„საერთოდ აღარ იქნება გრანტის სისტემა, იქნება სახელმწიფო დაკვეთის სისტემა და ამაზე საუბრობს კობახიძე. ეს გულისხმობს იმას, რომ განათლების სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტული მიმართულებები, რომელსაც დააფინანსებენ“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი. „ბათუმელები“ მას „ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის რისკებზე ესაუბრა. ბატონო სიმონ, როგორც განათლების სპეციალისტმა, რა ტიპის საფრთხეები დაინახეთ „ოცნების“ განათლების რეფორმაში? …
Tag Archives: სიმონ ჯანაშია
„4 ოქტომბერს ვნახე, კობახიძის მასწავლებლები როგორ მიდიოდნენ რუსთაველის აქციაზე“ – სიმონ ჯანაშია
„ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელიც იტყვის, რომ სუსტის მიმართ თანაგრძნობა არ მაქვს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია. განათლების ექსპერტი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი. ის „ბათუმელებთან“ აფასებს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იქნება „ნული თანაგრძნობა“ იმ ადამიანების მიმართ, ვინც რუსთაველის გამზირზე 300 დღეზე მეტია ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ბატონო სიმონ, რას ამბობს ამით ირაკლი კობახიძე, …
„შესაძლოა ამის უკან იდგეს მათი პირადი ინტერესები“ – რატომ გეგმავს „ოცნება“ გრანტების კანონის შერბილებას
„ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას. ცვლილების ინიციატორები, რომლებიც ასევე „ოცნების“ დეპუტატები არიან, პარლამენტს სთხოვენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის – „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ერაზმუს+ (Erasmus+)-ის ფარგლებში გაცემული გრანტებისთვის არ იყოს საჭირო მთავრობის თანხმობა. აღნიშნული გრანტებით ქართველ სტუდენტებს და მეცნიერებს აფინანსებს ევროკავშირი. რას უკავშირდება „ოცნების“ ინიციატივა? – ამ თემაზე …
ჯანაშია უმაღლესში ქართულის სავალდებულო სწავლების ინიციატივაზე – „ეს არის პოპულიზმი“
„დარბაზებში ჩაკეტილი ხალხი გამოიგონებს რაღაც ახალ სამყაროს და იმ სამყაროში გამოგონილი პრობლემების მოგვარებას დაუთმობენ საზოგადოების ფინანსებს. რეალური პრობლემები კი გვრჩება მოუგვარებელი“ – ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ახალ ინიციატივაზე, რომ ყველა უნივერსიტეტში, ყველა ფაკულტეტზე სავალდებულო უნდა გახდეს ქართული ენის კურსის გავლა. 14 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას უნივერსიტეტებში …
„საფრთხე რეალურია“ – რა პრობლემას უქმნის განათლების სისტემას პარტიული გადაწყვეტილებები
რატომ გაქრა ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ქართველი კლასიკოსი მწერლების ცალკეული ნაწარმოებები და რა საფრთხეებს უქმნის განათლების სისტემას პარტიულად მოტივირებული გადაწყვეტილებები? – ამ თემაზე განათლების ექსპერტმა, სიმონ ჯანაშიამ და ფილოსოფოსმა ლევან შატბერაშვილმა ისაუბრეს „თავისუფლების მოედნის“ პირდაპირ ეთერში. გთავაზობთ დისკუსიას მცირე შემოკლებით. „სიმართლე არის ის, რომ ეს ნაწარმოებები კი ისწავლებოდა სკოლაში, მაგრამ არც არასდროს ყოფილა სავალდებულო სასწავლო პროგრამაში. …
ილიაუნს ავტორიზაციის პრობლემებს უქმნიან – „ოცნება“ ცდილობს უნივერსიტეტი დაატეროროს“
განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელისუფლება ავტორიზაციის პრობლემას უქმნის. „სამწუხარო რამ გააკეთეს, გუშინ ილიას უნივერსიტეტს, რომელიც გადიოდა ავტორიზაციის პროცესს, მისცეს პირობითი ავტორიზაცია. რას ნიშნავს ეს? ავტორიზაციის პროცესში მიდიან უნივერსიტეტში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და იკვლევენ ამ უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, რომ ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მათ უნდათ, შემდეგ წერენ დასკვნას და ეს დასკვნა …
როგორი ქართველის შექმნა სურს სამინისტროს – ჯანაშია ამილახვრის რეფორმაზე
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ აპირებს შეცვალოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და დანერგოს ახალი, ეროვნული შეფასების სისტემა. პრეზენტაციის დროს მინისტრმა თქვა – „ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას“. რას ნიშნავს „ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული“ განათლების სისტემა და რატომ გააჩინა უამრავი კითხვის ნიშანი მინისტრის გამოსვლამ? – ამ თემაზე …
Continue reading “როგორი ქართველის შექმნა სურს სამინისტროს – ჯანაშია ამილახვრის რეფორმაზე”
სტუდენტები რომ არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში, დღეს რუსული იქნებოდა სახელმწიფო ენა – ჯანაშია
20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა სტუდენტებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო პლაკატის გაშლა სცადეს. სტუდენტებს სცემეს, დააგორეს კიბეებზე, მოგვიანებით კი ერთ-ერთ დაშავებულ სტუდენტს შეიარაღებულმა პირმა საავადმყოფოშიც მიაკითხა. დღეს, 19 ივნისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თსუ-ში პოლიტიკური აქტიურობის ადგილი არ არის და არავის მისცემენ პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობას. არის თუ არა …
„ხდება ხალხის მტრების გამოგონება“ – ჯანაშია ბერძენიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე
ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ისევ იქცა „ქართული ოცნების“ სამიზნედ. ამჯერად მის წინააღმდეგ კამპანია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურზე“ მსჯელობის გამო ააგორეს – ბერძენიშვილმა ხევსურები შეურაცხყოო. ლევან ბერძენიშვილს სახლთან 15-20 ნიღბიანი ადამიანიც კი დაახვედრეს. რას ნიშნავს, როცა ფილოლოგი, პუბლიცისტი დევნის ობიექტი ხდება და რა ემართება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს თავისუფალი აზროვნების გამო სდევნის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, …
ვუახლოვდებით რუსეთს, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები ერთმანეთს ასმენენ – ჯანაშია
„ამ კანონპროექტით მივუახლოვდებით რუსულ დღევანდელობას, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ასმენენ იმის გამო, რომ სტუდენტი ან მასწავლებელი არ ეთანხმება სახელმწიფოს და ამის გამო ის შეიძლება წავიდეს ციხეში“, – ამბობს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია. ის „ბათუმელებთან“ რუსული, ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საფრთხეზე საუბრობს. ბატონო სიმონ, როგორი უნდა იყოს საგანმანათლებლო სფეროში მყოფი ადამიანების რეაქცია რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც …
სკოლაში ბავშვებისთვის ისტორიის სწავლება არ არის სახალისო და საინტერესო – ჯანაშია
WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, 2021 წელს ჩაატარა „საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“, რომლის მიზანი ისტორიის და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. კვლევამ აჩვენა, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ …
Continue reading “სკოლაში ბავშვებისთვის ისტორიის სწავლება არ არის სახალისო და საინტერესო – ჯანაშია”
რატომ არ უნდა ვცემოთ, ჩავქოლოთ ურჩი ბავშვი – ინტერვიუ სიმონ ჯანაშიასთან
რატომ ქადაგებენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები ბავშვების მორჩილება/ჩაქოლვაზე, რატომ აღიზიანებთ მათ ბავშვთა უფლებები და რატომ უნდა ესმოდეს საზოგადოებას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ უფლებების სწავლებაც და დაცვაც. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია საუბრობს. ბატონო სიმონ, მოხშირდა სასულიერო პირების მხრიდან ქადაგება იმის შესახებ, რომ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ უფლებები, რომ ისინი მშობლების მორჩილები უნდა იყვნენ …
Continue reading “რატომ არ უნდა ვცემოთ, ჩავქოლოთ ურჩი ბავშვი – ინტერვიუ სიმონ ჯანაშიასთან”
რა იქნება თეა წულუკიანის „ახალი სუნთქვა“ სკოლებსა და განათლების სისტემაში
„რთულია კავშირის დამყარება წულუკიანსა და განათლებას შორის“, – ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ადამიანი ფეისბუქში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას. გამოითქვა სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად, ითქვა, რომ წულუკიანის ამ სისტემასთან დაკავშირება სხვა არაფერია თუ არა მისი პოლიტიკური გავლენების შესუსტება. იყო კითხვები იმაზეც, ხომ არ დააქვეითეს წულუკიანი პარლამენტში გადაყვანით, თუ პირიქით – ის „სისტემაში …
Continue reading “რა იქნება თეა წულუკიანის „ახალი სუნთქვა“ სკოლებსა და განათლების სისტემაში”
ვისი გავლენით მუშაობენ სკოლები და დირექტორები – ჯანაშია განათლების პოლიტიკაზე
რატომ ვერ თავისუფლდება საჯარო სკოლა პოლიტიკური გავლენებისგან, ვინ უნდა აიღოს სკოლის დირექტორი არჩევაზე პასუხისმგებლობა და როგორ უშლის ხელს დღეს არსებული სისტემა სკოლას განვითარებას – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა. ბატონო სიმონ, როცა სკოლის დირექტორების მასობრივ გათავისუფლებაზე საუბრობდით, თქვით, რომ დირექტორების ავტორიტეტი იკლებს, რადგან მათ საზოგადოება უყურებს როგორც პარტიულ მუშაკებს და არა როგორც …
Continue reading “ვისი გავლენით მუშაობენ სკოლები და დირექტორები – ჯანაშია განათლების პოლიტიკაზე”
დეპუტატის დაწერილი წიგნი პედაგოგებისთვის – ჯანაშიას თქმით, ეს აჩენს კორუფციის რისკს
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელიც განკუთვნილია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII-VIII კლასებისთვის. გრიფირებული სახელმძღვანელოების სიაშია ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, რომლის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, შოთა ხაბარელია. სხვა ავტორებით გრიფირებული წიგნი სიაში არ გვხვდება. ძიუდოისტი შოთა ხაბარელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, ის ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის …
რა უნდა შეცვალონ სკოლამ და უნივერსიტეტმა პანდემიის პირობებში ან შემდეგ
განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისაღები გამოცდების არსებული სისტემის სისუსტე და დროა, სახელმწიფომ ალტერნატიულ მოდელებზე დაიწყოს ფიქრი. „15 წელია უკვე ვსაუბრობთ ამაზე და ცხადია, რომ არსებულმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ჩვენი სისტემის სისუსტე. ყველაზე ნორმალური გამოსავალი იქნებოდა, უმაღლესებს რომ გადააბარონ მიღების შესაძლებლობა, თუ ისინი გამჭვირვალობის გარკვეულ პრინციპებს დაეყრდნობიან. …
Continue reading “რა უნდა შეცვალონ სკოლამ და უნივერსიტეტმა პანდემიის პირობებში ან შემდეგ”
ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი დადგინდა. სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური პასუხი შარვაშიძის ნაშრომთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ პლაგიატის ამომცნობმა პროგრამამ (Turnitin) აჩვენა, რომ „გიორგი შარვაშიძის ნაშრომში სრულად მეორდება“ სხვისი ნაშრომის ძირითადი ტექსტი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი რექტორს ან რომელიმე აკადემიური ხარისხის მქონე პირს დაუდგინდა პლაგიატი, ვინ …
Continue reading “ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე”
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო – მითი და რეალობა
მთავრობამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრად ოფიციალურად გამოაცხადა. ამისთვის მან რიგგარეშე სხდომა მოიწვია და საკითხი განხილვის გარეშე, იმავე დღესვე დაამტკიცა პარლამენტმა. ოპონენტი მხარე აღნიშნავს, რომ მთავრობა-პარლამენტის განმარტება ამ საკითხის გაოფიციალურობაზე – რაშიც წელს 893 340 ლარი დაიხარჯა, სუსტი, არადამაჯერებელი და სასაცილოც კია. როგორია მითი და რეალობა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის შესახებ და ვინ ვისი მსხვერპლია – მთავრობა, საპატრიარქოსი …
Continue reading “ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო – მითი და რეალობა “
რატომ დუმს სამინისტრო საპატრიარქოსა და რუსულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტსა და რუსეთის ფედერაციის – დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე კომენტარს არ აკეთებენ. საპატრიარქოს უნივერსიტეტს ხიჭაურში [შუახევის მუნიციპალიტეტი], საპატრიარქოს გავლით, მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს – წელიწადში სამ მილიონზე მეტ ლარს იღებს ბიუჯეტიდან. „ბათუმელების“ კითხვაზე, რადგან უნივერსიტეტს სახელმწიფო დაფინანსება აქვს, უნდა იყოს თუ არა მისი …
სიმონ ჯანაშია: უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები
დღეს, 18 იანვარს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაგეგმილ ცვლილებაზე ისაუბრეს. მინისტრის თქმით, პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად აღარ დასჭირდებათ კრედიტქულების დაგროვება და კონკრეტული სტატუსის მისაღებად ისინი გამოცდებს ჩააბარებენ. თუმცა, პრეზენტაციისას, არც მინისტრს და არც ცენტრის ხელმძღვანელს პასუხი ბევრ კითხვაზე არ გაუციათ. მაგალითად …
Continue reading “სიმონ ჯანაშია: უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები”
სიმონ ჯანაშია: სკოლებში ასწავლიან არსებული აზრის გამეორებას და არა აზროვნებას
რატომ არ ისწავლება საჯარო სკოლებში აკადემიური წერა, რომელიც მოიცავს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე და რატომ უჭირთ ფორმალური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებს, ასევე აკადემიურ პერსონალს? ქართული განათლების გამოწვევებზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია საუბრობს. ბატონო სიმონ, რა არის ძირითადი მიზეზი იმის, რომ ქართულ სკოლებში არ ისწავლება აკადემიური წერა? ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებში არის გარკვეული …
Continue reading “სიმონ ჯანაშია: სკოლებში ასწავლიან არსებული აზრის გამეორებას და არა აზროვნებას”
რატომ არ აღიარებს საქართველო დისტანციურ სწავლებას უცხოეთში
საქართველოს განათლების სამინისტრო არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ უმაღლეს განათლებას, იმ შემთხვეავშიც კი, თუკი თქვენ მსოფლიოში აღიარებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის პროგრამას დაასრულებთ. მსოფლიოში დისტანციური განათლების პროგრამაზე მოთხოვნა მზარდია, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ამ მიმართულებით არსებული შეზღუდვები ადამიანებს შესაძლებლობას ართმევს, მიიღონ ხარისხიანი განათლება შედარებით ნაკლებ ფასად. მაგალითად, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ხელმძღვანელი, ანზორ დიასამიძე „ბათუმელებთან“ …
Continue reading “რატომ არ აღიარებს საქართველო დისტანციურ სწავლებას უცხოეთში”
„განათლების სფეროს უაზრო რეგულაციები“
„განათლების სფეროს უაზრო რეგულაციები,“ – ასე ჰქვია გამოკითხვას, რომელსაც განათლების რეფორმის ბლოგი ახორციელებს. ინიციატივა ეკუთვნის განათლების სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას, რომელიც ამავე დროს არის განათლების რეფორმის ბლოგის ავტორიც. როგორც სიმონ ჯანაშია „ბათუმელებთან“ ამბობს, ბლოგის შექმნის მიზანია, შეგროვდეს კონკრეტული მაგალითები იმ რეგულაციების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის სისტემას განვითარებაში, შემდეგ კი ბლოგები გამოქვეყნდება და დაიწყება მისი საჯარო განხილვა. …
რა იცვლება განათლებაში – სიმონ ჯანაშია მამუკა ბახტაძის პროგრამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინა, სადაც საკმაოდ დიდი ნაწილი განათლების რეფორმას ეხება. რა იყო სიახლე წარმოდგენილ პროგრამაში და უნდა ველოდეთ თუ რა ახალი სასწავლო წლიდან „ფუნდამენტურ ცვლილებებს განათლებაში“, როგორც ამას მამუკა ბახტაძე ამბობს? პრემიერობის კანდიდატის პროგრამას „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია აფასებს. ახალი არაფერი იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამაში, უბრალოდ, ფრაზებია …
Continue reading “რა იცვლება განათლებაში – სიმონ ჯანაშია მამუკა ბახტაძის პროგრამის შესახებ”
რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს
პედაგოგიური განათლების მქონე რამდენი პირი ელოდება სკოლაში მუშაობის დაწყებას? – ჰკითხრა „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს. სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციით, გამოცდაჩაბარებულ 118 პირს სურდა 2016 წელს სკოლაში მუშაობის დაწყება. შარშან კი ეს რიცხვი გაიზარდა 198-მდე. ეს პირები „არ არიან დაფიქსირებულები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში“, – მოგვწერეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, რაც იმას ნიშნავს, …
Continue reading “რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს”
სამინისტრო სკოლებში რელიგიის სწავლების დანერგვაზე მუშაობს -სიმონ ჯანაშიას შეფასება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობენ სკოლებში არჩევით საგნად რელიგიის ისტორიის სწავლების დანერგვაზე. „ბათუმელებს“ ამის შესახებ უწყებაში დაუდასტურეს. სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სკოლებში ამ საგნის სწავლება ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს. შეამცირებს თუ არა რელიგიის ისტორიის სწავლება ძალადობას მოზარდებში და რამდენად თანმიმდევრულია სამინისტროს პოლიტიკა ამ მიმართულებით? – საკითხს „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია აფასებს. „ჩემთვის არ არის …
„მასწავლებელს უნდა შერცხვეს, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს“
განათლების სპეციალისტების შეფასებით, დღეს ქართული სკოლა ორიენტირებულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. რა განაპირობებს ამას და როგორ შეიძლება აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა? – თემაზე „ბათუმელებთან“ სკოლის პედაგოგებმა და განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრეს. მე-18 საჯარო სკოლის პედაგოგი, დალი აბურჯანია მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართული სკოლა მოსწავლეს მხოლოდ ტესტების ჩასაბარებლად ამზადებს და ნაკლებად არის ორიენტირებული აზროვნების განვითარებაზე. მისი …
Continue reading “„მასწავლებელს უნდა შერცხვეს, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს“”
„განათლებით დამძიმებული თავები“ და განათლების პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ხვდება ჟურნალისტებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე, „რესპუბლიკელების“ კრიტიკის დროს განაცხადა, რომ ისინი „განათლებით დამძიმებული თავებით, ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ, რომ „ილია არცთუ ისე კარგი კაცია“, რომ „ვიღაც დამპყრობელი არც თუ ისე ცუდია“, რასაც საზოგადოება ადეკვატურად პასუხობს“. რას ნიშნავს ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი პირის მხრიდან განათლების …
Continue reading “„განათლებით დამძიმებული თავები“ და განათლების პოლიტიკა”