დღეს 8 მაისს, ბათუმის ახალ არენაზე ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის „დინამოები“ დაუპირისპირდნენ. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი გოლი ბათუმის დინამოს ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, თამაშის დაწყებიდან 42-ე წუთზე. თბილისის დინამომ გოლის გატანა ვერც მეორე ტაიმში შეძლო. ახალ სტადიონზე მაყურებლის თანდასწრებით პირველად გაიმართა თამაში. სტადიონზე 6 ათას მაყურებელზე იყო ბილეთი გაყიდული.
Tag Archives: ფეხბურთი
ბათუმი არენაზე „დინამო“ ბათუმი და „დინამო“ თბილისი ხვდებიან
დღეს, 8 მაისს, ბათუმი არენაზე ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ერთმანეთს „დინამო“ ბათუმი და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. მატჩი 20:15 წუთზე დაიწყო. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს, თუმცა ამ თამაშზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მხოლოდ 6 ათასი ბილეთი გაიყიდა. დღეს ახალ სდატიონზე მაყურებელი პირველად ესწრება თამაშს. ბილეთის შეძენისას აუცილებელი იყო თითოეული პირის სრული მონაცემების შეყვანა, რადგან საშვი მხოლოდ ამის …
Continue reading “ბათუმი არენაზე „დინამო“ ბათუმი და „დინამო“ თბილისი ხვდებიან”
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 მატჩს საქართველოს ნაკრები ბათუმში გამართავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, „ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ბათუმი არენაზე: 2 სექტემბერი: საქართველო – კოსოვო 9 ოქტომბერი: საქართველო – საბერძნეთი 11 ნოემბერი: საქართველო – შვედეთი საქართველოს ეროვნული ნაკრების 2021 წლის …
21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ბათუმში გაიმართება
2023 წელს საქართველო, რუმინეთთან ერთად, უმასპინძლებს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს. ევროპის 24-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში, ახალაშენებულ არენაზე გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფა-მ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო. „ევროპის 24-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში, ახალაშენებულ არენაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები ითამაშებს. საქართველოში ორი ჯგუფის მატჩები …
Continue reading “21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ბათუმში გაიმართება”
შოთა არველაძე: გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას
გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს. გადამწყვეტი და ისტორიული მატჩის წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა შეფასებები სხვადასხვაგვარი იყო. საკუთარ დამოკიდებულებაზე შოთა არველაძეც წერს სოციალურ ქსელში: „შეხვედრა “დინამო არენაზე”, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გულშემატკვირთა გარეშე გაიმართა. მიუხედავად …
Continue reading “შოთა არველაძე: გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას”
ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პარიზში 148 გულშემატკივარი დააკავეს
გუშინ, 23 აგვისტოს, ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბმა პსჟ-მ მიუნხენის ბაიერნთან 0:1 წააგო, პარიზში ფანებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია 148 ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ელისეს მინდვრებთან მდებარე ბარში, რომელიც მთლიანად სავსე იყო, მიუთითებდნენ ფეხბურთის ფანებს, გამოეყენებინათ პირბადე. ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე …
Continue reading “ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პარიზში 148 გულშემატკივარი დააკავეს”
„დინამო“ ბათუმი ევროპალიგაზე ისრაელის კლუბს – “ჰაპოელ ბეერ-შევას” დაუპირისპირდება
დღეს, 10 აგვისტოს, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები გახდა ცნობილი. უეფას მიერ ჩატარებული წილისყრის შედეგად „დინამო“ ბათუმი “ჰაპოელ ბეერ-შევას” დაუპირისპირდება. “ჰაპოელ ბეერ-შევა” ისრაელის ხუთგზის ჩემპიონია. „ჰაპოელ ბეერ-შევა“ ისრაელის ბოლო ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა გუნდმა ქვეყნის თასი მოიგო, რამაც მას ევროპალიგისკენ გზა გაუხსნა. თამაში ისრაელში 27 აგვისტოს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო მატჩები ცარიელ …
Continue reading “„დინამო“ ბათუმი ევროპალიგაზე ისრაელის კლუბს – “ჰაპოელ ბეერ-შევას” დაუპირისპირდება”
გარდაცვლილი ფეხბურთელის დედის თქმით, ის დაზარალებულად 3 წლისთავზეც არ ცნეს
31 წლის ფეხბურთელის, შოთა მამინაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალებიდან სამი წელი ახლოვდება, ოჯახი კი ამ დრომდე არ არის დაზარალებულად ცნობილი და არც საქმის მასალებზე აქვთ წვდომა. ფეხბურთელი შოთა მამინაშვილი 2017 წელს მცხეთის სტადიონზე დაგეგმილ მატჩამდე, „მოთელვის“ დროს გახდა ცუდად და გარდაიცვალა. შოთა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ თამაშობდა და იმ დღეს მის კლუბს „ვიტ ჯორჯიასთან“ …
Continue reading “გარდაცვლილი ფეხბურთელის დედის თქმით, ის დაზარალებულად 3 წლისთავზეც არ ცნეს”
1:1 – თბილისის „დინამო“ VS „დინამო“ ბათუმი
დღეს თბილისში, დინამო არენაზე ეროვნულ ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. სტადიონზე ერთმანეთს დაუპირისპირდა „დინამო“ ბათუმი და „დინამო“ თბილისი. მატჩი დასრულდა ფრედ 1:1 ორივე გოლი გუნდებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. დღევანდელ მატჩში ანგარიში გახსნა „დინამო“ ბათუმმა – 50-ე წუთზე პირველი გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. თუმცა, ზუსტად 5 წუთში ნიკა ნინუას დარტყმული პენალტი ვერ მოიგერია ბათუმელთა მეკარემ …
Continue reading “1:1 – თბილისის „დინამო“ VS „დინამო“ ბათუმი”
„დინამო“ ბათუმის სპონსორმა გუნდის მიტოვება გადაიფიქრა
საფეხბურთო კლუბ “დინამო“ ბათუმის სპონსორი არჩილ ბერიძე ამბობს, რომ გუნდის მიტოვება გადაიფიქრა. წასვლის შესახებ განცხადება მან დღეს, 1-ელ ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, მას შემდეგ გააკეთა, რაც „დინამო” ბათუმი საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა. გულშემატკივართა აზრით, მათი ფავორიტი გუნდის მარცხის მიზეზი მსაჯის შეცდომებია – მათ მიაჩნიათ, რომ მსაჯმა „დინამოს“ სასარგებლოდ „პენალტი“ არ დანიშნა და, ზოგადად, “ცუდად იმსაჯა”. “ბათუმელები” …
Continue reading “„დინამო“ ბათუმის სპონსორმა გუნდის მიტოვება გადაიფიქრა”
1:1- ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შეხვედრა ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. გუნდები ერთმანეთს ანგისის საწვრთნელ ბაზაზე დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე, თბილისის დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბათუმის დინამოს თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:0 გახდა. 82-ე წუთზე გოლი გავიდა ბათუმის დინამოს კარში. თბილისის დინამოს თავდამსხმელმა …
Continue reading “1:1- ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შეხვედრა ფრედ დასრულდა”
რას შეცვლის სამედიცინო დასკვნა „31 წლის ფეხბურთელის დაღუპვის საქმეში“
„ფეხბურთელ შოთა მამინაშვილს 2017 წელს შპს „სითი სპორტში“ სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“, – ეს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნაში წერია. 31 წლის შოთა მამინაშვილი 2017 წელს მცხეთაში, ფეხბურთის სათამაშო მოედანზე გარდაიცვალა. „ის გარდაიცვალა გულგრილობის გამო… ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა, მას რომ სამედიცინო შემოწმება გაევლო. მისთვის ადრენალინი რომ გაეკეთებინათ იგივე მოედანზე, ცოცხალი იქნებოდა. ექსპერტიზის დასკვნაში გამოჩნდა, …
Continue reading “რას შეცვლის სამედიცინო დასკვნა „31 წლის ფეხბურთელის დაღუპვის საქმეში“”
„აჭარაბეთის“ ამბასადორი რივალდო საქართველოში ჩამოდის
ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა რივალდო „აჭარაბეთის“ სპორტის ამბასადორი გახდა და საქართველოში ჩამოდის. რივალდო ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „აჭარაბეთი“ გადაიღებს. ფილმის გადაღებებში რივალდოს გარდა სხვა ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვებიან. რივალდო საქართველოში 21 სექტემბერს ჩამოვა და რამდენიმე დღე დარჩება. ფილმის პრემიერა, რომელსაც „არენა“ დაერქმევა, შემოდგომაზე გაიმართება. მსგავსი მასშტაბის პროექტი სათამაშო ინდუსტრიის მხრიდან საქართველოში პირველად განხორციელდება.
5:1 – ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა
დღეს, 29 მაისს, ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩი გაიმართა „დინამო“ ბათუმსა და ბოლნისის „სიონს“ შორის. საკუთარ სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ „სიონს“ 5:1 სძლია. პირველი საგოლე მომენტი ბათუმის „დინამოს“ მატჩის დაწყებიდან მეოთხე წუთზე ჰქონდა, რამოსმა კარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა ააცილა. ამის შემდეგ ბათუმელებს კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ გოლის გატანის შანსი. საბოლოოდ, 38-ე წუთზე ბათუმის …
Continue reading “5:1 – ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა”
ფანები ბათუმის „დინამოს“ თამაშებს შესაძლოა ვეღარ დაესწრონ – გუნდი 40 ათასით დააჯარიმეს
საფეხბურთო კლუბ „დინამო“ ბათუმს შესაძლოა ცარიელ ტრიბუნებზე ან ნეიტრალურ მოედანზე მოუწიოს ეროვნული ლიგის მატჩების ჩატარება. მიზეზი ტრიბუნებზე გულშემატკივართა აგრესიული ქცევაა. საფეხბურთო კლუბის მისამართით საჯარიმო სანქციები უკვე გატარდა და ჯარიმის ოდენობამ ჯამში 40 ათას ლარს მიაღწია. „რამდენიმე თამაშის გამო დაგვაჯარიმეს. მაგალითად, 5800 ლარით დაგვაჯარიმეს ბოლო თამაშზე, 7000 ლარით დაგვაჯარიმეს თბილისის „დინამოსთან“ მატჩში. ყოველ თამაშზე სხვადასხვა ოდენობის …
ბათუმის დინამომ საჩხერის ჩიხურას 2:1 მოუგო
ბათუმის „დინამო“ დღეს, 23 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობით სტადიონზე საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა. ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე მატჩი ბათუმის დინამოს გამარჯვებით დასრულდა. პირველ ტაიმში, მატჩის მეშვიდე წუთზე ბათუმის დინამოს შანსი ჰქონდა გოლი გაეტანა. მამუჩაშვილი პირისპირ დარჩა მეკარესთან, ნიკა საბანაძეს ბურთი გადააწოდა, საბანაძემ კარში დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა და „ჩიხურას“ კარი გადარჩა. მე-17 წუთზე ბათუმის “დინამოს” …
Continue reading “ბათუმის დინამომ საჩხერის ჩიხურას 2:1 მოუგო”
ვიტ ჯორჯიამ წინასწარი შეთანხმებით ბათუმის „დინამოსთან“ 2-ბურთიანი სხვაობით წააგო – სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. „2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“, …
სუს-მა ბათუმში ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა
გუშინ, 19 მაისს, ბათუმის „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩის დასრულების შემდგ, ანგისის ბაზაზე ფეხბურთელები დააკავეს. „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავების შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. „ბათუმელებს“ სუს-ის პრესცენტრში ასევე დაუდასტურეს, რომ ფეხბურთელები სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ფეხბურთელებს სავარაუდოდ მატჩების გაყიდვას ედავებიან. დაკავებულია 5 ფეხბურთელი. „ვიტ ჯორჯიას“ გუშინ ბათუმის „დინამოსთან“ გასვლითი შეხვედრა ჰქონდა და დამარცხდა …
Continue reading “სუს-მა ბათუმში ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა”
4:2 – ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” დაამარცხა
დღეს, 24 აპრილს, ბათუმის დინამომ ე.წ ქამბექით გასული წლის საქართველოს ჩემპიონი თბილისის “საბურთალო” 4:2 ანგარიშით დაამარცხა. საფეხბურტო მატჩში, რომელიც ბათუმში ანგისის სტადიონზე მიმდინარეობდა ბათუმის “დინამო” თავდაპირველად აგებდა ანგარიშით 0:2. თუმცა დინამოელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და პირველი ტაიმი 3:2 ანგარიშით დამთავრდა. საბოლოოდ კი დინამოელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის მიწურულს ტაბლოზე ანგარიში 4:2 იყო. პირველ ტაიმის …
Continue reading “4:2 – ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” დაამარცხა”
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინმაღაზია გაიხსნა
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინმაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირების და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინრეჟიმში, ვებგვერდზე – www.funshop.ge შეუძლიათ. მაღაზიაში შესაძლებელია ეროვნული ნაკრების სათამაშო და გულშემატკივართა მაისურების, შარვლების, გამოსასვლელი ზედების და სხვა პროდუქციის შეძენა. ონლაინმაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი. უფასო მიტანის სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, …
ანგისის ახალი სპორტული ბაზა შესაძლოა „დინამო ბათუმთან“ ერთად გაიყიდოს
ანგისის სპორტული ბაზის ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის 14 აპრილსაა დაგეგმილი. ამავე დღეს ახალ სპორტულ ბაზაზე პირველად ჩაატარებს შეხვედრას ბათუმის „დინამო“, რომელიც თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდება. „დინამო ბათუმის“ გაყიდვის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას, ამასთან, კლუბთან ერთად, შესაძლოა, ანგისის ახალაშენებული ბაზაც გაიყიდოს. ბაზის აშენებაში ბათუმის ბიუჯეტიდან 4,1 მილიონი ლარი დაიხარჯა. ანგისის სპორტული ბაზა ბათუმის მერიამ შპს …
Continue reading “ანგისის ახალი სპორტული ბაზა შესაძლოა „დინამო ბათუმთან“ ერთად გაიყიდოს”
ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება 2 წლით გაგრძელდა
ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება. მხარეებს შორის შეთანხმებას, ხელი ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვითიბი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა მოაწერეს. პარტნიორებმა გასული თანამშრომლობა შეაფასეს და მომავალი 2 წლის მოლოდინებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი წარსული თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილებად იქცა ორივე მხარისთვის და სწორედ …
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი: სოლიდარობას ვუცხადებ გურამ კაშიას
უცხადებს თუ არა სოლიდარობას ქართველ ფეხბურთელებს და რას ფიქრობს ჰომობოფიის შესახებ? „ბათუმელებმა“ ამ კითხვით ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს ოთარ ფედიჩკინს მიმართა. გთავაზობთ კომენტარებს სტილის დაცვით. ბატონო ოთარ, „ქართველთა მარშის“ წევრები ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ აპირებენ აქციის გამართვას, თქვენი პოზიცია როგორია, ვის უცხადებთ მხარდაჭერას, გურამ კაშიას, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ ადამიანებს, თუ ამ ჯგუფს? რა გითხრათ აბა? თქვენ რას …
Continue reading “ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი: სოლიდარობას ვუცხადებ გურამ კაშიას”
ბათუმში „ეზოს ფეხბურთის“ საშემოდგომო ლიგა იწყება
დღეს, ბათუმში „ეზოს ფეხბურთის“ საშემოდგომო ლიგა იწყება, რომელიც 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჩემპიონატში 10 ადმინისტრაციული ერთეულის სამი ასაკობრივი ჯგუფი იასპარეზებს. მასში მონაწილეობას 30 გუნდი, ჯამში 400-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. პროექტი „მასობრივი სპორტის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი.
„ბეთლემი“ ჯარიმისა და დისკვალიფიკაციების შემდეგ
ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად სულხან ჯიჯავაძე მას შემდეგ დაინიშნა, რაც საფეხბურთო კლუბში მოთამაშე ოთხ ფეხბურთელსა და მწვრთნელ-ასისტენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო კლუბს სანქციის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა სპორტული მანიპულირებისთვის. შეიცვალა როგორც გუნდის შემადგენლობა, ასევე მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელ-ასისტენტიც. პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდი ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოქვეითდა და ასპარეზობას მეორე ლიგაში განაგრძობს. …
Continue reading “„ბეთლემი“ ჯარიმისა და დისკვალიფიკაციების შემდეგ”
ხულოს „ხიხანი“ – წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 [ფოტო]
დღეს, 26 აპრილს, ხულოს საფეხბურთო კლუბმა „ხიხანმა“ საკუთარ სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2 : 0 დაამარცხა.
გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში”
ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის მამა, ნაზიმ ფარტენაძე, დაინიშნა. დირექტორის შეცვლასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაშიც: 5 შტატით შემცირდა ადმინისტრაციის შემადგენლობა, რეორგანიზაციის გატარება დაგეგმილია გუნდშიც. ამ დროისთვის კლუბს ხელშეკრულება არც ერთ ფეხბურთელთან არ გაუფორმებია. ვის გაუგრძელდება ხელშეკრულება და ვინ დარჩება თამაშგარეთ, ამას, ადმინისტრაციის განცხადებით, 17 თებერვლამდე ჩატარებული თამაშები განსაზღვრავს. შპს „ქედის …
Continue reading “გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში””
”დინამო” 85 000 ლარად ორკვირიან შეკრების ხარჯებს შეისყიდის
ბათუმის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ 2016 წლის 5 იანვარს, თურქეთში საშეკრებო ხარჯების შესასყიდად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შედის, სასტუმროში დაბინავება, კვება და სათამაშო მოედნით უზრუნველყოფა. ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 85 000 ლარი. შემსყიდველმა, ამ თანხით უნდა უზრუნველყოს 5 საწვრთნელო ამხანაგური მატჩი; 35+1 კაციანი (კლუბის მენეჯერი უფასოდ) შემადგენლობის ანტალიაში (ბელეკში) 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება (ზღვიდან არაუმეტეს 300 მეტრის …
Continue reading “”დინამო” 85 000 ლარად ორკვირიან შეკრების ხარჯებს შეისყიდის”
სფფ-ს ხელმძღვანელები ბათუმში კლუბების ხელმძღვანელებს ხვდებიან
ბათუმში „სასტუმრო“ კოლიზეუმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისა და უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტების დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე სფფ-ს ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობა იმყოფება: სფფ-ს პრეზიდენტი ლებან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები ნიკოლოზ ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე. როგორც პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს შეხვედრაზე ფეხბურთში არსებულ ხარვეზებსა და მომავალი გეგმებზე ისაუბრებენ, მომავალში კი ამ ფორმატის შეხვედრები რეგიონებში პერიოდულად …
Continue reading “სფფ-ს ხელმძღვანელები ბათუმში კლუბების ხელმძღვანელებს ხვდებიან”
ქობულეთის ”შუქურას” ვალები
ქობულეთის „შუქურაში“ ფეხბურთელებს ხელფასები ოთხი თვის დაგვიანებით, ოქტომბერში ჩაერიცხათ. კლუბის დირექტორის განმარტებით, ამის მიზეზი „წყვეტილი დაფინანსებაა“. კლუბს აღარც დეკემბრის გასაცემი ფული აქვს. გარდა ამისა, „შუქურას“ მასპინძელი თურქეთის, საქართველოს ფედერაციისა და ბრაზილიური კლუბის ვალიც დაუგროვდა. საერთო ჯამში, ეს თანხა 330 000 მეტი ლარია. გარდა ბრაზილიული კლუბის ვალისა, რომელიც 21 ათას დოლარს შეადგენს, კლუბი ამ თანხას ისევ მთავრობისგან ითხოვს.
ხელვაჩაურის ”მაჭახელას” ფეხბურთელი მოკლეს
15 ნოემბერის გამთენიისას, თბილისში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთაში ხელვაჩაურის „მაჭახელას“ ფეხბურთელი თენგო ფერცელიძე მოკლეს.
”ხიხანის” წაუგებელი სერია და 1000-მდე გულშემატკივარი ხულოს სტადიონზე
ხულოში საფეხბურთო კლუბი ერთი წლის წინ შეიქმნა – კლუბს ”ხიხანი” ჰქვია და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობს. 6 ოქტომბერს ”ხიხანი” თავის სტადიონზე ჩემპიონატის ლიდერს – ”ეგრისს” შეხვდა და 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ”ხიხანი” მეორე ლიგაში 14 ქულით მესამე ადგილზეა. კლუბის გენერალური სპონსორი ენერგოკომპანია ”აჭარისწყალი ჯორჯიაა”, რომლის მხარდაჭერის გარეშე საფეხბურთო კლუბი ”ხიხანის” მოცემულ მომენტში არსებობა წარმოუდგენელი იქნებოდა.
ბათუმის მერიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაამარცხა
„ტურნირი მინი-ფეხბურთში სამინისტროებსა და უწყებებს შორის“ ბათუმის მერიის გამარჯვებით დასრულდა.
ბათუმის მერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ
ტურნირი მინი ფეხბურთში სამინისტროებსა და უწყებებს შორის დღეს დამთავრდება. ფინალურ შეხვდრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმის მერიის გუნდი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი.
ვის რატომ უნდა პრეზიდენტობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს – მამუკა კვარაცხელია, რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი. მამუკა კვარაცხელია პირველი ლიგის კლუბმა „გაგრამ“ წარადგინა, რევაზ არველაძე – სფფ-ს რამდენიმე წევრმა, კლუბმა და ორგანიზაციამ, ხოლო ლევან კობიაშვილი – თბილისის „დინამომ“, სადაც ის წლების განმავლობაში თამაშობდა. ერთი მათგანი პირობას დებს, რომ საქართველო 2020 წელს უეფაზე ითამაშებს, მეორეს აზრით, ქართული ფეხბურთის აყვავება წელიწადნახევრის მერე დაიწყება, მესამე კანდიდატი კი დაპირებებს არ იძლევა. პრეზიდენტი სფფ-ს 35 წევრი ორგანიზაციისა და კლუბის წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ.
”დინამოსა”(ბთ) და ”ტორპედოს” შეხვედრა ფრედ დამთავრდა [ფოტო]
საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურში ქობულეთის ჩელე არენაზე ბათუმის დინამო ქუთაისის ტორპედოს მასპინძლობდა. ანგარიში ფრედ დასრულდა ორივე გუნდმა თითო-გოლი გაიტანა.