„Trofeo Malgratense 2014“-ში ფეხბურთში აჭარის ჭაბუკთა ნაკრებმა გუნდმა პირველ მატჩში ანგარიშით 2:0 დაამარცხა ესპანური „პობლე ნოუსი“ და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოიპოვა. გოლი გაიტანეს გიგა დარჩიძემ და დემეტრე კომახიძემ.
ბათუმელები
„Trofeo Malgratense 2014“-ში ფეხბურთში აჭარის ჭაბუკთა ნაკრებმა გუნდმა პირველ მატჩში ანგარიშით 2:0 დაამარცხა ესპანური „პობლე ნოუსი“ და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოიპოვა. გოლი გაიტანეს გიგა დარჩიძემ და დემეტრე კომახიძემ.
აჭარის ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი დღეს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაემგზავრა. ფეხბურთელები 11-16 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირზე „Trofeo Malgratense 2014“, სადაც ევროპის ოცი ქვეყანა მონაწილეობს.
მინი-ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი „PSS“-ს გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) გუნდი 2:0 დაამარცხა. TTC ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, მესამე ადგილი კი „ბორჯომმა“ დაიკავა. ჩემპიონატი ბათუმში, სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში 27-28 სექტემბერს მიმდინარეობდა.
ერთი წლის შემდეგ საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ ისევ დაუბრუნდა საქართველოს უმაღლეს ლიგას. ერთი მეკარით, ორი მცველით, ორი ნახევარმცველითა და სამი თავდამსხმელით კლუბმა 2014-2015 წლის სეზონის შემადგენლობა გაიძლიერა. ბათუმის „დინამომ“ რვა ახალ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. კლუბი ახალი შემადგენლობით თამაშს 2014 წლის დეკემბრამდე გააგრძელებს. 2015 წლიდან კი, სავარაუდოდ, ცვლილებები კვლავ იქნება, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელს ბათუმის „დინამოსთან“ სწორედ ამ დრომდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.
ბათუმის „დინამომ“ მეორე ტურში ფოთის „კოლხეთს“ 1:0 მოუგო, რაც წლევანდელ სეზონში „დინამოს“ პირველი მოგებაა. გოლო 32-ე წუთზე ბადრი ტეტუნაშვილმა გაიტანა და კლუბს სამი ქულა შესძინა.
ფეხბურთის კლუბებმა საქართველოს უმაღლეს ლიგის პირველობისთვის ბრძოლა დაიწყეს. 9 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნის შესრულებითა და მოედანზე საქართველოს დროშის აწევით გაიხსნა. პირველი მატჩი ქობულეთის “შუქურასა” და ზუგდიდის “ზუგდიდს” შორის გაიმართა და ანგარიში 2:1 დასრულდა “შუქურას” სასარგებლოდ.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო სპორტული სამყაროსთვის. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკის 12 ქალაქში გაიმართა. 12 სხვადასხვა მოედანზე თითოეულ მატჩს საშუალოდ 52 ათასი მაყურებელი და მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ფეხბურთის გულშემატკივართა შეფასებით ფეხბურთის რიგით მეოცე მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე არაპროგნოზირებადი მუნდიალი აღმოჩნდა. გულშემატკივართა პირველი გაოცება ჯგუფიდან ესპანეთის გავარდნამ, შემდეგ კი ნახევარფინალში ბრაზილიის გერმანიასთან 7:1 დამარცხებამ გამოიწვია.
იწვევს თუ არა მოულოდნელი შედეგები კორუფციის ეჭვებს დიდ სპორტში?
დღეს, ხუთ მაისს მინი ფეხბურთში უბნებს შორის შეჯიბრება გაიმართება. შეჯიბრში სულ 13 უბანი მიიღებს მონაწილეობას.
აჭარის პირველობა ფეხბურთში თამარის დასახლებაში მდებარე საფეხბურთო მოედანზე 3-9 აპრილს ჩატარდება. მასში ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, ჩაქვის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
საფეხბურთო კლუბმა „დინამო ბათუმმა“ შეკრება თურქეთის ქალაქ ანტალიაში უნდა გაიაროს, რისთვისაც კლუბი მაქსიმუმ 58 ათას 500 ლარს გადაიხდის. თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ვინაიდან კლუბის მფლობელი ბათუმის მერიაა.
შპს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმის“ დირექტორი სულხან გოგიბერიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ბათუმის საკრებულომ კი დღეს გამართულ სხდომაზე, კლუბის დირექტორის განცხადება დააკმაყოფილა. დირექტორის მოვალეობას იური ლორთქიფანიძე შეასრულებს
ირაკლი დარცმელიძე
ბათუმის „დინამო“ უკვე რამდენიმე წელია სტადიონის გარეშეა დარჩენილი. წლებია საუბრობენ, რომ ბათუმს სტადიონი სჭირდება, იქნება, აშენდება და ასე შემდეგ, მაგრამ სავარაუდო ადგილების გამოყოფის გარდა, კონკრეტულად არაფერი გაკეთებულა.
<!** Image 1 align="" alt="ბათუმის სტადიონის მაკეტი" sub="ბათუმის სტადიონის მაკეტი" width="300" height="441" >
„დინამო“ საშინაო მატჩებს ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ მართავს. რამდენიმე თვის წინ გადაწყდა, რომ ახალი სტადიონი თითქოსდა ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.
„ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში სტადიონის აშენების სურვილი ერთ-ერთმა ესპანურმა სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა:
„საქართველოში ჩამოვიდნენ ესპანური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და ჩემთან შეხვედრა ითხოვეს. როგორც მითხრეს, მათი კომპანია მადრიდის რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. ამ კომპანიამ შეადგინა ბათუმის სტადიონის პროექტი, რომელიც მაჩვენეს და მომეწონა. საუბარია 30-ათასიანი, ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობაზე, თავისი სათადარიგო მოედნით, სპორტული კომპლექსითა და დასასვენებელი პარკით. ეს არის კერძო შემოთავაზება, ესპანელებს დავაკავშირებ იმ ხალხს, ვის კომპეტენციაშიც შედის სტადიონის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ბათუმში სტადიონი რომ უნდა აშენდეს და ის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული უნდა იყოს, ეს უდავოა“. – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
„ბათუმელები” ინფორმაციის გადამოწმებას აჭარის ფეხბურთის ფედერაციაშიც შეეცადა, თუმცა, „რეალის“ თავკაცის ბათუმით დაინტერესების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სტადიონი ადლიაში აღარ აშენდება და ის ქალაქში განთავსდება. თუ კონკრეტული სად, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.
პირველ ლიგაში გატარებული ოთხი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ბათუმის „დინამომ“ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. პირველ ლიგაში თამაშის უფლება კი ქედის „ბეთლემმა“ და ქობულეთის „შუქურამ მოიპოვეს. ამავე ლიგაში ითამაშებს ბათუმის „ადელიც“. აღსანიშნავია, რომ „ადელმა“ ადგილი ლიგაში გუნდების გაზრდის ხარჯზე შეინარჩუნა, რაც შეეხება ქობულეთის „შუქურას“, ქობულეთში სტადიონს აშენებენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ერთი საგზური ქობულეთლებსაც სწორედ …
Continue reading “„დინამო“ უმაღლესში, „ბეთლემი“, „შუქურა“ და „ადელი“ პირველში”