საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რევაზ არველაძე ბათუმში იმყოფება.
ბათუმელები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რევაზ არველაძე ბათუმში იმყოფება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა დღეს დასრულდა.
დღეს 2 სექტემბერს, ფეხბურთში პირველი ლიგის საქართველოს ჩემპიონატი ქედაში, არჩილ ფარტენაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიხსნა.
2 სექტემბერს, ფეხბურთის პირველ ლიგაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება.
ტალღების და სანაპიროზე გაფენილი ხალხის ხმა ერთდროულად აღწევს მოედნამდე. მოედნის ირგვლივ შეყოლებულ პლასტმასის სკამების მწკრივში მზის სხივები იჭრება და ქვიშის მინდორზე ეცემა. სკამები ცარიელია, მხოლოდ შორტებში გამოწყობილი რამდენიმე ახალგაზრდა და მწვრთნელები სხედან. ისინი ქვიშის მოედანზე მორბენალ ფეხბურთელებს ათვალყურებენ. ფეხბურთელები ვარჯიშობენ მზის ჩასვლამდე. მათ ეს ვარჯიშები სამომავლო ტურნირის მოგებისთვის უნდა გამოიყენონ.
2015-2016 წლის სეზონისთვის ბათუმის ”დინამომ” განახლება დაიწყო. კლუბის ოფიციალურ ვებგვერზე გამოყვეყნებული ინფორმაციის თანახმად გუნდში პორტუგალიელი თავდამსხმელი ლუის ალბერტო ვიერია მედინა მომავალი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში წელს ასპარეზობის უფლება თბილისის „დინამომ“ (საქართველოს ჩემპიონი) ბათუმის „დინამომ“ (ვიცე-ჩემპიონი) და ცხინვალის „ცხინვალმა“ მოიპოვეს. თუმცა მათ პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწიათ ევროასპარეზობისთვის დამშვიდობება.
ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბი „მაჭახელა“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერით 23 ფეხბურთელზე გათვალისწინებულ კვებით მომსახურებასა და საწვრთნო შეკრებებისთვის ტრანსპორტირების ხარჯებს შეისყიდის.
ბათუმის „დინამოს“ 700 გულშემატკივარი ბათუმიდან 30 მიკროავტობუსით ზესტაფონში გაემგზავრა. ისინი დღეს, 20:00 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს დაესწრებიან, ერთმანეთს შეხვდებიან საფეხბურთო კლუბები _ ბათუმის „დინამო“ და ნიქოზიის „ომონია“ (კვიპროსი). მატჩი 2 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.
ბათუმის „დინამო“ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. გუნდმა ბათუმში დაწყებული ვარჯიშები თურქეთში, ქალაქ კერტეპეში 10-დღიანი საწვრთნო შეკრებით გააგრძელა, სადაც სამი შეხვედრა ჩაატარა. 5:4 სძლია სომხურ კლუბს „ულისეს“, ფრე 2:2 დაამთავრა რუმინეთის „იასთან“, ხოლო რუსეთის „ამკართან“ 1:0 დამარცხდა. ბათუმსა და ტურნირში მისი პირველი მოწინააღმდეგის, კვიპროსის „ომონიას“ შეხვედრა 2 ივლისს, 20 საათზე, ზესტაფონში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი კვიპროსში 9 ივლისს შედგება.
როგორ ემზადება გუნდი ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის? „ბათუმელები“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტს ასლან ბალაძეს ესაუბრა.
ხუთშაბათს, 2 ივლისს, 20.00 საათზე ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბათუმის “დინამოსა” და ნიქოზიის “ომონიას” შორის.
მაშინ, როცა სპორტის სახეობებში სეზონი მთავრდება, ბათუმის ბულვარში სპორტის ზოგიერთ სახეობაში ზაფხულის სპორტული სეზონი იწყება. ზღვისპირა ზოლში განთავსებულ სპორტულ მოედნებზე შეჯიბრებები იმართება ქვიშის ფეხბურთში, ქვიშის რაგბიში, ქვიშის ფრენბურთში, ქვიშის ხელბურთსა და ქვიშის ჭიდაობაში.
კატანიაში მიმდინარე საპლაჟო ფეხბურთის ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, სადაც დღეს პირველი შეხვედრები მიმდინარეობს ბათუმის “დინამომ”, ბულგარეთის “ოდესუ” 2-0 დაამარცხა.
2-7 ივნისს იტალიაში, ქალაქ კატანიის საპლაჟო ფეხბურთის ცენტრალურ არენაზე ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება – Euro Winners Cup 2015 გაიმართება.
ბათუმის ფეხბურთის კლუბმა „დინამომ“ და მისმა ფანკლუბმა „პირატებმა“ 29 მაისს, სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ამხანაგური შეხვედრა გამართეს. „დინამომ“ გულშემატკივრები 6:2 დაამარცხა.
საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურში ბათუმის “დინამომ”, ქობულეთში “ჩელე-არენაზე” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. ორივე გუნდის ძალისხმევის მიუხედავად თამაში ფრედ დასრულდა.
შაბათს, 9 მაისს, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის შემდეგ ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ გადაწყდება, რომელი გუნდი გააგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.
წელს, აჭარაში პირველად, დარტსში საქალაქო პირადი პირველობა ჩატარდა. ბათუმის ბულვარში მდებარე ვეტერანთა კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებაში 90 ვეტერანი მონაწილეობდა – 20 ქალი (50 წელს გადაცილებული) და 70 მამაკაცი (60 წელს გადაცილებული).
ბათუმის „დინამოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ დღევანდელი შეხვედრა 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი „დინამოს“ მცველმა ნიკა მგელაძემ, ნახევარმცველის გიორგი ქავთარაძის გადაცემული ბურთით 49 წუთზე გაიტანა.
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ბათუმის „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ ესტუმრება. მატჩი საჩხერის სოფელ ივანწმინდაში, ცენტრალურ სტადიონზე, „ჩიხურას“ საშიანო მოედანზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
ბათუმის მერიამ 27 აპრილს ბარცხანის დასახლებაში (ბენზინგასამართ სადგურ „სოკარის“ მიმდებარე ტერიტორია) დიდი ზომის სპორტული მინიმოედნის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 215 980 ლარია.
უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ სამტრედიის „სამტრედია“ 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე გადაინაცვლა 45 ქულით. შეხვედრის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე „სამტრედიის“ მცველმა ლევან კაკუბავამ „სამტრედიისვე“ კარში გაიტანა.
ქობულეთში დღეს 4 საათზე ბათუმის „დინამო“ სამტრედიის „სამტრედიას“ უმასპინძლებს. სტადიონის კარები ჩაკეტილი იქნება. დინამოს გულშემატკივარს სტადიონზე არ შეუშვებენ, რადგან ბათუმის „დინამო“ საშინაო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციითაა დასჯილი და გულშემატკივრის ტრიბუნებზე დაშვება ეკრძალება. ეს წესი თვითონ კლუბმა უნდა შეასრულოს და თუკი რომელიმე ქომაგი მოედნის შიგნით აღმოჩნდა, კლუბი ისევ დაჯარიმდება. „დინამოს“ პრეზიდენტის ოთარ ფედიჩკინის თქმით, სტადიონს 10 პოლიციელი დაიცავს.
ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ წლევანდელი შეხვედრა (3:2 „ტორპედოს“ სასარგებლოდ), რომელიც 3 აპრილს ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ გაიმართა, ინციდენტით დასრულდა, რასაც „დინამოს“ დაჯარიმება მოჰყვა. გულშემატკივრებმა, მატჩის ბოლოს, მსაჯს, როცა ის მოედნიდან გადიოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გასულ კვირას ქობულეთის „შუქურას“ ხელმძღვანელი რევაზ ჩელებაძე ბრაზილიაში, ქალაქ კურიტიბაში იმყოფებოდა. ქობულეთელმა მწვრთნელმა იქაურ საფეხბურთო კლუბ „კურიტიბასთან“ თანამშრომლობაზე გააფორმა ხელშეკრულება და თავის გუნდში ოთხი ფეხბურთელი წამოიყვანა.
ზამთრის შესვენების შემდეგ დღეს საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში მეორე წრის თამაშები იწყება.
უკვე მეათე დღეა ფეხბრუთის კლუბ „ადელს“ ბელგიელი მწვრთნელი ფილიპე დე რაიდერი წვრთნის. ის კლუბის ხელმძღვანელების მოწვევით იმყოფება ბათუმში. როგორც კლუბში განმარტავენ, ბელგიელი სპეციალისტი 2014-2015 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება.
ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში მინი-ფეხბურთში აჭარის ღია პირველობა მიმდინარეობს.
დასრულდა უმაღლეს სასწავლებლებს შორის აჭარის ღია პირველობა ფუტზალში. ფინალურ შეხვედრაში დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველმა გუნდმა 6:1 დაამარცხა ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი. შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართა.
ჩელე არენაზე 6 დეკემბერს აჭარის ორი კლუბი შეხვდა ერთმანეთს – ბათუმის „დინამო“ და ქობულეთის „შუქურა“. იმის გამო რომ ბათუმის „დინამოს“ სტადიონი არ აქვს, „დინამო“ „შუქურას“ „შუქურასვე“ სტადიონზე მანსპინძლობდა.
საქართველოს ფეხბურთში „დავით ყიფიანის სახელობის თასის“ გათმაშებაში დღეს ქობულეთში „ჩელე არენაზე“ ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და სამტრედიის „სამტრედია“ შეხვდნენ.
ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” 1:0 დაამარცხა. მატჩის განმავლობაში ერთადერთი გოლი ავტორი გელა გოგიტიძე გახდა, რომელმაც თამაშის დაწყებიდან მესამე წუთზე გაიტანა მოწინააღმდეგის კარში.
მატჩი თბილისში დინამო არენაზე გაიმართა.
შეგახსენებთ რომ სატურნირო ცხრილში თბილისის “დინამოს” 26 ქულით პირველი პოზიცია ეკავა, ბათუმის “დინამო” კი -14 ქულით მეთერთმეტე ადგილზე იმყოფებოდა.
საქართველოში ფეხბურთის მხოლოდ რამდენიმე კლუბია კერძო მფლობელობაში, უმრავლესობას კი სახელმწიფო აფინანსებს. ქობულეთის „შუქურას“ გასულ კვირას მუნიციპალიტეტმა 932 ათასი ლარი გამოუყო წლის ბოლომდე. ამ თანხაში შედის ფეხბურთელებისთვის ბოლო სამი თვის აუნაზღაურებელი ხელფასები და პრემიები. როგორც „შუქურას“ პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე ამბობს, შესაძლებელია უახლოეს მომავალში „შუქურა“ უცხოელმა ინვესტორმა შეიძინოს. „შუქურას“ ამჟამად 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 16 გუნდს შორის მე-12 ადგილზე იმყოფება. „შუქურაში“ კიდევ ერთი სიახლეა – კლუბის მთავარ მწვრთნელს ამირან გოგიტიძეს უკრაინელი ტრენერი კონსტანტინ ფრალოვი ჩაანაცვლებს. გუნდის სიახლეებზე „ბათუმელები“ რევაზ ჩელებაძეს ესაუბრა.
ქობულეთის „შუქურამ“ გორის „დილასთან“ ჩაშლილი მატჩის შემდეგ, 11 ქულით მე-15 ადგილიდან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
ქობულეთის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ მუნიციპალური დაფინანსება გაუგრძელდა. ეს საკითხი ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დღეს გადაწყდა, როცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარემ, იმედა ხაჯიშვილმა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სპორტული საკლუბო გუნდებში პროგრამაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მოხსენება წარადგინა.
საქართველოს ფუტზალის ჩემპიონატი 2015-თვის ბათუმში აჭარის რეგიონული თასის გათამაშება მიმდინარეობს. დღეს ბათუმის სახემწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში მეოთხედფინალი გაიმართა, სადაც ფუტზალის გუნდმა ბათუმის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი „პირატები“ 9:2 დაამარცხა.