ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

15 იანვრის ღამეს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა 15 იანვარს, 00:00 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ …

როგორ შევასრულოთ EU-ს მოთხოვნები? – შეიწყალონ გვარამია და შეწყდეს კრიტიკული მედიის დევნა

ის ვალდებულებების ჩამონათვალი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გადმოსცა, მედიის თავისუფლების კომპონენტსაც მოიცავს. ევროკომისიის დასკვნაში წერია, რომ „გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებსა და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და …

ივანიშვილი ასამართლებს არა კონკრეტულ პერსონებს, არამედ დამოუკიდებლობის იდეას – ინტერვიუ

ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ კომენტარზე საზოგადოების მწვავე რეაქცია გაახსენდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, როცა მას ვკითხეთ, სად ხედავს საზოგადოების მზაობას, დაიცვას დამოუკიდებლობის იდეა? ის პრემიერის ფრაზას იხსენებს: „ომი უკრაინაშია“, რაზეც საზოგადოებას მკაფიო პასუხი ჰქონდა, რომ ეს საქართველოს ომიცაა და პრემიერი „თავის საქმეებს“ ვეღარ დაუბრუნდება უკრაინის გვერდის ავლით. ზვიად ქორიძისთვის ხალხის რეაქცია ამ კომენტარზე იყო გზავნილი, რომ საქართველოში …

„ხელისუფლებას ეშინია და უნდა, რომ საზოგადოებასაც ეშინოდეს“ – ინტერვიუ

„ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდო ქვეყანა შენი შიშებით, რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა გაანულო,“ – ყველაზე მეტად ამ რისკს ხედავს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ხელისუფლების რიტორიკაში რუსეთის მიმართ. მისი აზრით, შესაძლოა რუსეთს უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს თავი აღარც კი ჰქონდეს, მაგრამ საქართველომ თავად ვეღარ აღიქვას თავი თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ზვიად ქორიძესთან ინტერვიუ რუსეთზე საუბრით დავიწყეთ: არის თუ …

საშიშია, როცა მიიჩნევ, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას – ზვიად ქორიძე

ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მათ შორისაა, ვინც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების გაუარესებაზე შიშობს. მისი აზრით, გამოხატვის თავისუფლების, როგორც მთავარი კონცეპტუალური საკითხის მიმართ, იცვლება დამოკიდებულება. ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება გადააქციოს რაღაც ქიმერად, რომელსაც თითქოს შეუძლია ქვეყანას ნორმალურ განვითარებაში შეუშალოს ხელი და ამას აჯერებს კიდეც გარკვეულ საზოგადოებას. „ამიტომ აცხადებენ გამოხატვის თავისუფლებას დესტრუქციულ ქმედებად, აკავებენ …

როცა გტაცებენ ხელს და გტენიან მანქანაში – რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას

შეიძლება პოლიციამ ქუჩაში მხოლოდ იმიტომ დაგაკავოს, რომ ხელში ტრანსპარანტი გიჭირავს; პროტესტის ნიშნად, ვთქვათ, მუსიკას რთავ სუსის ან პარლამენტის შენობასთან; პულვერიზატორით ქუჩაზე წარწერას აკეთებ; უბრალოდ, ფერად ბუშტებს უშვებ ცაში, რომელზეც რამდენიმე საპროტესტო სიტყვა აწერია. ბოლო პერიოდში სწორედ მსგავსი მიზეზებით აკავებენ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე. ერთ ადამიანზე ათი პოლიციელიც კი მოდის. არის შემთხვევები, როცა პოლიციელები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე …

პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქორიძე ფაილების საქმეზე

რა უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების გავრცელების შემდეგ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს, საზოგადოების პასუხი იმ უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე, რომელსაც სავარაუდოდ სუსი ახორციელებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ჟურნალისტი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე საუბრობს. ბატონო ზვიად, ინტერნეტში აიტვირთა ათასობით ფარული ჩანაწერი, ფაილები, სადაც კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრებაა ასახული – ფოტოები, პირადი ნომრები, …

ღარიბაშვილი მზად არის აწარმოოს ომი ქვეყნის შიგნით – ზვიად ქორიძე

ავტორი: ზვიად ქორიძე ყველამ იცოდა, რომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ ექვს საათზე უნდა გამოსულიყო, თუმცა დილის 11:00 საათზე ეს გავეშებული ხალხი რატომ იყო ასე აგრესიული ჟურნალისტების მიმართ? რატომ დაერივნენ მათ? იმიტომ, რომ ჟურნალისტები ყველაზე გამაღიზიანებელია ყველა მთავრობისთვის. ჯერ კიდევ როდის თქვა ივანიშვილმა, – „გამორთეთ „რუსთავი 2“ და ქვეყანაში იქნება აღმშენებლობაო. ხელისუფლებას აღმშენებლობის ეფექტს უკარგავს ის, …

მედიის გარეშე დარჩენილი საზოგადოების მართვა მარტივია ხელისუფლებისთვის – ქორიძე

„ხელისუფლებას აღარ სურს, რომ მედია არსებობდეს, ინფორმაციით ამარაგებდეს და აძლიერებდეს საზოგადოებას. ეს უკვე იმის მანიშნებელია, რა უნდა ამ ხელისუფლებას“ – განაცხადა დღეს, 12 ივლისს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ. „ხელისუფლებას ამ შემთხვევაში უნდა ერთადერთი რამ, ავტორიტარიზმი, მეტი არაფერი. მისი ამოცანაა საზოგადოებას პირველ რიგში გაუჩინოს უნდობლობა მედიის მიმართ, დაარწმუნოს ყველა ხილული თუ უხილავი მექანიზმებით, …

ზვიად ქორიძე: პოლარიზებული მედიის ველიდან ყველაზე მეტად გარიყულია საზოგადოება

„ყველა ტიპის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა ჩვენ გვაქვს იმიტომ, რომ ამ თემებზე არ მიდის დისკუსია. ყველაფერი დაიყვანება მხოლოდ პრიმიტიულ შეფასებებამდე: „ყველაფერში დამნაშავეა ხელისუფლება“ ან „ყველაფერში დამნაშავეა ოპოზიცია,“ – გვითხრა მედიაექსპერტმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა ზვიად ქორიძემ, როცა მას ქართული მედიის გამოწვევებზე ვესაუბრეთ 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ …

„ღარიბაშვილი ომის პარტიაა, გუშინ დანიშნული პრემიერი უნდა გადადგეს“ – ზვიად ქორიძე

მედიის სპეციალისტი ზვიად ქორიძე დღეს, 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ „საქართველოს პარლამენტმა, თუ მას შერჩენია პოლიტიკური ინტუიცია და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, გადააყენოს გუშინ დანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან“. ზვიად ქორიძე წერს: „ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ წერტილი დაუსვას საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარების პროცესს. ნიკა მელიას დაპატიმრებითა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევით მან …

„კოხრეიძე თავის პერსონალურ გეგმას არ ახორციელებს აჭარა ტვ-ში“ – ზვიად ქორიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ალტერნატიულ პროფკავშირთან მედიაციის პროცესი ისე შეწყვიტა, რომ არ დალაპარაკებია თანამშრომლებს. არხის ჟურნალისტები გაფიცვას გეგმავდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თქვეს, რომ ამ რთულ ვითარებაში საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ უნდა იმუშაონ. ამის მიუხედავად, ეს ჯგუფი მაინც ეთერს მიღმა აღმოჩნდა: გიორგი კოხრეიძემ გააჩერა გადაცემა „ჰეშთეგი“. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა ტელეწამყვანის …

ზვიად ქორიძე: აჭარის ტელევიზია უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა

ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი:  დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სჭირდება დაცვა. იგი უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება. დღეს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ ანტიდემოკრატიული და რეაქციული ძალები. მათ ეს ფრონტი ათი თვის წინ გახსნეს, როდესაც დირექტორობიდან გადააყენეს ნათია კაპანაძე. შემდეგ მიაღწიეს პოზიციურ წარმატებას, როდესაც არ დაუშვეს დირექტორად ნათია …

ზვიად ქორიძემ აჭარის მაუწყებლის დირექტორს გათავისუფლების თხოვნით მიმართა

ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის მაუწყებლის კონსულტანტი იყო, ახალდანიშნულ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მაუწყებელი ავრცელებს. “2019 წლის 1 იანვრიდან ვასრულებ მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება”, …

„ადგილობრივები არ გვყავს?“ – დეპუტატი „ჩამოსულების“ აჭარაში დასაქმებაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყების აჭარის ტელევიზიასა და რადიოში „ჩამოსული“ ადამიანი მაღალ თანამდებობებს არ უნდა იკავებდეს. ეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „სათქმელში“ განაცხადა. „მე კიდე მაინტერესებს, რატომ უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის იდეოლოგი თემურ ქორიძე, რატომ უნდა ღებულობდეს 3 ათას ლარს ხელფასს, ადგილობრივი არ გვყავს? დავიჯერო ასეთი …

ქორიძე რ2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ხელისუფლების განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულია

რუსთავი 2-ის გარშემო მას შემდეგ განვითარებულ  მოვლენებს, რაც ამ არხის ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. საქმე იმაშია, რომ რუსთავი 2-თან შეკრებილი მოქალაქეები ამ წუთებში არხის გაუქმებას, ასევე გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვენ. არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. მანამდე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ტელეწამყვანის ამ …

რა ელით ჟურნალისტებს გამოცხადებული დეზინფორმაციის მარათონში

რას ნიშნავს, როცა დამოუკიდებელი მედია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს? როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები, როდესაც მედიამფლობელი ჟურნალისტებს საკუთარი პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესების გასატარებლად იყენებს? რა არჩევანი აქვთ ჟურნალისტებს და სად არის გამოსავალი – ეს არის საკითხი, რომელზეც „ბათუმელები“ მედიის სპეციალისტს, ზვიად ქორიძეს ესაუბრა.  2018 წლის 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლა დააანონსა. მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებით ტელევიზიაში დასაქმებულები …

ზვიად ქორიძე: ფაშიზმის მაჩვენებელია, როცა ვამბობთ, რომ ვიღაცას აქვს სპეციფიკური სუნი

4 მაისს ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ გამართა დისკუსია თემაზე: „ეროვნული უმცირესობები საქართველოში“. გთავაზობთ ზვიად ქორიძის მოხსენების შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას. ზვიად ქორიძე: ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებულები, გვაქვს განსხვავებული ხედვა ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რა არის უცვლელი. ეს არის პრობლემა, რაზეც მე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ თქვენთან მესაუბრა. ამ 27 …

ზვიად ქორიძე: რატომ მივდივართ დასავლეთში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება  დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 14-15 ნოემბერს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ თხილნარის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე – „რატომ მივდივართ დასავლეთში“. გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეხება. ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: „მთავარი ევროპული ღირებულება …

რას არ ეუბნებიან ამომრჩეველს ხელისუფლება და პარტიები არჩევნების წინ – დისკუსია

როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება – ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია შედგა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ: ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი პეტრე ზამბახიძე. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი იყო. ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასლან ჭანიძემ. მისი აზრით, მოცემულობა მაშინ შეიცვლება, თუკი …

ზვიად ქორიძე ხობელ მოსწავლეებზე: ისინი არიან მედიისგან მორალურ ტერორში

დღეს, 30 სექტემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სხდომა ხობში გამართა და გაზეთ “ასავალ-დასავალის” მისამართით ეთიკის რამდენიმე პრინციპის დარღვევა დაადგინა, მათ შორის, დისკრიმინაციის და ბავშვთა უფლებების კუთხით. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ხობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მიმართა. მანამდე, გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა ამ სკოლის მოსწავლეებზე, რომლებმაც თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. გაზეთმა მოსწავლეები და …

„ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ” – შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან ბათუმში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იწყებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 11 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება შეხვედრა დრამატურგთან, მწერალ დავით გაბუნიასთან თემაზე – „ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ”. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ზვიად ქორიძე იქნება. დასწრება თავისუფალია. პროექტის მენეჯმენტის  მხარდაჭერია აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI),  ფინანსური მხარდამჭერები კი არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სამშენებლო კომპანია „გზები”. მისამართი: ბათუმის …

დამოუკიდებელი ქვეყნის 25 წელი

26 მაისს შესრულდება 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადებიდან. როგორ იცვლებოდა საზოგადოება ამ წლების განმავლობაში – კითხვებს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ უპასუხა. ზვიად, თქვენი შეფასებით, 25 წლის მანძილზე, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რა შეიცვალა ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არ შეიცვალა? პირველ რიგში, არის ერთი ძალიან საინტერესო კაზუსი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ 26 მაისს და არა …

შეწყალების სადავო მოდელი

27 აპრილს პრეზიდენტმა 95 პატიმარი შეიწყალა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ოფიციალური მონაცემით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაცილებით მეტ პატიმარს იწყალებს, ვიდრე მისი წინამორბედი, თუმცა შეწყალების აქტი, ორივე პრეზიდენტის დროს, ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. კვლევა, რომელიც შეწყალების ქართულ მოდელსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ჩაატარა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ …

ზვიად ქორიძე: „მეჩეთის აღდგენით თურქეთი ვერ აწარმოებს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას“

ზვიად-ქორიძე-„მეჩეთის-აღ

საპროტესტო აქცია აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ

საპროტესტო-აქცია-აზიზიეს

Exit mobile version