რას მოუტანს საქართველოს თურქმენეთის განათლების სისტემასთან თანამშრომლობა – ინტერვიუ

16 ივლისს საქართველოს განათლების სამინისტრომ საზოგადოებას აცნობა, რომ გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრთან შეხვედრები გამართა და მხარეებმა „სამომავლო მიზნები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს“. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ და თურქმენეთმა უნდა ითანამშრომლონ როგორც პროფესიული, ასევე სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებებით კავშირების გაღრმავებაზე, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებასა და კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობის გაფართოებაზე. საქართველო წლებია ევროპულ საგანმანათლებლო …

„მობილურის აკრძალვით მოსწავლეს ვერ გააჩერებ, თუ მას საგანი არ აინტერესებს“ – მასწავლებელი

ცოტნე გვაჯაია ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასწავლის. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში დაასახელეს. „ბათუმელები“ მასწავლებელს სკოლებში მობილურების აკრძალვაზე და სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ესაუბრა. ბატონო ცოტნე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სექტემბრიდან სკოლებში მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალოს. თქვენ როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, რა აზრის ხართ ამ შეზღუდვაზე? სმარტფონების კარადებში ჩაკეტვით გაიზრდება მოსწავლის …

„5 წელია განათლების სისტემაში ვარ და უკვე 4 „რეფორმას“ მოვესწარი“ – მასწავლებელი

„მეშინია იმის, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეზღუდავს თავისუფლებას საკლასო ოთახში. მასწავლებელს მოუწევს გაჩუმება შიშის გამო და ეს იქნება ყველაზე დიდი უკუსვლა განათლების სისტემაში“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარიამ კვაჭაძე. ის წელს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში შეარჩიეს. მარიამს ვესაუბრეთ „ქართული ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმაზე და იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგას დღეს …

„არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს ეთქვას, სკოლაში ღირებულებები არ ისწავლებაო“- მასწავლებელი კობახიძის განცხადებაზე

„მოხდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა. პროგრამაც და სახელმძღვანელოებიც დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე, სამწუხაროდ, არ იყო“- თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას. სახელმძღვანელოებში არ იყო მოცემული ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებები? ტყუის თუ არა კობახიძე ამ საკითხზე საუბრისას? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქეთევან გიორგაძეს. „ამ ბოლო დროს, …

„ცხვირის გატეხასა და შიმშილზე საშინელი კონფორმიზმია“ – მასწავლებელი

„ამ ქვეყნად ცხვირის გატეხასა და  შიმშილზე ბევრად უფრო საშინელი რაღაცები არსებობს და ეს კონფორმიზმია“- ამბობს მასწავლებელი დათია ბადალაშვილი. 8 თებერვალს თბილისში გამართულ ფორუმზე – „საქართველოს გულისთვის“, მასწავლებელმა დათია ბადალაშვილმა ისაუბრა. „ყველა ბრძოლაში ვართ და ყველამ რაღაც დავკარგეთ. მეც დავკარგე რაღაც, დავკარგე ისეთი რაღაც, თითქოს ვიღაცამ გულში რაღაც მომგლიჯა. თუმცა თავს მსხვერპლად არ ვთვლი. მსხვერპლი მაშინ …

დირექტორი კადრების გავრცელების შემდეგ პედაგოგის გათავისუფლებაზე – „ეგ დელიკატური საკითხია“

შსს გამოძიებას არ იწყებს ფოთში, სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემთხვევაზე. მასწავლებელს, იგორ კეკელიას, სოციალურ ქსელში ემუქრებიან მას შემდეგ, როცა სავარაუდოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, შემდეგ კი, სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაუშვა. საუბარია ფოთში მომხდარ შემთხვევაზე: მე-15 საჯარო სკოლის მასწავლებელს, იგორ კეკელიას, 2025 წლის დეკემბერში პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი …

მწვერვალზე ასვლას ჰპირდები, როცა სკოლებს დამლაგებელიც კი არ ჰყავს? – „ოცნების“ რეფორმაზე

„მე, როგორც ერთ რიგით მასწავლებელს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მექმნება პრობლემები, არ მაქვს ელემენტარული საშუალებები იმისთვის, რომ უფრო საინტერესო გაკვეთილი ჩავატარო და რაღაც მწვერვალებზე მელაპარაკები? უკაცრავად, მაგრამ არ მჯერა“-ამბობს თამუნა მაჭარაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. „ბათუმელები“ პედაგოგს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ სასკოლო რეფორმაზე ესაუბრა, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას გულისხმობს. ქალბატონო თამუნა, რა აზრის ხართ მე-12 კლასის …

„ნუ დახვალთ ლუარსაბის და დარეჯანის ყოველდღიურობაზე“ – ისტორიის პედაგოგი კოლეგებს

„მირჩევნია, ილიასავით მომკლან სადმე ან დამიჭირონ, ასე მაინც ვიქნები მართალი ჩემ სინდისთან, ვიდრე ჩამომიყალიბდეს მონური მენტალობა“ – ამბობს შალვა მინდაძე, ისტორიის მასწავლებელი. „ბათუმელებთან“ ის ეხმაურება „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სრული შეზღუდვის მცდელობას. „ამ ქვეყანაში ფაქტობრივად, გვიკრძალავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ეს მარტო პოლიტიკას კი არა, ზოგადად, ხალხის ღირსებას ეხება. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ …

სკოლა მეუბნება, რომ „ოცნების“ თანამდებობის პირის გამო მაშორებს კლასს – მასწავლებელი

„სივრცეში, სადაც პოლიტიკოსი, საჯარო ფიგურა, ხელისუფლების წარმომადგენელი წყვეტს კონკრეტულ სკოლაში, თან კერძო სკოლაში, უნდა იყოს თუ არა კონკრეტული მასწავლებელი, მე ამ სივრცეში ვერ დავრჩები“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელმაც სკოლა დღეს, 15 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად დატოვა. მან ამის შესახებ ფეისბუქზეც გამოაქვეყნა პოსტი. „ბათუმელები“ მალხაზ ჭკადუას დაუკავშირდა და სკოლიდან წამოსვლის კონკრეტულ მიზეზებზე ესაუბრა. …

„ამდენ ყვარყვარეში და ამდენ ჯაყოში ბავშვებს გაუჭირდებათ სწორი მხარე იპოვონ“ – მასწავლებელი

საქართველოში მე-9 თვეა ხალხი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას, რასაც ძალიან მალე, შესაძლოა მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რას დაკარგავს ამით ქვეყანა და რას დაკარგავთ თუნდაც თქვენ, როგორც ერთი მოქალაქე და მასწავლებელი ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერებით? – ვკითხეთ ნესტან კუბლაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2025 …

პედაგოგებს ქობულეთში პარფიუმერიის ვაუჩერებს გადასცემენ – მერია 20 ათას ლარს დახარჯავს

ქობულეთის მერია მასწავლებელთა კონფერენციის ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარია გათვალისწინებული. მერიამ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ მასწავლებელთა კონფერენციაში გამარჯვებულების საჩუქარი იქნება „პარფიუმერული მაღაზიის სასაჩუქრე 150-ლარიანი ვაუჩერი და ყვავილების თაიგული“. კონფერენციაში გამარჯვებულ მასწავლებლებზე გადასაცემად მერიას 23 ვაუჩერი და 30 თაიგული უნდა მიაწოდონ. ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულს ასევე …

რუსული კანონი დამღუპველია ქვეყნისთვის – ემიგრანტი მასწავლებელი

ავტორი: ვაკო გოგუაძე, მასწავლებელი ჩემს 15 წლიანი კარიერაში იყო ბევრი დაცემა, აღმავლობა, წარმატება, წარუმატებლობა და უპირობო მიზანი, ვყოფილიყავი კარგი პედაგოგი. ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის მოწვეული სპეციალისტი ვარ, პარალელურად სან-დიეგოს უნივერსიტეტისთვის სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობ. მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს საქართველოში და ყველა ახალგაზრდას გამოვუცხადო თანადგომა. რაც დღეს ხდება დაუჯერებელი რეალობაა, თუმცა ერთიანობა …

„კლუბის გზას რომ ვადგავარ, ყველა პრობლემა ქრება“ – მკითხველთა კლუბი ათწლიანი ისტორიით

„მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი“ უკვე 10 წელზე მეტია ბათუმში აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ წაკითხულ წიგნებსა და ნანახ ფილმებზე ერთმანეთთან საუბარი. კლუბს ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტი მაია მენაბდე. კლუბის მართვაში აქტიურად არიან ჩართული თავად მონაწილეებიც: ისინი პერიოდულად გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას, წარადგენენ წიგნებს, აქვეყნებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელში და აორგანიზებენ შეხვედრებს. ანა …

როგორ შეიძლება, რასაც სწავლობდა ბებია, დედაჩემი ან მე, უცვლელად გადმოვიტანოთ დღეს სკოლაში

როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ძველი ქართულით დაწერილი ნაწარმოებები ისე, რომ მოსწავლეებმა მათი გააზრებაც შეძლონ და არ გაუჩნდეთ გაუცხოება ტექსტების მიმართ? და საერთოდ, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კარგი ლიტერატურა ისე, რომ არ მივიღოთ უკუეფექტი – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო ლომიძეს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, ბოლო დღეებია, საზოგადოება მსჯელობს თემაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა …

გზა სიარულმა დალია – ბათუმელი მასწავლებლის მოსაზრება

ავტორი: ხათუნა გობაძე, ქართული-ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ____ გაურკვეველი, ბუნდოვანი გზის გასაყართან ვდგავართ, არც მეტი, არც ნაკლები, გზაჯვარედინის გარეშე… ეს სხვა გზაა, სხვა მზერა… თითქოს გაშეშებულა გზაც და მგზავრებიც… მოსიარულე ტიტრებივით მიდი-მოდიან წინ-უკან, თუმცა ვერ გაურკვევიათ ორიენტაცია… მე, ახლა, განათლების გზის გასაყართან ვდგავარ და სელინჯერის ჰოლდენივით ჭალაში მოთამაშე ბავშვების მცველად ვქცეულვარ… სხვა?!.. ამის იქით?.. მიზანი, …

„არ შეგეშინდეთ, მასწავლებლობა არ არის რთული“ – 98 წლის ესმა მასწავლებელი ქედიდან

„მასწავლებლობა არ არის რთული, არ შეგეშინდეთ – რკინის ბოძივით მყარად იყავით“ – გვეუბნება 98 წლის ესმა ბერიძე ქედიდან, სოფელ ზესოფლიდან, რომელიც 37 წელი ასწავლიდა სკოლასა და ბაღში. ესმა ბერიძეს 5 შვილი, 9 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მასწავლებელს დღემდე კარგად ახსოვს სკოლაში ჩატარებული პირველი გაკვეთილი და შთაბეჭდილებები. „მოსწავლეებს არასდროს ვარჩევდი ერთმანეთისგან. ყველა …

ახალგაზრდა მასწავლებლის ცხოვრება ღორჯომში – „მეც მინდოდა ბავშვობაში ფერადი კლასი“

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის 25 წლის მასწავლებელზე, ლუიზა შანიძეზე უნდა გიამბოთ, რომელიც ხულოში, ღორჯომში, გორგაძეების საჯარო სკოლაში ასწავლის. ლუიზამ გორგაძეების სკოლაში წელს დაიწყო მუშაობა და საცხოვრებლად მაღალმთიან აჭარაში წავიდა. ახალგაზრდა მასწავლებელს უნდა, რომ ღორჯომის, ადგილობრივებისა და მათი ყოველდღიურობის თუ ტრადიციების შესახებ სხვებსაც მოუყვეს და ამიტომ ღორჯომში მისი ცხოვრების შესახებ „ტიკტოკზე“ ვიდეოების გადაღება დაიწყო. ლუიზას …

ლევან ბერძენიშვილზე ძალადობა განვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს ბოროტებაა – პედაგოგი

„როცა ადამიანი თავისუფლებას მტრის ხატად მიიჩნევს, ეს ნიშნავს, რომ ის თავისუფალ აზრს, მოსაზრებებს ბლოკავს. ამ შემთხვევაში ასეთი მასწავლებელი კარგი ღირებულებების, თავისუფალ მოქალაქეს ვერ გაზრდის. ის, რაც ჩვენ გვჭირდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ინა იმედაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი. ის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია თბილისის UG სკოლაში. ქალბატონო ინა, შეგიძლიათ გვითხრათ, რის …

ცეკვის მასწავლებელი ხულოდან – „ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია”

„სამწუხაროდ, არ გვაქვს ნორმალური გარემო, სადაც ცეკვა უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ვცდილობთ, საქმე ვაკეთოთ“, – გვეუბნება ცეკვის მასწავლებელი, 35 წლის სულხან ფასანიძე ხულოს სოფელ საციხურიდან. ის უკვე 12 წელია საციხურის, დიდაჭარისა და ღორჯომის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ტრადიციულ ქართულ ცეკვებს ასწავლის. „მე ვარ ქორეოგრაფიც, სტილისტიც, ხელმძღვანელიც და საერთოდ, ყველაფერი. რესურსი არ მაქვს, ვიღაც რომ დავიხმარო. დაინტერესებული და …

ხალხის დაკვეთაა ევროკავშირი და არა რუსული კანონი – მასწავლებელი

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი თემურ სუყაშვილი რუსულ კანონის მიღების წინააღმდეგია. ის მიიჩნევს, რომ რუსული კანონის განხილვა და მიღება არასწორ დროს და არასწორი მიზნისთვის ხდება. მასწავლებლის აზრით, რუსული კანონი არა მარტო დაყოფს და დააპირისპირებს საქართველოს მოსახლეობას, არამედ დააკარგვინებს სტრატეგიულ მეგობრებსაც, რომლებიც წლებია ყველაფერს აკეთებენ საქართველოს განვითარებისთვის. „ჩვენ „სამოქალაქო განათლებაში“, …

სკოლაში ბავშვებს შიათ და აღარც სივრცე დარჩა განვითარებისთვის – მასწავლებელი

„სკოლაში დილით მოვდივარ და საღამოს ვბრუნდები სახლში, რადგან ორ-სამ ცვლაში მიწევს მუშაობა. სივრცე, ადგილი აღარ დარჩა სკოლაში არაფორმალური განათლებისა და განვითარებისთვის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დათო ჩხაიძე. მასწავლებლის თქმით, მაღალკონტინგენტიან სკოლებში სერიოზული პრობლემაა გადატვირთულობა. „ფაქტობრივად, ყოველ დღე გაქვს გაკვეთილი ხომ? დღეში მინიმუმ 4 კლასი მყავს, კლასში მინიმუმ …

სულ ვეუბნები ბავშვებს არ დაიზეპირონ, მთავარია აზროვნება – მასწავლებელი

„ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვი აზროვნებდეს. სულ ვეუბნები ხოლმე მათ, გაიაზრეთ ყველა სიტყვა, არ დაიზეპიროთ“, – ამბობს ნანა ზარდიაშვილი. ის იტალიურ ენას ასწავლის თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში. ნანა დღეს, 31 ოქტომბერს, იტალიური ენის 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს. ქალბატონო ნანა, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა და როდის იყო ეს? საჯარო სკოლაში ორი წელია რაც ვასწავლი, თუმცა იტალიურს 2004 …

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გიღირს რისთვისაც იბრძვი – 27 წლის პედაგოგი წალკიდან

„ევროპა ჩემთვის ბედნიერი ცხოვრებაა, მშვიდ და სამართლიან გარემოში“, – ამბობს 27 წლის მასწავლებელი წალკიდან  ირა ძირკვაძე, რომელიც ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ირა სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე, ინგლისურ ენას ასწავლის. ის „ბათუმელებთან“ სოფელზე, ბავშვებსა და იმ ღირებულებებზე საუბრობს, რასაც, მისი აზრით, ჩვენი მომავლის შეცვლა შეუძლია. ქალბატონო ირა, დღეს ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტებს ასეთი …

მასწავლებელი საქართველოდან გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა

დღეს, 7 სექტემბერს, მასწავლებელი მარი ხარიტონაშვილი  მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award) გამარჯვებული გახდა. ის მესამე მასწავლებელია საქართველოდან, ვინც აღნიშნული ჯილდო მიიღო. მარი ხარიტონაშვილი წელს „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეც“ იყო წარდგენილი და საუკეთესო ათეულშიც მოხვდა.  იგი თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსის“ გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია. კონკურსი Global Teacher Award-ი ინდოეთში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე …

პედაგოგი მესტიიდან, რომელიც 5 საგანს ასწავლის – მოსწავლეთა შეფასების სისტემა შესაცვლელია 

გიორგი ტერუნაშვილი მესტიაში, სოფელ კალის საჯარო სკოლაში ისტორიას, გეოგრაფიას, სამოქალაქო განათლებას, ჩვენს საქართველოს და ქართულ ენას ასწავლის. „დღე და ღამე გასწორებული მაქვს“, – გვეუბნება მასწავლებელი, რომელიც 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შეარჩიეს. რატომ ასწავლის 5 საგანს და რა ხარვეზებს ხედავს განათლების სისტემაში – პედაგოგი ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ ესაუბრა. ბატონო გიორგი, 5 საგნის სწავლება ალბათ …

სტუდენტი და თან სერტიფიცირებული მასწავლებელი მაღალმთიანი აჭარიდან

ავტორი: მაგდა ქათამაძე 24 წლის თამარ შაინიძე სტუდენტიცაა და მასწავლებელიც. იგი მაღალმთიანი აჭარის ორ სკოლაში ქიმიასა და ბიოლოგიას ასწავლის და ამავე დროს მაგისტრატურაზე სწავლობს. თამარი ეკომიგრანტია, მისი ოჯახი 1989 წელს სოფელ წაბლანაში განვითარებული მეწყრის შემდეგ ქვემო ქართლში გადასახლდა, ახლა კი თამარი აჭარაში დაბრუნდა საცხოვრებლად. იგი ხულოში ცხოვრობს და შუახევის სოფლებში ასწავლის. თამარს სოფელ ჭვანაში, სკოლის …

ვინ და რატომ აწარმოებს ონლაინგაკვეთილების „უხილავ მონიტორინგს“

თუ აქამდე მასწავლებელს შეეძლო TEAMS-ში შეექმნა კლასი და ონლაინგაკვეთილის მოდერატორიც მხოლოდ თვითონ ყოფილიყო, ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა. მასწავლებლებისთვის ონლაინკლასები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შექმნა და კლასში შემოსვლის უფლებასაც ის ანიჭებს პირს. რატომ გახდა საჭირო სამინისტროს ჩარევა და რა შეიცვალა ტექნიკურად ონლაინგაკვეთილებზე? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერს, თამარ ლოსაბერიძეს ესაუბრა. ის ამავე დროს თბილისის …

ბსუ-ში 65 ადგილზე 124 აპლიკანტი ცდილობს მოხვედრას – მასწავლებელთა მომზადების პროგრამა

როგორც ბსუ-ში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ლელა თავდგირიძე ამბობს, 2018 წელს ბსუ-ში მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამაზე 50 უფასო ადგილი იყო – ჩაირიცხა 31. შარშან 50 მსურველი ჩაირიცხა პროგრამაზე, წელს კი 124 აპლიკანტი ცდილობს მოხვდეს 65 თავისუფალ ადგილზე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მოთხოვნა იზრდება. პროგრამაზე მოთხოვნის გაზრდას ადასტურებს ნანა მაკარაძეც – …

რა დაუწერეს მოსწავლეებმა ახალგაზრდა მასწავლებელს ფურცლებზე

26 წლის მინდია ფუტკარაძე მე-3 ა კლასის მასწავლებელია, ის ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კონკურსით დასაქმდა. ჩაბარებული აქვს როგორც პროფესიული, ასევე საგნობრივი გამოცდა. ახალგაზრდა მასწავლებელი „ბათუმელებთან“ ბავშვებზე, მშობლებსა და გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მასწავლებლობა ის საქმეა, რომელიც მას, როგორც ადამიანს, აბედნიერებს. ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებდა, რომ კაცები სკოლას და მასწავლებლის პროფესიას თითქმის აღარ ირჩევდნენ, თქვენი მოტივაცია …

80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები

ნაზი ხალვაში 81 წლისაა. ის დაწყებითი კლასის მასწავლებელია ქობულეთში, სოფელ კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში. 61 წლის წინ მუშაობა მასწავლებლად სწორედ აქ დაიწყო. მაშინ სკოლა ხის ფიცრულ შენობაში იყო განთავსებული და სასწავლო პროცესიც ორ ცვლაში მიმდინარეობდა. ახლა იმ ადგილას სპორტული მოედანია, სკოლა კი ორსართულიან კაპიტალურ შენობაშია, რომლის პირველ სართულზე ნაზი მასწავლებელს პირველკლასელები ელოდებიან. See more „აქედან …

Exit mobile version