სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით

სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს. მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია. „364 ცალი ძაღლის დასაჭერი სახელურიანი მარყუჟი / მახასიათებლები: ლასო – ფოლადის იზოლირებული ბაგირით, 360°-ით მბრუნავი თავით, ფიქსატორით, სათადარიგო ბაგირით და მარყუჟის ქვედა ნაწილი პლასტმასით ან ალუმინით. …

ცოფის უვარგისი ვაქცინები, არასათანადო მოპყრობა – ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერდა. „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტომ, ინდივიდუალური მეწარმის ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა: ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები. თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები. დადგენილი წესების შესაბამისად არ …

ლომის ბოკვერს მკურნალობა სჭირდება – ზოოპარკის განცხადება ბექაურის მიერ ჩაბარებულ ბოკვერზე

თბილისის ზოოპარკი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს ლომის ბოკვერთან დაკავშირებით, რომელიც სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა ჩააბარა ზოოპარკში მას შემდეგ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც სპორტსმენი თავისი მანქანით სეირნობდა ლომის ბოკვერთან ერთად. თბილისის ზოოპარკი წერს: „ლომის ბოკვრის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად: როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში? 26 დეკემბერს, დილით ლაშა …

ცნობილი „ჯაშუში“ ვეშაპი შესაძლოა მოკლეს – ნორვეგიელი ცხოველთა უფლებების დამცველები

ნორვეგიელი ცხოველთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ცნობილი ჯაშუში ვეშაპის, „ჰვალდიმირის“ სხეულზე ნატყვიარებია და პოლიციას გამოძიების დაწყებას სთხოვენ. ამის შესახებ 4 სექტემბერს ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია OneWhale-მა განაცხადა. „უკანასკნელი ხუთი წელია, რაც „ჰვალდიმირს“ ვიცნობ. როდესაც მისი ცხედარი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს”, – განაცხადა OneWhale-ის დამფუძნებელმა, რეგინა ჰაუგმა. ორგანიზაციებმა: OneWhale-მა და NOAH-მა შეიტანეს საჩივარი ნორვეგიის …

ძაღლისა და კატის რეგისტრაცია ბათუმში – რას ამატებს მერია 10 წლის წინ მიღებულ წესში

ბათუმის მერიას „ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის წესში“ ცვლილება შეაქვს, რითაც აღნიშნული წესის „სრულყოფას“ გეგმავს. ამ მიზნით მერია მიკედლებული ცხოველის რეგისტრაციის, ასევე მონაცემთა ბაზის წარმოების მეთოდს აკონკრეტებს და არსებულ წესში ცალკე მუხლად ამატებს. „ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი“ ბათუმის საკრებულომ 2014 წლის თებერვალში დაამტკიცა და ის იმავე წლის ივლისიდან ამოქმედდა. ამ …

ცხოველები მეტლახზე – რატომ არ იცვლება პირობები ბათუმის ზოოკუთხეში

„ბათუმის ზოოკუთხეში ცხოველებისთვის შეუსაბამო პირობებია, ნებისმიერ გამვლელს შეუძლია ეს შეუიარაღებელი თვალითაც დააფიქსიროს“ – ამბობს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ლაჭყეპიანი. ფედერაციაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მათთან რამდენიმე შეტყობინება შევიდა ბათუმის ზოოკუთხეში ვითარების მოკვლევის თხოვნით. „იყო ანტისანიტარიასთან დაკავშირებული შეტყობინება, ასევე იყო – სათანადო დაჩრდილვის არ ქონაზე, სიცხესთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ დაგვირეკეს და შემოვიდა ინფორმაცია, …

მაქვს განცდა, რომ ძაღლის ცემას პოლიცია სათანადოდ არ იძიებს – მოქალაქე

„მაქვს განცდა, რომ პოლიცია პირნათლად არ იძიებს ძაღლზე ძალადობას და მგონია, რომ გამოძიება არ წავა წინ“, – ასე მოქალაქე რობინზონ ამაღლობელი ფიქრობს. ის იმ ძაღლზე გვესაუბრება, რომელიც 24 დეკემბერს, ბაღდათის ცენტრში ნაცემი იპოვეს. ძაღლი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ ოპერაცია დასჭირდა – თავის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და სხვა დაზიანებებიც აღმოაჩნდა. ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ვერ …

ნიდერლანდებში მაჩვებმა სარკინიგზო მოძრაობა შეაჩერეს

ნიდერლანდებში სარკინიგზო მოძრაობა ერთდროულად რამდენიმე მარშრუტზე შეჩერდა. მიზეზი მაჩვებია, რომლებმაც რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ ორმოები გათხარეს – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზოგიერთ მარშრუტზე – სულ მცირე ერთი კვირით. „ბიბისი“ წერს, რომ გზა ქვეყნის სამხრეთით ქალაქ დენ ბოშსა და ბოქსტელს შორის სამშაბათს დაიკეტა მას შემდეგ, რაც მაჩვების გათხრილი გვირაბები აღმოაჩინეს. …

უნდა აიკრძალოს თუ არა პიტბულის გამრავლება? – კინოლოგის მოსაზრება

საქართველოში შესაძლოა, ძაღლის სხვა ჯიშებთან ერთად, პიტბულ ტერიერის ჯიშის ძაღლების გამრავლებაც აიკრძალოს. ამის შესახებ შესაბამისი სფეროს ექსპერტები საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში მსჯელობას იწყებენ . საქართველოში ადამიანზე პიტბულის თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა იყო. ბოლო შემთხვევის დროს პიტბული 2 წლამდე ბავშვს დაესხა თავს. უნდა აიკრძალოს თუ არა ამ ჯიშის ძაღლის გამრავლება და სახლში ყოლა, უნდა რეგულირდებოდეს თუ არა ცხოველის …

ბათუმში აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს – გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო

ბათუმში სახლის აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს. შემთხვევა 24 აგვისტოს, დილით მოხდა კობალაძის ქუჩაზე. „ბათუმელები“ ესაუბრა მოქალაქე გიგა სოფრომაძეს, რომელიც აღნიშნული შემთხვევის თვითმხილველი გახდა და ადგილზე ფოტო და ვიდეოც გადაიღო. მან გვითხრა, რომ ძაღლის სავარაუდოდ მესამე სართულის აივნიდან გადმოგდებას წინ ხმამაღალი საუბარი უძღოდა. „იყო უხეში და ხმამაღალი საუბარი, რომ ავიხედე მაღლა, სილუეტი დავინახე, რაღაცამ გაიელვა ჰაერში და …

ბათუმში მიუსაფარი ძაღლი ტბაში წიხლით ჩააგდეს – პოლიციას განცხადებით მიმართეს

დღეს, 16 მაისს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ცხოველისადმი სისასტიკეა ასახული. ვიდეო ბათუმის ცენტრალურ პარკშია გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება 2 ბიჭი ტბის ნაპირას მყოფ მიუსაფარ ძაღლს და ერთ-ერთი მათგანი წიხლის კვრით აგდებს ძაღლს ტბაში. ამის შემდეგ ახალგაზრდები იცინიან და გზას აგრძელებენ. ვიდეოს გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს ბათუმელმა ცხოველების უფლებათა დამცველებმა. მათ განცხადება …

6 სახლი მიუსაფარი ცხოველებისთვის ბათუმში – სტუდენტების ინიციატივა

ბათუმში სტუდენტებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის ექვსი სახლი დადგეს. ამ ინიციატივის ავტორები არიან „ჯიპას“ სტუდენტები  – ზურა დევაძე, დავით გელაძე და თემო ბერიძე. „ბევრი მიუსაფარი ცხოველია ბათუმში. ზამთარი მოდის. მოვიფიქრეთ, რომ დავკავშირებოდით სამშენებლო კომპანიებს და მათი დახმარებით დაგვემზადებინა სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის. ბევრ კომპანიასთან გვქონდა მოლაპარაკება, ბევრგან გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში 3 კომპანია დაგვეხმარა: „კალიგრაფი თაუერსი“, …

ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის მეპატრონე შესაძლოა დაჯარიმდეს

შინაური ცხოველების, რეგისტრირებული კატის და ძაღლის მიტოვება შესაძლოა ადმინისტრაციულად დასჯადი გახდეს. კანონპროექტი დღეს, 22 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით გააცნო. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოში კომპანიონი ცხოველების – ძაღლებისა და კატების უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული მეპატრონის მიერ. ცვლილებას …

ჩემი მშვენიერი ლედი

ავტორი: მიდა მელაძე იმ დღეს ქასტინგზე მივდიოდი. როგორც მჩვევია, ბოლო ხუთ წუთში შევიკარი კედებზე თასმები, კარი სწრაფად და ხმაურიანად გავაღე და თავქუდმოგლეჯილი კიბეზე დავეშვი. იმ წამსვე ვინანე დაუფიქრებელი და ხმაურიანი სიჩქარის გამო, რადგან ვიცი, იმას დავუფრთხობ ძილს, ყოველ დღე კიბის კუთხეში რომ მელოდება, ასე უცებ რომ შემოიჭრა ერთდროულად ჩემს ეზოსა და გულში და არ თმობს …

რა მიუსაჯა სასამართლომ კაცს, რომელმაც ძაღლი ბავშვების თვალწინ მოკლა

2021 წლის ივლისში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი მოკლა ბავშვების თვალწინ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 27 ივლისს მიიღო. „27 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით ერთი წლის გამოსაცდელი …

საბერძნეთში კატის მკვლელობისთვის პირველად დააკავეს ადამიანი

საბერძნეთში, ქალაქ პატრაში პოლიციამ დააკავა 23 წლის კაცი, რომელმაც კატა მოკლა წამებით. ეს პირველი შემთხვევაა საბერძნეთში, როცა კომპანიონი ცხოველის მკვლელობას დაკავება მოჰყვა. ბერძნული მედიის ცნობით, კანონი, რომლის თანახმადაც კომპანიონი ცხოველების მკვლელობა კრიმინალიზებული გახდა, საბერძნეთში გასული წლის ნოემბერში მიიღეს. ____________ ფოტო: pixels  

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

2021 წლის ტურისტულ სეზონზე ბათუმის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები ბათუმის ნაგავსაყარზე წაიყვანეს, ტურისტების თვალს მოარიდეს. ამ ძაღლებს მართალია პატრონი არ ჰყავთ, მაგრამ ბევრ მათგანზე ბათუმელი ცხოველისმოყვარულები ზრუნავდნენ, მოქალაქეები, რომელთაც ეცოდებათ მიუსაფარი ცხოველები, ცდილობენ საკვები მიაწოდონ და საჭიროების შემთხვევაში უმკურნალონ კიდეც, საკუთარი სახსრებითა და სხვა ცხოველისმოყვარულების დახმარებით. ქალაქის ცენტრიდან რომ მიუსაფარი ძაღლები მერიამ ნაგავსაყრელზე გადაიყვანა, ეს ბათუმელმა …

როგორ გაემგზავრა უპატრონო დალმატინელი ბათუმიდან ფლორიდაში – ამბავი ისააკზე

დალმატინელის ჯიშის ძაღლი, რომელიც საქართველოში უპატრონო იყო და შიმშილისგან ძვლებად იყო ქცეული, ამერიკის შეერთებულ შტატებში აიყვანა ოჯახმა. ისააკი – ახლა უკვე ასე ჰქვია ხვად დალმატინელს, რომელიც გასული წლის ზაფხულში სოფლის გზაზე ეძებდა ლუკმას. როგორ აღმოჩნდა ძაღლი ქუჩაში უცნობია, თუმცა მის შესახებ ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს აცნობეს – „ძაღლი მოგვაშორეთო“. დადგენილი წესის თანახმად, ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს …

დაიცავი რალფი – ტაიკა ვაიტიტის ხმით მოყოლილი ამბავი საცდელ ცხოველებზე

6 აპრილს The Humane Society of the United States-ის იუთუბგვერდზე გაიმართა მოკლე ანიმაციური ფილმის “Save Ralph”-ის პრეზენტაცია. ანიმაცია დოკუმენტური მეთოდებით აჩვენებს სატესტო კურდღლის ცხოვრებას, სავსეს ექსპერიმენტებით, ქიმიკატებით, მჟავებით, სხეულის დაზიანებით. რალფი უჩვეულო უდარდელობით ყვება, რომ მთელი მისი ოჯახი ტესტირების პროცესში დაიხოცა და მასაც იგივე ელის. #SaveRalph კამპანიის მთავარი მესიჯია, რომ შეწყდეს სხვადასხვა ტიპის კოსმეტიკისა და …

მე და ეს ძაღლი, რომელსაც ჩემი მაისური აცვია, ბულვარიდან ვიცნობთ ერთმანეთს – 16 წლის გოგო

„ქუჩაში როცა გავდივარ, სულ მახსოვს, რომ იქ ძაღლები არიან, რომლებსაც შიათ, სცივათ… მადლიერებას გამოხატავენ, გცნობენ, თვალებში გიყურებენ და სიხარულით მოგყვებიან უკან,“ – ამბობს ბათუმელი ანი ტიკარაძე. მას სახლში ძაღლები არ ჰყავს, ის ქუჩის ძაღლებზე ზრუნავს. ანი ტიკარაძე ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს. ანის შესახებ ინფორმაცია ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა და იმ …

მახინჯაურში დაიხსნეს 75 კატა, რომლებიც 8 კვ/მეტრ ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული

7 თებერვალს ცხოველთა უფლებების დამცველებმა და აქტივისტებმა დაიხსნეს 75 კატა, რომლებიც მახინჯაურში 8 კვადრატ მეტრ ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული თვეების მანძილზე. კატები აქ მცხოვრებ მოქალაქეს ჰყავდა ოთახში გამოკეტილი. ის ამბობდა, რომ ცხოველებზე ზრუნავდა, თუმცა არ აძლევდა კატებს გარეთ გასვლის უფლებას და ვერ უზრუნველყოფდა მათ სტერილიზაცია/კასტრაციას, სათანადო კვებას, მოვლასა და ზრუნვას. ცხოველები ვიწრო სივრცეში, სიბინძურეში ცხოვრობდნენ ისე, …

„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

დღეს, 27 ოქტომბერს, ჩაქვში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა დაანონსდა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. „მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც …

შინაური ცხოველი სათამაშო არ არის – პოსტერების კონკურსი აქცენტით პასუხისმგებლობაზე

საქართველოში ყოველწლიურად ასობით ძაღლი და კატა რჩება ქუჩაში იმის გამო, რომ ცხოველის აყვანისას მეპატრონეს არ აქვს გააზრებული, შეძლებს თუ არა მის მოვლას. შინაურ ცხოველებს ტოვებენ ქუჩებში, გზებზე, სასაფლაოებზე, მიტოვებულ ადგილებში, სადაც მათ შიმშილით და სიცივით სიკვდილი ემუქრებათ. სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] ორგანიზებული პოსტერების კონკურსი, რომლის ფარგლებში კონკურსის მონაწილეებს უნდა შეექმნათ …

როგორ იქცა საქართველო „ჰასკების ჯოჯოხეთად“

„ძლივს დადის, მანქანებს უვარდება, მგონი ბრმაა“; „გზის პირას ვნახე საგურამოს ტყესთან, ჯიშიანი გვინდაო რომ იძახით, რატომ აგდებთ მაშინ გარეთ?“; „ძალიან კეთილი და საყვარელია, აშკარად დაკარგულია ან გამოგდებული, იქნებ ვინმემ იჩუქოთ“ – ასეთ პოსტებს ხშირად წერენ ფეისბუქზე, დაკარგული ძაღლებისა და ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფებში. სამივე პოსტი ჰასკებზეა. ქუჩაში ნაპოვნი ჰასკების შესახებ გაცილებით მეტ ცნობას და ფოტოებს …

მდინარიდან ჯაჭვით თათებშეკრული ძაღლი ამოიყვანეს

ბათუმთან ახლოს, სოფელ მახოში დღეს მდინარეში ძაღლი იპოვეს, რომელსაც თათებზე და კისერზე ჯაჭვი ჰქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ძაღლს ვერ ეცურა. ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძაღლი გადაარჩინა კაცმა, რომელმაც 112-ში დარეკა. ძაღლი თავშესაფარ „აიბოლიტში” გადაიყვანეს, მოხსნეს ჯაჭვები და დროებით, გამოჯანმრთელებამდე, თავშესაფარში დარჩება. ცხოველთა თავშესაფარ „აიბოლიტის” წარმომადგენელი, ჯემალ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მუშაობის განმავლობაში არ ახსენდება …

„ბეიკერის ორმო“ – ხოცავენ თუ არა ქუჩაში მყოფ ცხოველებს გაზაფხულის რეიდებზე ბათუმში

ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა დღეს ფეისბუქზე. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად ხოცავენ და ბეიკერის ორმოში ყრიან. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ამბობს, რომ დღეს სწორედ ამ ორმოში იპოვა საკუთარი კატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. …

„მათ გამიზნულად აზიანებენ ცხელი წყლითა და ზეთით“ – ამბავი ძაღლების თავშესაფრიდან

არავინ აკითხავთ. არავინ იცის, საიდან მოვიდნენ, ვინ პატრონობდათ ან რა გზა გაიარეს ქუჩაში. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ცხოველთა თავშესაფარში აღმოჩნდნენ და არცერთს არ აქვს სახელი, ყველას ერთი, ზოგადი სახელი ჰქვია: ძაღლი. ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში 150 ძაღლსა და 40 კატას უვლიან. თავშესაფარში ცხოველები ორი გზით ხვდებიან: ხშირად პატრონებს აღარ სურთ ძაღლის მოვლა სხვადასხვა მიზეზის გამო …

ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე

ბოლო ცხოველი, რომელიც ორი კვირის წინ ბათუმის ზოოკუთხეში მოკვდა, ირემი აქსისი იყო. ჯამში კი, 6 მაისის პარკში მდებარე ზოოკუთხეში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 40-მდე ცხოველი დაიღუპა. რა პერიოდულობით და რამდენი ცხოველი – ამის თაობაზე ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. ზოოკუთხის ადმინისტრაცია ამ დრომდე პრობლემებზე არ საუბრობდა და ამბობდა, რომ ცხოველთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშო არ იყო. ზოოკუთხე „ტურისტული ობიექტების …

Exit mobile version