„გვჭირდება შეკრება ერთ მაგიდასთან“ – ბათუმში დღეს, 7 მაისს დისკუსია გაიმართება

დღეს, 7 მაისს, ბათუმში ფილმს აჩვენებენ და დისკუსია გაიმართება დამოუკიდებლობის თემაზე. ამ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. „ისტორიულად, ქართველები სუფრასთან ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მძიმე დროს, დღესაც გვჭირდება შეკრება ერთ მაგიდასთან, ერთმანეთის მოსმენა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა. ამიტომ, 26 მაისამდე საქართველოს შემოვივლით და ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუსმენთ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. …

თსუ-სა და სტუ-ს კურსდამთავრებულები – „ჩვენი უნივერსიტეტები განადგურების პირასაა“

თსუ-სა და სტუ-ს კურსდამთავრებულები გეგმავენ შეხვედრა-დისკუსიას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე, რომელიც უმაღლეს განათლებას უკავშირდება. შეხვედრა თბილისში, 14 თებერვალს, 17:00 საათზე, „ტერმინალში“ გაიმართება. „ჩვენი უნივერსიტეტები, ადგილი სადაც გავიზარდეთ, პიროვნებებად ჩამოვყალიბდით და მეგობრები შევიძინეთ – განადგურების პირასაა! „ქართული ოცნება” ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებს საქართველოს ორი უძველესი, საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის ძალადობრივ რეფორმირებასა და შიდა საქმეებში უხეშ …

„ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგია გახდება“ – ფორუმი განათლების საკითხებზე

24 იანვარს, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის“ თბილისში ატარებს ფორუმს განათლების პოლიტიკის შესახებ, რომელიც 12:00 საათზე, „ქალაქის თეატრის“ შენობაში გაიმართება. ფორუმზე მოწვეული არიან პედაგოგები, ახალგაზრდები, ლექტორები, მშობლები, სპეციალისტები და განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეები მცირე ჯგუფებსა და პლენარულ ფორმატში იმსჯელებენ განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ზომებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე. „24 იანვარს მსოფლიოში განათლების საერთაშორისო დღე …

მასწავლებელი პროგრამიდან ნაწარმოებების ამოღებაზე – „ოცნებისგან არ ველოდები არაფერს ეროვნულს“

რატომ ამოიღო განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოიღო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბას და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები, სადაც ყველაზე აქტიურადაა განხილული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიკოლონიალური აჯანყებები, ხაზგასმულია ქართველი ერის ბრძოლა თავისუფლებისთვის? „ბათუმელების“ სტუდიაში ამ თემაზე საუბრობენ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე.

შეძლებს „ოცნება“ კანონში რეპრესიული ცვლილებებით პროტესტის გაჩერებას?

„ბათუმელებთან“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე და ისტორიკოსი ლაშა ბაჟუნაიშვილი საუბრობენ, კონკრეტულად რა შეცვალა „ოცნებამ“ კანონმდებლობაში და რა საფრთხეს უქმნის ეს ცვლილებები კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

„საფრთხე რეალურია“ – რა პრობლემას უქმნის განათლების სისტემას პარტიული გადაწყვეტილებები

რატომ გაქრა ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ქართველი კლასიკოსი მწერლების ცალკეული ნაწარმოებები და რა საფრთხეებს უქმნის განათლების სისტემას პარტიულად მოტივირებული გადაწყვეტილებები? – ამ თემაზე განათლების ექსპერტმა, სიმონ ჯანაშიამ და ფილოსოფოსმა ლევან შატბერაშვილმა ისაუბრეს „თავისუფლების მოედნის“ პირდაპირ ეთერში. გთავაზობთ დისკუსიას მცირე შემოკლებით. „სიმართლე არის ის, რომ ეს ნაწარმოებები კი ისწავლებოდა სკოლაში, მაგრამ არც არასდროს ყოფილა სავალდებულო სასწავლო პროგრამაში. …

„მე და ევროპა“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმში

დღეს, 10 ივნისს, ბათუმში „მედიის განვითარების ფონდი“ [MDF]  დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპას“ ჩვენება – დისკუსიას გამართავს. დისკუსიაში სცენარისტი ქეთი დევდარიანი მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ [ გოგებაშვილის #10] 16 საათზე დაიწყება. „გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4  რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს …

„ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა“ – დისკუსია ბათუმში დღეს საღამოს

ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა საქართველოს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით – ამ თემაზე დღეს, 23 ივნისს დისკუსიას შეგიძლიათ დაესწროთ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრის სპიკერები იქნებიან: მწერლები დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე, ასევე „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი – გიორგი მშვენიერაძე. დისკუსიის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“. დისკუსია საღამოს 8 საათზე დაიწყება. მისამართი: 26 მაისის ქუჩა #31 ___ ევროპარლამენტმა, …

რა უნდა გააკეთოთ, როცა ქალზე ძალადობენ – დისკუსია FB-ში დღეს გაიმართება

რა უნდა იყოს ჩვენი რეაქცია ძალადობის შემთხვევებზე – ამ თემაზე დღეს, 16 აპრილს, ფეისბუქში ლაივშეხვედრა გაიმართება. დისკუსია საღამოს 7 საათზე დაიწყება. Facebook Live დისკუსიის დროს კითხვებს უპასუხებენ უფლებადამცველი თამარ გურჩიანი,  ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე  – გოგა ხატიაშვილი და თამარ დეკანოსიძე – ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“. შეხვედრის მოდერატორი იქნება ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი …

„ეს საერთო ბრძოლაა“ – დისკუსია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება აჭარის ტელევიზიის გადარჩენის პროცესში – ამ თემაზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით 2 მარტს, ბათუმში, დისკუსია შედგა. შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. მალხაზ ჭკადუა, მოდერატორი: შეხვედრა ეხება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი აირჩია ახალდაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ. ჩვენ …

რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ აჭარის მაუწყებლის გადასარჩენად – დისკუსია

როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება აჭარის ტელევიზიის გადარჩენის პროცესში – ამ თემაზე დღეს, 2 მარტს, სასტუმრო “ლე პორტში” დისკუსია შედგა. შეხვედრა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ იყო ორგანიზებული. ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირმა მენეჯმენტს უკვე მიმართა საგაფიცვო მოთხოვნებით. ერთ-ერთი მოთხოვნა ტელევიზიაში სტატუსკვოს აღდგენაა – საინფორმაციო სამსახურების რედაქტორების ძველ პოზიციებზე დაბრუნება. “ეს არ არის მხოლოდ ამ ტელევიზიის თანამშრომლების პრობლემა,” – …

ხვალ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

ხვალ, 2 მარტს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა-დისკუსია თემაზე – „რატომ უნდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს.“ შეხვედრა სასტუმრო „ლე პორტში“ 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლები ისაუბრებენ მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტებზე, კანონდარღვევებსა და საფრთხეებზე, ასევე,  გეგმებზე. „შეხვედრის მიზანია ერთად განვიხილოთ და ხელი შევუწყოთ საზოგადოების პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის მნიშვნელობის გააზრებას, განსაკუთრებით …

„მე კი არ ვარ ცუდი, ის არის ცუდი, ვინც მეზიზღება… ასე ხდება დემონიზება“ – მაია ცირამუა

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა დისკრიმინაციისა და თანასწორობის თემაზე. შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მოხსენება წაიკითხა. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ამ თემაზე დაესვათ კითხვები და გამოეხატათ მოსაზრებები. მაია ცირამუა: მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგი და ძირითადად იმ ადამიანებთან მიწევს მუშაობა, რომლებსაც მძიმე ტრავმული გამოცდილება აქვთ, ეს იქნება …

ბსუ-ში დისკრიმინაციის თემაზე დისკუსია გაიმართება

ხვალ, 21 თებერვალს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკრიმინაციის თემაზე დისკუსია გაიმართება. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება. დისკუსიის მომხსენებელი ფსიქოლოგი მაია ცირამუა ისაუბრებს იმაზე, თუ რა განსაზღვრავს დისკრიმინაციულ ქცევას და როგორ მუშაობს წინასწარგანწყობა, ასევე სტერეოტიპები. დისკუსიის თემა იქნება: როგორ მივაღწიოთ თანასწორობას. დისკუსია უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში შედგება და მისი ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დასწრება თავისუფალია.

კრემლისა და ხელისუფლების ტროლები, ბრძოლა ორ ფრონტზე – დისკუსია ბათუმში

25  იანვარს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ დისკუსია  გამართა.  შეხვედრის თემას ბოლო პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა  წარმოადგენდა.  „ყალბი ანგარიშები სოციალურ მედიაში და  ანეკდოტური მტკიცებულებები საზოგადოებაში“ – ამ საკითხზე   მოხსენება მედიის  განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ  კინწურაშვილმა წაიკითხა. თამარ კინწურაშვილი: ჩვენ  წლებია  ვავლენდით  რუსულ  დეზინფორმაციას  ქართულ მედიასაშუალებებში და შიდა  აქტორებზე  არ გვქონია  ფოკუსი, იმიტომ, რომ მიგვაჩნია,  გაცილებით  დიდი  …

რისი ეშინია რუსეთს – დისკუსია ნეიტრალიტეტზე ბათუმში

„სახელმწიფო არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესის ობიექტი და უნდა მდებარეობდეს გეოგრაფიულად „უმნიშვნელო ზონაში“… ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო,“ – აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტოლოგმა, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, კორნელი კაკაჩიამ. რა არის ნეიტრალიტეტი და რას მიიღებს ქვეყანა, თუკი იგი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს? – ეს იყო დღეს, 28 ოქტომბერს, …

პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება – დისკუსია

24 ივნისს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: „პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება“. 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, დისკუსიის მიზანი იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა ძალა აქვს მოქალაქეების პროტესტს და რა უნდა გავითვალისწინოთ  მსგავსი ფორმით მოსაზრებების გამოხატვის დროს. შეხვედრას უძღვებოდა მალხაზ ჭკადუა – „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ რეგიონალური ოფისების მენეჯერი. დისკუსიაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. საუბრისას …

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა შრომაზე – დისკუსია

19 ივნისს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ახალგაზრდებისთვის  გამართა  დისკუსია  თემაზე – ბავშვთა შრომა. დისკუსიის მომხსენებელი „ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის“ აჭარის  ფილიალის იურისტ-კონსულტანტი ილონა დიასამიძე იყო. დისკუსიაზე  ამავე თემაზე მომზადებული  სიუჟეტი აჩვენეს, რომელიც  აჭარაში ბავშვთა  შრომას ასახავს. სიუჟეტის თანახმად, არასრულწლოვანთა უმეტესობა,  არ  არის ინფორმირებული თავიანთი შრომითი უფლებების შესახებ, არ იციან რა უნდა მოითხოვონ  დამსაქმებლისგან, რას მიაქციონ ყურადღება და რა …

საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები

სოფელი ზედა  ჩხუტუნეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში  მდებარეობს.  2012  წელს აქ  ეროვნული პარკი დაარსდა. რამდენიმე თვის წინ კი ის  ყურადღების  ცენტრში  ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის გამო მოექცა. მოსახლეობის მოსაზრებების, ინტერესებისა და პრობლემების მოსასმენად „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 22 მაისს დისკუსია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის  ტელევიზიის  გადაცემა „ჰეშთეგიდან“ მალხაზ რეხვიაშვილი და „გაზეთ ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი ზოსიძე. …

მოქალაქეების თხოვნა ჟურნალისტებს: აკონტროლეთ შესრულებული სამუშაოს ხარისხი

ქედის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხარაულაში  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას  მედიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოქალაქეებმა აჭარის  ტელევიზიისა და „გაზეთ  ბათუმელების“ წარმომადგენლებს თავიანთ სოფელში არსებული პრობლემები და  მოსაზრებები გააცნეს. ადგილობრივებმა პრობლემებზე საუბრისას, პირველ  რიგში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში  შესრულებული სამუშაოების ხარისხი გამოყვეს. მაგალითისთვის მათ გზის მოწესრიგება დაასახელეს. მათ  მედიის  წარმომადგენლებს სთხოვეს, მეტად ადევნონ  თვალი ამ პროცესს – რამდენად  …

როგორ აპირებენ ექიმები პაციენტების ნდობის მოპოვებას – დისკუსია

„ფაქტია, რომ პროტესტს გამოხატავენ ხშირად სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და ფაქტია, რომ ადამიანები სამკურნალოდ ძირითადად მიდიან თურქეთში,“ – განაცხადა დღეს, 7 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე მართვის კომპანია GGM-ის ხელმძღვანელმა, გენო გელაძემ. ამ ორგანიზაციამ მოაწყო დისკუსია ექიმებსა და პაციენტებს შორის შექმნილი პრობლემების გასაანალიზებლად. გენო გელაძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მონოპროფილურობა გააძლიერებს კლინიკებს. „კომუნისტური ჯანდაცვა მსოფლიოში იყო …

ხელისუფლებამდე რა ინფორმაციის მიტანა სთხოვეს მოქალაქეებმა ჟურნალისტებს

„მედია და საზოგადოება“ – ამ სახელწოდების დისკუსიათა ციკლის ფარგლებში,  12 აპრილს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კიდევ ერთი  შეხვედრა  გამართა.  ხულოს მუნიციპალიტეტის  სოფელ  ბოძაურის  მოსახლეობის მოსაზრებები და პრობლემები  „ბათუმელების“ რედაქტორმა  ეთერ  თურაძემ და  „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“  ხულოს  ბიუროს  ჟურნალისტმა ლენა მამულაძემ მოისმინეს. მსგავსი შეხვედრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება და მისი  მიზანია  აჭარის  რეგიონში მოქმედი …

დემოკრატია და ევროპეიზაცია საქართველოში – დისკუსია [ანონსი]

ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია – ერთმანეთის მსგავსი თუ განსხვავებული პროცესები? ვინ უდგას თითოეულს სათავეში? როგორ და რამდენად განსხვავდება პოლიტიკური ელიტის, ექსპერტთა და სამოქალაქო საზოგადოებებისა და მოსახლეობის მოსაზრებები? რა შედარებითი გავლენის ხარისხი აქვს თითოეულ ჯგუფს? დგას თუ არა დემოკრატიზაციით „გადაღლა“ ქართულ დღის წესრიგში და როგორია მისი გავლენა ევროპეიზაციაზე? ან, პირიქით, აქვს თუ არა ევროპეიზაციით „გადაღლას“ ზეგავლენა დემოკრატიზაციაზე? …

სოფელში სიტყვის თავისუფლების სახელით

სოფელ ცივაძეებში გასულ კვირას ბათუმელი სიტყვის თავისუფლების ქომაგები იმყოფებოდნენ – ახალგაზრდები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“. მათთან შესახვედრად მისული მოქალაქეები ხშირად იმაზე წუხდნენ, რომ ჟურნალისტები მათთვის ძირითადად ხელმიუწვდომლები არიან. შეხვედრებს ესწრებიან მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ არსებულ პრობლემებზე ამზადებენ გადაცემებს, სტატიებსა და სიუჟეტებს. როგორც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ ამბობენ, მსგავსი შეხვედრების  მიზანია აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მოსაზრებების …

ზვიად ქორიძე: ფაშიზმის მაჩვენებელია, როცა ვამბობთ, რომ ვიღაცას აქვს სპეციფიკური სუნი

4 მაისს ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ გამართა დისკუსია თემაზე: „ეროვნული უმცირესობები საქართველოში“. გთავაზობთ ზვიად ქორიძის მოხსენების შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას. ზვიად ქორიძე: ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებულები, გვაქვს განსხვავებული ხედვა ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რა არის უცვლელი. ეს არის პრობლემა, რაზეც მე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ თქვენთან მესაუბრა. ამ 27 …

შეხვედრა მედიასთან ხელვაჩაურში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის – „მედია და საზოგადოება“ – ფარგლებში მეექვსე შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში გაიმართა. აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტი მარი ბოლქვაძე და „ბათუმელების“ მარკეტინგის მენეჯერი არჩილ კახაძე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ესაუბრნენ. შეხვედრის ფორმატი მოიცავს მედიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ინფორმაციისა გაცვლასა და დისკუსიას სხვადასხვა პრობლემაზე. არჩილი კახაძე, „ბათუმელების“ მარკეტინგის …

საჯარო შეხვედრა: რა არის აზიური ფაროსანა და როგორ ვებრძოლოთ მავნებელს?[ანონსი]

რა არის აზიური ფაროსანა და რა ეფექტური გზებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? – ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მისაღებად მობრძანდით საჯარო შეხვედრაზე: 23 თებერვალს, 17:00 საათზე ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” . შეხვედრას, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ფატი ხალვაშთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაუძღვებიან. დასწრება თავისუფალია!

რას არ ეუბნებიან ამომრჩეველს ხელისუფლება და პარტიები არჩევნების წინ – დისკუსია

როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება – ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია შედგა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ: ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი პეტრე ზამბახიძე. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი იყო. ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასლან ჭანიძემ. მისი აზრით, მოცემულობა მაშინ შეიცვლება, თუკი …

როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? – დისკუსია ბათუმში

ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ბათუმში გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე თვითმმართველობის არჩევნები: როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? მომხსენებლები: ასლან ჭანიძე – იურისტი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი; პეტრე ზამბახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“; ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი; მოდერატორი: ნატა იმედაიშვილი – ჟურნალისტი 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. …

„რატომ კლავენ კაცები ქალებს“ – დისკუსია ქედაში

2017 წლის 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დაბა ქედაში, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, გამართავენ დისკუსიას თემაზე: „რატომ კლავენ კაცები ქალებს“ მოდერატორი: ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. მომხსენებელი: თიკო ცომაია, პროფესორი, პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. მისამართი: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10 [ყოფილი არქივის შენობა] საკონტაქტო პირი:  …

21 მილიონი კანონების „ტექნიკური ცვლილებებისთვის“ – უმაღლესი საბჭოს ოთხწლიანი მუშაობის შედეგი

„ცვლილებების ძირითადი ნაწილი იყო რედაქციული, ტექნიკური ხასიათის… არსებითად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება უმაღლეს საბჭოს არ მიუღია“, – ასე შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობა. ოთხწლიანი მუშაობის კვლევის შედეგები ორგანიზაციამ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 26 ივლისს წარმოადგინა. აქვე შედგა დისკუსიაც. კვლევის მიხედვით, 2012-2016 წლების უმაღლესმა საბჭომ 34 კანონში შეიტანა ცვლილება, ხოლო რეგლამენტი …

დისკუსია ბათუმში: “ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“ [ანონსი]

დღეს, 18:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საჯარო დისკუსიას მართავს თემაზე: “ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება”. მომხსენებლები არიან თამარ თოლორდავა – სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ნატალია ლაზბა – ისტორიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ას. პროფესორი და ქეთევან ქანთარია – ჟურნალისტი. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მდებარეობს ფარნავაზ …

დისკუსია – ქობულეთის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში მოსახლეობას

2017 წლის 4 მარტს ბობოყვათში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ  ჟურნალისტთა  სახლის“ ორგანიზებითა და ფონდ  NED-ის  მხარდაჭერით, გაიმართა ადგილობრივი  მოსახლეობის შეხვედრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან – სულხან ოქროპირიძესთან, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. სულხან ოქროპირიძე – ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე: მინდა მოგახსენოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში ჩატარებულია 17 ბიუროს და 17 საკრებულოს სხდომა, აქედან …

ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“- შუალედური კვლევის შედეგები ამ თემაზე „ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციამ“ წარმოადგინა. შედეგების გაცნობის პარალალურად მესამე სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა – ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში. „ბათუმში გამართული ამ დისკუსიიდანაც გამოიკვეთა, რომ სავალდებულო კვოტირება უნდა დაწესდეს და განხორციელდეს ცვლილებები პარტიების ფინანსურად წამახალისებელ ფორმებში,“ -გვიყვება ირმა …

Exit mobile version