უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს. კუნძულის მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვებს და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს. კომპანია ქვიშა-ხრეშს მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც იღებს. თითქმის ყველა შემთხვევაში კომპანია სასარგებლო წიაღისეულს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ლიცენზიისგან მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე …

5 ბინა საჩუქრად – კიდევ რა ქონებას ფლობს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის ოჯახი

ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით მახარაძის ოჯახის შემოსავალი 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით 700 000-ზე მეტი ლარი იყო. ეს 2024 წლის მონაცემია.  წელს მას დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია, თუმცა ბოლო წლებში დაფიქსირებულ მზარდ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრები შემოსავლების გრაფაში კიდევ გაიზრდება. ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დავით მახარაძეს, როგორც შპს „ეკოსადილის“ …

რა განიხილეს დახურულ კარს მიღმა – ევროკომისრის ვიზიტი საქართველოში

მომდევნო კვირას, 21 აპრილს ევროპის საბჭოში გაიმართება დახურული მოსმენა საქართველოს საკითხზე. დახურულ სხდომას საქართველოზე საპარლამენტო ასამბლეის ორი კომიტეტი – იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტები მართავენ. მოსმენას დაესწრება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი. შეხვედრის თემა საქართველოში 2024/2025 წლების დემონსტრაციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებებისა და ამ ბრალდებების ეფექტური გამოძიების არარსებობა იქნება. მანამდე, 14-15 აპრილს …

„ოცნების“ შემწირველებმა ბათუმში 10 ჰექტარი იყიდეს – ვის ეკუთვნის კომპანია

„ოცნების“ შემწირველების ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ბათუმში, გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის სამი მიწის ნაკვეთი იყიდა, რომელთა ფართობიც ჯამში 10 ჰექტარია, 107 586 კვ.მეტრი. შემსყიდველი კომპანია შპს „ ბათუმი ლენდმარკი“ თენგიზ წულაიამ და კახა დევაძემ 2026 წლის 17 თებერვალს დააფუძნეს და წილებს თანაბრად ინაწილებენ. თენგიზ წულაია ყოფილი პარლამენტარის, ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნესპარტნიორია. ივლიანე წულაია 2016-2020 წლებში …

ვინ იქნებიან ბათუმში საკრებულოს წევრები „ოცნების“ არჩევნების შემდეგ

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში 10 მაჟორიტარული ოლქიდან ათივე „ოცნებამ“ მოიგო. პროპორციული სიით კი საკრებულოში 15 წევრი შევა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ოცნება“ პროპორციული სიით ბათუმის საკრებულოში 12 წევრს შეიყვანს, პარტიები: „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“ თითო წევრის შეყვანას შეძლებენ. საკრებულო 25-წევრიანი იქნება. შესაძლოა ეს მონაცემები მცირედ შეიცვალოს, მას შემდეგ, როცა საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება. გარდა ამისა, …

„ოცნება“ და სხვისი შვილები, რომლებიც „მხოლოდ რუსული მომავლისთვის ემეტებათ“

„არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებს, რადიკალებსა და ექსტრემისტებს არ შეადაროთ. მე ვარ დედა 2 და 4 წლის შვილების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა 27 მაისს, პარლამენტის ტრიბუნიდან. დეპუტატი ლაშხი რადიკალებად და ექსტრემისტებად მოიხსენიებს 19-20 წლის გოგოებს, რომლებმაც მას კაფეში შეახსენეს, რომ ის რუსულ ინტერესებს ემსახურება. „თავისუფლება …

ეპისკოპოსის თქმით, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი მას მონაზვნის მეშვეობით წამლავდა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მთავრობის მოქმედი წევრი, „უშიშროების“ მაღალი თანამდებობის პირი მის მკვლელობას საწამლავის გამოყენებით გეგმავდა. ამის შესახებ ეპისკოპოსმა დღეს, 8 ივნისს, თავის მრევლთან ღიად ისაუბრა. მის ქადაგებას უცვლელად გთავაზობთ: „ეპარქიაში ძალიან რთული პროცესები და მძიმე მოვლენები ვითარდება. მე, როგორც ამ ეპარქიის მწყემსი და მღვდელმთავარი, ვფიქრობ, რომ რადგან ისე თუ ასე …

აკაკი ძნელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვეს

აჭარის არალეგიტიმური განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია დღეს, 21 მაისს, „ბათუმელებს“ დაგვიდასტურეს აჭარის მთავრობაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თავად დაწერა განცხადება აკაკი ძნელაძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე თუ გადააყენეს? – „ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ დეტალებს დააზუსტებენ. ონლაინ გამოცემა „აჭარა თაიმსი“ წერს, რომ აკაკი ძნელაძესა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, ლადო მგალობლიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა …

„ამ ფორმით ქართული ჯარის დისკრედიტაცია მარტო რუსეთს აწყობს“ – ინტერვიუ

„ამ ფორმით ქართული ჯარის, ოფიცრების და გენერლების დისკრედიტაცია თუ ვინმეს სჭირდება და აწყობს, მარტო რუსებია. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემი ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ასრულებენ რუსეთის ხელისუფლების, გრუ-ს და ფსბ-ეს შეკვეთას“ – ამბობს სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი შაიშმელაშვილი „ქართული ოცნების“ კომისიაზე, რომელზეც 27 მარტს აგვისტოს ომში მონაწილე გენერლები დაკითხეს. რატომ წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ისევ …

„6 თვის ბავშვით მემუქრებიან“ – ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. რექტორობის კანდიდატი ამბობს, რომ მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები ემუქრებიან და სთხოვენ, რომ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრება. „ცოტა შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ რექტორობის კანდიდატობა მათთვის ამხელა პრობლემა იქნებოდა. განაცხადის …

„ოცნების“ დეპუტატი ტიტე აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობას აპირებს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე განცხადებების  შეტანა დღეს, 15 იანვარს დასრულდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რექტორის კონკურსზე განცხადება მხოლოდ ორმა პირმა, არჩილ გუჩმანიძემ და ტიტე აროშიძემ შეიტანეს. „დღეს დასრულდა რეგისტრაცია, სხვა ვერავინ დაემატება. კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა იქნება 21 იანვარს, 14:00 საათზე, ფარული კენჭისყრა კი გაიმართება 15:00 საათზე [იმავე დღეს]. იმისათვის, რომ გამოვლინდეს გამარჯვებული, საჭიროა …

ირაკლი ღარიბაშვილმა მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა – „ოცნების“ პრესსამსახური

„ქართულ ოცნებაში“ ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გუშინ, 10 დეკემბერს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ ყოფილმა პრემიერმა მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა. „გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეგრეთ წოდებული მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია …

როცა ყველაფერი „ნაციონალების“ ბრალია

დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასების გამო  პროტესტის ნიშნად ქუჩაში გასული მოქალაქეების ორგანიზებაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა. საზოგადოების ნაწილი ღარიბაშვილის განცხადებას იუმორით გამოეხმაურა. „არც დღეს წვიმს უმიზეზოდ“, „რა გგონიათ, მარტში ორი კვირა რომ თოვდა, ეს თავისით მოხდა? ამის უკან „ნაციონალური მოძრაობა იდგა!“, „ხალხს უხარია საწვავის ფასების ზრდა, მიშა და მისი „კამანდა“ აპროტესტებს“, „აშკარად შეყვარებულია ნაცებზე, ყველგან …

ამ ახალ წელზე არც ერთს არ მოვასვენებთ – ბათუმის საკრებულოს სხდომა ისევ არ შედგა

„ამ ახალ წელზე არც ერთს არ მოვასვენებთ. მართლა გეუბნებით, მძიმე დღეები ექნება მერს, საკრებულოს წევრებსაც და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ მძიმე მდგომარეობაში ხალხის ხარჯზე თქვეფენ ბიუჯეტს“,  – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რეზო ხარაზმა მას შემდეგ, როცა საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. კვორუმი არ შედგა. შესაბამისად, სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა. დღეს, 30 …

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას გეგმავს და სხდომის ჩანიშვნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ საკრებულოს აპარატში განაცხადი უკვე დაარეგისტრირა. ასეთი განაცხადის შემთხვევაში სხდომის მოწვევაზე პასუხისმგებელია საკრებულოს თავმჯდომარე. ბათუმის ახალ საკრებულოში ეს პოსტი ჯერ ისევ ვაკანტურია. ამ შემთხვევაში სხდომის მოწვევა საკრებულოს აპარატმა უნდა უზრუნველყოს. როგორც საკრებულოს აპარატის იურიდიულ სამსახურში განმარტეს, მას შემდეგ, რაც თარიღი დაზუსტდება, აპარატი გაავრცელებს განცხადებას სხდომის შესახებ და …

ნახევარი მილიონი აგიტატორების ხელფასებისთვის – „ოცნების“ 1 თვის ხარჯი

ახალი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინეს, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის აგიტატორების შრომის ანაზღაურებისთვის 592 207 ლარი დახარჯა. აუდიტისთვის წარდგენილი დეკლარაცია 13 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამ დრომდე წარდგენილ დეკლარაციებში პარტიას კოორდინატორებისა და  აგიტატორებისთვის ხელფასის სახით დარიცხული თანხების შესახებ არაფერი ჩაუწერია. თუმცა „ოცნების“ კოორდინატორებმა ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ხულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, …

თორნიკე რიჟვაძე: „ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას გეგმავს. რიჟვაძე ასევე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საიაში პირველი ნომერი და დეპუტატობის კანდიდატია. „აჭარაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, არსებითი დარღვევების გარეშე, თუმცა, როგორც მოსალოდენელი იყო, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებებს იმისთვის, რომ მოხდეს საარჩევნო პროცესის და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაცია.“ …

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

არ შედგა ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მიერ წარდგენილი საკითხი უნდა განეხილათ. სხდომაზე მხოლოდ ამ ფრაქციის სამი წევრი მივიდა, შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა. როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომას არ დაესწრო „ოცნების“ უმრავლესობა, ასევე „მრეწველები“ და „კონსერვატორები“. დღეს საკრებულოს დარბაზში არ გამოჩენილან არც ფრაქცია „ბათუმის“ წევრები. ამ ფრაქციას „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, ამ ეტაპზე …

პანდემია, მთავრობა, ანტიკრიზისული გეგმა და მოახლოებული არჩევნები

პანდემია და Covid19 მთავრობის სასარგებლოდ მუშაობს – ასე აფასებდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ვითარებას. თუმცა ხელისუფლების მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენის შემდეგ, როგორც ოპოზიციის, ასევე ექსპერტების მსგავსი შინაარსის განცხადებებში, უპირობოდ  გაჩნდა  სიტყვა – „მაგრამ“. სარგებლობს თუ არა ხელისუფლება პანდემიით მოახლოებული არჩევნების წინ რეიტინგის ასაწევად, ამ საკითხის განხილვა ორეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმის შეფასების გარეშე ვეღარ ხერხდება. ოპოზიციაში …

„ოცნების“ კოორდინატორების გასაჭირი ერთი სოფლის მაგალითზე

„რას გაიგებ ხალხის აზრს, არ ამხელენ ვის აძლევენ ხმას ან დაგპირდება, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში რას ფიქრობს. ყველაფერი ყუთთან რომ მივა, მაშინ გადაწყდება,“ –  გვიყვება „ოცნების“ ერთ-ერთი კოორდინატორი. რამინ აბულაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ვაშლოვნის თემის ზონის „ოცნების“ კოორდინატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ თემში პარტიის სხვა კოორდინატორებისა და აგიტატორების მუშაობაზეც ეკისრება პასუხისმგებლობა. ვაშლოვნის თემი ზემო და ქვემო …

უბნები აჭარაში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ მოუგო

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე,  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ 254 უბნის შედეგების მიხედვით  27 უბანზე მოუგო პროპორციული სისტემით.  აჭარაში 94 უბნის შედეგები კი, ჯერ კიდევ დაუთვლელია. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ მოუგო: ბათუმის 68-ე ოლქში – 5 უბანზე [დათვლილია 34 უბანი, დასათვლელია – 7]; ბათუმის 69-ე ოლქში – 1 უბანზე [დათვლილია 21 უბანი, …

Exit mobile version