თამარ გაბუნიას შვილს უცხოეთში სწავლა 29 686 ლარით დაუფინანსა სახელმწიფომ

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის და ამჟამად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას შვილის უცხოეთში სწავლა სახელმწიფომ 29 686 ლარით დააფინანსა. ამის შესახებ მოცემულია თამარ გაბუნიას წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში [ყოველი წლის დეკლარაცია ასახავს წინა წლის ქონებრივ მდგომარეობას], რომელიც მან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნის დროს შეავსო. თამარ გაბუნიას შვილი ანი მუხიგულაშვილი, ავსტრიაში, …

დღეიდან მოქალაქეს კოვიდის დროს შეუძლია მეთვალყურეობა მიიღოს თავისი ოჯახის ექიმისგან – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველი თებერვლიდან კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს შეუძლიათ შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ თავიან ოჯახის ექიმს. „დღეიდან შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, გადავედით დეცენტრალიზებულ მოდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია უკვე კოვიდისთვის მეთვალყურეობა მიიღოს თავისივე ოჯახის ექიმისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რომლებმაც იციან, ვინ არის მათი …

გამოკვლევები კოვიდპაციენტს მხოლოდ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით ჩაუტარდება – გაბუნია

დღეს, 25 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდ პაციენტების სამედიცინო კვლევებზე ისაუბრა. პაციენტების გამოკვლევებს სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფინანსებს, თუკი ოჯახის ექიმი მიიჩნევს, რომ გამოკვლევები აუცილებელია. „პროტოკოლი, რომელიც ჩვენ გვაქვს კოვიდის მართვისთვის, განახლდა დეკემბრის ბოლოს. აქამდეც და ახლაც ლაბორატორიული კვლევები ამბულატორიულ პირობებში ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. ხშირად …

ომიკრონით ინფიცირებულების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა – გაბუნია

დღეს, 18 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. „აქედან უმეტესი შემთხვევა არის თბილისში“ – ამბობს თამარ გაბუნია. მისი თქმით, ომიკრონის დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 ადამიანს დასჭირდა, რადგან ინფიცირებული პირებიდან ყველა ვაქცინირებულია. „ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და სწორედ ამის გამო არ დასჭირდათ ამ პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია. …

რატომ არ იცრება ჯანდაცვის მინისტრი მე-2 დოზით? – რას პასუხობს გაბუნია

დღეს, 24 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანია პოზიტიური კამპანია ყველა მხრიდან, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს. „ანტივაქსერების ჯგუფი საბედნიეროდ არ არის დიდი ჯგუფი და ესეც არის ჩვენთვის საიმედო მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ დღესდღეობით მუშაობა გვჭირდება იმ ჯგუფთან, ვინც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს. ვაქცინაციას წაახალისებს მაგალითიც …

დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად კორონავირუსის ახალი შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკისა, საქართველოს მთავრობა არ განიხილავს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას. „ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება, დღევანდელი მდგომარეობით, არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა იმის აღსრულება, რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება,“ …

არ იგეგმება სკოლების ონლაინსწავლებაზე გადაყვანა – გაბუნია

დღეს, 20 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, არ იგეგმება სკოლების ონლაინსწავლებაზე გადაყვანა. „სკოლებში მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა, ზოგიერთ სკოლაში არის უფრო მაღალი მაჩვენებელი. იმისათვის, რომ კორონავირუსის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია, ეს მაჩვენებელი გაიზარდოს 80 პროცენტამდე. ბოლო მონაცემებით, 150 სკოლა და 400-მდე კლასია ქვეყნის მასშტაბით …

კოვიდის ახალ ტალღას სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღა საქართველოში რამდენიმე თვეში, ახალი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი. ამის შესახებ მან დღეს, 9 სექტემბერს ისაუბრა ჟურნალისტებთან. „ვერასდროს ვერ გამოვრიცხავთ სამომავლოდ რის მოლოდინი უნდა გვქონდეს, შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც იყოს, ამისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. …ეს არ იქნება მოკლე მომავალში, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ …

წელს 5 ათასამდე ორსული დაინფიცირდა კოვიდით – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე წელს ორსულებში დელტა შტამის გავრცელება იყო ძალიან სწრაფი და ინფიცირების მაჩვენებელმა 5 ათასს მიაღწია. „2020 წელს ჩვენ  ორსულებში გვქონდა 1300-მდე ინფიცირების შემთხვევა და აქედან მხოლოდ 1 იყო გარდაცვალება. წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ თითქმის 5 000-ს მიაღწია. ერთდროულად, ერთსა და იმავე პერიოდში, ინფიცირებული იყო 40-50 ორსული, რა თქმა უნდა, …

„ტოცილიზუმაბი“ პაციენტმა არ უნდა იყიდოს – გაბუნია ძვირადღირებულ წამალზე

დღეს, 31 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ძვირადღირებული პრეპარატის – „ტოცილიზუმაბის“ ხელმისწავდომობაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. როგორც პაციენტების ახლობლები წერდნენ სოციალურ ქსელებში, პრეპარატი ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებულთათვის, თუმცა კლინიკებში მათ ეუბნებიან, რომ მედიკამენტი არ აქვთ და საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ. მომხმარებლების თქმით, აღნიშნული პრეპარატი შავ ბაზარზე 4 100 ლარი ღირს. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს …

პატიმრების 66 % ვაქცინირებულია ერთხელ, 55 % ორჯერ – გაბუნია

„გამიჭირდება ამ ციფრის დასახელება, მაგრამ სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი,“ – უპასუხა დღეს, 30 აგვისტოს, ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პატიმრების კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, იცოდა თუ რამდენი პატიმარია ინფიცირებული, რადგან ადვოკატების თქმით, ათეულობით პატიმარია კორონავირუსით დაავადებული. პატიმრის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი პატიმრის დედაც ესაუბრა. მისი თქმით, პატიმარი უკვე გადაიყვანეს კლინიკაში. …

როდის შეეძლებათ ბავშვებს აცრა – გაბუნიას კომენტარი

დღეს, 24 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 12 წელს გადაცილებული მოზარდების აცრას ბევრი ქვეყანა უკვე ახორციელებს, მათ შორის აშშ, კანადა, ისრაელი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, თუმცა საქართველოში მოზარდების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღება, როცა ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმსჯელებს „იმუნიზაციის საბჭოც იმსჯელებს ამ საკითხზე, რადგან მნიშვნელოვანია რომ …

თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება – გაბუნია

„თუ ასე გაგრძელდება 7, 8, 10 დღე, მოგვიწევს დამატებით გადაწყვეტილების მიღება, საველე ჰოსპიტლები დაგვჭირდება,“ – აღნიშნა დღეს, 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობენ, რომ კლინიკებში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ, საწოლები უკვე დეფიციტია, თუმცა რომელიმე პაციენტის მიღებაზე ჯერ უარი არ უთქვამთ. „ხერხდება ამის მართვა, ჯერჯერობით,“ – დასძინა …

პანდემიის გამწვავება უკავშირდება არა ტურიზმს, არამედ ქორწილებს – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა, რომ ეპიდემიის გამწვავება არა ტურისტებს, არამედ ქორწილებსა და სხვა ოჯახური ტიპის შეკრებებს უკავშირდება. “ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად. ბევრი სხვა ფაქტორია. მთავრი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი არის ქორწილი და სხვა კიდევ ისეთი დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის …

კოვიდის რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, გაბუნია ამბობს, რომ რეგულაციები არ გამკაცრდება

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო პერიოდში რეკორდული მაჩვენებელია. დღეს, 3 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო გაბუნიამ განაცხადა, რომ რეგულაციების გამკაცრება სტატისტიკის ზრდის მიუხედავად არ იგეგმება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია აღსრულდეს არსებული შეზღუდვები. „პირბადის გამოყენება როგორც გარე, ისე დახურულ სივრცეში, არის მკაცრად რეკომენდებული,“ – განაცხადა …

3 კვირის განმავლობაში 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა – თამარ გაბუნია

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაახლოებით 4 ათასამდე ბავშვის ინფიცირება გვაქვს,“ – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. „უმრავლესობა ამ შემთხვევებისა არის მუსუბუქად მიმდინარე, ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. სამწუხაროდ, ორი გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში სწორედაც კორონავირუსის ინფექციით. 350-მდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით დღეს ბავშვებისთვის,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. …

ჩემი ოჯახის წევრებიც სხვა ვაქცინით აიცრნენ, არც ერთი არ დალოდებია „ფაიზერს“ – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის საკითხზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოსახლეობამ საკუთარ თავს არ უნდა მისცეს დალოდების უფლება. „ყოველი დღე, თითოეული დაკარგული დღე, უკვე უტოლდება ადამიანურ დანაკარგს“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ. „ფაიზერის მოწოდება დაიწყო მცირე დოზებით. ჩვენ ვიცით, რომ გასულ კვირაში შემოვიდა გარკვეული რაოდენობა. დიდი დოზების …

კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი 0,3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულ პირებში – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია. „ორჯერ ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ასევე დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი ერთჯერ ვაქცინირებულ პირებში. კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0,3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულ პირებში და 0, 8 – ერთხელ ვაქცინირებულ პირებში, რაც არის კიდევ ერთი დასტური იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და რამდენად რეალურად …

კოვიდით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მე-13 ადგილზე ვართ მსოფლიოში – გამყრელიძე

რატომ გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა ქვეყანაში? გასული წლის დეკემბერში, მაშინ, როცა დღეში კოვიდის 4000 და მეტი ახალი შემთხვევა იყო, 50-მდე პაციენტის გარდაცვალება ფიქსირდებოდა და ახლა, როცა დღეში 1000-1500 შემთხვევა გვაქვს, დღეში 17-დან 30-მდე პაციენტის კოვიდით გარდაცვალების შემთხვევაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ  კლინიკური ჯგუფი ამ ანალიზს  პირველივე დღეებიდან აკეთებს. „ლეტალობის მაჩვენებელი ოდნავ მომატებულია, …

აცრის წინ რაიმე სახის გამოკვლევის ჩატარება აუცილებელი არ არის – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კორონოვირუსის წინააღმდეგ აცრის წინ რომელიმე გამოკვლევის ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის. „თუმცა თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, ჩვენ პაციენტს ვურჩევთ, რომ გაიაროს კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან. რუტინულად, D-დიმერის ან სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ არ არის საჭირო,“- ამბობს თამარ გაბუნია. დღეს, 8 აპრილს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაბუნიამ …

„ღამით მოძრაობის შეზღუდვის მოხსნა გაუმართლებელია“ – გაბუნია

დღეს, 6 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე მოძრაობის შეზღუდვის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად. „დღეს ეპიდემიური მდგომარეობა არის უკიდურესად სარისკო. ღამით მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შემთხვევების უკონტროლო მატების და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. წმინდა ეპიდემიოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა …

55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან შეუძლიათ – გაბუნია

დღეს, 2 აპრილს, დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 55 წელს გადაცილებული პირების რეგისტრაცია.  აცრისთვის ვიზიტის შესაძლებლობა კლინიკებში ქვეყნის მასშტაბით 5 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დღეს, 2 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას კითხვები დაუსვეს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებენ საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას ამ ვაქცინის მიმართ, რადგან ვაქცინას ჯერ კიდევ არ აქვს ჯანმოს …

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება – თამარ გაბუნია

„ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სამშაბათიდან იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა დღეს, 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. დღეს უკვე დაიწყო 65 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეების რეგისტრაცია, ვინც ვაქცინას გაიკეთებს. მინისტრის მოადგილის თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა საქართველოში 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი: ბოკერიას სახელობის საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ კლინიკა, …

კოვიდზე ვაქცინაცია გაგრძელდება მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაცია გაგრძელდება მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში. „ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც ეს იყო „ფაიზერისთვის“ მომზადებული, გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარის დონეზე. გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა …

მარტის ბოლოს საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მარტის ბოლოს საქართველოში კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, 14 500 ადამიანისთვის საკმარისი დოზა, რომელიც ასევე მოხმარდება სამედიცინო სფეროს პერსონალის აცრას კორონავირუსზე. „43 200 ასტრაზენეკას ვაქცინას დაემატება „ფაიზერის“ ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა მივიღოთ 22 მარტის კვირაში, მარტის ბოლომდე. 14 500 ადამიანის ასაცრელად იქნება ეს დოზები საკმარისი, ორჯერადი აცრისთვის. აპრილში ჩვენ …

სად არის კოვიდის ვაქცინა? – მთავრობის განმარტება

დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა. გამყრელიძის თქმით, იმის გამო, რომ  ვაქცინის გარკვეული დოზა ზოგიერთ ქვეყანას შენახვის პირობების არასათანადოდ დაცვის გამო გაუფუჭდა, რამდენიმე დღის წინ „ფაიზერმა“ ახალი პირობები წაუყენა საქართველოსა და იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინა „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით უნდა შესულიყო. „ჯერ …

მოიხსნება შეზღუდვები 24 დეკემბერს? – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასაახალწლოდ, 24 დეკემბერს, მოიხსნება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, დამოკიდებულია შექმნილ ეპიდსიტუაციაზე. „ეს ერთი კვირა არის ჩვენთვის განსაკუთრებით, ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი, დავრწმუნდეთ, რომ რეალურად, სტაბილიზაციის ის ტენდენცია, რომელიც არის, შენარჩუნდება. ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილებები სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. …ციფრები რასაც გვეტყვის, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, დღეს ამაზე ვერ …

რას წერდა კოვიდით გარდაცვლილი 31 წლის ქალი ოჯახს და რას აცხადებენ სამინისტროში

დღეს, 4 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ბათუმში 31 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შემთხვევას აუდიტის ჯგუფი და რეგულირების სააგენტო შეისწავლის. მისი თქმით, შეისწავლიან იმ მიმოწერას, რომელიც პაციენტს ოჯახის წევრებთან ჰქონდა გარდაცვალებამდე. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება, ორსულობა მაქვს მხედველობაში და ყველა დედის დანაკარგი არის …

აჭარაში მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა – მინისტრის მოადგილე

აჭარაში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი იმყოფება კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად. ოფიციალური ინფორმაციით, მათი აჭარაში ჩამოსვლის მიზანი აჭარის კოვიდკლინიკებში კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება და მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებაა. დღეს, 2 ოქტომბერს, ლევან რატიანმა ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მან აღნიშნა, რომ კლინიკების მუშაობას გაეცნო და ისინი სტანდარტების …

როდის მოიხსნება შეზღუდვები აჭარაში – მინისტრის მოადგილის კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში დაწესებული ახალი შეზღუდვების მოხსნის თარიღი შესაძლოა ერთ კვირაში გადაიხედოს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. „ყველა შეზღუდვიდან ორი კვირა მაინც უნდა გავიდეს, რომ შეზღუდვის ეფექტი გამოიკვეთოს. ერთი კვირა გავიდა, სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები უკვე არის, კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ რამდენად ეფექტურია ეს შედეგები. მოლოდინი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი გვაქვს, რომ …

აჭარაში შეზღუდვები სულ მცირე ორ კვირას გასტანს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარი

25 სექტემბრიდან აჭარაში კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები შედის ძალაში. კერძოდ, საღამოს ათი საათის შემდეგ არ იმუშავებენ რესტორნები და კაფე-ბარები და არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მუნიციპალური ავტობუსები და ე.წ „მარშრუტკები“. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში დღეს დაწესებული შეზღუდვები შეამცირებს მოქალაქეების გადაადგილებას და, შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების რისკს. კითხვაზე, სანამდე გასტანს შეზღუდვები აჭარაში, …

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სკოლებში სწავლის დაწყებაზე – დაველოდოთ ეპიდსიტუაციას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შენობებში სასწავლო პროცესის დაწყება დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა. „სასწავლო პროცესი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და უნდა დაველოდოთ, ბათუმში განსაკუთრებით, როგორ იქნება მოვლენები და ამის მიხედვით იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა ჯერჯერობით ის გადაწყვეტილება, რაც დაანონსდა [სასწავლო პროცესის სკოლებში დაწყება პირველ ოქტომბერს], …

აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზე მკურნალობს – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და ექიმი სახლში უწევს მეთვალყურეობას. „ეს მოდელი არის აპრობირებული ბევრ ქვეყანაში და ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ დეტალებს, რომ ბინაზე მართვის მოდელი იყოს უსაფრთხოდ, შესაფერისი საცხოვრებელი პირობებით და თვითიზოლაციით, რომ არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი. პაციენტის კლინიკური სურათი და …

როგორ უნდა მოიქცე, თუ COVID-19-ის სიმპტომები გაქვს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

საქართველოში 24 ონლაინკლინიკა იქნება, სადაც მოქალაქეები კორონავირუსთან დაკავშირებული მომსახურების მიღებას შეძლებენ. კლინიკები პირველადი ჯანდაცვის ბაზაზე გაიმართა. 24 კლინიკიდან 15 თბილისში იქნება, დანარჩენი კი – რეგიონებში. მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში ორ-ორი ონლაინკლინიკაა გახსნილი. „ყველა კლინიკა დაფარავს როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობას. ონლაინკლინიკაში ზარი გადამისამართდება 112-ის მიერ. როდესაც მოქალაქე მაღალი ტემპერატურის ან საეჭვო რესპირაციული სიმპტომების გამო …

Exit mobile version