აჭარაში ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ერთვებიან

კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან, გამსვლელი ბრიგადები კი ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ივლიან. გამსვლელმა ბრიგადებმა ამჯერად მორიგი ვაქცინაცია ხულოს სოფლებში – რიყეთსა და დიოკნისში ჩაატარეს. იმუნიზაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც გაეცნო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე სულ 17-მდე სოფელში ჩატარდა 500-ზე მეტი აცრა. „ეს ტემპი არ არის საკმარისი და მიზნად გვაქვს თითოეული …

ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა გონების დაკარგვის ეპიზოდით, მას ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში 2000-ზე მეტ ადამიანი დაიღუპა. 9 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდით უკვე დაიღუპა 8 035 ადამიანი.

გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდის დღევანდელი სტატისტიკა არაზუსტია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 7 სექტემბერს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა დღესვე, ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს რეალური რიცხვი არ არის და ახალი შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. „დღევანდელი მაჩვენებელი – 1965 შემთხვევა არ არის რეალური ციფრი,“ …

რა გჭირდება 6 სექტემბრიდან თურქეთში გადასასვლელად

რა არის საჭირო თურქეთში გადასასვლელად? – ეს კითხვა მოქალაქეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა თურქეთის მთავრობამ ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა. ახალი წესების მიხედვით, 6 სექტემბრიდან ანუ დღეიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე  მოქალაქე ვალდებულია აცრილი იყოს სრულად, ან კორონავირუსით ინფიცირებიდან გასული უნდა იყოს 6 თვე, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს, რაც ბოლო 48 საათის განმავლობაშია გაკეთებული. …

კორონავირუსის 2210 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 სექტემბერი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 5587 ადამიანი, 5 სექტემბრის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 105 პირი, სტაციონარში – 7019, ხოლო კლინიკურ სასტუმროებში – 2415.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა – 5 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კლინიკებში 5 სექტემბრის მდგომარფეობით, მკურნალობს 815 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 41. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელდა 326 ადამიანი, კოვიდსასტუმროშია 896 პირი, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 5185.  

კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა ბათუმში, გარდაიცვალა – 6 ადამიანი

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა covid 19-ის 212 ახალი შემთხვევა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 4 სექტმებრის მონაცემებით, კლინიკებში მკურნალობს 853 პაციენტი, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 42 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ გამოჯანმრთელდა 533 პაციენტი, კოვიდსასტუმროშია 925 ადამიანი, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 5195.  

კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა – 4 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2684 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2695. 4 სექტემბრის მდგომარეობით სტაციონარში რჩება 7061 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 102, ხოლო კლინიკურ სასტუმროებშია – 2453 პირი.

კორონავირუსის 295 შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, გარდაიცვალა 12 ადამიანი – 2 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მკურნალობს 7538 პაციენტი, კოვიდკლინიკებშია – 915, კოვიდსასტუმროებშია – 1015, ონლაინკლინიკებში –  5608.  

სადავეები ხელიდან გაშვებულია – რა გამოსავალს გვთავაზობენ ექიმები ახლა 

დღეს პირველი სექტემბერია და ბათუმის ქუჩებში ამცრელი ბრიგადებიც გამოჩნდნენ, ადამიანებმა უფრო მარტივად, პირდაპირ ქუჩაში ვაქცინაცია რომ შეძლონ. თუმცა რეალობაში, როცა კორონავირუსის გამო ქვეყანაში ყოველდღიურად ათობით ადამიანი კვდება, ჯერ კიდევ მთავარი პრობლემა მითები და ლეგენდებია, რაც უფრო პოპულარულია, ვიდრე ექიმების მოწოდებები. ექიმების ნაწილი ამ პროცესში პირდაპირ ხედავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მათი აზრით, არ შეიძლება დეზინფორმაციას ასეთი გასაქანი …

აჭარაში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 8 ადამიანი – პირველი სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 43 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს 936 პაციენტი, კოვიდსასტუმროებშია – 1027, ონლაინკლინიკაშია – 5623.  

„ტოცილიზუმაბი“ პაციენტმა არ უნდა იყიდოს – გაბუნია ძვირადღირებულ წამალზე

დღეს, 31 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ძვირადღირებული პრეპარატის – „ტოცილიზუმაბის“ ხელმისწავდომობაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. როგორც პაციენტების ახლობლები წერდნენ სოციალურ ქსელებში, პრეპარატი ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებულთათვის, თუმცა კლინიკებში მათ ეუბნებიან, რომ მედიკამენტი არ აქვთ და საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ. მომხმარებლების თქმით, აღნიშნული პრეპარატი შავ ბაზარზე 4 100 ლარი ღირს. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს …

პატიმრების 66 % ვაქცინირებულია ერთხელ, 55 % ორჯერ – გაბუნია

„გამიჭირდება ამ ციფრის დასახელება, მაგრამ სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი,“ – უპასუხა დღეს, 30 აგვისტოს, ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პატიმრების კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, იცოდა თუ რამდენი პატიმარია ინფიცირებული, რადგან ადვოკატების თქმით, ათეულობით პატიმარია კორონავირუსით დაავადებული. პატიმრის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი პატიმრის დედაც ესაუბრა. მისი თქმით, პატიმარი უკვე გადაიყვანეს კლინიკაში. …

ხალხმრავლობა და დაუცველი დისტანცია ქუთაისში “კარფურის” გახსნაზე

დღეს, 25 აგვისტოს, ქუთაისში მასშტაბური და ხალხმრავალი ღონისძიება კანონდარღვევით გაიმართა. სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთში“, რომელშიც 44 ობიექტია თავმოყრილი, საზეიმოდ გაიხსნა ჰიპერმარკეტი „კარფური“. ვიდეოკადრებში, რომელიც გახსნის ცერემონიალზეა გადაღებული, ჩანს ათობით ადამიანი, დისტანციის დაცვის გარეშე. მოქალაქეები შეკრებილები არიან როგორც სავაჭრო ცენტრის წინ, გარე ტერიტორიაზე, ისე სავაჭრო ცენტრის შიგნით. სავაჭრო ცენტრი „ვესთ ფოინთის“ და ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ფილიალის გახსნას …

ტრანსპორტის შეზღუდვა კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას ადამიანებს – ლევან ანთაძე

„ეს უფრო ჰგავს იმის წარმოჩენას, თითქოს ხელისუფლება რაღაცას აკეთებს. იმდენად რთული ეპიდვითარებაა შექმნილი, ავტობუსების გაჩერება არაა შესაბამისი ღონისძიება… ხელისუფლებამ ახლა საზოგადოებას, პირველ რიგში, სიმართლე უნდა უთხრას,“ – ამბობს ექიმი და უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე. მას ვკითხეთ დღეს, 12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად 14 აგვისტოდან ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ …

„გაიზრდება რიცხვები, გვექნება მძიმე შემოდგომა“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი

„ეს რიცხვები არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე,“ – ექიმი და პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის ანტირეკორდულ მაჩვენებლებში პირდაპირ ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს. ის პასუხისმგებლობას აკისრებს პრემიერ ღარიბაშვილს, რომელიც მის მიერ დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, მასობრივ თავშეყრას ესწრება და შემდეგ კითხულობს: „დანაშაულია ქეიფი?“ „ბათუმელები“ 3 აგვისტოს წერდა შემთხვევაზე, როცა ქორწილში გამოძახებული პატრულიც კი არ აჯარიმებდა სარიტუალო …

თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება – გაბუნია

„თუ ასე გაგრძელდება 7, 8, 10 დღე, მოგვიწევს დამატებით გადაწყვეტილების მიღება, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება,“ – აღნიშნა დღეს, 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობენ, რომ კლინიკებში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ, საწოლები უკვე დეფიციტია, თუმცა რომელიმე პაციენტის მიღებაზე ჯერ უარი არ უთქვამთ. „ხერხდება ამის მართვა, ჯერჯერობით,“ – დასძინა …

ბათუმში საქორწინო დარბაზები დააჯარიმეს

აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო. აკრძალვების მიუხედავად გუშინ, 10 აგვისტოს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რამდენიმე სარიტუალო დარბაზში, სადაც „ბათუმელები“ მივიდა, ქორწილი იყო. „შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის შედეგად აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. დღის განმავლობაში დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი …

გამძვინვარებული კოვიდი ბათუმში და მთავრობა, რომელიც წესების დარღვევას არ ხედავს

„სამი დღეა ვრეკავ და სასწრაფო არ მოდის“, „ოჯახის ექიმი არ მირეკავს“, „სიცხე მაქვს 40 გრადუსი, ექიმს ვერ ვუკავშირდები“, „ბავშვი მყავს გადასაყვანი, რა გავაკეთო მირჩიეთ“, – ამ შინაარსის სტატუსებმა ფეისბუქში, განსაკუთრებით მიზნობრივ ჯგუფებში კოვიდსიტუაციის დამძიმებასთან ერთად იმატა. დახმარების სათხოვნელად კონკრეტული პირები „ბათუმელების“ რედაქციაშიც რეკავენ. ვითარება განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირაა იცვლება უარესობისკენ. მოქალაქეები ყვებიან, რომ 112 მათ …

ბათუმში კოვიდზე 31 ფეხმძიმეს მკურნალობენ, მათგან ზოგიერთი თავის ქორწილში დაინფიცირდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა დღეს, 6 აგვისტოს, 31-მდე გაიზარდა. ეს ერთადერთი კლინიკაა ბათუმში, სადაც კოვიდით დაავადებულ ფემხმძიმე ქალებს მკურნალობენ. დღევანდელი მონაცემებით, 31 პაციენტიდან 16 ქალს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხოლო 25-ს ჟანგბადის მიწოდებაც სჭირდება. „თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ პაპავა, „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ დირექტორი. მისი თქმით, მას …

იმნაძე: ბათუმსა და თბილისში მთლიანად კოვიდის დელტა შტამი ტრიალებს

თბილისსა და ბათუმში დელტა შტამის გავრცელება თითქმის 100 პროცენტია – ამის შესახებ დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დელტა პლუსის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული. „დელტა შტამი თბილისში და ბათუმში არის თითქმის 100% და მთლიანად საქართველოში 80%-მდე. დელტა პლუსს რაც შეეხება,  10-მდე შემთხვევაა დადასტურებული” – თქვა პაატა …

გამყრელიძე: დღევანდელი ეპიდსიტუაცია 70%-ით იმეორებს ნოემბერ-დეკემბრის პიკს

დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა პარამეტრით ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში და სიკვდილიანობის მაჩვენებელი აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია. მისივე განმარტებით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით 70%-ით იმეორებს ნოემბერ-დეკემბრის პიკის დროს არსებულ მაჩვენებლებს. „ახლა არის ყველა პარამეტრით დაახლოებით 70% იმისა, რაც გვქონდა პიკზე ნოემბერ-დეკემბერში. მაგრამ განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისგან, ჩვენ …

პანდემიის გამწვავება უკავშირდება არა ტურიზმს, არამედ ქორწილებს – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა, რომ ეპიდემიის გამწვავება არა ტურისტებს, არამედ ქორწილებსა და სხვა ოჯახური ტიპის შეკრებებს უკავშირდება. “ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად. ბევრი სხვა ფაქტორია. მთავრი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი არის ქორწილი და სხვა კიდევ ისეთი დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის …

„ფაიზერით“ აცრა ბათუმში ჯავშნის გარეშეც შეგიძლიათ

„ფაიზერის“ ვაქცინას ბათუმში ელექტრონულად ვეღარ დაჯავშნით, თუმცა ვაქცინაცია ცოცხალი რიგითაც გახდა შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ზოგიერთი მოქალაქე  ჯავშანს არ იყენებს და არც აუქმებს ელექტრონულ სისტემაში. „თითო კაბინეტში ყოველდღიურად დაახლოებით 2-3 ადამიანი არ ცხადდება და არც ჯავშანს აუქმებს. სულ 14 კაბინეტი გვაქვს ბათუმში, სადაც „ფაიზერით“ აცრაა შესაძლებელი, თუკი მოქალაქეები მივლენ რომელიმე კლინიკაში, გარდა რესპუბლიკურისა, შესაძლებელია ცოცხალი …

ბათუმში „ფაიზერის“ მეორე პარტიაც ამოიწურა – სად შეგიძლია აიცრა აჭარაში?

ბათუმში დღეს, 3 აგვისტოს, „ფაიზერის“ მეორე პარტიაც ამოიწურა. აჭარაში „ფაიზერის“ ვაქცინის დაჯავშნა ამ ეტაპზე მხოლოდ შუახევში, ხულოსა და ქედაშია შესაძლებელი. შუახევში „ფაიზერზე“ ადგილები იწურება. booking.moh.gov.ge-ს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით „ფაიზერის“ სულ 2935 დოზაა დარჩენილი ამ დროისთვის [17:00 სთ]. ვაქცინაციის პროცესი გრძელდება „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით. ბოლო მონაცემებით აჭარის რეგიონში სულ 59180 ადამიანია აცრილი. დღეს, 3 …

„ბათუმი მოლსა“ და „მეტრო სითიში“ 350-ზე მეტი მოქალაქე აიცრა

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში – “ბათუმი მოლსა” და “მეტრო სითიში” 350-ზე მეტი მოქალაქე აიცრა „სინოფარმით“ – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამცრელმა ჯგუფებმა ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ერთი კვირის წინ დაიწყეს მუშაობა. ბათუმში „სინოფარმით“ ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს „მედცენტრში“, N1 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა და თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან ვაქცინაციის …

ბათუმის ახალ რესპუბლიკურში სართული დაიტბორა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კორპუსში ეგრეთ წოდებულ ნულ სართულზე წყალი დგას. ფოტოები ფეისბუქში „უპატრონო ბათუმმა“ გამოაქვეყნა. დღეს დილიდან ბათუმში გადაუღებლად წვიმს. ინფორმირებული წყარო, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურში მუშაობს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ახალი კორპუსის ნულ სართულზე წყალი დადგა. წყაროს თქმით, წყალი გრუნტიდან ამოდის და ამ შემთხვევაში, რადგან ძლიერი წვიმაა, უფრო მეტი წყალი …

ჯანმო: მომდევნო თვეებში დელტა შტამი გლობალურად დომინანტი გახდება

უახლესი მონაცემებით, SARS-COV-2-ს „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ევროპაში სწრაფად ვრცელდება და კონტინენტის უმეტეს ნაწილში უკვე დომინანტური გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იუწყება, რომ გადაცემის შესამცირებლად საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება. ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ აღრიცხული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე დელტა შტამი დომინირებდა ქვეყანათა უმრავლესობაში (19 …

ჟურნალისტები ხელისუფლების პირისპირ – რა სურს ღარიბაშვილს პანდემიაში

„სახლში პური არ გვაქვს“, „ბავშვები სამი დღეა მშიერი მყავს“, „სახლიდან გვყრიან, ბინის ქირას ვერ ვიხდით“, „სიცხე მაქვს, კლინიკაში არ გადავყავარ“, „ყურადღებას არავინ გვაქცევს, ცხელ ხაზზე არავინ გვპასუხობს“, – ათეულობით ასეთ შეტყობინებას ვიღებდით ჟურნალისტები ყოველდღიურად ადამიანებისგან, რომლებიც პანდემიის პირისპირ აღმოჩნდნენ და ჩაკეტილი საზღვრების თუ კაბინეტების ნახვის მერე საშველი მედიისთვის მიმართვაში დაინახეს. ადამიანები გვწერდნენ იმისთვის, რომ მათი …

ფაიზერზე თავისუფალი ადგილი ბათუმში აღარ არის – როდის შემოვა ახალი პარტია?

„ფაიზერის“ აცრაზე ყველა ადგილი ბათუმში დაჯავშნილია. ვაქცინის დაჯავშნის სისტემა თავისუფალ ადგილს აჭარის რეგიონში მხოლოდ ქობულეთში აჩვენებს [ჯავშნის გაკეთება 13 აგვისტომდეა შესაძლებელი]. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში გუშინ, 24 ივლისს, ფაიზერის ვაქცინის 7020 დოზა შემოვიდა. ფაიზერით აცრა ბათუმში 4 და ქობულეთში 2 სამედიცინო დაწესებულებაში ორშაბათიდან დაიწყება. როდის შემოვა „ფაიზერის“ ახალი პარტია ბათუმში? – აჭარის …

კორონავირუსის 299 ახალი შემთხვევა ბათუმში – 25 ივლისი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი, კოვიდკლინიკა დატოვა 9 პაციენტმა. კოვიდკლინიკაში ამ დროისთვის 394 ადამიანი მკურნალობს. კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 6 პაციენტი.  

„ეს ტყუილია“ – ახლობელი სკოლის დირექტორის აცრით გარდაცვალებაზე

დღეს, 24 ივლისს ფეისბუქში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კასპის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი აცრის გაკეთებიდან 5 საათში გარდაიცვალა, გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ეს ტყუილია.- მათი თქმით, დირექტორი კორონავირუსზე 6 ივლისს აიცრა და არა დღეს. „სამწუხაროა, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მას მეორე დოზა უწევდა 27 ივლისს. ვაქცინა აქ არაფერ შუაშია,“ – გვითხრეს გარდაცვლილი დირექტორის …

აჭარაში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 24 ივლისი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 24 ივლისს  ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 2617 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 869 პირი. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 665 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა – 236, იმერეთი – 220, ქვემო …

3 კვირის განმავლობაში 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა – თამარ გაბუნია

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაახლოებით 4 ათასამდე ბავშვის ინფიცირება გვაქვს,“ – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. „უმრავლესობა ამ შემთხვევებისა არის მუსუბუქად მიმდინარე, ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. სამწუხაროდ, ორი გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში სწორედაც კორონავირუსის ინფექციით. 350-მდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით დღეს ბავშვებისთვის,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. …

გაბუნია: „უახლოეს დღეებში შემოვა ფაიზერის ვაქცინა”

დღეს, 13 ივლისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი: „დღეს ქვეყანაში არის უკვე მობილიზებული მილიონამდე დოზა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის, ორივე ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით. ასევე, უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და …

ტურისტებმა დაკარგეს უსაფრთხოების შეგრძნება, გააუქმეს ჯავშნები – გიდი ქობულეთიდან

მინდია ბაჟუნაიშვილი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და გიდად მუშაობს, ფეისბუქზე წერს, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებული პროცესების გამო, შვედმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვეს და ჯავშნები გააუქმეს. წერილში, რომელსაც გიდმა გამოაქვეყნა, მას ტურისტები წერენ, რომ თვალს ადევნებენ დაძაბულ ვითარებას საქართველოში და ფიქრობენ, რომ მათთვის ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსვლა სასურველი არ იქნება, რადგან შესაძლოა პრობლემები შეუქმნან მხოლოდ …

Exit mobile version