმლოდ შენახვა საფრთხის შემცველია, რადგან ეს ჯანმრთელობის თემაა, ინფორმაცია უნდა გავრცელდეს დაუყოვნებლივ“. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა …

დაწყებულია კლინიკური კვლევები 3 ვაქცინაზე – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს კლინიკური კვლევები სამ ვაქცინაზე, ხოლო კიდევ 70 ვაქცინაზე დაჩქარებული ტემპით განაგრძობენ მუშაობას. 90-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა ჯანმოს გლობალურ კვლევას, სახელად – “სოლიდარობა”. მასში 900-ზე მეტი პაციენტია დარეგისტრირებული, რათა შეაფასონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ოთხი წამლის და ამავე წამლების კომბინაციების უსაფრთხოება და ეფექტურობა. კვლევაში, …

ვაქცინის გარეშე ვირუსის გავრცელების სრული შეჩერება არ გამოვა – ჯანმო

Covid-19-ის მასიური გავრცელების სრულად შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შემთხვევაში – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა ჯანმოს ბრიფინგზე განაცხადა. „უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება და მიწოდება იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის გადაცემა სრულად შეწყდეს” –  თქვა ტედროს გებრეისუსმა. ის ამ განცხადებით გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის ინიციატივას, მოხსნან ვირუსის პრევენციისთვის …

ჯანმო: COVID-19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს მორიგ ბრიფინგზე თქვა, რომ კორონავირუსი 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე H1N1. “როგორც აქამდე ვთქვით, ეს ახალი ვირუსია და კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაც პირველია. ჩვენ ყველა უწყვეტად ვსწავლობთ და ვაკორექტირებთ ჩვენს სტრატეგიას, რომელიც უახლეს ხელმისაწვდომ ცნობებს ეფუძნება. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია ვირუსზე, რაც ვიცით და ვიმოქმედოთ მხოლოდ ამის შესაბამისად. …

ჯანმოს რეკომენდაციები რელიგიური შეკრებების დროს – COVID 19

კოვიდ 19-ის ვირუსის გავრცელებისა და ვირუსის ფონზე სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკის გამო, მთელ მსოფლიოში ფიზიკური დისტანცირებისა და იზოლაციის რეკომენდაციაა გაცემული. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც კომენდანტის საათთან ერთად აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესიებში ხალხმრავალი ღვთისმსახურება გრძელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ქმნის გაიდლაინებსა და საყოველთაო რეკომენდაციებს მსოფლიოში პირველი …

ჯანმოს დირექტორი ტრამპს დაფინანსების შეწყვეტაზე მუქარას პასუხობს

9 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა აშშ-ის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის მუქარასა და ჯანმოს საქმიანობის კრიტიკას უპასუხა. ტრამპმა ჯანმო დაადანაშაულა ჩინეთზე ორიენტირებულობაში. მან თქვა, რომ ჯანმომ ბევრი შეცდომა დაუშვა COVID-19-თან ბრძოლაში, რომ ტყუილად აკრიტიკებდნენ მის მიერ საზღვრების ჩაკეტვას ვირუსის პრევენციის მიზნით და დაიმუქრა, რომ შესაძლოა ჯანმოს დაფინანსება შეუწყვიტოს. 2020-2021 წლებში …

„აფრიკა ვერ იქნება ვაქცინის გამოცდის ადგილი“ – ჯანმო ფრანგი ექიმების რასისტულ განცხადებაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ფრანგი ექიმების ორაზროვანი კომენტარი, გატესტონ Covid 19-ის პოტენციური სამკურნალო მედიკამენტი აფრიკაში, შეაფასა, როგორც რასისტული და თქვა, რომ დროა კოლონიალური მენტალიტეტისგან საბოლოოდ გამოფხიზლებისა. “სიმართლე გითხრათ, ამან შემძრა. და ეს მაშინ, როცა მე ვთქვი, რომ ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა – ასეთი ტიპის რასისტული გამონათქვამები არ დაგვეხმარება, ეს სოლიდარობის წინააღმდეგ მიდის”, – …

მსოფლიოში ექთნების დეფიციტია – ჯანმო მთავრობებს მიმართავს

მსოფლიოში არსებული ექთნების დეფიციტისა და ამ დარგში ინვესტიციების სიმცირე პანდემიის პირობებში ძალიან ცხადად გამოჩნდა. დღეს ჯანმომ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საექთნო დარგში მსოფლიოში არსებულ დეფიციტზე საუბრობს და მოუწოდებს მთავრობებს, ჩადონ ინვესტიციები ახალი ექთნების მომზადების დაჩქარებაში, ასევე იზრუნონ უკვე დასაქმებული ექთნების შენარჩუნებაზე. ჯანმო: მსოფლიო მასშტაბით მედპერსონალის ნახევარზე მეტს ექთნები წარმოადგენენ და მათ ჯანდაცვის ყველა სისტემაში სასიცოცხლოდ …

ახალი ცნობა COVID 19-ზე: ასიმპტომურად მიჩნეულ პაციენტებს სიმპტომები მაინც განუვითარდათ

ახალი კორნავირუსის გავრცელებასთან ერთად მატულობს ვირუსის შესახებ ინფორმაციაც. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ ვირუსის გადადება შეუძლიათ არა მარტო სიმპტომების მქონე, არამედ პრესიმპტომატურ პაციენტებსაც, ინფიცირების დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენამდე 1-3 დღით ადრე. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ შესაძლოა კორონავირუსი საერთოდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] ეპიდემიოლოგი მარია ვან კერჰოვი აცხადებს, რომ ე.წ. უსიმპტომო პაციენტებს საბოლოოდ მაინც განუვითარდათ …

ჯანმო მთავრობებს: გააქტიურეთ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები

ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც ოჯახში ძალადობის სხვერპლნი არიან, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა COVID19-ის პანდემიის პრევენციისთვის მიღებული ზომების გამო მათ სახლში, მოძალადეებთან დარჩენა უწევთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მთავრობებს მოუწოდა ჩართონ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები COVID19-თან ბრძოლის ბოლომდე, მის აუცილებელ ნაწილად, რადგან, მისივე თქმით, სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის …

2 მასშტაბური კვლევა კორონავირუსის სამკურნალო საშუალების დასადგენად

ევროპაში COVID-19-ის სამკურნალოდ ექსპერიმენტული წამლების ცდები დაიწყო.  კლინიკური ცდა „დისქავერი“, რომელსაც კოორდინაციას უწევს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საზოგადოებრივი ინსტიტუტი,   ევროპული პროექტია, რომლის ფრანგული ნაწილიც საფრანგეთის უმაღლესი განათლების სამინისტროს, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროს, ასევე ჯანდაცვისა და სოლიდარობის სამინისტროს მიერ ფინანსდება. კვლევაში მონაწილეობს 3 200 პაციენტი ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან.  „დისქავერი“ იკვლევს …

როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე COVID-19-ის პირობებში – ჯანმოს რჩევები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონა ვირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თაობაზე რეკომენდაციებს ავრცელებს. რჩევები  მოსახლეობისთვის: თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი …

რა გვემუქრება ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შემთხვევაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ანტიბიოტიკებისადმი  მდგრადობა სახიფათოდ მაღალ დონეს აღწევს მთელს მსოფლიოში. ყოველ წელს ანტიბიოტიკური მედიკამენტების მიმართ გამძლე ბაქტერიებით დაავადების გამო, მსოფლიოში დაახლოებით 700 000 ადამიანი კვდება. საქართველოში ანტიბიოტიკები რეცეპტით გაიცემა, მაგრამ თვითმკურნალობის პრაქტიკა ჯერ კიდევ აქტუალურია. გარდა ამისა, ანტიბიოტიკებს ხშირად უადგილოდ, ზედმეტი დოზით ნიშნავენ ექიმები და ვეტერინარები. ჯანმო იუწყება, რომ სასწრაფო ზომების მიღების გარეშე …

ჯანმო: მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [ჯანმო] და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) კიბოს გავრცელების უახლესი ანგარიში გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა მატულობს. მონაცემები 185 ქვეყანას მოიცავს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ  2018 წლისთვის მსოფლიოში კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი 18.1 მილიონამდე გაიზრდება და 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვლება ამ დაავადებით. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ  საქართველოში 2018 წელს კიბოთი დაავადების 9 …

ჯანმო: სოლარიუმი იწვევს კიბოს [ინფოგრაფიკა]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  (ჯანმო) ინფორმაციით, ღია ფერის კანის მქონე მოსახლეობაში, კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა კანის კიბოა. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი ულტრაიისფერი გამოსხივებაა. ულტრაიისფერი გამოსხივების ძირითადი წყარო მზეა, მაგრამ ბოლო 30 წლის მანძილზე, მსოფლიო მასშტაბით იმატა ულტრაიისფერი სხივების ისეთმა ხელოვნურმა წყაროებმა, როგორიცაა სოლარიუმი და სხვა მსგავსი მოწყობილობები.

Exit mobile version