12 აპრილს ანგისის დასახლებაში არსებული ბათუმის „დინამოს“ სტადიონი და გუნდი აკურთხეს.
„გუშინ მოედანი დახაზეს და პირველად ივარჯიშა „დინამომ“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე. მამა სერგი მოვიდა და მოედანი აკურთხა. გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, დგინდება ეს საკითხი. მოედანს ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ იყენებენ ფეხბურთელები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლუბის პრესსამსახურში.
გუნდისა და სტადიონის კურთხევის ამსახველი ფოტოები გუნდის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ოთარ ფედიჩკინმა განათავსა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მან „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ არ სურს მისი ფოტოები ვებგვერდზე გამოვაქვეყნოთ, მოგვიანებით კი ფოტოებზე წვდომა შეზღუდა.
____________________________
ამავე თემაზე:
ანგისის ახალი სპორტული ბაზა შესაძლოა „დინამო ბათუმთან“ ერთად გაიყიდოს
მთავარი ფოტო: dinamobatumi.com