„არ გადავიხდით ჯარიმებს“ – სააკაშვილი დაუმორჩილებლობის აქციაზე

ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და ბათუმში 6 თებერვლის საპროტესტო აქციას ეხმაურება, სადაც შეკრებილმა ადამიანებმა პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. პოლიციამ ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავა და ჯამში 3-3 ათასი ლარითაც დააჯარიმეს, თბილისში კი, აქციის მონაწილეების დაჯარიმება დღეს, 8 თებერვალს დაიწყო. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ჯარიმას არავინ გადაიხდის. „გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი …

აჭარაში კორონავირუსის 7 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 2

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი, ხოლო კლინიკა უკვე დატოვა 8 პაციენტმა. ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს – 174, კოვიდსასტუმროში – 124, ონლაინკლინიკაში – 160.  

აქციის მონაწილეების და პოლიციის დაპირისპირება ბათუმში – დააკავეს 11 პირი

„დაადეთ ნარუშნიკები“, – ისმის კადრებში პოლიციელის ბრძანება, რომელიც აქციის მონაწილეს აქვს გადაღებული. 6 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, ისე როგორც თბილისში, აქცია გაიმართა „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის კომენდანტის საათის წინააღმდეგ. თბილისში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს. ბათუმში კი, როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებს პოლიციამ სცემა და, სავარაუდოდ, დააკავა კიდეც. თვითმხილველმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, …

კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11

პლატფორმა stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 11. დადებითობის მაჩვენებელი, 5 თებერვლის მდგომარეობით, 3.28 %-მდე შემცირდა, ხოლო ბოლო 14 დღეში – 3.98 %-მდე. 6 თებერვლის მდგომარეობით, მძიმეა 509 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 216, იმერეთში – 131, აჭარაში – 40, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 141 პაციენტი.

პირბადის არქონის გამო 457 პირი დააჯარიმეს – შსს

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში 573 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაჯარიმებულს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა – 457 პირბადის ტარების წესის დარღვევას უკავშირდება. პირბადის არქონა ან მისი ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. შსს-ს მონაცემებით, პოლიციამ 116 პირი დააჯარიმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის. კანონი ამ …

აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 6 თებერვალი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 40. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკლინიკა უკვე დატოვა 9 პაციენტმა, კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზეა 5 პაციენტი. 6 თებერვლის მონაცემებით, ბათუმში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 178 პაციენტი, კოვიდსასტუმროშია – 123. ონლაინკლინიკაში – 173.  

8 თებერვლიდან ბაზრობები გაიხსნება

8 თებერვლიდან ბაზრობები იხსნება. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე. პრემიერის თქმით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც რიგი შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი გახდა. ყველა ტიპის ბაზრობის გახსნა 15 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. ბათუმში, ყოფილი „უნივერსამის“ სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორი საკადრო ცვლილებებზე: ჭარბია მედპერსონალი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსები ტარდება. რესპუბლიკურის ძველ შენობაში დარჩენილი თანამშრომლები ეჭვობენ, რომ მათ ახალ რესპუბლიკურში პანდემიის ჩავლის შემდეგ ადგილი აღარ მოუწევთ, რადგან „იქ მენეჯმენტი თავიანთ კადრებს ასაქმებს“. „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ბათუმის რესპუბლიკურის რამდენიმე თანამშრომელმა ვერ დაგვისახელა ნეპოტიზმის კონკრეტული შემთხვევა. გამოცდილი თანამშრომლების თქმით, მათ საპენსიო ასაკის გამო აღარ მოუწევთ ადგილი ახალ რესპუბლიკურში. კლინიკის დირექტორი …

მშობელი ქობულეთიდან: სამინისტრო ჩემი შვილის უფლებას არღვევს, მივმართავ სახალხო დამცველს

მშობელი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ცხოვრობს, ამბობს, რომ განათლების სამინისტრო მისი შვილის უფლებას არღვევს, რადგან მას არ უტოვებს არჩევანის თავისუფლებას. მაკა მალაყმაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ შემთხვევის გამო [დისკრიმინაციის დადგენის მიზნით] ის აპირებს სახალხო დამცველსაც მიმართოს. „განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ქალაქში მცხოვრებ მშობელს აქვს არჩევანი – გაუშვას ბავშვი სკოლაში თუ გააგრძელოს ონლაინსწავლება. რატომღაც სოფელში …

კაფეები ბათუმში დღეს [ფოტო]

დღეს, პირველი თებერვლიდან, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ბათუმსა და აჭარაში: აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობებში გაიხსნა მაღაზიები მუშაობას განაახლებენ მოლები გაიხსნა ღია კაფეები  ამავე თემაზე: რა შეზღუდვები მოიხსნა დღეს ბათუმში და რა დარჩა

სად გაქრა „ბათუმიველოს“ ველოსიპედები? – მერია კომენტარს არ აკეთებს

პანდემიის დროს „ბათუმიველოს“ სერვისი გაუმჯობესების ნაცვლად, გაქრა – ტერმინალებში ველოსიპედი საერთოდ აღარ დაგხვდებათ. ბულვარში სასეირნოდ გასულ ადამიანებს მუნიციპალური ველოსიპედებით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე მეორე წელია აღარ აქვთ. „ბათუმიველოდან“ ბათუმის ბულვარში ველოსიპედების გასაჩერებელი მოწყობილობაღა შემორჩა. „ბათუმიველოს“ სისტემის განახლება ბათუმის მერიამ 2020 წლის ზაფხულში გადაწყვიტა, რაც თავად მოძველებული ველოსიპედების რეაბილიტაციას და საბარათე სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა. „სისტემის განახლება“ ამჯერად …

რა შემთხვევაში შეიძლება მოითხოვო ონლაინში სწავლის გაგრძელება

განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ სამინისტრო პირველ თებერვალს საკლასო ოთახებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ბავშვებს დამატებით შესაძლებლობასაც სთავაზობს. კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. „თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების …

ტესტირების შედეგად აჭარაში 7 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

28 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა სკოლის მასწავლებლებში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის დატესტილია 4 ათასამდე პედაგოგი, კორონავირუსი კი 7 პედაგოგს დაუდასტურდა. ცენტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები PCR ტესტით ხელმეორედ გადამოწმდება. აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პირველ თებერვალს იგეგმება, ამიტომ მასწავლებლების მასობრივი ტესტირება საჯარო და კერძო სკოლებში ორი …

სადაა მგზავრი? – „მარშუტკის“ მძღოლი პანდემიის დროს

„პირველივე თვეებში დავაყენე „მარშუტკაში“ დეზობარიერიც და ხსნარიც, მაგრამ ზოგს კიდევ არ სჯერა. მე გაკვირვებული ვარ,“ – გვიყვება თამაზ ლომინაძე. მას მიკროავტობუსი აქვს და სამარშრუტო ხაზის მძღოლად მუშაობს. პანდემიამდე ქობულეთის სოფელ კვირიკედან მოჰყავდა მგზავრები ბათუმში. ამბობს, რომ გასული წლის თებერვლიდან ამ დრომდე განსაკუთრებულად იცავს ჰიგიენის წესებს და სხვებსაც იმავეს სთხოვს, ვისთანაც ურთიერთობა აქვს. „მესამე დღეა ვმუშაობ, …

აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და სასამართლო ისევ დისტანციურად იმუშავებენ

„აჭარის მთავრობა შერეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სამსახურში მენეჯმენტი აუცილებლად იქნება და ის თანამშრომლები, ვის ყოფნასაც საჭიროდ ჩათვლის მენეჯმენტი,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ: რა იცვლება პირველი თებერვლიდან აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში? პირველი თებერვლიდან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი უქმდება: მაგალითად, ბავშვები და მასწავლებლები სკოლებში ივლიან, ამუშავდება კაფე-რესტორნების ღია ნაწილი, იმოძრავებს მუნიციპალური …

კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 12

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 12, გამოჯანმრთელდა – 1081. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 89, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 49, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 70, კახეთში – 75, მცხეთა-მთიანეთში – …

აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ის ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 65 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 1 პაციენტი, კლინიკებში მკურნალობს 211 პაციენტი,  კოვიდსასტუმროშია – 121, ონლაინკლინიკაში – 317.

პანდემიისას 48%-ით გაიზარდა განზრახ მკვლელობის რაოდენობა, კიდევ რა სახის დანაშაულმა მოიმატა

განზრახ მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი [სსკ-ის 108-ე მუხლი] პანდემიის დროს ანუ 2020 წელს, საქართველოში წინა წელთან შედარებით 48.57 პროცენტით გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს  განზრახ მკვლელობის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს – 52, აქედან 45 საქმე გაიხსნა. 2020 წელს რამდენიმე სხვა დანაშაულის მაჩვენებელიც გაიზარდა, მაგალითად, 2020 წელს ოჯახში ძალადობის 4927 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს  – …

სწავლა იწყება, ტრანსპორტი კი არ მოძრაობს – რას პასუხობს სამინისტრო სკოლებს

როგორც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, შემდეგ კი განათლების მინისტრმაც დაადასტურა, ქვეყნის მასშტაბით პირველ თებერვალს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, გამონაკლისი სამი დიდი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი და რუსთავია. შესაბამისად, საქალაქო ტრანსპორტიც ამ ქალაქებში არა თებერვლიდან, არამედ პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი პედაგოგი გამოეხმაურა და იკითხა, თუ როგორ უნდა მივიდნენ სკოლაში, თუკი არ …

აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა  74 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 25 იანვრის დილის მდგომარეობით, აჭარაში 2 პაციენტია მართვით სუნთქვაზე, კლინიკებში მკურნალობს – 225, კოვიდსასტუმროში – 131, ხოლო ონლაინკლინიკაში – 397 პაციენტი.

დაუმორჩილებლობის აქცია ფიტნესკლუბთან, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს

ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“ საპროტესტო აქციაა. აქციაზე შეკრებილები ფიტნესკლუბების გახსნას ითხოვენ. „ეს არის აბსურდული შეზღუდვა. პირიქით, ადამიანებს ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი… თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, პირველი თებერვლიდან მაინც გავხსნით ფიტნესკლუბს, როგორ და რანაირად, ამას მოგვიანებით გეტყვით,”- უთხრა ჟურნალისტებს “რეფორმერის” დამფუძნებელმა, გიორგი ფუტკარაძემ. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების პირობებში ფიტნესკლუბებს ჯერჯერობით მუშაობის უფლება არ აქვთ. „რეფორმერი” …

პირველი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეები ამუშავდება

პირველი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეები ამუშავდება. შეზღუდვების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ დღეს, 22 იანვარს, გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პირველი თებერვლიდან საქართველოს ხუთ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ასევე გაიხსნება სავაჭრო ობიექტები, ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი და განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებში. შეზღუდვები ძალაში დარჩება შაბათ-კვირას.  

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება. დღეს, 22 იანვარს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. პირველი თებერვლიდან ბათუმში სავაჭრო ობიექტები გაიხსნება, ასევე კაფეების ღია ნაწილი და ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებშიც. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, კომენდანტის საათის …

აჭარის სკოლებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდება

დღეს, 22 იანვარს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, აჭარაში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება. „დღეის მდგომარეობით 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი …

შაბათ-კვირას შეზღუდვები ძალაში რჩება

შაბათ-კვირას შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. დღეს, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის მართვის კუთხით ახალი გადაწყვეტილებები მიიღო: 7 ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, ასევე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და კაფეების ღია ნაწილი. ___ 1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით დაავადების 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მართვით სუნთქვაზეა სამი პაციენტი, ხოლო კლინიკებში მკურნალობს 250 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში მკურნალობს – 175, ონლაინკლინიკებში კი – 479, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი.

ფიტნესკლუბი, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს, დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს

„ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი დაუმორჩილებლობის აქტი ჩავიდინოთ, ჩვენ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ არ ვართ მონები,“ – ამბობს გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „რეფორმერის“ დამფუძნებელი. ის შაბათს, 3 საათზე, აქციის მოწყობას ჩაკეტილი ფიტნესკლუბის წინ გეგმავს ლოზუნგით – „დასრულდეს მონობა“. ეს ის ფიტნესკლუბია, სადაც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილნენ და დაჯარიმების მიუხედავად მუშაობა განაგრძეს. ფიტნესკლუბი „რეფორმერი“ სამართალდამცველებმა …

უსინათლო მამის ბრძოლა მეორეკლასელი შვილის განათლებისთვის | VIDEO

პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულმა კრიზისმა ყველაზე მეტად ის ადამიანები დააზარალა, ვისაც აქამდეც უჭირდათ. განსაკუთრებით დამძიმდა ცხოვრება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც, სახელმწიფოს გაუმართავი სოციალური პოლიტიკის გამო, სხვადასხვა შეზღუდვებით ცხოვრობდნენ. ალექსი წეველიძე ქობულეთის დაბა ოჩხამურში ცოლთან და მეორეკლასელ შვილთან ერთად ცხოვრობს, იგი უსინათლოა და წლებია არასამთავრობო სექტორში მუშაობს. ალექსი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ …

აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 21 იანვარი

21 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში გამოჯანმრთელდა 153 პაციენტი, კლინიკა დატოვა 24-მა პაციენტმა, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარის კლინიკებში მკურნალობს 248 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 206.  

თეა და ანა – როგორ შეცვალა პანდემიამ ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება

კორონავირუსის პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, რომელთა სრული უმრავლესობა საქართველოში პანდემიამდეც მთელი რიგი შეზღუდვებით ცხოვრობდა, ახლა მათ წინაშე ახალი გამოწვევებია. 37 წლის, ეტლით მოსარგებლე თეა კაკაბაძე ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო 18 წელი იყო სახლში. შემდეგ კომპლექსებს სძლია და უკვე შვიდი წელია, რაც თეა აქტიურად ცდილობს მაქსიმალურად აინაზღაუროს ის წლები, რაც …

“ყველაფერი უკეთესად იყო, როცა პატარა ვიყავი” – 6 წლის ბიჭი პანდემიასა და სკოლაზე

რა გენატრება ყველაზე მეტად პანდემიამდე ცხოვრებიდან? – ვეკითხები 6 წლის იოანე რომანაძეს. ის ბათუმში ცხოვრობს და პირველკლასელია. იოანემ ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიც სწავლის დაწყება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა, სკოლის კედლების ნაცვლად სახლში, კომპიუტერის წინ გაატარა. პატარაობა – მპასუხობს იოანე და თვალები უციმციმებს. მერე მიხსნის, რატომ ენატრება. „პატარაობაში, ხუთის რომ ვიყავი, ბაღში დავდიოდი. მერე ექვსის …

„ზოგი ჩუმად იღებს დამსვენებელს… ყველაფერი გაჩერებულია“ – ბაკურიანი და მესტია პანდემისას

„თებერვალს ველოდებით, იქნებ გავიხსნათ, თორემ შიმშილისთვის ვართ განწირულები,“ – ამბობენ ბაკურიანელები, რომლებიც პანდემიის გამო დამსვენებლების გარეშე დარჩნენ. ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში, საოჯახო სასტუმროებსა თუ კოტეჯებში სტუმრების მიღება აკრძალულია. დაკეტილია სათხილამურო ტრასების საბაგიროებიც. „ყველაფერი გაჩერებულია, არ ვიცი, რით ვარსებობთ… უკვე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – გვიყვება ბაკურიანში მცხოვრები გულო აბუსერიძე. ის სეზონურად სხვა …

რატომ ვეღარ აგზავნიან პატიმრები ციხიდან წერილებს – რა შეცვალა ციხეებში პანდემიამ

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ის ამბობს, რომ პანდემიის პირობებში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პატიმრის თქმით, მათ აღარ აქვთ ადვოკატთან, სოციალურ მუშაკთან, ან სასულიერო პირთან მინის ბარიერს მიღმაც კი შეხვედრის საშუალება, ასევე აკრძალულია ოჯახის წევრებთან ვიდეო პაემნები. ლეონიდე მიქაბერიძემ ციხიდან წერილი „ბათუმელებს“ გამოუგზავნა. „იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ ზერელედ განმარტა, რომ თითქოს ჩვენს …

ინვესტორებს 6 თვით გადაუვადდებათ ვალდებულებები – რიჟვაძე

„ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 6 თვით ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით 6 თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს და დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე,“- აღნიშნა აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძე ინვესტორებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბიზნესის ხელშესაწყობად გადაიდგა, “ახალი სამუშაო …

კორონავირუსის ახალი 2012 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

29 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 2 638 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარაში – 125, იმერეთში – 367, ქვემო ქართლში – 132, შიდა ქართლში – 144, გურიაში – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 155, კახეთში – …

საახალწლოდ მორთული ბათუმი კომენდანტის საათის დროს | ფოტოამბავი

ბათუმის ქუჩები საახალწლოდ მოირთო. თუმცა  კომენდანტის საათის გამო ღამით ქალაქი ცარიელია. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ბათუმის ქუჩებიდან.

Exit mobile version