„პოლიტიკის და ხელოვნების გამიჯვნა შეუძლებელია. „ოცნება“ ცენზურას უკვე აღარ მალავს “- ინტერვიუ

„ძალიან სავალალოა, როდესაც უკვე აღარ მალავს „ოცნება“ ცენზურას. მათ აღარ სჭირდებათ არანაირი კამუფლაჟი, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ასე თუ ისე დემოკრატიული თამაშის წესებს მიჰყვებიან“- ამბობს კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თეო ხატიაშვილი, ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის მიერ სპექტაკლის გაუქმებაზე. „რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“- ეწერა თეატრის განცხადებაში. როგორია პოლიტიკისგან გამიჯნული თეატრი? …

„ახალი თეატრი“ ბათუმში საპროტესტო მანიფესტს გამართავს

პირველ თებერვალს „ახალი თეატრი“ ბათუმში საპროტესტო თეატრალურ მანიფესტს გამართავს. ბათუმის შემდეგ, 2 თებერვალს, სოლიდარობის მანიფესტი ზუგდიდში გაიმართება. „ჩვენ მოვდივართ სოლიდარობისთვის, რომ ერთად ყოფნით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას“ – აცხადებენ „ახალი თეატრის“ მსახიობები. „ახალი თეატრი აგრძელებს მანიფესტის ტალღას და მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ ყველას, ვინც ჩამოვდივართ, გვაინტერესებს თქვენი მანიფესტი. ძალიან გვინდა …

დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური სპექტაკლის ჩვენება ბათუმში

ინკლუზიური იდეების პლატფორმა InForm-ი ბათუმში 22-24 ნოემბერს დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ჩვენებას მოაწყობს. InForm-ი თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს  საქართველოში ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო  სახელოვნებო სივრცეებთან. „შემოქმედებითი თანამშრომლობით, ცოდნის გაზიარებით და  ძლიერი, ინკლუზიური სახელოვნებო თემის შექმნით ჩვენ ვისწრაფვით ქართული  სახელოვნებო სივრცე გავხადოთ …

„ქუჩაში რაც ხდება, თუ სცენაზე არ გადმოვა, თეატრი მოკვდება“ – საუბარი დათა თავაძესთან

ავტორი: ბუთა ორჯონიკიძე ____________________ „როგორც იქნა თეატრში გაისმა მაყურებლის ხმა“, – ამბობს რეჟისორი დათა თავაძე თეატრში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტზე საუბრისას. დათა თავაძე „სამეფო უბნის თეატრთან“ ერთად „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. კანონის ინიცირების და განხილვის პერიოდში „სამეფო უბნის თეატრის“ სცენაზე ფაქტობრივად გაუქმდა ტაშის ნაწილი და იქცა პატარა აქციად, სადაც მსახიობები სცენიდან …

„მზის ხაზი“ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე – გასტროლი

19 და 20 ივნისს, ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე „თეატრი ათონელზე“ წარმოადგენს სპექტაკლს – „მზის ხაზი“. „გათენებამდე სამზარეულოში ჩარჩენილი ცოლ-ქმარი ოჯახურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს. უკვე დიდი ხანია ისინი საერთო ენას ვერ პოულობენ და ურთიერთგაგების ყოველ მცდელობას კრახით ასრულებენ. რაშია პრობლემა? ვინ არის დამნაშავე? როგორ შეიძლება გადაილახოს კრიზისი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოკიდეთ …

რა შეეშალა წულუკიანს კულტურის დამორჩილების დროს – თეატრები რუსული კანონის წინააღმდეგ

„გათითოკაცებული როცა არ არის ეს პროტესტი, გაცილებით მეტი ძალა გაქვს,“ – პირველ რიგში, სოლიდარობაზე ამახვილებს ყურადღებას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელსაც სხვადასხვა თეატრში გააქტიურებულ პროტესტზე ვკითხეთ. მათ შორის, ოზურგეთის თეატრზე, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელს წინ მთლიანად დასი დაუდგა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებია კულტურის სფეროს და თეატრის დამორჩილებას, კრიტიკული აზრის ჩახშობას, მინისტრი თეა წულუკიანი აქტიურად ცდილობს, თეატრალები …

„ევამიანი“ – სასკოლო დასის სპექტაკლი ქალთა ძალადობაზე ბათუმის თეატრის მცირე სცენაზე

ბათუმში, დრამატული თეატრის მცირე სცენაზე, 30 და 31 მაისს, 18:40 საათზე, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის თეატრალური დასი „სარკე“ საქველმოქმედო სპექტაკლს წარმოადგენს. სპექტაკლი, სახელწოდებით -„ევამიანი“ ასახავს ქალთა ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. „სპექტაკლის საშუალებით დამსწრე საზოგადოებას ეძლევა საშუალება, გაანალიზოს ის სიტუაციები, რომლებშიც ძალადობის მსხვერპლნი ხვდებიან და აღიქვან ის შესაძლებლობები, რომლებიც სიტუაციას გამოასწორებს. პროექტი კონცენტრირებულია ქალთა ძალის წარმოჩენაზე, 5 …

ბათუმის სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში 25 სკოლის დასი მიიღებს მონაწილეობას

20 – 27 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლებში არსებული თეატრალური დასები. ფესტივალი წელს მეორედ იმართება. „პირველი ავტოგრაფის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“, ფინანსური მხარდამჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია. სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი …

თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ირანელი ქალების სპექტაკლი გაუქმდა

„ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ ასე ქვია ირანული თეატრალური ჯგუფის, „პრაქისის“ ერთსაათან წარმოდგენას, რომლის რეჟისორიც ქამელია ღაზალია. სპექტაკლი თბილისის თეატრალურ ფესტივალზე უნდა ეჩვენებინათ, თუმცა ირანში განვითარებული მოვლენების გამო სპექტაკლი გაუქმდა, მსახიობები ირანიდან ვერ ჩამოდიან. სპექტაკლი – „ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ თეატრის კრიტიკოსის, დავით ბუხრიკიძის წერილის მიხედვით დიდი წარმატებით უჩვენეს ევროპის კულტურის დღეებზე გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში. „2019 წელს …

„ეს იყო ჩვენი პირველი შეხება თეატრთან“ – ფესტივალზე გამარჯვებული ნენიის სკოლის დასი

შუახევის მუნიციპალიტეტის პატარა სოფლის, ნენიის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა გაიმარჯვა აჭარის სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის ნომინაციაში – „პირველი ავტოგრაფი“, საუკეთესო სპექტაკლი მაღალმთიანი აჭარიდან. ნენიელმა მოსწავლეებმა ბათუმში სპექტაკლი „მიწის ყივილი“ წარმოადგინეს, მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.  ნენიის სკოლაში, სადაც სულ 53 მოსწავლეა, თეატრალური დასი საგანგებოდ ფესტივალისთვის შეიქმნა.  „ჩვენთან მხოლოდ ტელევიზორია, არც თეატრია, არც კინო. სპექტაკლის მზადების პროცესი ბავშვების …

ბათუმში გაიმართება სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“

28 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი” გაიხსნება.  „პირველი ავტოგრაფი“ 7 დღეს გაგრძელდება და 5 დეკემბერს დასრულდება.  ფესტივალი ბათუმში ერთდროულად სამ სცენაზე გაიმართება – ბათუმის დრამატულ თეატრში, თეატრში – „ახალი სცენა“ და თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში.  ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ „არტ პორტალი.“ ფესტივალის დირექტორი, მიხეილ გაბაიძე ამბობს, რომ „პირველ ავტოგრაფზე“ …

თანამედროვე ქართული თეატრების მართვის მოდელი პოსტსაბჭოურია | კვლევა

ქართული თეატრის ელექტრონული არქივის „შემოქმედებითი საქართველოს“ და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა ქართული თეატრების კვლევა, რომელიც 2018-2020 წლების პერიოდს მოიცავს. კვლევის მიზანია აჩვენოს ქართული თეატრების შემოქმედებითი ინდუსტრიების კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალის, არსებული მდგომარეობის, რესურსებისა და გამოწვევების შესწავლა შავი ზღვის აუზის სათეატრო ქალაქების მაგალითზე. განსხვავებები რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მაგალითზე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების თეატრების …

კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა გაურკვეველი დროით გადაიდო

კინოთეატრები და თეატრები, რომელთა გახსნა 1-ლი ნოემბრისთვის იყო დაანონსებული, ვეღარ გაიხსნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათი გახსნა ისევ გადაიდო. ამ ეტაპზე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ ღია სივრცეშია დაშვებული კულტურული ღონისძიებების ჩატარება, 200-მდე ადამიანის მონაწილეობით. „გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა …

მესხიშვილის თეატრი ქუთაისში მოსკოვის თეატრს მასპინძლობს – აქტივისტები აქციას გეგმავენ

დღეს, 19 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრი მოსკოვის თეატრს „ნიკიტკის კარიბჭეს“  მასპინძლობს. აფიშის მიხედვით თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს –  „არ დამივიწყო“  19 ოქტომბერს, ხოლო „ჩვენი ეზოს  სიმღერები“ 20 ოქტომბერს. დაგეგმილი გასტროლის შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციას, პროტესტი მოჰყვა ქუთაისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტებში.  მოქალაქეები, ამბობენ რომ დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის თეატრის მსახიობებმა ქუთაისში სპექტაკლი ითამაშონ. …

5 ათასი ლარი გამარჯვებულ პროექტს – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოაყალიბონ თეატრალური დასი და დადგან სასკოლო სპექტაკლი. გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული პროექტი, თითოეული პროექტი 5 ათასი ლარით დაფინანსდება. გამარჯვებული პროექტებიდან ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო სპექტაკლს, რომლებიც დამატებით მიიღებენ ფასიან საჩუქრებს. პროექტებს აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სკოლების მოსწავლეებსაც. კონკურსში მონაწილეებმა აჭარის განათლების სამინისტროში უნდა წარადგინონ …

„პეპი მაღალიწინდა” – ანშლაგი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენა შობა-ახალი წლის წინ მაყურებელს ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდას“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სთავაზობს. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი მანანა კვირკველიაა, პეპის როლს კი  24 წლის მსახიობი, ხატია ფოფხაძე ასრულებს. ხატიასთვის პეპი პირველი როლია ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე. სპექტაკლის პრემიერა ბათუმში 23 ნოემბერს შედგა. მსახიობებმა ბავშვების საყვარელი მწერლის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი …

„ჩვენი შემოსავალი გასამმაგდა“ – რა შეიცვალა ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს თემურ მახარაძე წელიწადი და ორი თვეა რაც ხელმძღვანელობს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კი გიორგი ჩხაიძეა. რა შეიცვალა ბოლო წლის განმავლობაში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში? – ამის შესახებ „ბათუმელები“ თეატრის დირექტორს, თემურ მახარაძეს ესაუბრა. თემურ, რა შეიცვალა თეატრში თქვენი მოსვლის შემდეგ? ბევრი რამ შეიცვალა. გახმოვანების აპარატურა არ ვარგოდა და …

ერთ დღე-ღამეში შექმნილი პიესა და სპექტაკლი – ფესტივალის გამარჯვებული ბათუმიდან

სპექტაკლი “იმოძრავე” სულ ახლახან რუსთაველის თეატრში გამართული 24- საათიანი “ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალის” გამარჯვებულია. 15-წუთიანი სპექტაკლის რეჟისორი, ბათუმელი არჩილ გოგუაძე. ფესტივალის ფარგლებში, ექვსმა რეჟისორმა წინა ღამით დაწერილი პიესების მიხედვით 6 სპექტაკლი დადგა. ფესტივალზე მოწვეულმა დრამატურგებმა ლოტოტრონის პრინციპით აარჩიეს მსახიობები და მათთან შეხვედრის და საუბრის შემდეგ დაიწყეს პიესების წერა. საამისოდ მათ ერთი ღამე ჰქონდათ. დილით კი რეჟისორებმა და …

7 ათასი ლარი ერთი სახელოვნებო პროექტისთვის

ბათუმის მერია თეატრალური და სახვითი ხელოვნების სფეროში მომუშავე პირებს ერთ პროექტს დაუფინანსებს. მერიის ინფორმაციით, დაფინანსდება მინიმუმ ხუთი პროექტი. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 35 ათასი ლარია. კონკურსის პირობების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი პროექტი. „პროექტები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ან მათ მიერ შექმნილი იურიდიული პირებისა და თუ ორგანიზაციების მიერ, არ განიხილება,“ …

სპექტაკლი ალჟირის ბანაკის ქართველ ტყვე ქალებზე – ბათუმის თეატრის ახალ სცენაზე

გრიბოედოვის თეატრი 172-ე სეზონს ბათუმში გასტროლით ხსნის სპექტაკლით „ალჟირი“ [აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის]. სპექტაკლი 6 და 7 სექტემბერს გაიმართება საღამოს რვა საათზე ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე. სპექტაკლი ალჟირის ტყვეებს ეძღვნება, ქალბატონებს საქართველოდან … „ალჟირი“ – ავთანდილ ვარსიმაშვილის დოკუმენტური დრამაა. გაცოცხლებული ისტორია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. იგი მოგვითხრობს სტალინური ეპოქის ყველაზე საშინელი ადგილის – გულაგის ერთერთი „კუნძულის“ შესახებ. თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: „ბანაკის …

ახმეტელის თეატრის გასტროლი ხულოში

თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის მსახიობებმა ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე „სტუმარ-მასპინძელი“ ითამაშეს. სპექტაკლში მსახიობები ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა და გვანცა კანდელაკი მონაწილეობდნენ. „ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა. რომლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება. სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებულია ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე …

“ვაკანსია” – ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერა „თავისუფალ სივრცეში“

19 – 20 მაისს, განახლებულ „თავისუფალ სივრცეში“ ინკლუზიური სპექტაკლის  „ვაკანსიის“ პრემიერა გაიმართება. პროფესიონალ მსახიობთან, იაგო მორთულაძესთან  ერთად სპექტაკლში მონაწილეობას ჟესტური ენის თარჯიმანი მზია მელაძე და ეტლით მოსარგებლე ლალი მენაღარიშვილი მიიღებენ. პიესის ავტორი და რეჟისორი ოთარ ქათამაძეა. ლალისთვის ეს არ არის პირველი სამსახიობო გამოცდილება. მისი მონაწილეობით პერფორმანსი „დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობა“, გასული წლის დეკემბერში, ბათუმის დრამატულ თეატრში …

„კონტრაქტის“ პრემიერა – ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე

25-27 აპრილს, 19:00 სთ-ზე, ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე ნანა სეფაშვილის პიესა „კონტრაქტი“ დაიდგმება. სპექტაკლი ინტერაქტიულია და მასში გარკვეული როლი მაყურებელსაც აქვს. სპექტაკლში მონაწილეობენ: ფრიდონ მოდებაძე, სალომე ცაგურია, ნატალია გალოგრე, გიორგი მორჩილაძე, მიხეილ ჭეიშვილი და თეა ცინცაძე. რეჟისორი – გიორგი ჩხაიძე. სპექტაკლი ბათუმის მერიის „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მუნიციპალური ბიუჯეტიდან ღონისძიებისთვის 10 000 ლარი გამოიყო. სპექტაკლზე დასწრება ფასიანია. ბილეთის …

„რამდენი დემონიც გნებავთ“ – 2 სექტემბრიდან ბათუმის ახალ სცენაზე

2, 3 და 4 სექტემბერს, 20 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე სპექტაკლის – „რამდენი დემონიც გნებავთ“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია იაცეკ გლომბი, პოლონეთიდან. სპექტაკლში მოქმედება ვითარდება იეჟი პილხის მოთხრობის მიხედვით და რეალურ მოვლენებს ასახავს. „სამხრეთ პოლონეთის ერთ პატარა სოფელში, სადაც რელიგია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და სადაც იმდენი რწმენაა რამდენი სახლიც …

„მზე ჩავიდა ბატონებო!“

„მზე ჩავიდა ბატონებო!“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც 18 ივლისს, ბათუმის თეატრალურ სარდაფში ნახა მაყურებელმა. სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის, „ალუბლის ბაღის“ ადაპტირებული ვერსიაა. აქ ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია და პერსონაჟები ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მუდმივად ცდილობენ გაღწევას, მაგრამ არსად აქვთ წასასვლელი. ბაღი განადგურდა, იგი აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ მოგონებები და განცდები. პერსონაჟებს მუდმივად სტანჯავთ …

“უფრო ახლოს” ბათუმში, ახალ სცენაზე

8 აპრილს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩის #2-ში მდებარე თეატრში, „ახალი სცენაზე”, პრემიერა გაიმართება. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივ პროექტს, რეჟისორ ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლს – “უფრო ახლოს”, ბრიტანელი სცენარისტის, პატრიკ მარბერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. „პიესა იმ ოთხ ადამიანზეა, რომელთაც ცხოვრებაში დაუდგათ ეტაპი, რომელთან გამკლავებაც …

„ახალ თეატრს“ სალონური დატვირთვა ექნება

  7 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტის“ შენობაში გაიხსნა ხელოვანთა დარბაზი „ახალი თეატრის“ სახელწოდებით, რომლის ორგანიზატორებიც ზაზა ფირცხალაიშვილი და ირმა ქობულაძე არიან. თეატრს ჯერჯერობით სპონსორი არ ჰყავს, ორგანიზატორები ყველაფერს ენთუზიაზმით და ინტურისტის დირექტორის თამაზ ხარაზის დახმარებით აკეთებენ. თეატრს სალონური დატვირთვა ექნება, მოეწყობა შეხვედრები, მოწვევით გაიმართება სპექტაკლები. 28 თებერვალს სპექტაკლს გამართავს თბილისის ერთი მსახიობის თეატრი, მსახიობ მურმან …

Exit mobile version