უგზო-უკვლოდ დაკარგული. სავარაუდოდ, ტყვეობაში – 21 წლის საზღვაო ქვეითის ისტორია

„გაუქმებული ანგარიში“ – ასე ჰქვია დენის ხარჩენკოს მისი საცოლის, ეკატერინას მესინჯერში. სოციალურმა ქსელმა დენისის ანგარიში წაშალა, რადგან მისი მფლობელი უკვე თითქმის ნახევარი წელია იქ აღარ შესულა. დენისი აპრილის შუა რიცხვებიდან ტყვეობაშია, თუმცა ოჯახთან დარეკვა პირველად მხოლოდ ორი თვის წინ მოახერხა. 21 წლის დენის ხარჩენკო 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითია, რომელმაც ღირსების რევოლუციის შემდეგ გადაწყვიტა სამხედრო გამხდარიყო …

რას ჰყვება აზოვის „დოცენტი“ ტყვეობაზე: პოლკი რუსებისთვის იგივეა, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის

„მოემზადეთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება“ – ეს სიტყვები ვლადისლავ დუტჩაკმა, მეტსახელად „დოცენტმა“, 24 თებერვალს ბევრჯერ მოისმინა – „აზოვის“ ბაზაზეც, მარიუპოლისკენ გზაშიც და „აზოვსტალშიც“. იმ დილის შემდეგ მისი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა – ჯერ იყო სასტიკი ბრძოლები მარიუპოლისთვის, შემდეგ „აზოვსტალის“ დაცვა და ბოლოს რუსეთის ტყვეობა. ახლა მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ ფოტოები „დოცენტს“ ტკივილს აყენებს: „ქალაქი, რომელიც აღარ არის. …

გვცემდნენ კონდახით და ელექტროშოკით – ბრიტანელი ტყვეები რუსებზე

ბრიტანელები – შონ პინერი და ეიდენ ასლინი რუსეთის ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსენებენ და ჰყვებიან, რომ მათ აშიმშილებდნენ, იარაღის კონდახით სცემდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ. 49 წლის შონ პინერი, რომელიც 2018 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იბრძოდა, რუსებმა ჯერ კიდევ აპრილში დააკავეს მარიუპოლში და ეიდენ ასლინთან და მაროკოელ საადუნ ბრაჰიმთან ერთად სიკვდილი მიუსაჯეს. პინერი იხსენებს, …

ტყვედ ჩაბარებული რუსი სამხედროები გერმანიასა და ნიდერლანდებში თავშესაფარს მიიღებენ

სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკრაინაში დაიწყო სახელმწიფო პროექტი სახელწოდებით – „სიცოცხლე მინდა“. ეს არის პროგრამა, რომლის დახმარებითაც, ცხელ ხაზზე ან ტელეგრამის ჩატ-ბოტში რუსი სამხედროები იღებენ რჩევებს, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ. კოორდინატორები ამბობენ, რომ პროგრამის ფარგლებში პირველი რუსი სამხედრო ტყვედ ოქტომბრის დასაწყისში ჩაბარდა. ის ორსკის 26 წლის მცხოვრები იყო. პროექტის დაწყებიდან ერთ თვეში ცხელ ხაზსა და ჩატ-ბოტს დაახლოებით …

მარიუპოლის დამცველი მისი მკურნალობისთვის მოგროვილ 23,4 მილიონს თანამებრძოლებს ჩუქნის

მარიუპოლის დამცველი, ტყვეობიდან დაბრუნებული მიხაილო დიანოვი მისი მკურნალობისთვის საზოგადოებისგან შეგროვილ ქველმოქმედებას, 23 მილიონ 430 ათას გრივნას ($ 634 000) თანამებრძოლებს ჩუქნის. ამის შესახებ დიანოვმა ფეისბუქგვერდზე დაწერა. „თქვენი შემოწირულება მხოლოდ ზრუნვა არ ყოფილა – ეს იყო ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ამ თანხას სწორი და პატიოსანი გამოყენება უნდა მოეძებნოს,“ – წერს მიხაილო დიანოვი. მიხაილო ტყვეობიდან ურთულესი მდგომარეობით დაბრუნდა. …

როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები

დამცირების, წამებისა და შიმშილის 19 კვირა – სწორედ ამდენი ხანი გაატარა ოლენოვკასა და სხვა კოლონიებში „აზოვსტალის“ 200-ზე მეტმა დამცველმა, ვიდრე მათ უკრაინა დაიბრუნებდა. 16 და 17 მაისს, ორთვენახევრიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ, როდესაც უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრებიდან გამოდიოდნენ, „ოლენოვკა“ იმედივით ჟღერდა. რუსმა სამხედროებმა პირობა მისცეს უკრაინის დაზვერვას, რომ „აზოვსტალის“ დამცველებსაც და „აზოვის“ მეთაურებსაც ნორმალურ …

„ძალიან შეიცვალა“ – სერგეი ვოლინას და ძმის მდგომარეობაზე

ტყვეობიდან გათავისუფლებული 36-ე ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინას და ტატიანა ხარკო ამბობს, რომ მისი ძმა ტყვეობაში ისე შეიცვალა, რომ ბევრი ვეღარც ცნობს. „ძალიან შეიცვალა, ძალიან გახდა. ვეღარ ცნობენ. ფოტოების ქვეშ კომენტარებს წერენ: სადაა ვოლინა? ვხედავ, რომ თვითონაც შოკშია. შოკშია, რომ დაბრუნდა, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით,“ – უთხრა ტატიანამ Суспільне-ს. მისი თქმით, ვოლინა გათავისუფლებას არ ელოდა. …

„ვამაყობ ჩემი გოგოთი“ – ტყვეობაში მყოფ აზოვსტალელ „პტაშკას“ დედა გამოეხმაურა

„ვამაყობ ჩემი გოგოთი, ასე რომ უჭირავს თავი, რომ არ ნებდება. ძალიან ყოჩაღი მყავს და ძალიან, ძალიან მიყვარს. მჯერა, აუცილებლად დაბრუნდება შინ,“ – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ეკატერინა პოლიშჩუკის დედამ, რომელმაც „აზოვსტალის“ ევაკუაციის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი შვილი პირველად დაინახა რუსი პროპაგანდისტების ვიდეოში. 21 წლის მოხალისე პარამედიკოსს, ეკატერინა პოლიშჩუკს „პტაშკად“ იცნობენ. მას „აზოვსტალის რკინის ჩიტი“ იმ სიმღერების გამო …

რუსი ტანკისტი უკრაინის არმიის პოზიციაზე ტანკთან ერთად მივიდა და ჩაბარდა – იუსოვი

ხარკოვის რეგიონში წარმატებული კონტრშეტევის დროს უკრაინელის დამცველებმა არაერთი რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს, მაგრამ იყო ისეთი შემთხვევები, როცა ოკუპანტები ნებაყოფლობით ჩაბარდნენ ტყვედ და თან მიიტანეს ტექნიკაც. ამის შესახებ უკრაინულ „24-ე არხს“ განუცხადა უკრაინაში სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა. მისი თქმით, ახლახან იყო შემთხვევა, როდესაც რუსი ტანკისტი უკრაინის დამცველების პოზიციებზე ტანკით მივიდა ჩასაბარებლად. ოკუპანტმა განაცხადა, რომ …

ათასობით რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა, მათ შორის ოფიცრები – Die Welt კონტრშეტევაზე

ხარკოვის ოლქში „არაორგანიზებული უკან დახევის“ დროს, რუსმა სამხედროებმა ტექნიკა და საბრძოლო მასალები მიატოვეს, ათასობით რუსი სამხედრო კი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები – ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ Die Welt-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აბათილებს რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას, თითქოს ეს იყო „ტაქტიკური უკანდახევა“ და აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიის თავდაცვის ხაზი „უბრალოდ გაირღვა“, სამხედროები გაიქცნენ და ტექნიკა …

უკრაინამ ტყვეობიდან 600 ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის 500 სამხედროა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან დაახლოებით 600 ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის, 53 ბავშვია – დაბრუნებულების უმეტესობა უკრაინის დამცველია. ტყვეობიდან გამოხსნილთა მონაცემები ნაციონალური საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ სმირნოვმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ტყვეობიდან გათავისუფლებული 600 ადამიანიდან 100 სამოქალაქო პირია, 500 კი – სამხედრო. „რაც შეეხება დეპორტირებულებს, ერთი მხრივ, რიცხვები შემაშფოთებელია, თუმცა მეორე მხრივ, ზუსტი მონაცემები არ არსებობს, …

წითელი ჯვარი აღიარებს, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციისას მხოლოდ 1 800 სამხედროს პირადი მონაცემების დოკუმენტირება შეძლო – სააგენტო „უკრინფორმის“ ცნობით, ეს ინფორმაცია კომიტეტის გენერალურმა დირექტორმა რობერტ მარდინიმ დაადასტურა. მარდინიმ დასძინა, რომ სამხედრო ტყვეების საერთო რაოდენობის შესახებ ორგანიზაციას მონაცემები არ აქვს. „ევაკუაციის დროს ჩვენ დაახლოებით 1800 ადამიანის რეგისტრაცია მოვახერხეთ, იმ გათვლით, რომ მათი მონახულება შეგვეძლებოდა, თუმცა …

ჭრილობაში ნემსებს არჭობდნენ – რას ჰყვებიან „აზოვსტალის“ დამცველები ტყვეობის შემდეგ

„აზოვსტალის“ დამცველები, რომლებიც რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდნენ, წამების, დამცირებისა და ზეწოლის შესახებ ჰყვებიან. სამმა მათგანმა დონეცკში გატარებული თვეების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „აზოვის“ მებრძოლი დენის ჩეპურკო (მეტსახელად „მანგო“), რომელმაც მარიუპოლის ბრძოლებში ხელი დაკარგა, იხსენებს, რომ ის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ოლენოვკაში გადაიყვანეს. „მოწმე ვარ, როგორ სცემდნენ ბიჭებს. გამოგვყრიდნენ ხოლმე ე.წ. ჩხრეკის გამო და გვაშიშვლებდნენ… გვაიძულებდნენ მოვკუნტულიყავით და თავი …

დონეცკში ბრალი წარუდგინეს 5 უცხოელს, 3 მათგანს სიკვდილით დასჯა ემუქრება

დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ბრალი წარუდგინა უცხოეთის ხუთ მოქალაქეს –  მათიას გუსტავსონს, შვედეთიდან, ვეკოსლავ პრებეგს, ხორვატიიდან და სამ ბრიტანელს – ჯონ ჰარდინგს, ენდრიუ ჰილსა და დილან ჰილის. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, გუსტავსონს, პრებეგსა და ჰარდინგს ბრალად ედებათ: „ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით სწავლების გავლა, შეიარაღებულ კონფლიქტში და საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულ მებრძოლებად მონაწილეობა და დონეცკის სახალხო …

დაიღუპა ტყვეობაში მყოფი „აზოვსტალის“ დამცველი – რუსული მედია

დონეცკის იზოლატორში „აზოვსტალის“ მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას კრემლის გამოცემა ТАСС-ი ავრცელებს. რუსული სააგენტოს ცნობით, სიკვდილის მიზეზი „ქრონიკული დაავადებები და ნარკოტიკები გახდა“. „დივერსიული დაჯგუფების „მედვედი SS-ის“ ერთ-ერთი წევრი ტყვეობამდე, ჯერ კიდევ „აზოვსტალში“ მიეძალა ნარკოტიკებს, რამაც ჯერ ქრონიკული დაავადებების პროვოცირება, შემდეგ კი სიკვდილი გამოიწვია“, – წერს  ТАСС-ი და დასძენს, რომ დაჯგუფებას ასობით ადამიანი ჰყავს მოკლული. გავრცელებულ ინფორმაციაში …

„წადი, მე დავბრუნდები“ – ბოლო მესიჯი ქმარს: მარიუპოლელი 70 მედიკოსი რუსეთის ტყვეობაშია

„მინდა, ბავშვებმა ისწავლონ. მიყვარხართ. წადი, მე დავბრუნდები“  – ეს იყო უკანასკნელი შეტყობინება, რომელიც მარიუპოლელმა ვიაჩესლავ ზუბოვმა ცოლისგან, ოლენასგან მიიღო. ოლენა მარიუპოლის 555-ე სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების მედდაა. 12 აპრილს ის კლინიკის სხვა თანამშრომლებთან ერთად რუსებმა ტყვედ აიყვანეს. „3 აპრილს ერთდროულად მივიღეთ მესიჯები მე და ჩემმა გოგომ ოლენასგან. მას სწერდა: „მამას გაუფრთხილდით, დაეხმარეთ“. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, …

ყველას გიპოვით და გაგანადგურებთ – „აზოვის“ განცხადება ოლენოვკაში თავდასხმაზე

„აზოვმა“ ნადირობა გამოაცხადა ყველა იმ პირზე, ვინც ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. „ღამით რუსებმა ტყვე „აზოველების“ ნაწილი დახოცეს. რუსეთის სარდლობამ ტყვეთა მასობრივი მკვლელობა უკრაინის არმიის ქმედებად გაასაღა. მანამდე პოლკის მებრძოლები ცალკე შენობაში გადაიყვანეს. უკვე ცხადია, რომ ეს იყო იმ ქვეყნის მიერ წინასწარ დაგეგმილი აქტი, რომლისთვისაც გაუგებარია, რას ნიშნავს ოფიცრის ღირსება, ჟენევის კონვენციის, ომის წესებისა …

 რას იხსენებს ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვის“ 25 წლის მებრძოლი – მზად ვიყავი, მოვმკვდარიყავი 

„აზოველი“ დენის პისკუნი, მეტსახელად „კომბატი“, რუსეთის ტყვეობიდან ივნისის ბოლოს დაბრუნდა. 25 წლის მებრძოლი მარიუპოლში მიღებულ ჭრილობებს ჯერ კიდევ მკურნალობს. დენისი იხსენებს ქალაქის ბრძოლებს, “აზოვსტალის” ჰოსპიტალს, გმირობის მაგალითებს, ტყვეობას და მეგობრებს, რომლებიც დონეცკში დატოვა. „აზოვსტალში“ „კომბატი“ 26 მარტს, ქალაქის ბრძოლების დროს დაიჭრა. „ორნი ვიყავით. ასე 30-40 მეტრიდან გვესროდნენ. სადარბაზოში შევრბოდით, როდესაც პირველი ტყვია მუხლში მომხვდა და …

7 200 სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა – უკრაინის კომისარი

დაკარგულ სამხედროთა რაოდენობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების ომბუდსმენმა ოლეგ კოტენკომ დაასახელა. მისი თქმით, ამ რიცხვში შედიან სხვადასხვა სტრუქტურის, მათ შორის, ეროვნული გვარდიის, სასაზღვროსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები. „როდესაც ვლაპარაკობთ სამხედროებზე, ალბათ, გვესმის, რომ ვლაპარაკობთ შეიარაღებულ ძალებზე, ეროვნულ გვარდიაზე, მესაზღვრეებზე, დაზვერვაზე. ეს სხვადასხვა ინსტიტუტია. იმ მონაცემებში, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები გვაძლევს, ყველა მათგანი არ იგულისხმება. უკრაინის შეიარაღებული ძალები …

რუსეთის ტყვეობაში მყოფ 2 „აზოველს“ სიკვდილით დასჯა ემუქრება – უკრაინული მედია

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის დაზვერვიდან კონფიდენციალურად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსები „აზოვის პოლკის“ ორი მებრძოლის სიკვდილით დასჯას აპირებენ –  ნიკოლაის, საბრძოლო მეტსახელით „ფროსტი“ (მისი გვარი უცნობია) და კონსტანტინ ნიკიტენკოსი, მეტსახელით „ფოქსი“. გამოცემის წყაროს ცნობით, ისინი კოლონიიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. „რუსი პროპაგანდისტები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ – ერთნი ამბობენ, რომ მებრძოლები ჯერ კიდევ 9 ივლისს გაასამართლეს, …

გაცვლა თუ ტრიბუნალი – რა ელით „აზოვსტალის“ დამცველებს

წყარო: Hromadske.ua „აზოვის“ მებრძოლები, მესაზღვრეები, პოლიციელები და საზღვაო ქვეითები 16 მაისს „აზოვსტალიდან“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამჟამად ტყვეობაში დაახლოებით 2500 უკრაინელი სამხედროა. ევაკუაციის პირველ დღეებში ხელისუფლება აცხადებდა, რომ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიდნენ. რუსული მხარე თავიდანვე მიანიშნებდა, რომ გათავისუფლება მხოლოდ სასამართლოს შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ხელმძღვანელები კი უკრაინელი სამხედროებისთვის საერთაშორისო …

ვინ არიან 2 ბრიტანელი და 1 მაროკოელი, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

9 ივნისს დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ სამხედრო ტყვეს – 28 წლის ეიდენ ასლინს, 48 წლის შონ პინერს და 21 წლის საადუნ ბრაჰიმს. მათ ბრალად ედებათ „ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა“. ვინ არიან ისინი – 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის ტყვეობაში აღმოჩენილი მებრძოლები, რომლებმაც, არაერთი ცნობის …

Exit mobile version