მთავარი,სიახლეები

პარლამენტი 855 ათას ლარად 19 სედანს შეიძენს

07.12.2017
პარლამენტი 855 ათას ლარად 19 სედანს შეიძენს

საქართველოს პარლამენტმა ავტომანქანების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 19 სედანის შესაძენად პარლამენტს 855 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანები უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი; გამოშვების წელი არანაკლებ – 2017; გარბენი – არაუმეტეს 30 კმ; კარების რაოდენობა არანაკლებ 4; საწვავის ტიპი – ბენზინი; ძრავის მოცულობა არანაკლებ 1.6, არაუმეტეს 2.0; ცხენის ძალა – არანაკლებ 120… საჭე – მარცხნივ; ავტომანქანების ძარის ფერი უნდა იყოს ვერცხლისფერი, ხოლო სალონის – შავი; NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი), ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი).

ამასთან, მიწოდებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ახლდეს სასაქონლო ზედნადები და სანომრე ნიშნები, ხოლო განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურების უზრუნველყოფა და ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 120 დღეში. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს თბილისში [რუსთაველის გამზირი, საქართველოს პარლამენტის სასახლე].
მიწოდებულ საქონელზე სრულად უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 3 წელი ან 100 000 კმ., გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, ელექტრომცველები და სხვ.).
ტენდერი მიმდინარე წლის 18 დეკემბერს დასრულდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: