ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს შეიძენენ

ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს შეიძენენ. ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დასადგენად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ ფასთა კვლევას ატარებს. ეს სახელმწიფო კომპანია სტადიონის მშენებლობას კურირებს. დაინტერესებულმა პირებმა შპს „სტადიონს“ თავიანთი წინადადებები, თუ რა ფასად მიაწვდიან ავეჯს, 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით, წერილობით უნდა მიაწოდონ. შეთავაზებები იმ …

ბათუმის ახალ სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემების მონტაჟი დასრულდა. განათებისთვის გამოყენებულია Philips-ის ბრენდის 192 სანათი. მისი 1500 ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული. მოედანზე არსებული განათება სრულ შესაბამისობაშია სათამაშო მოცემულობასთან, სატელევიზიო ტრანსლირებასა და მაყურებლის მოთხოვნებთან. გახმოვანების სისტემისთვის გამოყენებულია RCF ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით.

ბათუმის უნივერსალურ სპორტკომპლექსში დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება მიმდინარეობს

უნივერსალური სპორტული კომპლექსი ბათუმში თვისობრივად ახალი, გამორჩეული არქიტექტურის შენობაა და სპორტის 12 სახეობას აერთიანებს. დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია, ხოლო პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია. 3400 მაყურებელზე გათვლილი სამაყურებლო ტრიბუნა, მაღალი დონის ფუნქციური, ადმინისტრაციული, საკონფერენციო და სამედიცინო მოცემულობა იძლევა შესაძლებლობას ვუმასპინძლოთ როგორც ადგილობრივი – ასევე საერთაშორისო დონის სპორტულ ჩემპიონატებს. ამჟამად სპორტული დარბაზებისა და …

როგორ გამოიყურება სკამები ბათუმის სტადიონზე [ფოტო]

შპს „სტადიონი“ ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე დამონტაჟებული სკამების ფოტოებს აქვეყნებს. კომპანიის განცხადებით, სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.

ახალი სტადიონი ბათუმში შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება

შპს „სტადიონის“ ადმინისტრაციამ ბათუმის მშენებარე სტადიონზე შეზღუდული შესაძლებლობის პირებს უმასპინძლა. სტუმრები მიმდინარე სამუშაოებსა და მათთვის გამოყოფილ სივრცეებს გაეცნენ. შპს „სტადიონის“ დირექტორის, ჯაბა სურმანიძის განცხადებით შშმ პირებისთვის 2 ზონაა გათვალისწინებული და 60 ადამიანზეა გათვლილი. სტადიონი სრულადაა ადაპტირებული და შშმ პირები ყველა სახის მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს უკვე შესრულებული სამუშაოები. დეტალურად გაეცნენ დამატებით სერვისებს, …

ბათუმის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები შპს „სტადიონის“ დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ შეაჯამა

შპს „სტადიონის“ დირექტორი ჯაბა სურმანიძე:  სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა. საფარის დაგებისას გამოყენებულია პოას ჯიშის, უმაღლესი ხარისხის ბალახი. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ბალახი კლიმატური პირობების, სათამაშო მოცემულობისა და სხვა სახის ღონისძიებების მიმართ მდგრადია. აქვს საგარანტიო და ხარისხის მაჩვენებელი ყველა სერთიფიკატი და სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებს. ასევე დასრულდა გახმოვანებისა და განათების სისტემის მონტაჟი. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ …

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს მთავრობის ახალ ა[ა]იპ-ს გადაეცემა

საქართველოს მთავრობა ახალ ა[ა]იპ-ს აფუძნებს, რომელსაც მართვაში ბათუმის ახალი [რესპუბლიკური] საავადმყოფო გადაეცემა. „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაფუძნების შესახებ განკარგულება მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გამოსცა. ამ დოკუმენტის თანახმად, ცვლილება შევიდა მთავრობის მიმდინარე წლის მარტის განკარგულებაში, რომლითაც ა[ა]იპ „რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა“ უნდა დაფუძნებულიყო. მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულებით, ა[ა]იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაფუძნება საქართველოს ქონების ეროვნულ …

ბათუმის სტადიონზე მალე მინდორს დააგებენ, დაიწყება სკამების მონტაჟიც

ბათუმის მშენებარე სტადიონზე ნოემბრის ბოლოს მინდვრის საფარის დაგება დაიწყება. ბალახს [კორდს] უკრაინიდან შემოიტანენ. „ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, ფეხბურთის მოედნისთვის გათვალისწინებული ბალახი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და საერთაშორისო დონის სტადიონებზე გამოიყენება. სადრენაჟე სისტემაც უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. სავეგეტაციო ფენის მოწყობასაც მალე დავასრულებთ და დავიწყებთ მინდვრის დაგებას“ – გვითხრა ჯაბა სურმანიძემ, შპს „სტადიონის“ დირექტორმა. ეს სახელმწიფო კომპანია …

რატომ შეჩერდა ახალი ყინულის არენის მშენებლობა ბათუმში

ბათუმში ახალი ყინულის არენის მშენებლობა 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავს, 19 990 002 აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესი დროში გაიწელა. ყინულის სასახლეში დღეს ინფორმაცია არ აქვთ, თუ როდის დაიშლება არსებული მოედანი, ხოლო ახლის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ სამინისტროში ფაქტობრივად იგივე განუცხადეს, რაც წლის დასაწყისში, თებერვალში. …

ბათუმის სტადიონს მოედნის საფარის დასაგებად ამზადებენ

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე მოედნის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში გრძელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და შიდა სარემონტო სამუშაოები. ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა, ვადამდე გაცილებით ადრე, 2020 წლის თებერვალში დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს [პირველი ეტაპი]. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადაზე 7 თვით ადრე დასრულდეს

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. „იმ გეგმისა და მუშაობის ტემპის მიხედვით, რაც სახეზე გვაქვს, ვვარაუდობთ, რომ სტადიონის მშენებლობა 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასრულდება“, – გვითხრეს შპს „სტადიონში“, რომელიც ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს. მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით კი, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადა, 2020 წლის 15 ოქტომბერია. მშენებარე …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა [ფოტო]

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვა სპეციალური მემბრანით დასრულდა. „მოედნის ფასადის მოსახვა არქიტექტურული მემბრანით დავასრულეთ“ – წერს შპს „სტადიონი“ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულებები დღგ-ს ჩათვლით, 117 349 122 და 24 520 400 ლარზეა გაფორმებული. …

შპს „სტადიონი“ ოფისს გაარემონტებს – შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

შპს „სტადიონი“, რომლის 100% აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და რომელიც მრავალმილიონიან პროექტებს ახორციელებს, ოფისის გარემონტებას გეგმავს. ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც კომპანიის ოფისია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაze, №16-18-ში [აჭარის მთავრობის სახლის უკან] მდებარეობს. „სტადიონი“ 200 კვადრატული მეტრი ფართობის გარემონტებას გეგმავს, რისთვისაც ფასთა კვლევა ჰქონდა გამოცხადებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო ღირებულების დასადგენად. ვინაიდან …

სტადიონის დასრულების სამუშაოების ზედამხედველობით ერთი კომპანია დაინტერესდა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობით მხოლოდ ის კომპანია დაინტერესდა, რომელიც პირველი ეტაპის სამუშაოებს ზედამხედველობს. კომპანია „სიემსი“ მომსახურებას შპს „სტადიონს“ ზუსტად იმ ფასად სთავაზობს, რაც სატენდერო თანხა იყო – 576 670 ლარად. ვინაიდან „სიემსი“ ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტია, შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ განიხილა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და კომპანიას გარკვეული დაზუსტებები მოსთხოვა. …

„რესპუბლიკურის“ ახალ შენობაში გაზმომარაგების შიდა ქსელის მოსაწყობად 5630 ლარია გამოყოფილი

ბათუმში, 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5 630 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება, რომელიც შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა. სატენდერო პირობის მიხედვით საავადმყოფოს გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღგ-ს გარეშე 420 ლარს, ხოლო სამუშაოების ღირებულება – 5 210 ლარს. ტენდერში …

ბათუმის სტადიონზე ლურჯ სკამებს დაამონტაჟებენ – მშენებლობა შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სკამები ლურჯი ფერის იქნება. მშენებარე სტადიონზე, სკამები ყველაზე ბოლოს დამონტაჟდება, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე გაცილებით ადრე დასრულდეს. არსებული გეგმით, მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დამთავრდეს. „სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს… კონკრეტულად რა დროში დასრულდება მთლიანად მშენებლობა, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით. არსებული ტემპით …

შპს სტადიონის ახალ უფროსად ჯაბა სურმანიძე დანიშნეს, მისი ხელფასიც 6250 ლარი იქნება

შპს „სტადიონს“ ისევ ახალი, რიგით მეშვიდე ხელმძღვანელი ჰყავს. ყოფილმა დირექტორმა ლევან ლომთაძემ, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე მაღალი ხელფასი დაუნიშნეს, ორგანიზაციაში მხოლოდ ორი თვე დაჰყო. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, თუმცა არ ისაუბრა მიზეზებზე. ახალი დირექტორი ჯაბა სურმანიძეა. აქამდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი …

ნახევარი მილიონი ლარი სტადიონის დასრულების სამუშაოების ზედამხედველობისთვის

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“, (რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა), ტენდერით შეარჩევს. სატენდერო თანხა 576 670 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 7 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დამთავრდება. სტადიონის მეორე ეტაპის [მშენებლობის დასრულების] სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ …

2018 წელს სახელმწიფომ 4 მილიარდიდან 778 მილიონი გამარტივებული შესყიდვით დახარჯა  

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქონლის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ჯამში, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან ელექტრონული პროცედურებით განხორციელდა 3,3 მილიარდი ლარის შესყიდვები, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 778 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ 10 სახელმწიფო ორგანიზაციას შორის, რომელთა მიერ შარშან …

სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება

შპს „სტადიონი“ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების [მეორე ეტაპი] სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ფასთა კვლევას ატარებს. მეორე ეტაპის სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ 780 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. „სტადიონის“ განაცხადში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენაში განიხილება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლების წინადადებები, რომელთაც 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 …

როგორ გამოიყენებენ ბათუმის სტადიონზე 3 940 კვ/მ კომერციულ ფართობს

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე ჯამში 3 940 კვ/მ კომერციული ფართობი იქნება. შპს „სტადიონი“ ამ ფართობების ზონირების კონცეფციისა და ბიზნესგეგმის მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო თანხის დასადგენად ფასთა კვლევას ატარებს. შეთავაზებებს კომპანია 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით მიიღებს. „კომპანიას განზრახული აქვს დაიქირაოს კონსულტანტი, რომელიც განსაზღვრავს მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე არსებული კომერციული ფართობების ზონირების საუკეთესო ვარიანტს, შეიმუშავებს კონცეფციას, მოამზადებს პროექტის განხორციელებადობის …

„რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ პოლიცია დაიცავს – როდის ჩაიბარებს ახალ შენობას მთავრობა

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალი შენობის დასაცავად შპს „სტადიონი“ 50 400 ლარის გადახდას გეგმავს. ამ თანხას დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხდიან. პროექტი, რომელიც ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ითვალისწინებს, ბოლო შეთანხმებით, 2019 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად როდის დასრულდება იგი. ასევე გაურკვეველია, თუ რომელ უწყებას გადაეცემა საბოლოოდ ახალი საავადმყოფო. „სტადიონის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში 17 მაისს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, …

რატომ არ შეეხო რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამაში 14 მაისს შესული ცვლილებები

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. პროგრამა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 28 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა. ამ პროგრამის მიხედვით, 2019 წელს, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, ასევე საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით …

„სტადიონის“ დირექტორს მთავრობის თავმჯდომარეზე მეტი ხელფასი – 6250 ლარი დაუნიშნეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ შპს „სტადიონის“ დირექტორად ლევან ლომთაძე დანიშნა. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ლევან ლომთაძე ფლობს ბიზნესის მართვის ბაკალავრისა და საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს. ის 1988 წელს თბილისში დაიბადა. ამავე ბრძანებით, ახალი დირექტორის ხელფასი 3 750 ლარის ნაცვლად, 6 250 ლარი იქნება, ანუ მინისტრმა კომპანიის ახალ დირექტორს იმაზე მეტი ხელფასი დაუნიშნა, …

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ახალი ბაზა აშენდება

ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა №2-ში მდებარე 3300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა აშენდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ დეტალური სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 110 ათასი ლარია. დაბა ჩაქვში ძალოსნები უკვე რამდენიმე წელია ისეთ დარბაზში ვარჯიშობენ, სადაც არც შუქი აქვთ და არც საშხაპე ცხელი წყლით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ …

როგორ გამოიყურება ახალი რესპუბლიკური და როდის გაიხსნება 2,2 მილიონით გაძვირებული შენობა (ფოტო)

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მშენებელ კომპანიასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის დადებული ბოლო შეთანხმებით 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გარდა ამისა, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი 2 211 987 ლარით გაძვირდა. შესაბამისად, მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს, საბოლოოდ, 24 384 751 ლარი დაუჯდება. ამ თანხის 93% [22 741 …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ბოლომდე „ანაგმა“ მიიყვანოს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, შესაძლოა, მთლიანად „ანაგმა“ დაასრულოს. კომპანია შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. „ანაგი“ სტადიონის მშენებლობის პირველ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, რომელმაც სტადიონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა, ასევე, ლითონის სახურავის მოწყობა მთლიანად დაასრულა. მემბრანული გადახურვა კი 50%-ია გაკეთებული. სტადიონზე ყველაზე ბოლოს უნდა დამონტაჟდეს სკამები და …

როდის დაშლიან ყინულის სასახლეს და როდის ააშენებენ საცურაო აუზს

ბათუმის ყინულის სასახლის დემონტაჟი გასული წლის ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მას მიმდინარე წლის შემოდგომამდე აღარ დაშლიან. შესაბამისად, გაგრძელდება ახალი ყინულის არენის მშენებლობაც, რომელიც 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებელ კანადურ კომპანიას წარმოსადგენი აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. სპორტსმენებს/მოსწავლეებს რომ ვარჯიში არ შეეწყვიტათ, ბათუმის მერიის თხოვნა იყო, არსებული …

დამატებით 21,9 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის

შპს „სტადიონმა“, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარია. როგორც „ბათუმელებს“ კომპანიაში უთხრეს, ამ ტენდერით სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მთლიანად დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები …

რა ფერის იქნება ბათუმის ახალ სტადიონზე გულშემატკივართა სკამები – დისკუსია ფეისბუქში

“მხოლოდ თეთრი და ლურჯი” – „დინამო ბათუმის“ ფანები ითხოვენ, ბათუმის ახალ სტადიონზე მხოლოდ ამ ორი ფერის სკამები დამონტაჟდეს. ამ თემაზე დისკუსია ფეისბუქში დაიწყო. ბათუმში 20 ათას მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონს შპს „სტადიონი“ აშენებს.  შპს „სტადიონის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც გულშემატკივართა სკამები თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ფოტოს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. „დინამო …

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

შპს „სტადიონი“, რომლის 100% წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს, აჭარის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს 65 მილიონი ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა შემდეგი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება: [checklist] ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა – 33 მილიონი ლარი მშენებარე სპორტული კომპლექსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე – 21 მილიონი ლარი ბათუმის ახალი ყინულის არენისა და …

ბათუმში მინიმუმ ოთხი თვე ყინულის მოედანი არ იქნება

700-მდე მოციგურავე, ჰოკეისტი და მოყვარული, მინიმუმ ოთხი თვე ბათუმში ყინულის მოედნის გარეშე დარჩება – 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში ბათუმში ყინულის მოედანი არ იქნება. მიზეზი არსებული ყინულის მოედნის დემონტაჟი და ახალი ყინულის არენის მშენებლობაა, რომელიც, პროექტის მიხედვით, სწორედ მომავალი წლის აპრილში უნდა გაიხსნას. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რატომ არ შეიძლებოდა გახსნილიყო ახალი ყინულის არენა …

ბათუმში ყინულის სასახლე ადგილს იცვლის

ბათუმშიარსებული ყინულის სასახლის დემონტაჟი  მალე დაიწყება. სად გადაიტანენ ყინულის სასახლის კონსტრუქციას და რა სპორტული სახეობისთვის იქნება ის განკუთვნილი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. არსებული სასახლის ადგილზე კი საცურაო აუზი აშენდება. იქვე არსებული დარბაზი, რომელიც ახლა აშენდა და სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა, ყინულის არენად გადაკეთდება. დღეს ბათუმის ყინულის სასახლეში 700-მდე სხვადასხვა ასაკის მოციგურავე, ჰოკეისტი თუ მოყვარული დადის, …

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დაიწყო

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვის სამუშაოები დაწყებულია. ობიექტზე ამ ეტაპზე სახურავის ლითონის კონსტრუქციას ამონტაჟებენ. მონტაჟი, არსებული გრაფიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 344 846 ლარია. სტადიონის მშენებლობა მეათე თვეა მიმდინარეობს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი მშენებლობის ზედამხედველობა 20 დღის წინ დაიწყო. „ლითონის …

„სტადიონის“ დირექტორი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი გახდა

შპს „სტადიონის“ ყოფილი დირექტორი, ზურაბ ჭურკვეიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტის უფროსად დაინიშნა. „შემოთავაზება მქონდა ბატონ დავითისგან… ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება“, – გვითხრა ზურაბ ჭურკვეიძემ. ზურაბ ჭურკვეიძე შპს „სტადიონის“ დირექტორად მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა. მანამდე ის შპს „Goderdzi Resorts“-ის დირექტორად მუშაობდა. შპს „სტადიონის “დირექტორად ამჯერადაც კურორტ გოდერძის დირექტორი …

მინისტრი სტადიონის ახალშერჩეულ ზედამხედველზე: “აიღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რაც აშენებულია”

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ირწმუნება, რომ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდინარე მშენებლობის კონტროლის  მიზნით ახალშერჩეული ზედამხედველი კომპანია სტადიონის უკვე აშენებულ ნაწილზეც აიღებს პასუხისმგებლობას: „ … რაც აშენებულია და რაც აშენდება, ყველა ტიპის პასუხიმგებლობას, რა თქმა უნდა, გაიზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს არ ჰყავდა თავისი ზედამხედველი ჩვენი მხრიდან, უშუალოდ „ანაგს“ [მშენებელი კომპანია] …

Exit mobile version