ბათუმის მერიამ შინდისის გმირების სკვერის განახლება დაიწყო

ბათუმის მერია შინდისის სკვერში სკამებს აახლებს. მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება ქალაქის სხვა სკვერებშიც. შინდისის პარკიდან ვიდეორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ 8 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენები იყო პარკში არსებული მდგომარეობა – სკამების ნაწილი ამომტვრეულია, ქვის დატეხილი ფილები იქვე ყრია სკვერში, სადაც ბავშვები თამაშობენ, შადრევნიდან წყალი ქვაფენილზე იღვრება და ირგვლივ დატბორილია. მუნიციპალური სერვისების სააგენტო ფეისბუქზე …

რატომ არის ჩაბნელებული „საოცრებათა პარკთან“ ბათუმში

ბათუმში, რუსთაველის ქუჩიდან „საოცრებათა პარკთან“ მისასვლელ ტერიტორიაზე განათებები გამორთულია. აქ ათამდე რკინის მაღალი ბოძია განთავსებული. თითო ბოძზე რამდენიმე ნათურაა დამაგრებული, თუმცა ყველა გამორთულია. მხოლოდ ერთ ბოძზე მუშაობს რამდენიმე ნათურა. რატომ არ მუშაობს განათება? –  ვკითხეთ ბათუმის მერიას, თუმცა აქ გვითხრეს, რომ პარკი ბულვარის საკუთრებაა და მიზეზის გასარკვევად ბულვარისთვის უნდა მიგვემართა. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, …

ბათუმის მერიის მოხელე ბულვარში კაფეს აშენებს და სკვერი დააბეტონა – პროექტი მერმა შეითანხმა

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე სკვერში, გამწვანებულ ადგილს დააბეტონებენ. ამფითეატრთან 277 კვადრატული მეტრი ტერიტორია ბულვარის ადმინისტრაციამ იჯარით 10 წლის ვადით გაასხვისა. აქ კვების ობიექტის განთავსება აუქციონის პირობაში ბულვარს ჰქონდა ჩადებული. სკვერში მოიჯარე კომპანია კაფეს ააშენებს. პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე შეითანხმა. მოიჯარე შპს „შავი ზღვის დელფინია“, რომლის მესაკუთრე და დირექტორია მარადი სანიკიძე. ის მერიის შპს …

რკინის თაღში მერიამ 128 ათასი ლარი დახარჯა – რატომ მიბაძა ბათუმს ქობულეთმა

ლითონის კონსტრუქცია ქობულეთშიც გამოჩნდა. წლის დასაწყისში რკინის  მსგავსი კონსტრუქციები ჩადგეს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტირებულ სკვერშიც. ლითონის კონსტრუქცია, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში „პერგოლით“ არის მოხსენიებული, ქობულეთის ბიუჯეტს 61 012 ლარი დაუჯდა. ჩაქვში მდებარე სკვერში, ქობულეთის მერიის დაკვეთით, სულ 10 პერგოლა ჩადგეს. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სკვერის შემთხვევაში კი, 17 ლითონის კონსტრუქცია ჩაიდგა – 128 008 ლარად. ბათუმის და …

კომპანიამ მერიის თანხმობით დაშალა სკვერი, რომლის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 118 ათასი დაიხარჯა

ბათუმის მერიის თანხმობით, აბუსერიძის 23-ში მდებარე სკვერი [საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები] უკვე დაშლილია. ამ სკვერის მოწყობაში კი, დაახლოებით ერთი წლის წინ მერიის ბიუჯეტიდან 118 ათასი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ მისამართზე მდებარე ოთხსართულიანი [+1 სართული დაშენებული] საცხოვრებელი სახლი მერიას ავარიული სახლების სიაში ჰქონდა შეტანილი. ამ სახლს შპს „სკაილაინ ჯგუფი“ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში დაანგრევს და ახალ, 25 სართულიან …

რატომ არ დგამენ სკამებს სკვერში, რომლის რეაბილიტაცია 1 თვის წინ დასრულდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე სკვერში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა, თუმცა სკვერში სკამები და სანაგვე ურნები დღემდე არ დაუდგამთ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ნიუ სთაილთან“ ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მიღება-ჩაბარების აქტი [სამუშაოების დასრულებაზე] 2023 წლის 26 ივნისს გააფორმა. „ახალი სკამები უკვე მზად არის, ჩვენი სურვილია, ისინი ამ შაბათ-კვირას [29-30 ივლისს] …

„ახლა აღარ აინტერესებთ“ – ბათუმის მერი ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, გზაგამყოფ სივრცეში სკვერის მოსაწყობად მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მერია აქ სკვერის მოწყობას 3 საკადასტრო ერთეულზე გეგმავს. ბაგრატიონის ქუჩას ჟიული შარტავას ქუჩის კვეთიდან სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთამდე  კარგად გამწვანებული სივრცე ყოფს. მისი ფართობი საერთო ჯამში ერთ ჰექტრამდე [9586 კვ.მეტრი] სამ ნაკვეთს მოიცავს. მერიის ინფორმაციით, პროექტი 2024 წელს უნდა …

დაჭაობებული სკვერი ბათუმში, რაშიც მერიამ ნახევარი მილიონი დახარჯა

ნახევარ მილიონზე მეტი, კონკრეტულად კი, 524 257 ლარი დახარჯა ბათუმის მერიამ ქალაქში ორი სკვერის კეთილმოსაწყობად, თუმცა ორივე სკვერი არათუ კეთილმოეწყო, არამედ აქ გავლაც პრობლემაა. მაგალითად, თამარ მეფის 20-ში, „მეგრულ-ლაზურ“ რესტორანთან, სკვერში გადაადგილება რთულია, არათუ სეირნობა – სამუშაოები  დაუწყიათ, თუმცა არ დაუსრულებიათ: ფილები შადრევანთან დაუყრიათ, სასეირნო ბილიკების მოწყობაც შუა გზაში მიუტოვებიათ, დაჭაობებულია ადგილები, სადაც ახლა მწვანე …

რატომ ჭრიან ხეებს იქ, სადაც სკვერს აწყობენ – ბათუმის მერიის განმარტება

ბათუმში, აღმაშენებლის 34 ნომერში, მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს. მოქალაქის ინფორმაციით, 2 აყვავებული ხე მოთხარეს და დაჭრეს. მისივე თქმით, ადგილზე იყვნენ გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც. აღმაშენებლის 34-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები იმ ტენდერის ფარგლებში ხორციელდება, სადაც მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „ნიუ სთაილთან“ 1 788 856 ლარზე აქვს გაფორმებული [ამ ტენდერის ფარგლებში სკვერი რამდენიმე მისამართზე უნდა …

2,2 მილიონი ლარი სკვერების მოსაწყობად ბათუმში – რა მისამართები შეარჩია მერიამ

ბათუმის მერიას 2,2 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, ქალაქში 8 მისამართზე „სკვერების მოწყობის სამუშაოებისთვის“. სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ზოგან ახალი სკვერის მოწყობას [მცირე ფართობებზე], ზოგან კი, არსებულის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 275 853 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 5 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 10 იანვარს დასრულდება. სამუშაოები …

ახალი სკვერი და სარეკრეაციო ზონა – 1,3 მილიონი ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სკვერი, ხოლო გონიოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. დაგეგმილია ასევე ქალაქის სხვადასხვა ადგილზე 6 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 1,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ტერიტორიაზე უკვე არსებული რეკრეაციული სივრცეების 80%-ზე მეტს არ აქვს მინიჭებული შესაბამისი სტატუსი. გამწვანებულ ადგილებს თუ მის გარკვეულ ნაწილს კი, მერია ან ასხვისებს, ან იჯარით გასცემს. …

ეკლესიასთან სკვერში ბათუმის მერია მიწის ნაკვეთს იჯარით გასცემს

ბათუმის მერია საკათედრო ტაძრის მიმდებარე სკვერში [ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში] 80 კვ/მ ტერიტორიას 5-წლიანი იჯარით გასცემს. მომავალმა მოსარგებლემ იჯარით აღებულ ნაკვეთზე უნდა მოაწყოს ბავშვთა გასართობი სივრცე/ატრაქციონები, მათ შორის კომერციული მიზნითაც, ნაკვეთის მიმდებარე სკვერში კი – უფასო სასრიალო და საქანელები. აუქციონში გამარჯვებული ნაკვეთის სარგებლობისთვის ვალდებული იქნება ქალაქის ბიუჯეტში წლიურად 7 600 ლარი შეიტანოს, თუმცა ეს …

ზედა ჭარნალი – სოფელი, სადაც დაპირებების შესრულებას წლებია ელიან [Video]

სოფელი ზედა ჭარნალი ხელვაჩაურში მდებარეობს და ჭარნალის თემს მიეკუთვნება. აქაურები ამბობენ, რომ წლებია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ შეუსრულებელ დაპირებებს ისმენენ. „არჩევნები რომ მოახლოვდება, გამოჩნდებიან, ჩვენი ხმა თუ სჭირდებათ, მოდიან და დაპირებებს გვაძლევენ. ეს დაპირებები თქმულებად რჩება, შესრულებას ვერ ვხედავთ”, – ამბობს სოფლის მკვიდრი, მელანო გოგუაძე. “არც გარე განათება გვაქვს გზაზე, არც ეზოში, ბოძები …

როგორ იქცა სკვერი კაფედ ბათუმში

საჯარო სივრცეების უფასოდ გამოყენების შესაძლებლობა ბათუმის პარკებში, სკვერებსა და რეკრეაციულ სივრცეებში უფრო და უფრო იზღუდება. ცხადია მათთვის, ვისაც სკვერების გამოყენება არა კომერციული მიზნებისთვის, არამედ დასასვენებლად სურთ. პანდემიის მიზეზით ღია სივრცეების ათვისების წახალისებამ უხერხულობის ის ზღვარიც წაშალა, რაც ოფიციალურ შეთანხმებებში მაინც, ბალანსის დაცვას აიძულებდა ბათუმის მერიას. ახლა კომერციული ობიექტების მეპატრონეებს საზოგადოებრივ სივრცეებში უფრო მეტი ადგილის ათვისების …

გადათხრილი სკვერი და შეჩერებული სამუშაოები

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერთან, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა, მოსახლეობის თქმით, სამუშაოები  შეჩერებულია, ტერიტორია კი გადათხრილია. „ბათუმელები“ სექტემბრის დასაწყისში წერდა, რომ აქ მრავალწლოვანი ნარგავები ამოთხარეს და შემცირდა სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. ადგილზე დასაქმებულები მაშინ ამბობდნენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ტროტუარი უნდა გაფართოებულიყო, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის …

ავტოკაფეს მეპატრონე: არ ვარღვევ კანონს, მანქანა დგას პარკინგზე და არა სკვერში

„ბათუმელების“ მასალას – „გადაკეტილი სასეირნო ბილიკი სკვერში და ბათუმის მერიის პასუხი“ ავტოკაფეს მეპატრონე   გამოეხმაურა. ბათუმში, ვალენბერგის #4-ში ე.წ. ავტოკაფე ნაწილობრივ სკვერშია განთავსებული. ეს სკვერი ზვიად გამსახურდიას ქუჩის ბოლოში მდებარეობს. კაფეს წარმომადგენელმა ლიკა  ნაკაიძემ სატელეფონო საუბარში განგვიმარტა, რომ  ავტოკაფე პარკინგის ტერიტორიაზე დგას და კაფეში გადაადგილებას ხელს არ უშლის. მან გვთხოვა ამაში დასარწმუნებლად ვითარებას ადგილზე გავცნობოდით. „წლებია …

გადაკეტილი სასეირნო ბილიკი სკვერში და ბათუმის მერიის პასუხი

ვალენბერგის #4-ში მოქალაქეს ე.წ. ავტოკაფე სკვერში, სასეირნო ბილიკზე აქვს განთავსებული. აქ მცხორებლების ინფორმაციით მოქალაქე ირწმუნება, რომ მერიისგან შესაბამისი ნებართვა აქვს მიღებული. ეს სკვერი ზვიად გამსახურდიას ქუჩის ბოლოში მდებარეობს. ბათუმის მერიაში განგვიმარტეს, რომ ნებართვა ჰქონდა, თუმცა ვადა გაუვიდა და ახალი ჯერჯერობით არ გაუციათ. მერიის ეკონომიკური სამსახურის ნებართვების განყოფილების  უფროსმა თამაზ გოგიტიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ …

ტროტუარის გასაფართოებლად სკვერში ხეებს იღებენ

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერში, მრავალწლოვან ნარგავებს თხრიან. მოსახლეობა ამბობს, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მცირდება სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. მათივე თქმით, ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ფართოვდება ტროტუარი, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის სიღრმეში გადარგავენ. „ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები, ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. …

სოფელ ხელვაჩაურში სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა

სოფელ ხელვაჩაურში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მინი საბეხბურთო მოედნისა და სკვერის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 116 000 ლარს. ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დიდგორი“. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.

ტერიტორიაზე, სადაც სკვერი უნდა გაშენდეს, მერიამ შენობა ჩადგა

ტერიტორიაზე, სადაც ახალი სკვერი უნდა გაშენდეს, მერიამ ადმინისტრაციული შენობა ჩადგა. სკვერის გაშენებაზე გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ გასულ წელს მიიღო, ხოლო ტენდერი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ შენობა-ნაგებობა სკვერისგან გამიჯნულია. „სერვისცენტრი და სკვერის პროექტი ერთმანეთს ხელს არ უშლის, სკვერის პროექტი არ იცვლება და მათი საზღვრები ერთმანეთს არ კვეთს“, – …

„ყველაფერი ერთად არ გამოდის“ – მერიის პასუხი სასამართლოსთან მოუწესრიგებელ სკვერზე

ქალაქის ცენტრში, ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის კეთილმოწყობა, რომელიც სულ რამდენიმე კვადრატული მეტრია, ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. საქალაქო სასამართლოს წინ და „თიბისი ბანკის“ გვერდით მდებარე სკვერში წყლის გუბეები, მოუწესრიგებელი გარემო და გაჩერებული ავტომანქანები დაგხვდებათ. „ვამუშავებთ პროექტს და გამოცხადდება ტენდერი. აქ იქნება მხოლოდ რეკერეაციული, მწვანე ზონა, იქნება ბავშვთა გასართობი კუთხე. არავითარი კაფე-ბარი იქ არ იქნება,“ …

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ბათუმშიც აღნიშნეს

30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა …

ხელოვნების უნივერსიტეტთან ტერიტორიას, სადაც სკვერის მოწყობა იგეგმება, ასუფთავებენ

ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ  რეკრეაციულ ზონას ასუფთავებენ. ამ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ტექნიკურ დეტალებს ჯერ კიდევ აზუსტებენ. როგორც მერიაში გვითხრეს, ტერიტორია ძალიან დაბიძურებული იყო, საჭირო გახდა ბალახის გაცელვა და იქედან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. აქ, მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ წლებია ამ ტერიტორიას მოქალაქეები ტუალეტის დანიშნულებითაც იყენებენ, რის …

მერია დრამატულ თეატრთან სკვერში გაზონებს შეღობავს

ბათუმში, ახმეტელის ქ. N1-3-5 საცხოვრებელი სახლებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში ქალაქის მერია გაზონებს დეკორატიული ღობით შეღობავს. სკვერის დეკორატიული ღობით მოწყობის სამუშაოებისთვის ბათუმის მერიას 18 ათამდე ლარი აქვს გამოყოფილი. ახმეტელის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსებისა და დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერში გამწვანების ზოლების გასწვრივ მოეწყობა ლითონის დეკორატიული ღობე, სიმაღლით 40სმ, შესასვლელებში კი დაყენდება …

რეკრეაციულ სივრცეს სკვერის სტატუსი პეტიციის საფუძველზე მიენიჭა

2018 წლის 15 თებერვალს გამართულ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რეკრეაცულ სივრცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის სტატუსი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი პეტიციის საფუძველზე მიენიჭა. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ი. ჯავახიშვილის ქ. N2-8-ში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამი ნაკვეთისათვის სკვერის სტატუსის მინიჭების საკითხი ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს მიერ გამართული ღია შეხვედრების – „შენი …

საკრებულომ სკვერის სტატუსი ადგილს კორპუსის აშენების შემდეგ მიანიჭა 

ჯავახიშვილის ქუჩაზე, სასამართლოს ყოფილი შენობის წინ მდებარე მიწის ნაკვეთს ბათუმის საკრებულომ ივანე ჯავახიშვილის სკვერის სტატუსი მიანიჭა. სკვერის სტატუსი ამ ადგილს მრავალსართულიანი კორპუსის აშენების შემდეგ ექნება. საკითხი საკრებულოს სხდომაზე ირაკლი პატარიძემ გამოიტანა, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ. საკრებულოს წევრობამდე ირაკლი პატარიძე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში. „თუკი გინდოდათ სკვერი ამ ადგილას, კორპუსი რატომ ჩადგით …

86 ათასი ლარი სკვერის შეღობვისთვის წითელი ქვებით

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, სასამართლოსთან მდებარე სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 86 ათასი ლარი გასულ წელს გამოიყო. ერთ-ერთი სამუშაო, რის გამოც კომპანიამ ბათუმის მერიასთან დადებული პირობა ვერ შეასრულა, სკვერის შეღობვა იყო ტეშენიტური ქვებით [წითელი ფერის მოსაპირკეთებელი ქვა]. თავდაპირველად ბათუმის მერია ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „დალა 73“-თან გააფორმა. ამ კომპანიას გასული წლის 5 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა სამუშაოები, რაც მოიცავდა …

„მორალურად დაძველებული ფილები“ და კაუჩუკი მინდვრის ნაცვლად

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში, საფეხმავლო ბილიკებზე ფილების აყრა დაიწყეს. მოსახლეობის თქმით, ფილები სკვერში დაზიანებული არ არის და მათთვის გაურკვეველია რას ემსახურება მათი გამოცვლა. „ნორმალური ბილიკებია, ფილებიც მთელია და რატომ იღებენ არ ვიცით. თუ საშუალება აქვს მერიას, ქალაქში სხვა ადგილებს მიხედონ. აქ რას დააგებენ, ისიც არ ვიცით. რეაბილიტაციაა თუ ფულის გათეთრება? “ – ამბობს ერთ-ერთი …

საკრებულოს წევრი სარეკრეაციო ზონაში მშენებლობას აპროტესტებს

ზუბალაშვილის და ლუკა ასათიანი ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია„თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, კობა ჩხეიძემ გააპროტესტა. მისი თქმით, სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. „საქმე გვაქვს სამართალდარღვევასთან, რომელსაც ხელი შეუწყო ბათუმის მერმა, საკრებულოს წინა თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა. ამ უკანონობას დღესაც უწყობს ხელს მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც არ რეაგირებს ამ დარღვევებზე. ეს არის დივერსიული აქტი, რომელიც …

რას უპირებს ხელისუფლება თავისუფალ ტერიტორიას ქალაქის ცენტრში

„აქ უნდა მოწყობილიყო სკვერი და ავტოსადგომი, მაგრამ არჩილ ხაბაძესთან დაახლოვებული პირები მაღალსართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ასმათ დიასამიძე, ფრაქცია „თანასწორობა“ და პეტრე ზამბაძიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატებმა 6 წლის წინ ბათუმის მერიის მიერ შესყიდული პროექტი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში [პირველი სკოლის წინ, …

Exit mobile version