ქობულეთის სოფელ ხუცუბანში თეთროსნის ნაეკლესიარს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე თეთროსნის ნაეკლესიარს [შუა საუკუნეები] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა ხელი 2026 წლის 14 იანვარს მოაწერა. ბრძანება 16 იანვრიდან ამოქმედდა. ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე არაერთ ობიექტს. ამ ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა …

მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა მდინარე მაჭახელას რკინის ხიდსა და სოფელ რიყეთის საგზაოს სახლს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2023 წლის 24 მაისიდან ამოქმედდა. ბრძანების მიხედვით: მდინარე მაჭახელას რკინის ხიდი – მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაჭახლისპირი; სახეობა: საინჟინრო; თარიღი: XIX საუკუნის დასაწყისი სოფელ რიყეთის საგზაოს სახლი – მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტი, სოფელი …

ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სახლს ანგრევენ, ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #14-ში, მშენებელი კომპანია საცხოვრებელ სახლს ანგრევს. ნგრევა დღეს, 2 სექტემბერს, ამ წუთებში [14:00], მიმდინარეობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროექტი, რაზეც მერიას ამ მისამართზე ნებართვა აქვს გაცემული, ითვალისწინებდა რეკონსტრუქციას, რაც არსებულ შენობაზე დაშენებას გულისხმობდა. არის თუ არა ეს ასე – მერიაში აზუსტებენ და ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. „ბათუმელების“ ხელთარსებული დოკუმენტების მიხედვით, ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში, …

რეაბილიტირებული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ბათუმში [ფოტო]

ბათუმში,  გამსახურდიას #37 -ში მდებარე ორსართულიანი შენობა, მისი დახვეწილი ფასადით ყოველთვის იქცევდა აქ გამვლელების ყურადღებას. შენობას ხშირად უღებენ ფოტოებს ტურისტები. გასულ წელს მოსაწავლე ახალგაზრდობის სასახლეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარეს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. სპეციალისტების დახასიათებით  შენობის მთავარი, ქუჩისკენ გამავალი ფასადი უხვადაა შემკული კლასიცისტურ-ბაროკული სტილის ნაძერწი ელემენტებით. ნაგებობა …

ბარათაშვილის #37-ში გაცემული იყო ძეგლის რეაბილიტაციის ნებართვა – სააგენტო

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ბათუმში, ბარათაშვილის #37-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ნგრევის საკითხს ეხმიანება. სააგენტოს განცხადებით, ძეგლზე გაცემული იყო რეაბილიტაციის ნებართვა. „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2021 წლის 30 აგვისტოს 01-07/80 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (ბარათაშვილის 37/გორგასლის 44) სამუშაოების ნებართვა. ნებართვის მფლობელის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული სამუშაოები მოიცავდა ინტერიერის და ექსტერიერის სარეაბილიტაციო …

ფიჭვნარისთვის სტატუსის მოხსნის მოწინააღმდეგე არქეოლოგი სხდომის ოქმში მომხრედ ჩაწერეს

ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიიდან 10 ჰექტარისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე გადაწყვეტილება 5 სპეციალისტის თანხმობით მიიღეს – ეს წერია 2021 წლის 28 იანვრით დათარიღებულ სხდომის ოქმში. თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის სხდომის მონაწილე 5 სპეციალისტიდან ერთმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ სხდომას არ დასწრებია. მეტიც, ის ანტიკური ხანის ნაქალაქარისთვის სტატუსის მოხსნის წინააღმდეგია. სხდომაში მონაწილეობის გახსენება გაუჭირდა თავად …

ბათუმის II საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 549 321 ლარი დაიხარჯება

განათლების სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ბათუმის მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციაზე. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოების შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 549 321 ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიანი შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია“. სამინისტროს განცხადებით, პროექტირების პროცესში ჩატარდა შესაბამისი კვლევა და ლაბორატორიული ანალიზი თავდაპირველი (ავთენტური) …

ტიტე აროშიძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე: მაშინ მეც გამოვიყვან ასობით ადამიანს

„ამბასადორის” ტერიტორია კერძო მესაკუთრეზე გასხვისდა 2010 წელს [ისევე, როგორც “რივიერას” ტერიტორია]…“ – სოციალურ ქსელ ფეისბუქში ამ შინაარსის ამსახველი სტატუსით გამოეხმაურა ბულვარის დასაცავად 18 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციას ტიტე აროშიძე. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი. რატომ ცდილობს დეპუტატი ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის აშენებაც წინა ხელისუფლებას დააბრალოს, როცა ნებართვა „ოცნების“ ხელისუფლების დროს გაიცა? …

ნენიის 120 წლის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე

მცენარეების იმიტაციები, მზის, რომბებისა და ყვავილების მსგავსი ხეზე ნაკვეთი ფერადი, გაცრეცილი გამოსახულებები – თითქმის საუკუნე-ნახევრის ეს ძველი მეჩეთი შუახევის სოფელ ნენიაშია. მეჩეთი მუხისგანაა ნაგები, საკმაოდ მყარია, მაგრამ გამაგრება და რესტავრაცია სჭირდება. ხის ფიცრებს შორის მზის სხივები, წვიმა, თოვლი ადვილად აღწევს – შედეგად კედლებზე მოხატულობის დიდი ნაწილი უკვე წაშლილი და დაკარგულია. დეკორატიული მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ მოაჯირებზე, …

„რატომ ვერ იცავს ძეგლს სტატუსი?“ – მესაკუთრე ძეგლთა დაცვას სასამართლოში უჩივის

„ეს სახლი გასული საუკუნის დასაწყისში სავარაუდოდ ბერძნებმა ააშენეს, ახლა ირგვლივ იმდენი რამ შენდება, მალე სინათლე აღარ შემოვა და ნესტისგან ცხოვრება გაუსაძლისი გახდება აქ, ბულვარის ცენტრში,“ – გვითხრა ირმა სიხარულიძემ, რომელიც ბათუმში, ნინოშვილის 15-ში ცხოვრობს. სახლი, სადაც ირმა ცხოვრობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა მესაკუთრე დანანებით ჰყვება, როგორ ვერ იცავს სტატუსი ისტორიულ სახლს. ირმა სიხარულიძემ სახლის გადასარჩენად …

ბათუმში 19 შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭეს ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ 

ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭომ ბათუმში „გეოგრაფიკის“ რეკომენდებული 23 სახლიდან 19-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამ შენობებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საბჭომ 13 მარტს მიიღო. შესაბამისი ოქმის მოპოვება კი მხოლოდ დღეს, 19 მარტს, შევძელით. ოქმის მიხედვით, დარჩენილი 4 სახლისთვის სააგენტომ სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ „შენობებს აღარ აქვთ შემორჩენილი …

კომპანია ვარდების ბაღთან 2-სართულიანი სახლის დანგრევას და ახლის აშენებას გეგმავს

შპს „ინსტალი“ ბათუმში მარჯანიშვილისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მაღაზია „ნიკორაა“, ორსართულიანი სახლის ათვისების ხარჯზე ახალი ექვსსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. რეესტრის მონაცემებით, შენობა თავისი დამხმარე ნაგებობებით, რომლებიც შიდა ეზოშია განთავსებული 1010 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მოიცავს. შენობა ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც კომპანიამ შეთანხმების მისაღებად ზონალურ საბჭოს მიმართა. საბჭოს წევრების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია …

რა იქნება იქ, სადაც კაფე „იუნგა“ და ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისია იყო

ბათუმში, გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლი ბევრისთვის სტუდენტური წლების ასოციაციას იწვევს – ამ სახლის პირველ სართულზე, გორგილაძის ქუჩის მხრიდან, წლების განმავლობაში კაფე „იუნგა“ ფუნქციონირებდა. „იუნგას“ პიცის გემო კი ყველას ახსოვს, მათაც კი, ვინც ამბობს, რომ არც ისე გემრიელი იყო. არიან ისეთებიც, ვისაც ეს ადგილი სამოქალაქო აქტივობას – „არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ საკუთარ წვლილს …

სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 23 სახლის ბედი სააგენტომ 6 თვის შემდეგაც ვერ გადაწყვიტა

სექტემბრის ბოლოს სრულდება ექვსთვიანი ვადა, რა დროშიც საქართველოს ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურს ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად 23 კონკრეტული სახლის მდგომარეობა უნდა შეესწავლა. სამსახურს ამ დროში უნდა მოემზადებინა დასკვნა წარდგენილი სახლების მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული  ღირებულების შესახებ, რასაც საბჭოს წარუდგენდა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა  ასეთი დასკვნა ჯერ მზად არ არის. სააგენტომ ამ დასკვნის …

ნიკოლოზ ანთიძე ერთი წლის განმავლობაში მივლინებით უცხოეთში 11-ჯერ იმყოფებოდა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე 2018 წელს საქმიანი ვიზიტით უცხოეთში 11-ჯერ გაემგზავრა, მათ შორის ერთ-ერთ ქვეყანაში ის სხვადასხვა დროს ორჯერ იმყოფებოდა, აქედან რამდენიმე ვიზიტის კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა და 2020-2021 წლებში უნდა დადგეს. ნიკოლოზ ანთიძეს არც ახალ წელზე დაუსვენია, 2018 წლის 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მოადგილესთან დავით ლომიტაშვილთან ერთად,  სამუშაო …

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბის ნახატებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბის ნახატებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით „საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით“, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა – სახეობა – სახვითი ხელოვნება; მხატვარი – იოსებ შარლემანი; შექმნის დრო – 1918 წელი,  თბილისი. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი – საქართველოს ეროვნული არქივი. საქართველოს პირველი …

130 წლის მასკარონებიანი სახლი „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხვდა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის #21-ში მდებარე ორსართულიანი სახლი მერიის „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხდა. იმ დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, სახლი ვერ გადარჩება. აქ მაცხოვრებლების ინფორმაციით, რაზეც გადმოცემით იციან, სახლი 130 წლის წინ უნდა იყოს აშენებული. მის ფასადზე შემორჩენილია ქვის მასკარონები და  ხის ფანჯრებიანი აივანი, ძველი მოაჯირით. სახლის ინტერიერს ჯერ კიდევ ამშვენებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი …

მერი VS კმდეს – ვინ აჯანჯლებს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცებას

2019 წლის 15 მარტს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან მორიგი წერილი მიიღო, სადაც კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ დამცავი ზონების დასამტკიცებლად საჭირო დოკუმენტების მომზადებისას შპს „გეოგრაფიკის“ კვლევით დადგენილი საზღვრებით უნდა იხელმძღვანელოს. თუმცა განმარტება ამით არ დასრულებულა და მერის კითხვაზე – ხომ არ საჭიროებს „გეოგრაფიკის“ დოკუმენტი კიდევ ერთხელ განახლებას, რადგან მისი მომზადებიდან დღემდე ბათუმის …

დაშლის პირას მყოფ სინაგოგას ბათუმში კერძო პირები აღადგენენ

XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც სახელმწიფო ვერ უვლის, კერძო პირები აღადგენენ. სინაგოგა რამდენიმე წელია უკვე მიტოვებულია და დანგრევის პირასაა. ძეგლის აღდგენის ინიციატორები სამომავლოდ შენობაში მუზეუმის გახსნის იდეასაც განიხილავენ. სინაგოგის აღდგენის ინიციატორებს შორისაა სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე. შენობის გადარჩენის მიზნით ის დაფინანსების მოპოვებას დიდი ხანი ცდილობდა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიასთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, …

40 მეტრი სიმაღლის შენობა ისტორიულ ბათუმში – ზონალური საბჭო თანახმაა, რას გადაწყვეტს მერი

კომპანია „გრინკო“ ბათუმის ისტორიულ ზონაში 40 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებაზე ნებართვას ითხოვს. საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ უკვე განიხილა და დადებითად გადაწყვიტა. საბოლოოდ, ნებართვას ხელი ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ უნდა მოაწეროს. ის ერთ-ერთ მისივე ორგანიზებულ შეხვედრაზე შეჰპირდა ძეგლების დამცველებს, რომ ისტორიულ ბათუმში, უკვე დადგენილი საზღვრების შიგნით, 12 მეტრზე მაღალი შენობები არ აშენდებოდა. მართალია, ისტორიული დაცვის …

რატომ არ უნდა დამტკიცდეს მერიის დაკორექტირებული დოკუმენტი ბათუმის დამცავ ზონებზე

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, 15 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ბათუმის დამცავი ზონების დადგენაზე მერიის მიერ დაკორექტირებულ დოკუმენტს განიხილავს. მან გვითხრა ისიც, რომ სააგენტოში კვლევის პირველადი ვარიანტიცაა გადაგზავნილი. სააგენტოში კი აცხადებენ, რომ განიხილება ორივე დოკუმენტი.  კომპანია „გეოგრაფიკის“ კვლევით დადგენილსა და შემდეგში მერიის მიერ დაკორექტირებულ დოკუმენტს შორის განსხვავება …

ბათუმის დამცავ ზონებზე სადავო დოკუმენტის ორ ვარიანტს 15 თებერვალს თბილისში განიხილავენ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ბათუმის მერიის მიერ წარდგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის შემუშავებულ დოკუმენტს 15 თებერვალს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა. დოკუმენტის განხილვასა და მის დამტკიცებას ბათუმში გასული წლის მეორე ნახევრიდან ელიან, თუმცა საკითხზე მსჯელობა ცენტრალურ უწყებებში მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ორგანიზაცია …

ხაჭაპურის ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხაჭაპურის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სტატუსის მინიჭების ინიციატორი რამდენიმე კერძო პირია და შპს „გუნდა“. საქართველო პირველად მონაწილეობს საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში “Sirha 2019”, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია გამოფენის ფარგლებში წარადგენს ქართულ ხაჭაპურს. რამდენიმე დღის წინ პოპულარული, კულინარიული ვებგვერდ „Tasteatlas“-ის …

როცა დოკუმენტი ამბობს ერთს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კი, ამტკიცებს საპირისპიროს 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ბათუმის მერიის მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ შენობებთან დაკავშირებული დოკუმენტები არასრულია, სწორედ ამ მიზეზით, ერთ წელზე მეტია ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი 24 ობიექტიდან საბჭოს სხდომაზე განსახილველად ერთიც არ გაუტანია. შესაბამისად, მათთვის არც ძეგლის სტატუსი მიუნიჭებიათ. მიენიჭოს შენობას ძეგლის სტატუსი თუ არა – შენობის ღირებულებას ეროვნული სააგენტოს საბჭო აფასებს და …

„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“- საგანმანათლებლო პროექტი

დღეს, 16:00 საათზე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში, საგანმანათლებლო პროექტის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში ჩატარდება შემეცნებითი აქტივობა, რომელშიც ჩართულნი არიან ა(ა)იპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარები და ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. პროექტის ორგანიზატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. მხარდამჭერი კი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რაობასა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასში და ქოლგებს მოხატავენ …

რატომ ამბობს უარს „გეოგრაფიკი“ მის მიერ მომზადებული დოკუმენტის ავტორობაზე – მერიის პასუხი

დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიამ ქალაქში ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაადგინოს, „გეოგრაფიკმა“ თავისი ლოგოს მოხსნა მოითხოვა. თავის დროზე ეს დოკუმენტი სწორედ „გეოგრაფიკმა“ მოამზადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ამ მოთხოვნით ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა. საუბარია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო სარეკომენდაციო დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მერიას ქალაქში ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაედგინა. მერიამ ამ დოკუმენტის მომზადებისთვის …

მარანი, ნაეკლესიარი და ჯამე – სამი ახალი ძეგლი აჭარაში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აჭარაში სამ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მათ შორისაა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში მდებარე ილიას მარანი, როგორც მემორიალური ძეგლი, მარანი შუა საუკუნეებითაა დათარიღებული. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში არსებული ნაეკლესიარი, როგორც არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ასევე შუა საუკუნეებით თარიღდება. და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში 1903 წელს აშენებული ჯამე, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებული შენობა. საერთო …

ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას 

კომპანია „ამბასადორი ბათუმს“, რომელიც ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს, აჭარის მთავრობამ ბულვარში არსებული კიდევ ერთი შენობა გადასცა სარგებლობაში. ამ შენობაში ბოლოს ე.წ. საშინელებათა ოთახი მოაწყვეს, თუმცა პროექტმა არ გაამართლა და მალევე დაიხურა. ინვესტორმა სარგებლობაში გადაცემული შენობის ფასადი მოაპირკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან [კმდს] შეთანხმების გარეშე. შეთანხმება სავალდებულო იყო, რადგან ნაგებობა ძეგლის ტერიტორიაზე …

ძველი ბათუმის სადარბაზოები

ძველ ბათუმში არაერთი სახლია, რომელთა სადარბაზოებსაც გულგრილად გვერდს ვერ აუვლით. ზოგ სახლს ფასადის დეკორის სიუხვეზევე ეტყობა, რომ სადარბაზოც ლამაზი ექნება, თუმცა ბევრ ძველ სახლში სადარბაზოები შელესილია და ისტორიის კვალი აღარ იკითხება. ქვემოთ მოცემულ მისამართებზე მოხატულობა და ჩუქურთმები შედარებით კარგადაა შემონახული, თუმცა რესტავრაცია სჭირდება. ეს სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.           …

მე-19 საუკუნის მეჩეთი ნადგურდება, მას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შეისწავლის [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კანტაურში არსებული უძველესი მეჩეთი ნადგურდება. სალოცავი, რომელიც ადგილობრივების თქმით, მე-19 საუკუნეში სოფლის მოსახლეობას აუშენებია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. კრამიტით გადახურული ორსართულიანი მეჩეთის სახურავი ალაგ-ალაგ ჩამოშლილი და ჩამოტეხილია. ჩატეხილია ფანჯრები, მთლიანად ჩამოშლილია მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის ორნამენტიანი კიბეები და იატაკი. შენობის მეორე სართულზე დღემდე შემორჩენილია ხეზე ამოკვეთილი ძველი ორნამენტები, აქვე ინახება …

საკრებულოს გადაწყვეტილება „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია მოიწონა. „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება ადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იმ ნაწილისათვის გარკვეულ ზონებს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს. განკარგულების მიხედვით, შპს „გის და დზ საკონსულტაციო …

ძველი ბათუმის ჩუქურთმები

ძველი ბათუმის XIX-XX საუკუნის სახლები და შენობები გამორჩეული არქიტექტურითა და დეკორით გამოირჩევა. ახლოდან დავათვალიეროთ ფაქიზად ნაკვეთი ჩუქურთმები და დეტალები. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენები ზოგიერთი შენობა რესტავრირებულია, ზოგიერთი კი შეკეთებას საჭიროებს და შესაძლოა ავთენტური ფორმით, როგორც კადრებზე ჩანს, აღარც შემორჩეს ქალაქს, თუკი ძალისხმევას დროულად არ გამოვიჩენთ. ბათუმში უამრავი სხვა ჩუქურთმიანი შენობაა, რომელიც კადრში ვერ მოხვდა, მაგრამ მათ …

ძეგლის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის აშენებას გეგმავენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის მშენებლობის საკითხი განიხილება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში განაცხადები უკვე შესულია. მათგან ერთს ბათუმის მერიის თანხმობა 2016 წელს აქვს მიღებული. ორივე პროექტს ეწინააღმდეგება სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი. გაითვალისწინებენ თუ არა მის რეკომენდაციას ზონალური საბჭოს წევრები, ეს საბჭოს მომავალ სხდომაზე გამოჩნდება. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #27-ში სამშენებლო კომპანია …

აჭარის ტელევიზიის შენობაზე წარწერის გამო პატრული გამოიძახეს

„ნაბიჭვრეთი“- ეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფასადზე რამდენიმე წუთის წინ წააწერეს. როგორც ტელევიზიის თანამშრომლები ამბობენ, წარწერა ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ გააკეთა. ანთიძესა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. აჭარის ტელევიზია განთავსებულია შენობაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.

რას სთავაზობს სახელმწიფო მესაკუთრეს, რომლის ისტორიული სახლი ინგრევა

ილია ევანის ოჯახი ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ისტორიულ სახლში ცხოვრობს. ილია ამბობს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავი თუ არ გამოიცვალა, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ზამთარს ვეღარ გაუძლებს. გენერალ უშაკოვის ყოფილ აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა. სახურავის გამოცვლაზე ილია ევანს უარი უთხრა ქობულეთის მერიამ რესურსების სიმცირის გამო. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამები არ …

კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ACCESS-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება  დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 24-25 ნოემბერს კულტუროლოგმა, ცირა ელისაშვილმა, მარადიდის საჯარო სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია თემაზე  – „კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები“. გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს. ცირა ელისაშვილი: არსებობს კულტურის ზოგადი და კონკრეტული აღქმა.  თუ ვიტყვით  – …

Exit mobile version