ბათუმის მერია ახალი მიკროავტობუსებისთვის ავტომატური საკეტების ყიდვას აპირებს 

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ახალ მიკროავტობუსებზე კარების საკეტების შეცვლას გეგმავს. უფრო ზუსტად, მიკროავტობუსის კარზე, რომელიც მექანიკურად იღება და იკეტება, ავტომატურ ელექტრონულ საკეტს დაამონტაჟებენ. რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან საკეტების მონტაჟზე ჯერ უცნობია. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მიკროავტობუსის კარის ავტომატური საკეტი მექანიზმის მონტაჟის ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. ტექნიკური დავალების მიხედვით: „მგზავრის შესასვლელი კარის ავტომატური საკეტი მექანიზმი …

100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის

100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის – ავტობუსების შემოტანა დაწყებულია „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 მიკროავტობუსს ჯამში 15 944 800 ლარად იყიდის. ხელშეკრულება შპს „ჯი-თი მოტორსთან“ არის გაფორმებული და მიკროავტობუსების ბათუმში შემოტანაც ეტაპობრივად დაწყებულია. მიკროავტობუსების ღირებულებასაც ეტაპობრივად გადაუხდიან კერძო კომპანიას. დოკუმენტების მიხედვით: მიკროავტობუსების [კატეგორია: M2; ბრენდი: FORD; მოდელი: Transit 460E; გამოშვების წელი: 2024] მწარმოებელია FORD, …

ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 25 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. კონსოლიდირებულ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს, რომელიც ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. „M3 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“. გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ მიუთითოთ ასევე ვალუტა] და არსებობის …

ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 ცალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს. მიკროავტობუსებს კონსოლიდირებული ტენდერით შეისყიდიან, რომელსაც შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს. სააგენტოს ინფორმაციით, „M2 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის.“ კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე სატენდერო/შესყიდვის სავარაუდო ფასის დასადგენად სააგენტო ბაზარს იკვლევს. „გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „თიბისის“ ბარათებითაც გადაიხდით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „საქართველოს ბანკისა“ და სპეციალური პლასტიკური ბარათების გარდა მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე „თიბისი“ ბანკის ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. „დაემატა „თიბისი“, არის „საქართველოს ბანკი“ და საერთაშორისო ბანკებიც. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეების 90 პროცენტს უკვე შესაძლებლობა აქვს მგზავრობის საფასური პირადი ბარათით გადაიხადოს. „ლიბერთი ბანკს“ რაც შეეხება, ვისაც ამ ბანკის ბარათები აქვს, ისინი ჩვენთან ისედაც …

ბათუმის ავტობუსებში ისევ ვერ გადაიხდით ნებისმიერი ბანკის ბარათით

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებდნენ, რომ მუნიციპალურ ავტობუსებში ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდა იანვრის დასაწყისში იქნებოდა შესაძლებელი; შემდეგ იანვრის ბოლო დასახელდა, თუმცა, ჯერჯერობით, როგორც კომპანიაში განაცხადეს, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მხოლოდ საერთაშორისო ტიპის საბანკო ბარათებით გადახდის სერვისი დაემატა. როდის დაიწყება სხვა, ადგილობრივი ნებისმიერი ბანკის ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია. „მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა ხორციელდება …

როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადახდა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განუცხადეს. „მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სხვადასხვა ბანკთან მოლაპარაკებებს „საქართველოს ბანკი“ აწარმოებს და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სავარაუდოდ, იანვრის თვის ბოლოს, ველოდებით, რომ გადახდა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი“, – გვითხრეს ავტოტრანსპორტში. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის …

რომელი ბარათებით შეიძლება ბათუმის ავტობუსებში გადახდა და როდის აჭრის 80 თეთრს

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალ აპარატებს ამონტაჟებენ, თუმცა გადახდის წესი ჯერ არ შეცვლილა. არ იცვლება მგზავრობის ფასიც და ერთი მგზავრობა 30 თეთრია. ახალი აპარატებით მგზავრობის საფასურის გადახდა ისევ იმ პლასტიკური ბარათებითაა შესაძლებელი, რომლებითაც ამ დრომდე ვიხდიდით. ამ ბარათების [მათ შორის საქართველოს ბანკის ბარათების] გარდა, სხვა ქართული ბანკების პლასტიკური ბარათებით გადახდა ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი. არის …

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს მომავალი წლის მაისამდე ელოდება

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ უთხრეს. კომპანიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტოპარკში ამ დროისთვის 154 ავტობუსია, თუმცა ქალაქში გარკვეულ საათებში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაჭედილია. ეს განსაკუთრებით დილით, სკოლებში მეცადინეობის დაწყებამდე და გაკვეთილების დასრულების შემდეგ პერიოდშია საგრძნობი. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა …

ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა – დაშავდა 1 პირი

დღეს, 6 ივნისს, ჩაქვში მგზავრებით სავსე მუნიციპალური ავტობუსი თხრილში გადავარდა. ავტობუსი ბათუმის-ჩაქვის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა. „ავტობუსიც დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა მალე იქნება შესაძლებელი,“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. გადაყირავებული ავტობუსი …

დაეჯახა თუ არა ავტობუსი მოქალაქეს, გამოძიება დაადგენს – ბათუმის ავტოტრანსპორტი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსთან დაკავშირებულ ინციდენტს სამართალდამცავები სწავლობენ. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12 საათზე, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა – სავარაუდოდ, ავტობუსი მოქალაქეს დაეჯახა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კი, მუნიციპალურ ავტობუსს [N4] გარკვეული დროით გადაადგილების უფლება არ მისცა. „დაჯახებას, როგორც ასეთი, ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოდ, მოქალაქე გადადიოდა გზის სავალ ნაწილზე და მას ფეხი დაუცდა – პირველადი ინფორმაცია რაც გვაქვს ამ დროისთვის, …

ბათუმში საქალაქო ტრანსპორტი საღამოს 11 საათამდე იმუშავებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 17 მაისიდან სამარშრუტო მიკროავტობუსები ქალაქში საღამოს 11 საათამდე იმუშავებენ. საღამოს 11 საათამდე იმუშავებენ ასევე საქალაქო ავტობუსები. მერიის განცხადებით, 18 მაისიდან სამარშრუტო მიკროავტობუსები მოსახლეობას საღამოს 10 საათამდე მოემსახურება. ამასთან, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქციისა და გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზოგიერთ ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი დროებით შეცვლილია. დროებითი მარშრუტი ნახეთ …

ბათუმი ერთ ელექტროავტობუსში 384 790 ევროს იხდის

ერთი ელექტროავტობუსი, რომელსაც ბათუმის მერია დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული სესხით და გრანტით ყიდულობს, 384 790 ევრო ჯდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 8 ახალ ელექტროავტობუსს 2020 წლის მაისში მიიღებენ. ავტობუსის სიგრძე 10 მეტრი იქნება. ელექტროავტობუსების შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია  „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 392 093 ევროა. ამ თანხაში …

ავტობუსებზე რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლების მიმღები მერიას 10 ავტობუსს უყიდის

ბათუმის მერია თანახმაა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ მუნიციპალურ ავტობუსებში რეკლამის განთავსების 20-წლიან უფლებაზე პირობიანი აუქციონი გამოაცხადოს. პირობებში, უფლების საფასურის გადახდის გარდა, ჩადებულია გამარჯვებულის მიერ „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ 10 ავტობუსის საკუთრებაში გადაცემა. საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მიიღებს. 30 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე შეტანილია. მუნიციპალურ ტრანსპორტში [როგორც ავტობუსების გარე ფასადზე, ასევე შიგნით] რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას 20 …

ბათუმს 8 ელექტროავტობუსს ბელარუსული კომპანია მოაწვდის

ბელარუსულმა ჰოლდინგმა Belkommunmash-მა გაიმარჯვა ბათუმის ავტობუსების ტენდერში, რომლის საფუძველზეც ბელარუსის მხრიდან რვა ელექტროავტობუსის შესყიდვა მოხდება – ინფორმაცია დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა და მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც განაცხადეს, რომ საბოლოო დოკუმენტაცია ჯერ …

ბათუმში ავტობუსის გაჩერებებზე საინფორმაციო დაფებს განაახლებენ – 64 ათასი ლარი 400 დაფისთვის

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავტობუსის გაჩერებების სანფორმაციო დაფებს შეისყიდის. 400 ცალი დაფის შესაძენად კომპანიას 64 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. საინფორმაციო დაფების შესასყიდად ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულმა 200 ცალი საინფორმაციო დაფა ავტოტრანსპორტს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა მიაწოდოს, დარჩენილი რაოდენობა კი  – ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. მიწოდების ბოლო …

არასწორად განთავსებული საგზაო ნიშნები ბათუმის ქუჩებში

„ეს ნიშანი გვაფრთხილებს ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. იგი მაფრთხილებელი ნიშანია და, შესაბამისად, დასახლებულ პუნქტში ქუჩის გადაკვეთამდე 50 მეტრზე უნდა იყოს განთავსებული. ბათუმში რამდენიმე ქუჩაა, სადაც ეს მაფრთხილებელი ნიშანი არასწორად, ფორმალურად არის განთავსებული,“ – გვიყვება ბათუმის ერთ-ერთი ავტოსკოლის ხელმძღვანელი, ვიქტორ კვირკველია. მან ბათუმში რამდენიმე ქუჩა გვაჩვენა, სადაც მისი მტკიცებით, საგზაო ნიშნები ურთიერთსაპირისპირო და დამაბნეველია, ან ისინი …

„ყვითელი ავტობუსები“ ტექდათვალიერების გარეშე – მერია ოფიციალურ მონაცემს მალავს

ბათუმში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილს ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ აქვს. ხუთი კონკრეტული მუნიციპალური ავტობუსის შესახებ ტექდათვალიერების ოფიციალურ, ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ისინი „დაჯარიმებას ექვემდებარებიან“. თუკი შეხვალთ ავტომანქანების ტექდათვალიერების ინტერნეტგვერდზე PTI.ge-ზე და საძიებო ველში, მაგალითად, მიუთითებთ – GFG 762, მიიღებთ პასუხს, რომ სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური დათვალიერება გასული წლის 27 დეკემბრამდე უნდა გაევლო. ეს ბათუმში დღეისთვის მოძრავი …

48 ათასი საჯარიმო ქვითრიდან გადახდილია 18 ათასი – პარკირების წესების დარღვევები ბათუმში

მიმდინარე წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმში 48 ათასი საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. აქედან გადახდილია მხოლოდ 18 ათასი ქვითრის თანხა, აღსრულების ბიუროში კი ჯარიმის გადაუხდელობის გამო 8 ათასამდე საქმეა გადაგზავნილი. ავტომობილების პარკირების ადმინისტრირებას 2018 წლის აპრილიდან ქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სპეციალური სამსახური ახორციელებს. სტატისტიკა სწორედ ამ სამსახურმა მოგვაწოდა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში პირველი აგვისტოდან ბილეთები აღარ გაიყიდება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ბილეთები აღარ გაიყიდება. მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ BATUMI CARD-ის მეშვეობით შეეძლებათ. მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ მეტრომანიც. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, ბესო დათიაშვილის თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტში გაუქმდება კონდუქტორების სისტემაც. როგორც დათიაშვილი ამბობს,  ბოლო მონაცემებით ავტოტრანსპორტში 200-მდე კონდუქტორი მუშაობდა. „აქედან დაახლოებით 50 კონდუქტორი კონტროლიორად შეიძლება …

უკრძალავენ თუ არა ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვას

„მძღოლებს ხელმძღვანელობისგან აქვთ მითითება, რომ პირველ ივნისამდე კონდიციონერები ავტობუსებში არ ჩართონ. თუ დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში“, – ასეთი პასუხი „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე მოქალაქემ მას შემდეგ მიიღო, რაც, როგორც თავად ამბობს, მგზავრების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მძღოლმა N16 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსში, კონდეცირების სისტემა არ ჩართო. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც მოქალაქისთვის ცხელ ხაზზე …

უადგილო და არაადაპტირებული მოსაცდელები ბათუმში – ერთი თვეა პრობლემა არ გვარდება

ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, კომპანია „ნოვას“ წინ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი, კომპანიის მოთხოვნით აიღეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მაშინ განაცხადეს, რომ აქ გაცილებით პატარა ზომის მოსაცდელს დადგამდნენ. დღემდე არ დაუდგამთ. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დღესაც არ იციან, როდის დაიდგმება მოსაცდელი ბაგრატიონის ქუჩაზე. „როცა მეორე ეტაპი დაიწყება მოსაცდელების დადგმის, მაშინ ჩაისმება ეს ადგილი. …

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ბადრი ფარტენაძე უხელმძღვანელებს. ის თანამდებობაზე დღეს, 27 ივლისს, წარადგინეს. მერიის ინფორმაციით, ბადრი ფარტენაძე პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია, რომელსაც ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული. ოფიციალური ინფორმაციით, ბადრი ფარტენაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში მუშაობდა  საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, მოგვიანებით კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს და სამშენებლო სამუშაოებისთვის 28 325 ლარი აქვს გათვალისწინებული. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანოს №13-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 12 ივლისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში. სატენდერო პირობების თანახმად, „სამუშაობების …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებს შეღებავენ

ყვითელ, ლიმონისფერ და ვერცხლისფერ საღებავს შეისყიდის „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუნიციპალური ავტობუსების შესაღებად. „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ავტობუსები ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით შეიღებება – ზოგიერთი ნაწილობრივ, ზოგიერთი – მთლიანად. სატრანსპორტო საშუალებების შეღებვისთვის საჭირო 7 სახეობის 1100 ერთეული [კგ/ლტ]  მასალის შესაძენად „ავტოტრანსპორტი“ მაქსიმუმ 35 593 ლარს გადაიხდის. საღებავების საგარანტიო ვადა ერთი წელი მაინც უნდა იყოს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ დაჯარიმების სისტემას აუმჯობესებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, რომელიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, დაჯარიმების სისტემაში ცვლილებების შეტანას აპირებს. ცვლილებების შესახებ დადგენილებას საკრებულოს მომავალ სხდომაზე წარადგენენ. რა იგეგმება კონკრეტულად? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ „ბათუმის ავტოტრანსპონტის“ დირექტორმა, პაატა დუმბაძემ  ისაუბრა. ბატონო პაატა, კონკრეტულად რა იცვლება დაჯარიმების სისტემაში? ხელშეკრულება მომსახურებაზე ადრე გვქონდა „ლიბერთი ბანკთან“, ამ ხელშეკრულებას ვადა გასდის და სამომავლოდ მომსახურებას გაგვიწევს „საქართველოს ბანკი“, სადაც შესაძლებელი იქნება ბარათების  …

შეზღუდვები ბათუმის ქუჩებში

ბათუმის მერიის კეთილოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სრულად არის გადაკეტილი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე. აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც  ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე  საკანალიზაციო სისტემის მოწყობა  მიმდინარეობს. „რაც შეეხება, მაიაკოვსკის  ქუჩას, როგორც  ქუჩის რეაბილიტაცია ასევე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა მიმდინარეობს, ამიტომ  გადაკეტილი იქნება 3-4 დღის განმავლობაში. ასევე არის შეზღუდვები ბაქოს …

სიახლე „ბათუმველოს“ მომხმარებლებს

  დღეიდან, 20 ოქტომბრიდან, „ბათუმველოს“ მომხმარებლებს სააბონენტო ბარათის შევსება „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდდის აპარატებიდანაც შეეძლებათ. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის პაატა დუმბაძის  განმარტებით, „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდან ბარათების შევსება შესაძლებელი იქნება საკომისიოს გარეშე:  „თანხა ბარათზე აისახება ავტომატურად, ჩარიცხვისთანავე. გადახდის მინიმალური თანხა არის 1 ლარი. აღნიშნული სერვისი შეამცირებს რიგებს საინფორმაციო ცენტრში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს“. დირექტორის თქმით, მომხმარებლებს სხვა …

Exit mobile version