გუშინ, 19 მაისს, ბათუმის „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩის დასრულების შემდგ, ანგისის ბაზაზე ფეხბურთელები დააკავეს. „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავების შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. „ბათუმელებს“ სუს-ის პრესცენტრში ასევე დაუდასტურეს, რომ ფეხბურთელები სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ფეხბურთელებს სავარაუდოდ მატჩების გაყიდვას ედავებიან. დაკავებულია 5 ფეხბურთელი.
„ვიტ ჯორჯიას“ გუშინ ბათუმის „დინამოსთან“ გასვლითი შეხვედრა ჰქონდა და დამარცხდა 2:0
ამ თამაშის შემდეგ კლუბი ეროვნულ ლიგაში ბოლოდან მეორე პოზიციაზეა. ბათუმის „დინამო“ კი, ჯერჯერობით, ლიგის ფავორიტია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ისე როგორც სუს-ში აცხადებენ, რომ ფეხბურთელების დაკავებაზე განცხადებას მალე გაავრცელებენ.