მთავარი,სიახლეები

ზვიად ქორიძე: „მეჩეთის აღდგენით თურქეთი ვერ აწარმოებს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას“

30.05.2012 • 1351
ზვიად ქორიძე: „მეჩეთის აღდგენით თურქეთი ვერ აწარმოებს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას“

აზიზიეს მეჩეთიბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის თაობაზე პოლიტიკოსების, მედიისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის შესახებ “ბათუმელებთან“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე საუბრობს.

-ბატონო ზვიად, მიუხედავად დიდი ინტერესისა, ხელისუფლება ამ დრომდე არ აკეთებს კონკრეტულ განმარტებას, სად უნდა აშენდეს ბათუმში აზიზიეს მეჩეთი, ეს იქნება მოქმედი მეჩეთი, თუ მუზეუმი. საზოგადოება, განსაკუთრებით აჭარაში, ბათუმში, არის შეშფოთებული თურქეთთან მიღწეული შეთანხმებით. ისმის რადიკალური განცხადებებიც. ეს რითია გამოწვეული, რატომ აქვს საზოგადოებას ასეთი მძაფრი რეაქცია ამ საკითხზე, ესაა შიში, ისტორიული მეხსიერება?

– დღეს ცოტა უხერხულია ვისაუბროთ რაღაც ტიპის ისტორიულ მეხსიერებაზე, რომელიც შეიძლება გამოირჩეოდეს განმეორებადობით და ამის გამო ჩვენ თანამედროვე ურთიერთობებზე უარი ვთქვათ. მიმაჩნია, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. შესაბამისად, მგონია, რომ როდესაც მეჩეთების აღდგენაზე საუბრობს თურქეთის ხელისუფლება, მას არ ამოძრავებს იმის სურვილი, რომ დააბრუნოს რომელიმე კონკრეტული ისტორიული ეპოქა მე-15 საუკუნიდან მეოცე საუკუნემდე. მეჩეთების აღდგენა-რეკონსტრუქცია არის ხაზგასმა იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ოდესღაც იყო ოსმალეთის ხელისუფლების გავლენა. ჩვენც უნდა ვიყოთ თანმიმდევრული, ვიცით, რომ ეს ასე იყო, უნდა ვიცოდეთ, რომ ცალკეული მეჩეთის აღდგენით თურქეთი ვერ აწარმოებს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას. ისევე, როგორც თურქეთში აღდგენილი ოშკი, ხანძთა, ან იშხანი არ ნიშნავს იმას, რომ ვიწყებთ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას თურქეთის მიმართულებით.

სხვათა შორის, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსები და მღვდელმთავრები საუბრობენ ამ ეკლესიების აღდგენაზე და ხაზს უსვამენ, რომ მოვა დრო და ჩვენ ისევ დავიწყებთ საუბარს ტაო-კლარჯეთის დაბრუნებაზე. რაკი ეს დისკურსი არსებობს ჩვენს ცნობიერებაში და ვერ გამოვდივართ შუასაუკუნეების ცნობიერების კლიშეებიდან, გვაქვს შიში, რომ თურქეთიც ამიტომ გვესაუბრება მეჩეთების აღდგენაზე, რომ მასაც ამოძრავებს იგივე ექსპანსიონისტური სურვილი. ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ამ ორი საზოგადოების მიერ დაფუძნებული სახელმწიფოები, თანამედროვე თურქეთი და საქართველო, ღიად უნდა საუბრობდნენ იმაზე, რომ ის პრობლემები, რომელიც იყო ორი საზოგადოების ურთიერთობაში საუკუნეების წინ, დღეს არ არის დღის წესრიგში.

ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინი დღის წესრიგიდან ხსნიან ხახულის მონასტერში წირვა-ლოცვის მოთხოვნას და საუბარია მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენაზე. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობს ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის საეპისკოპოსო. რაკი საეპისკოპოსოს ქმნი, შესაბამისად, გაქვს ამ ტერიტორიაზე რიტუალების ჩატარების პრეტენზია. ჩვენ გვაქვს მსგავსი ეპარქია სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან, ვგულისხმობ სომხეთს. იქაც იგივე პრობლემაა _ გვაშინებს ნებისმიერი ეკლესია-მონასტრის აღდგენის, რესტავრაციის პრობლემა. ჩვენ მუდმივად გვაქვს შიში, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებაში, რომელსაც ამ ეტაპზე მე ვუყურებ, როგორც კულტურულ და მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ნაბიჯს, დავინახოთ საფრთხე ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. საზოგადოების შიშს მეტწილად განსაზღვრავს ის, რომ ხელისუფლება და მედია მას არ აწვდის ინფორმაციას.

– პოლიტიკოსები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაზე დავა, ეს არის პოლიტიკური საკითხი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება აზიზიეს მეჩეთს, რომელიც აღარ არსებობს, ამ შემთხვევაში რა უნდა აღდგეს?

– აზიზიეს მეჩეთი არ არსებობს იმის გამო, რომ კომუნისტების მმართველობის დროს იგი დაანგრიეს. ამ მეჩეთის არსებობა გარკვეული პოლიტიკური მდგომარეობის აღმნიშვნელი იყო, ისევე როგორც იმ ეკლესია-მონასტრების არსებობა, რომლებიც დგას თურქეთის ტერიტორიაზე. გარდა იმისა, რომ ეს ეკლესია-მონასტრები ჩვენ მიგვაჩნია კულტურულ და რელიგიურ ძეგლად, ის ასევე არის აღმნიშვნელი კონკრეტული პოლიტიკური და კულტურული პროცესისა, რომელიც X_XII საუკუნეებში ვითარდებოდა ამ რეგიონში. ეს ეკლესიები გადარჩნენ და მე მიმაჩნია, რომ თურქეთის ხელისუფლების პოზიცია ხანძთის მონასტერთან დაკავშირებით იყო ცივილიზებული. ვფიქრობ, ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენ.

– 1990-იანი წლების ბოლოს გვქონდა ასეთი სურათი, როცა მუსლიმური აღმსარებლობის ადამიანები აჭარაში მიიჩნევდნენ, რომ მათ რელიგიას უზღუდავდნენ და იყო მასობრივი პროტესტი, მსგავსი რამ ახლა არის მოსალოდნელი?

– თუ უფრო მეტად გაიზრდება არაინფორმირებულობის ხარისხი, რადიკალიზმის ხარისხი შეიძლება უფრო მეტიც იყოს. გააჩნია, ეს დაპირისპირება როგორ ჩაჯდება პოლიტიკური პროცესების ნაკადში, რომელიც დღეს საქართველოშია. საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა. ვერანაირი ძალისმიერი მეთოდით ვერ შეზღუდავ ადამიანის რწმენის უფლებას. შესაბამისად, ვერ შეზღუდავ იმასაც, რომ მოქალაქეებს თუ აქვთ სურვილი, ჰქონდეთ მეჩეთი და აღასრულონ საკუთარი რიტუალები. მაგრამ აქ ასე არ დგას საკითხი, ქართულ-თურქული მოლაპარაკების თემა არ არის განსახილველი რელიგიურ კონტექსტში, რადგან აქ არ არის საუბარი რელიგიური ცენტრების შექმნაზე. რაკი მიდის საუბარი, რომ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა უნდა გადავარჩინოთ, მაშინ ჩვენ გვაქვს საერო ხასიათის პრობლემა.

ჩემთვის მიუღებელია რომელიმე რელიგიის დომინანტური დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისადმი. რადგან აღმსარებლობა არის ინდივიდუალური ქმედება კონკრეტული ადამიანის და ამან არ უნდა იმოქმედოს პოლიტიკურ პროცესებზე. იქ, სადაც არ დგას დღის წესრიგში რელიგიური აღმსარებლობის თემა, ძალით ნუ შევიტანთ მას.

როდესაც საუბარია იმაზე, რომ რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს ეკლესია-მონასტრებს თურქეთის ტერიტორიაზე და მეჩეთებსა და აბანოს – საქართველოში, ამაში არაფერია ტრაგიკული. თუ იმაზეა საუბარი, რატომ უნდა აღდგეს აზიზიეს მეჩეთი პირველადი სახით, ძალიან მარტივი ლოგიკაა -იდგა ეს მეჩეთი და ამ შემთხვევაში თურქულ მხარეს მიაჩნია, რომ როგორც არის ოშკი და იშხანი სხვა ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური და ისტორიული რეალობის აღმნიშვნელი ძეგლი, მასაც უფლება აქვს, მოითხოვოს ეს.

საქართველოში საზოგადოება ამ თემაზე არ საუბრობს, მაგრამ არსებული დამოკიდებულება სხვა რელიგიების, სხვა კონფესიების მიმართ ჩვენს მაღალ სულიერებაზე არ მეტყველებს, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზეც მოქმედებს. ისევე, როგორც მაგალითად ის, რომ ქართულ საზოგადოებაში ღიად არ საუბრობენ კათოლიკური ეკლესიების დაბრუნებაზე კათოლიკური თემისთვის. მახსოვს, როცა სოზარ სუბარმა ეს საკითხი თავისი პირველი მოხსენების დროს დასვა საქართველოს პარლამენტში, მაშინ დღეს მოქმედი უმრავლესობის დეპუტატებმაც კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. მაგრამ ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, ამაზე ქართული საზოგადოება, განურჩევლად მისი აღმსარებლობისა, ღიად უნდა საუბრობდეს და კამათობდეს.

მედია ვერ კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, ამიტომ ურჩევნია ისტორიული კლიშეებით და ჩამოყალიბებული ცნობიერებით შესთავაზოს რაღაც აზრი. იგივე ხდება სომხურ ეკლესიებთან დაკავშირებით და პერმანენტულად საქართველო, როგორც სახელმწიფო, ძალიან რთული პოლიტიკური და ეთნიკური დაპირისპირების ზღვარზეა სომხეთთან. ეს ძალიან მწვავე თემაა და ჩვენ მინდობილი ვართ, ცოტა არ იყოს, ფაშისტურ რიტორიკას, რომლითაც გამოირჩევიან ჩვენი პოლიტიკოსებისა და მედიის ერთი ნაწილი. ჩვენ ამ თემებზე არ ვსაუბრობთ, ამიტომ გვიჩნდება მერე შიში. სადაც არის ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი, იქ შიში არ ჩნდება.

დარწმუნებული ვარ, თუ ღიად მიაწვდის ამ ინფორმაციას თურქული მედია თურქულ საზოგადოებას, იქაც არ ექნებათ შიში, რომ ახლა აღდგება ოშკი, იშხანი, შატბერდი და აუცილებლად დაიწყება ქართული სახელმწიფოს ექსპანსია.

-დგას თუ არა ამ შემთხვევაში პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი?

– რაც უფრო მეტად ჩაიკეტება ეს სივრცე, რაც უფრო მეტად არაინფორმირებული გახდება ჩვენი საზოგადოება, საფრთხე იმისა, რომ წავა ამ პროცესის რადიკალიზაცია, გარდაუვალია. მიმაჩნია, რომ მთავრობამაც ღიად უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი. ეს არ არის თემა, რისაც ჩვენ უნდა გვეშინოდეს და არ შეგვეძლოს ღია დისკუსია, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება შემორჩენილი მეჩეთებისა და აბანოს რესტავრაციას და ბათუმში დანგრეული მეჩეთის აღდგენას პირვანდელი სახით.

საერო და სასულიერო ხელისუფალს იმიტომ აკისრია პასუხისმგებლობა, რომ არ დატოვოს საზოგადოება დოგმების ტყვეობაში. როდესაც არა გაქვს ინფორმაცია, პოლიტიკოსებსაც და ეკლესიასაც უადვილდებათ საზოგადოების დარაზმვა. როდესაც საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას, კარგი იქნება, თუ მეტ ინფორმაციას ჩადებს განცხადებაში. მთავრობა საერთოდ არ აკეთებს განცხადებას ამ თემაზე – აი, ეს გაურკვევლობა ქმნის პრობლემას, მით უმეტეს, როცა საქართველოში არის ასეთი აზრი, რომ მთავრობას და საეკლესიო ხელისუფლებას აქვს გართულებული ურთიერთობა – საზოგადოების აღქმა ასეთია. ორივე მხარე ცდილობს, საზოგადოება გამოიყენოს თავის სასიკეთოდ, ეკლესიაც და სახელმწიფოც, იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეთიკურად აშუქებს ქართული მედია აჭარაში მეჩეთის მშენებლობის თემას? თუ არსებობს კონკრეტული სტანდარტი, როგორ უნდა გაშუქდეს მსგავსი თემა?

არსებობს ერთადერთი სტანდარტი – არ უნდა შეიბღალოს ადამიანის რელიგიური გრძნობები. ამ შემთხვევაში მედიამ უნდა გამოიჩინოს საღი აზრი და არ მიაყენოს შეურაცხყოფა მოქალაქეებს მათი აღმსარებლობის გამო და მეორე მხრივ, არ მისცეს საშუალება პოლიტიკურ ძალებს, მიაყენონ შეურაცხყოფა მოქალაქეებს.

ფაშიზმის ბაცილა არ არის დრომოჭმული ბაცილა, იგი სულ არსებობს, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის, ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის. იგი სახიფათოა, უცებ შეიძლება აღმოჩნდეს ამ ბაცილისათვის ნოყიერი ნიადაგი, თუ პოლიტიკური ძალები და გნებავთ მედია, არ გამოიჩენენ პასუხისმგებლობას და საზოგადოებას სწორად არ აუხსნიან, რა ხდება, ამ ბაცილამ შეიძლება იხაროს. საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების აქტივისტები ხშირად მიმართავენ ფაშისტურ რიტორიკას, რომ მოიპოვონ მეტი მხარდაჭერა, გავლენა და დაანახონ საზოგადოებას, რომ ისინი უფრო მეტად მორწმუნენი და ქართველნი არიან, ფაქტობრივად, საზოგადოება მიჰყავთ უფსკრულის პირას.

ამას ემატება ისიც, რომ მედია ხშირ შემთხვევაში ცდილობს არ ჩაერიოს, შიშველი სახით გადასცემს ინფორმაციას და ამ უმოქმედობით თვითონ უწყობს ხელს რადიკალიზაციის პროცესს. არის შემთხვევები, როდესაც ცალკეული მედიასაშუალება თვითონ ხდება აგიტატორი, გამოდის ინიციატივებით და განსაკუთრებით ბეჭდურ მედიაში ხშირად ვნახულობთ მოწოდებების სტატიებს, ცალკეული სახელმწიფოები როგორ აპირებენ ჩვენი კულტურის ნგრევას, ჩვენი მიწა-წყლის და ეკლესია-მონასტრების მიტაცებას და ასე შემდეგ.

20 წლის წინ გვქონდა სხვა არჩევანი, მაშინ რადიკალური ნაციონალიზაციის გზა აირჩია ქართულმა საზოგადოებამ და აღმოჩნდა, რომ საზოგადოება დამოუკიდებლობის 20 წლის თავზე ისევ იქ არის, ისევ ადვილად ახერხებენ პოლიტიკოსები და ცალკეული საზოგადო მოღვაწენი იმას, რომ საზოგადოება წარმართონ სწორედ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, როცა არის მძიმე სოციალური ფონი, იქ ყოველთვის იოლად გადიან ფაშისტური იდეებით. მძიმე სოციალური ფონი ამისათვის კარგი ნიადაგია.

გადაბეჭდვის წესი

ასევე: