ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერება USAID-ის მხარდაჭერით

ავტორი: ჩერიშ ბროკერი, USAID/საქართველოს განვითარების ასისტენტი ______________________________________________________ საქართველოში COVID-19-ის პანდემიამ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევების ზრდა გამოიწვია. კარანტინის პერიოდმა და მზარდმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით კი ქალები დააყენა ძალადობის რისკის ქვეშ. 2021 წელს USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებული გენდერული ანალიზის მიზანი, პრობლემის უკეთ გაგებასა და საკითხის აღმოფხვრის სტრატეგიის შემუშავებაში ადგილობრივი მთავრობების დაეხმარება იყო. შეფასების პროცესში მონაწილეობის შემდეგ …

ქმრის ნათესავების მიერ სასტიკად ნაცემი ქალის საქმეზე გაეროს ქალთა კომიტეტმა დასკვნა გამოაქვეყნა

დღეს, 11 ნოემბერს, ჟენევაში, გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სამართლიანი გამოძიება და ვერ დაიცვა ქალი, რომელიც გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი გახდა. ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ოჯახის წევრებმა სასტიკად სცემეს შვილების თვალწინ, რამაც შემდეგ მისი სიკვდილი გამოიწვია. შემთხვევა 2014 წელს მოხდა. კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნები ჯეირანოვას ორი შვილის …

იმოქმედეთ, რომ პასუხი გავცეთ მოძალადე პარლამენტარ კაცებს – კორძაიას მიმართვა კუჭავას

საქარველოს პარლამენტის ქალმა წევრებმა 18 ივლისს პარლამენტში პარლამენტარი ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართეს. ერთ-ერთი მათგანი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ფეხქვეშ ითელება ყველა რეფორმა, რაც პარლამენტმა მიიღო ქალთა უფლებების დასაცავად: „მივმართავთ კახა კუჭავას, მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის იმ წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი პარლამენტარების მიმართ, რადგან მსგავსი ქმედება ფეხქვეშ …

„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა პაპუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის წერს, რომ „ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში“. შალვა პაპუაშვილი ასევე წერს: „დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ “. საქმე იმაშია, რომ დღეს დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა თავისი კოლეგა თინა ბოკუჩავა ძალის …

„საჭმელი არაფერი გვაქვს“ – 6 წლის ბიჭი და დედა შიმშილზე აღდგომის დღეს

„დაგვეხმარეთ, საჭმელი არაფერი არ გვაქვს“, – ეს სიტყვები ეკუთვნის 6 წლის ბიჭს. ასე მთავრდება ვიდეო, რომელშიც ის დედასთან ერთად საუბრობს საკვების გარეშე ცხოვრებაზე. „არ მიხარია აღდგომის მოსვლა, რადგან ჩემს შვილებს შიათ, ჩემს შვილებს არაფერი აქვთ სააღდგომო,“ – ამბობს ხატია ბაღათურია, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, ყოფილ ქმარს ახლაც გაურბის და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისში, …

ზანგურს ქალზე ძალადობაში რეჟისორი ელენე მაცხონაშვილიც ადანაშაულებს – რას პასუხობს მსახიობი

რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ამხელს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ელენე მაცხონაშვილის თქმით, მან თავად დაინახა, როგორ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს აუდიტორიაში. როგორც ელენე მაცხონაშვილი წერს, შემთხვევა წლების წინ მოხდა. „დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. …

ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის – ჯანმოს ცნობით, ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქალებზე ძალადობა მსოფლიოში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება და საგანგაშოდ ადრეულ ასაკში იწყება. მონაცემების თანახმად, დაახლოებით 736 მილიონი ქალი, ანუ ყოველი მესამე ქალი ცხოვრების განმავლობაში აწყდება ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას. ჯანმო წერს, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ეს მონაცემები პრაქტიკულად უცვლელი რჩება. „25 წლამდე ყოველ მეოთხე ქალს …

დასჯა გამოსავალი არ არის, გამოსავალი – აღიარებაა!

ავტორი: თამარ კორძაია, იურისტი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი __ ქალის უფლებებს როგორც კი ვახსენებთ, არ აყოვნებს შეკითხვა: ქალი ადამიანი არ არის? დიახ, ქალი ადამიანი არ არის! ადამიანი არის სუბიექტი, ამ “ჩამჭრელი” შეკითხვის ავტორებისთვის – ობიექტი. ობიექტი იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს ის, რომ ქალს საკუთარი სქესის გამო ტკივილი, შერცხვენა, დამცირება, შიში და უამრავი რამ აქვს …

8 მარტს ბათუმში 1000 მშობლის მარში გაიმართება – „გამოდი შენი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო“

8 მარტს, საღამოს 5 საათზე, ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, საპროტესტო მსვლელობა „1000 მშობლის მარში“  მოეწყობა. ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. აქციის მონაწილეები ბათუმში, ვარდების სკვერში შეიკრიბებიან. კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, რომელმაც თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მასზე 23 წლის კაცმა …

ქალის ცემა – როგორ იცვლება შეხედულებები თაობების მიხედვით 11 კაცის მაგალითზე

რას ფიქრობთ კაცზე, რომელიც ქალს სცემს და ფსიქოლოგიურად ძალადობს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის ქუჩებში 11 კაცს ესაუბრა. ამჯერად თავად კაცებს ვკითხეთ, როგორ ესმით, მაგალითად,  ფსიქოლოგიური ძალადობა? ვის უნდა მიმართოს მსხვერპლმა დასახმარებლად, ან როგორი კაცია მოძალადე? პასუხების მოსმენის შემდეგ მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ: თაობებს შორის შეხედულებები იცვლება. იცვლება ლექსიკაც, რომლითაც თაობები ძალადობის შესახებ საუბრობენ. მაგალითად, …

დანით 55 ჭრილობა მომაყენა – 14 წლის ასაკში გათხოვილი 4 შვილის დედის ისტორია

მეექვსე კლასში იყო, როცა სწავლა მიატოვებინეს, შემდეგ კი 14 წლის ასაკში 14 წლით უფროს კაცზე გაათხოვეს. უთხრეს, რომ ქმარი უპატრონებდა. სწორედ აქედან დაიწყო ირმას ტრაგიკული ცხოვრება. 29 წლის ირმას ახლა 4 შვილი ჰყავს და ქმართან თანაცხოვრების მძიმე წლებზე გვიყვება. ნარკოტიკზე დამოკიდებული ქმარი ჯერ მას სცემდა, შემდეგ კი, როცა ბავშვები გაჩნდნენ, ბავშვებსაც უსწორდებოდა ფიზიკურად. ქმარი მუდმივად …

რატომ ატარებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის ექსპერტიზას კაცი

„პრობლემა იქედან იწყება, როცა ქალებმა არც კი იციან, ექსპერტის სქესის მიხედვით შერჩევის უფლება რომ აქვთ, გამომძიებელს მტკიცებულების შექმნა ეჩქარება და ხშირად მგრძნობელობა არ აქვს… ქალებს ბევრჯერ უთქვამთ, რომ ხელახლა გაუპატიურებულად იგრძნო თავი, როცა ექსპერტმა კაცმა შეამოწმა მათ სხეულზე ძალადობის კვალი…. “ – გვიყვება თამუნა გაბოძე. ის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტია და სისხლის სამართლის საქმეებში ადვოკატად …

1 ლარი ძალადობის მსხვერპლი, ღარიბი ქალებისთვის – „ფემინა” უკვე 8 ქალს დაეხმარა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინა“ ძალადობის მსხვერპლი და უკიდურესად ღარიბი ქალების დასახმარებლად 1 წლის წინ შეიქმნა. ფონდი ფემინა კი სულ 2 თვეა რაც არსებობს. მოხალისეები ყოველთვიურად რიცხავენ სიმბოლურ 1 ლარს, რითაც ,,ფემინა“ შეჭირვებულ და ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. „ორგანიზაცია მოხალისეობრივ პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენი ფსიქოლოგები და იურისტები სრულიად უსასყიდლოდ უწევენ კონსულტაციას ქალებს. მათ უნდათ რაღაც გააკეთონ ქალებისთვის და …

ვის უნდა მიმართო, თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან მისი დახმარება გსურს

საქართველოში ძალადობის მსხვერპლი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არსებობს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები, რომელსაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი კურირებს. თავშესაფრების მისამართები დაცულობის უზრუნველსაყოფად კონფიდენციალურია და ამის შესახებ ინფორმაცია აქვს მხოლოდ პოლიციას და იმ უწყებებს, რომლებიც მსხვერპლებთან მუშაობენ. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოდგენილია 2020 წლის ივნისში გამოცემულ სახელმძღვანელოში, სახელწოდებით „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და …

ქობულეთში, პლაჟზე ქალის გაუპატიურებისთვის კაცი 6 წლით ჩასვეს ციხეში

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯუმბერ ბ.-ს, მას გაუპატიურებას ედავებოდა გამოძიება. შემთხვევა გასული წლის აპრილში, ქობულეთის პლაჟზე მოხდა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ის პლაჟზე მაშინ გააუპატიურეს, როცა ადრე დილით თოლიების გადასაღებად გავიდა. საქმის მასალების მიხედვით, თავდამსხმელს ჯერ დაზარალებულად ცნობილი ქალის ქმარმა სცემა და შემდეგ მიმართეს პოლიციას. დაზარალებულმა ქალმა მოსამართლეს უთხრა, რომ საცხოვრებლად ქობულეთში …

კაცმა გაასაჩივრა ქალზე ძალადობისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი

მოსამართლე კობა გოცირიძემ უარი უთხრა კაცს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემას უკანონოდ მიიჩნევდა. ლევან ვ.-ს ორდერი პოლიციელებმა აპრილის ბოლოს გამოუწერეს, როცა ოჯახის მეზობელმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ „სახლიდან ქალის და მამაკაცის ყვირილი არ წყდება, ხოლო ქალი პოლიციის შველას ითხოვს“. „ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკანონოა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. …

დააკავეს პირი, რომელიც ყოფილ ცოლს ემუქრებოდა და უთვალთვალებდა

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში დააკავა 1977 წელს დაბადებული ზ.ქ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით. შსს-ს ინფორმაციით, ზ.ქ. ყოფილ მეუღლეს – ნ.ყ.-ს, ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებული, 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით. გარდა …

პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს მოსაკლავად დანა რამდენჯერმე დაარტყა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მ.ლ. – ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 2020 წლის 5 მარტს, მ.ლ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანა არაერთხელ დაარტყა ყოფილ მეუღლეს ს.ჩ-ს, რომელმაც გაქცევა შეძლო. პროკურატურის ცნობით. მ.ლ., ვინაიდან გადაწყვეტილი …

ბათუმში ქალი ოჯახის წევრმა კისრის არეში დაჭრა – კაცი დაკავებულია

ბათუმში ოჯახური კონფლიქტის შედეგად ოჯახის წევრმა ქალი კისრის არეში ბასრი იარაღით დაჭრა.  ქალს, რომელსაც კისერში ჭრილობა ჰქონდა,  კლინიკა “მედალფაში” გაუწიეს სამედიცინო დახმარება.  მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ქალს  რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული კისრის არეში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხრიდან. ექიმი ამბობს, რომ  ქალი ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარება და მალე გაწერენ კლინიკიდან. შსს-ს ინფორმაციით კაცი, რომელმაც ქალი დაჭრა, ცხელ …

ყველა პერსონაჟი ნამდვილია

ავტორი: ცირა ჯგერენაია  ბავშვობიდან  ვამბობდი, რომ ქორწილი არ მექნებოდა.  რომ გავიზარდე, ამაზე ხმამაღლა საუბარი შევწყვიტე. არ მინდოდა ეკითხათ რატომ? მიზეზებზე არასოდეს მიფიქრია. ისე, ზედაპირულად  მეგონა, რომ   ცერემონიალურობა და  სიყალბე არ მომწონდა. მერე ფულის უაზრო ხარჯვად მიმაჩნდა, მერე… დავფიქრდი. მოგონება N1.  ლეილა მე 4-ის ვარ, ჩემი და 5-ის. გვითხრეს, რომ ჩვენმა მეზობელმა ცოლი მოიყვანა, რაც იმას …

შერცხვენით დაშინება – იარაღი გოგოების წინააღმდეგ

ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება – ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც დღეს, 8 მარტს, გაიმართა ბათუმში. კონფერენციის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, მუშაობენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, თავად არიან ბენეფიციარები. კონფერენციის პირველ ნაწილში ძალადობის ფორმებზე ისაუბრა მწერალმა და ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა. „ბათუმელები“ მისი მოხსენების – „ძალადობის ნატიფი ფორმები“ შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას გთავაზობთ.  თამარ …

სამინისტროს განმარტება – რატომ გადასცეს გივი სიხარულიძეს “ხელოვნების ქურუმის” ჯილდო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განმარტავს, რატომ გადაეცა  მსახიობ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“  ჯილდო. “ხელოვნების ქურუმი” გაიცემა ყოველთვის ამა თუ იმ ორგანიზაციის წარდგინების/ ოფიციალური მომართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, წერილი შემოვიდა სამინისტროში ქორეოგრაფთა კავშირისგან, სადაც აღნიშნული იყო, რომ გივი სიხარულიძე წლების მანძილზე იყო სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი, ჩამოაყალიბა ანსამბლი “თბილისი”. 18 წელი იყო მისი ხელმძღვანელი და …

აკრძალვების სია ქალებისთვის

ავტორი: ნებისმიერი ქალი, ვინც ეს გზა გაიარა ჩემზე უძალადიათ! ყველა ძალადობამ კვალი დატოვა! დღესაც ვებრძვი ამ კვალს! [checklist] პირველი – თმის შეჭრა მინდოდა. გოგოს გრძელი თმა უხდებოდა, დღემდე მიჭირს თმის გაზრდა; მეორე – ცეკვის სწავლა მინდოდა, მაგრამ მუსიკაზე უნდა მევლო, რადგან ის პარტნიორს არ საჭიროებდა, არც ცეკვა ვიცი და არც დაკვრა; მესამე – მოკრძალებული უნდა …

„სტუმრად იყო მეზობლის მდიდარი ოჯახი ჩემი ხელის სათხოვნელად“ – მოსწავლის ესეი

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) ორგანიზებით საქართველოს რეგიონებში სკოლის მოსწავლეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებული აინურ ახმედოვა გახდა,მე-12 კლასის მოსწავლე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალიდან. კონკურსში სულ 144 მოსწავლე მონაწილეობდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის ესეის.  ______________ აინურ ახმედოვა, მარნეული, სოფელი ზემო სარალი ბებია მიყვებოდა, შენი დაბადება მამაშენს ისე გაუხარდა, შამპანურების ზალპი მოაწყოო სამშობიაროს …

6 თვით პატიმრობა ორსულ ცოლზე, სიდედრსა და დედაზე ძალადობისთვის

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა 6 თვით პატიმრობა და 6 თვით პირობითი მსჯავრი შეუფარდა ხელვაჩაურში მცხოვრებ დ.კ.-ს. იგი ფეხმძიმე ცოლზე, სიდედრსა და საკუთარ დედაზე ძალადობისთვის გაასამართლეს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დ.კ.-მ თავდაპირველად ჩხუბი ცოლს დაუწყო, რომელიც იმ დღეს ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და შინ დედასთან ერთად დაბრუნდა. კონფლიქტის დროს ბრალდებულის დედას მცირეწლოვანი შვილიშვილი ხელში ეჭირა. საქმის განხილვის დროს …

მეთორმეტეკლასელი გოგო ჩაგვრაზე

ნათია ცენტერაძე ქობულეთის #3 საჯარო სკოლაში, მე-12 კლასში სწავლობს. მისი ერთ-ერთი ესეი – „მა, მე შენ მჭირდები“, რომელმაც ელექტრონული მედიის ყურადღება მიიქცია, გოგონების პრობლემას ეხება. „მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოდ დაიბადე, შეიძლება მიგატოვოს საკუთარმა მამამ, რადგან მას ბიჭის, „გვარის გამგრძელებლის“ დაბადება უნდოდა“, – წერს ნათია ესეიში. ნათიას ესეი ბევრმა აღიქვა, როგორც პირადი ისტორია. „ეს დავწერე არა …

„ალბათ მომკლავს“ – ქალი ყოფილი ქმრისგან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ყვება

ლალი (სახელი შეცვლილია) ათი წელია ცხოვრობდა კაცთან, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ძალადობს, როგორც მასზე, ასევე ბავშვებზე. კაცი სამი დღის წინ, მორიგი ძალადობის შემდეგ, სასამართლოს 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებია. მსხვერპლ ქალს სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ჰქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელებმა  იმის გამო დასცინეს, რომ ქმრისგან დასაცავად მათ გამოუძახა. „სამი დღის წინ ისევ მცემა. შუბლი გამიხეთქა. ათი საათი …

შვილები დედების წინააღმდეგ

ავტორი: ჯაბა ანანიძე  „ძალიან რთულია მისცე ჩვენება საკუთარი შვილის წინააღმდეგ,“ – ეს ერთ-ერთმა დედამ უთხრა მოსამართლეს და ცრემლიანი მზერის დამალვა სცადა. მან პოლიციას საშველად მას შემდეგ მიმართა, როცა შვილმა ბებიასაც სცემა. სპეციალისტების თქმით, დედები უკიდურეს სიტუაციაში მიმართავენ სამართალდამცველებს, რადგან უჭირთ იმის გამჟღავნება, რომ შვილები მათზე ძალადობენ. ოჯახში ძალადობის მუხლით სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებში რთული არ …

ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია

ეკა: „ღამე სიარულის დროს „სმენას ვაძლიერებ“, რომ ვაკონტროლო ვინ შეიძლება მომიახლოვდეს და საიდან. როცა ხდება ისე, რომ საეჭვო სიტუაციაა, ვცდილობ ისე მოვიქცე, თითქოს არ მეშინია. ერთი-ორჯერ მე თვითონ შევედი კომუნიკაციაში და ვკითხე, რამე ხომ არ უნდოდა და ამით, როგორც ჩანს, დაფრთხნენ და თავი დამანებეს.“ ლიკა: „საეჭვო ადგილებში ყურსასმენებით აღარ დავდივარ – ასე ვეღარ ვაკონტროლებ, უკნიდან …

თითქოს მე ვწერდი მამაკაცს ჩვენი შეხვედრის შესახებ – ნაცემი ბავშვის დედას „ფეისბუკი“ გაუტეხეს

ქალს, რომლის 11 წლის შვილს მამამ სასტიკად სცემა, „ფეისბუკის“  პირადი გვერდი გაუტეხეს. ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მას შემდეგ, რაც ბავშვის  ცემის შესახებ სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ფაქტი ტელევიზიებმაც  გააშუქეს.  სავარაუდო კიბერდანაშაულზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. „ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი „ფეისბუკი“ გატეხილი იყო და საჯაროდ ჩანდა …

მეგობარ ქალზე ფიზიკური ძალადობის საქმე ბათუმის სასამართლოში

58 წლის გ.გ.-ს გამოძიება „გერლფრენდის“ ცემას ედავება. ოჯახში ძალადობის შემთხვევას მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. „კი, ბატონო, თავს დამნაშავედ ვგრძნობ,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა. ის საქმეში წარმოდგენილ არც ერთ მტიცებულებას სადავოდ არ მიიჩნევს. დაზარალებული ქალის ჩვენების გარდა საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც ქალს სხეულზე, სხვადასხვა ადგილას დაზიანებები აქვს მიღებული. „საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის,“ …

ქალზე ფიზიკური ძალადობისთვის ყოფილი ქმარი განზრახ მკვლელობის მუხლით იძებნება

„ბრალდებული დადგენილია, იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ძებნა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩაისუბანში ჩადენილი ქალზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 10 ივნისს, ყოფილმა ქმარმა, 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულის თქმით, ის ქმარს ერთი წლის წინ გაშორდა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად თამარის დასახლებაში …

Exit mobile version