პროფესორსა და 4 სტუდენტს ბათუმში მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 11 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი „პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეზე“ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა და ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე …

რა გადაწყვიტა მოსამართლემ ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკას საქმეზე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 8 ივლისს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს, ნოდარ მამულაძეს და ლუკა მ.-ს. სამივე პირს „ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკას საქმეზე“ დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 4 მოზარდი გასაბერი ბანანიდან 4 ივლისს ღია ზღვაში განზრახ გადააგდეს, მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს. მოზარდის ცხედარი გუშინ, 7 ივლისს იპოვეს ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია – 17 …

ხელვაჩაურის წყლის ყოფილ უფროსს 7 წელი მიუსაჯეს – 520 ათასის მითვისების საქმე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 7  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ უფროსს, ვლადიმერ მიქელაძეს „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“. ვლადიმერ მიქელაძე „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი იყო 2018 წლიდან 3 წლის განმავლობაში. მას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებას ედავებოდა სხვადასხვა სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულთან ერთად. მოსამართლემ  მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილში არ ცნო ვლადიმერ მიქელაძე …

ვარდმანიძემ თქვა, რომ აზარტული თამაშებით იყო დაკავებული – ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჩვენება

„ბატონო ჯუმბერ, დარეგისტრირებული ხართ თუ არა რომელიმე ინტერნეტსაიტზე რომელიმე აზარტული თამაშის მომხმარებლად?“ – პროკურორის ეს შეკითხვა დამაბნეველი აღმოჩნდა ხელვაჩაურის ყოფილი მერის – ჯუმბერ ვარდმანიძისთვის. მან მოსამართლე ლევან ყოლბაიას მოწმის სახით ჩვენება მისცა ხელვაჩაურის მერიაში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“. ჯუმბერ ვარდმანიძე იყო ხელვაჩაურის მერი, როცა პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, ვლადიმერ [დავით] მიქელაძემ დაახლოებით ნახევარი მილიონი …

ბრალდებული ჰყვება, როგორ მიითვისეს 520 ათასი ლარი ხელვაჩაურში – ამბის გაგრძელება

„იდეა ჩემი იყო და ბატონ ჯუმბერს [ჯუმბერ ვარდმანიძე, ხელვაჩაურის ყოფილი მერი] შევუთანხმე. მან მითხრა, ყველა დოკუმენტი იდეალურად უნდა იყოსო. მერე მკითხა, როგორ არის ის საქმეო“, – თქვა ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ, რომელიც „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორია და პროკურატურა 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავება. „ჯგუფურად“ ჩადენილ დანაშაულზე ბრალდებული ამ დრომდე მხოლოდ ვლადიმერ მიქელაძეა. მან დღეს, 3 …

„თვეში 9 ათას ლარს ვაძლევდი ვარდმანიძეს“ – ბრალდებულის ჩვენება 520 ათასის მითვისებაზე

„ამ თანხის დაახლოებით 50 – 55 პროცენტს ვაძლევდი ჯუმბერ ვარდმანიძეს. 2019 წელს თვეში ვაძლევდი 7 ათას ლარს, 2020 წელს – 8 ათას ლარს თვეში, 2021 წელს – 9 ათას ლარს თვეში“, – პირდაპირ აღწერა კორუფციის სქემა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ვლადიმერ მიქელაძემ, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ხელვაჩაურის წყლის ყოფილმა ხელმძღვანელმა. დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას ჩვენება …

„დასაქმებულები“ წყალსადენზე არასდროს მინახავს – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასის მითვისების საქმეზე

დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მოწმეების გამოკითხვა დაასრულა ხელვაჩაურში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“ ამ საქმეზე დასაკითხი მხოლოდ ბრალდებული დარჩა – ხელვაჩაურის წყლის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ მიქელაძეს ჩვენების მიცემა სურს, თუმცა დღევანდელ პროცესზე, სამუშაო საათების ამოწურვის მოტივით, მისი მოსმენა გადაიდო. „მოხალისეები გვეხმარებოდნენ მხოლოდ, ადგილობრივი მოსახლეობა“, – ერთ-ერთი ოპერატორ-დეზინფექტორის, ამირან ცინარიძის ჩვენება წაუკითხა დღევანდელ სხდომაზე პროკურომა …

პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელს, რომელიც 2 ქვეითს დაეჯახა ზებრაზე

დღევანდელ სხდომაზე არაფერი უთქვამს პოლიციელს, ვიტალი ზოიძეს, რომელიც გამოძიების ვერსიით, ზებრაზე ორ ქვეითს დაეჯახა. ის ნასვამი მართავდა ავტომანქანას. ავარიის შედეგად ერთი დაშავებული დაიღუპა, მეორეს მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის რეანიმაციაში რჩება. დაშავებულები ძმები იყვნენ ბელარუსიდან. გარდაცვლილი 35 წლის იყო, მძიმედ დაშავებული კი, 26 წლისაა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, ვიტალი ზოიძეს. მას …

რას ამბობს პროკურორი ბატუტზე დაღუპული 9 წლის ბავშვის საქმეზე

„ბატუტი განსხვავებული კონსტრუქციაა, მის თავისებურებებს ახლა ვსწავლობთ. დღეის მდგომარეობით ასეთ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ვინ იყო პასუხისმგებელი და იყო თუ არა საერთოდ ვინმე პასუხისმგებელი,“ – გვიპასუხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, რომელსაც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: ვინ იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 15 მარტს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ედუარდ აბრამიანს. მას პროკურატურა ბათუმის ბულვარში …

„2 დღეა ვფიქრობ… რაღაცაში არ ვარ მართალი“ – ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული

დღეს, 15 მარტს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ედუარდ აბრამიანს. მას გამოძიება ბათუმის ბულვარში გასაბერი ბატუტის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. სავარაუდოდ, სწორედ მას ეკუთვნოდა აღნიშნული ბატუტი. 13 მარტს ბატუტის დაზიანების გამო ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები. მეორე დაშავებული …

ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა 

„ნახეთ, ხელის გულზე უდევს პაკეტი გამომძიებელს. რა გამორიცხავს, რომ ამ გამომძიებლის გენეტიკური პროფილიც ყოფილიყო იქ?“ – გალიფ ოზთურქის ბინის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერიდან კონკრეტული მონაკვეთი გაახსენა ექსპერტმა მოსამართლე ლევან ყოლბაიას. ეს ის მომენტია ვიდეოდან, როცა ოზთურქის აპარტამენტის საძინებლიდან კოკაინის შეფუთვა „ფინანსური პოლიციის“ გამომძიებლებმა ამოიღეს ხელთათმანების, პირბადის და სხვა აღჭურვილობის გარეშე. ნივთმტკიცების ამოღების პროცედურები „ოზთურქის საქმეში“ საკვანძო საკითხია: …

ჩხრეკა იყო ქაოსური, შეფუთვა შიშველი ხელებით ამოიღეს – გალიფ ოზთურქის ადვოკატის ჩვენება

„მე როცა მივედი ადგილზე, ოზთურქის პირადი ჩხრეკა დასრულებული იყო… ვერანდაზე 15-ზე მეტი კაცი ირეოდა, ზოგიერთი ნიღბით იყო, სამხედრო ფორმაში,“ – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. იგი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ადვოკატი იყო მაშინ, როცა ოზთურქის აპარტამენტში ჩხრეკა ჩაატარეს და ბიზნესმენი დააკავეს. დღეს, 3 თებერვალს, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა მოწმის სახით მისცა ჩვენება …

„ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – რა უამბო ოზთურქის დამლაგებელმა მოსამართლეს

„ლიფტი გაიღო და იქიდან სამი ადამიანი გამოვიდა, ერთი იყო სპეცრაზმის ფორმაში, ორს ჩვეულებრივად ეცვა, მე დერეფნის ბოლოში ვიყავი… ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა ნანული ბოლქვაძემ ასე დაიწყო იმ დღის გახსენება, როცა მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს ბათუმში. ნანული ბოლქვაძე ოზთურქის აპარტამენტში დამლაგებლად მუშაობდა. ბრალდებული გალიფ ოზთურქი დღესაც არ დასწრებია სასამართლო …

„მეც გამჩხრიკეს“ – რატომ გადაუხადა მადლობა გალიფ ოზთურქის კომპანიის დირექტორმა პროკურორს

„დაახლოებით დღის 2 საათზე თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ უნდა მქონოდა საქმიანი შეხვედრა, როცა ორი ბატონი მომიახლოვდა და მითხრა, უნდა გაგჩხრიკოთო,“- ამ სიტყვებით დაიწყო რაულ კახაძემ 2022 წლის 31 მაისის გახსენება. ამ დღეს ბათუმში მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. რაულ კახაძე გალიფ ოზთურქის ბიზნესკომპანიის „მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორია. ამ კომპანიის ერთ-ერთ აპარტამენტში ცხოვრობდა გალიფ ოზთურქი, …

„ოზთურქი ვეღარ სარგებლობდა მე-19 სართულით“ – რა თქვა „მეტროს“ დირექტორმა სასამართლოში

„იმ დღეს ოფისში ვმუშაობდი, როცა მითხრეს, რაღაც ხდება ჩვენთან, შეიარაღებული ხალხია მოსულიო. გარეთ გამოვედი, კითხვებს ვსვამდი, მაგრამ შემაჩერეს…”- ასე დაიწყო ბათუმის სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა ქუმსალ სარიმ იმ დღის გახსენება, როცა მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს. ქუმსალ სარი ოზთურქის ბიზნესკომპანიის – „მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორია. ეს კომპანია იმავე შენობაში მდებარეობს ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ოზთურქის …

„ტარდება თქვენი ბინის ჩხრეკა“ – ფეხზე მდგომი გამომძიებლის მიმართვა გალიფ ოზთურქს

„ტარდება თქვენი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა“, – ფეხზე მდგომი გამომძიებელი მიმართავს მილიონერ გალიფ ოზთურქს, ის ფართო მაგიდასთან ზის, ნახევრად ზურგშექცევით გამომძიებელთან და არაფერს ამბობს. მერე თარჯიმნის ხმა ისმის და ოზთურქი ხელებს შლის, უფრო იმის მანიშნებლად, პრეტენზია რომ არ აქვს. ეს პირველი კადრია 8-საათიანი ვიდეოჩანაწერიდან, რაც დღეს, 30 დეკემბერს, პროკურორმა აჩვენა მოსამართლე ლევან ყოლბაიას – მოსამართლემ, პროკურორმა …

„ღმერთმა არც დაგაჭირვოთ“ – რა მტკიცებულებები აჩვენეს გალიფ ოზთურქის საქმის მოსამართლეს 

განსაკუთრებული სიფრთხილით ამოიღო დიდი შეფუთვიდან კოკაინის პატარა შეკვრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე და თქვა: „ეს კოკაინია“. გაშლილ ქაღალდზე დაყრილ კოკაინის ფხვნილს პროკურორის პირისპირ ჩამომდგარმა ადვოკატებმა დახედეს. მოსამართლეც წამოდგა ფეხზე. ეს ის კოკაინია, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მილიონერი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის აპარტამენტიდან ამოიღეს. დღეს, 26 დეკემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას პროკურორმა „ოზთურქის საქმის“ ნივთიერი მტკიცებულებები აჩვენა. …

გირაოთი გამოუშვეს პოლიციელი, რომელიც მოქალაქის ცემისთვის დააკავეს

თავისუფალია პოლიციელი დავით შ, რომელიც მოქალაქის ცემისა და თავში ხელბორკილის ჩარტყმისთვის დააკავეს. ის 10 100 ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. პოლიციელის დაკავების შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია დღეს, 31 აგვისტოს, გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეს პატრულ-ინსპექტორმა პოლიციის მანქანაში სცემა და თავში ხელბორკილი ჩაარტყა. ეს შემთხვევა 31 ივლისს მოხდა. პოლიციელი 28 აგვისტოს დააკავეს და მისი …

რა უთხრა გალიფ ოზთურქმა მოსამართლეს – „ბრინჯის წარმოების დაწყებას ვაპირებდი“

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მილიონერი გალიფ ოზთურქი, რომელსაც გამოძიება ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. ოზთურქი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციური წესით დაესწრო. საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს სხდომა პროკურატურის მოთხოვნით სექტემბრამდე გადაიდო – პროკურატურამ ეს  მოთხოვნა ფინანსურ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებით დაასაბუთა. ეს გულისხმობს იმას, რომ ოზთურქს შესაძლოა ნარკოდანაშაულის გარდა, …

ბათუმში მოკლული კაცის საქმე – რა ირკვევა სასამართლო განხილვიდან

“მე მოვითხოვ სამართლიანობას,”- კატეგორიული ხმით მიმართა მოსამართლეს მოკლული კაცის მეუღლე ვარდო ბ.-მ, რომელმაც მოწმის სახით მისცა ჩვენება დღეს, 8 თებერვალს, “ბათუმის ბულვარში კერძო კაცის მკვლელობის საქმეზე”. ამ საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს. ეს შემთხვევა გასული წლის 21 ივლისს მოხდა – ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში კერძო დაცვის თანამშრომელი ჯუმბერ ბ. მოკლეს, ის 57 წლის …

ვინ არიან ახალი მოსამართლეები, რომლებიც ბათუმში დანიშნეს

ბათუმში ორი ახალი მოსამართლე გაამწესეს – კოტე ჭილაია და ლევან ყოლბაია. ისინი სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 ივნისს მიიღო – ქვეყნის მასშტაბით 46 მოსამართლე გაამწესეს. კოტე ჭილაია სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ დრომდე მას მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. 2003 წლიდან ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა გამომძიებლად, 2009 წლიდან კი, …

Exit mobile version