მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის წყლის ყოფილ უფროსს 7 წელი მიუსაჯეს – 520 ათასის მითვისების საქმე

06.07.2023
ხელვაჩაურის წყლის ყოფილ უფროსს 7 წელი მიუსაჯეს – 520 ათასის მითვისების საქმე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 7  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ უფროსს, ვლადიმერ მიქელაძეს „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“.

ვლადიმერ მიქელაძე „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი იყო 2018 წლიდან 3 წლის განმავლობაში. მას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებას ედავებოდა სხვადასხვა სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულთან ერთად.

მოსამართლემ  მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილში არ ცნო ვლადიმერ მიქელაძე დამნაშავედ.

„ჯგუფურად“ ჩადენილ დანაშაულზე მხოლოდ ვლადიმერ მიქელაძეს ჰქონდა ბრალი წარუდგენილი.

შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

___

ვლადიმერ მიქელაძემ გასულ კვირას მოსამართლეს უთხრა, რომ 520 ათასი ლარიდან ჯამში 288 ათასი ლარი ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ხელზე გადასცა. ასევე პროკურატურა ჯუმბერ ვარდმანიძეს კითხვები დაუსვა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებითაც. ამ ინფორმაციების გასაჯაროების შემდეგ ვარდმანიძემ  თანამდებობა დატოვა – ბოლო დრომდე ის აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.

მოწმეების თქმით, ორგანიზაციაში ფიქციურად იყო დასაქმებული ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახაბერ ფუტკარაძის შვილიც. როგორც ათეულობით სხვა ადამიანი. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ თანამდებობა დატოვა კახაბერ ფუტკარაძემაც.

ამ თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: