ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? – დისკუსია ბათუმში

დღეს 22 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო დისკუსიას გამართავს თემაზე – ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? მომხსენებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ნანა გოჩიაშვილი,  სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, ციალა ქათამიძე, დისკუსიის მოდერატორი, ნატა იმედაიშვილი.

„სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს რაღაც, რომ სოფელი არ დაცარიელდეს“ – დისკუსია შუახევში

„შუახევის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“ – ამ თემაზე დისკუსია დაბა შუახევში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი იყო დავით ლოსაბერიძე, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი საქართველოდან. დავით ლოსაბერიძე, დისკუსიის მოდერატორი: 1991 წლიდან მოყოლებული მეხუთე რეფორმა ხორციელდება და ყოველ ჯერზე რაღაც ნაბიჯი იყო წინგადადგმული. ევროპაში ჩვენ გვეუბნებიან, …

დისკუსია – ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები

დისკუსია  თემაზე: „ხულოს მუნიციპალიტეტის  2017  წლის  პრიორიტეტები“, დაბა ხულოში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  ორგანიზებით  გაიმართა . დავით  ლოსაბერიძე -ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან: თემა  ძალიან  დიდია და  შევეცდები  ზოგადი  ხედვები  და  პრობლემები  ჩამოვაყალიბო იმ  შესაძლებლობებზე  რაც  არსებობს  და  გაჩნდა  ასოცირების  ხელშეკრულების  შემდეგ.   ეს  არის  ინსტრუმენტები,  რომლებსაც  გამოყენება  …

დისკუსია მშენებელ მუშათა უფლებებზე

“მშენებელ მუშათა უფლებები და სახელმწიფო” – ამ თემაზე დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. თემის გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი მშენებელთა დაღუპვის მაჩვენებელია – პროფესიული კავშირების მონაცემებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ბათუმში 53 მუშა დაიღუპა, ხოლო 114 დასახიჩრდა. დისკუსიის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ  შეკრებილებს უთხრა, როგორ რეაგირებს მერია …

დისკუსია – მშენებელ მუშათა უფლებები და სახელმწიფო [ანონსი]

შაბათს, 30 ივლისს, 14:30 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება სამოქალაქო მოსმენები თემაზე: „მშენებელ მუშათა უფლებები და სახელწიფო“. დისკუსიის მომხსენებლები არიან: იაკობ გურგენიძე, აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი და ირაკლი მოქია, ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. დისკუსიის მოდერატორია ნანა კვაჭაძე, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი. დისკუსიას დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და თემით დაინტერესებული პირები. დასწრება …

გიორგი მაისურაძე: კაბინეტში ხატების ჩამოკიდება არის თვალთმაქცური საქციელი

საქართველოში სეკულარობის კრიზისი იყო დისკუსიის თემა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 მაისს. თემაზე მოხსენება წაიკითხა ფილოსოფოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მაისურაძემ. გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: ჩვენ ხშირად არასწორი მნიშვნელობით ვიყენებთ ტერმინს _ სეკულარული, რაც გაუგებრობას იწვევს. სეკულარიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ ასპექტს, სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთმიმართებას, ან პოლიტიკას, არამედ სოციალურ და …

გიორგი მაისურაძის საჯარო მოხსენება ბსუ-ში

29 მაისს, 14 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში, გაიმართება დისკუსია თემაზე:  „სეკულარულობა და მისი კრიზისი თანამედროვე საქართველოში“. დისკუსიის თემაზე მოხსენებას წაიკითხავს ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე.  დისკუსიის მოდერატორი იქნება ბსუ-ს სტუდენტი მარიკა ფუტკარაძე. დისკუსიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“. დისკუსია მზადდება ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში …

16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი

როგორია საქართველოში არასრულწლოვან გოგონებზე ქორწინების სტატისტიკა, რას ითვალისწინებს სასჯელი და ვინ და როგორ უნდა უზრუნველყოს ნაადრევი ქორწინების პრევენცია ქვეყანაში? – ამ თემაზე დისკუსია 26 აპრილს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. ეთერ თურაძე, ჟურნალისტი, დისკუსიის მოდერატორი: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ისჯება, რაც 7-დან 9 წლამდე …

დისკუსია – 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი [ვიდეო]

26 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით  დისკუსია გაიმართა თემაზე- 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი. დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი – ციალა ქათამიძე, რომელმაც  მცირეწლოვან გოგონებთან ქორწინების შესახებ სახალხო დამცველის ხედვაზე ისაუბრა. კიდევ ერთი მომხსენებელი იყო ექიმი-გინეკოლოგი ჯუმბერ უნგიაძე, რომელმაც თავის მოხსენებაში ის სასიცოცხლო რისკები განიხილა, რაც ნაადრევ ასაკში მშობიარობასა …

დისკუსია – ეკომიგრაცია აჭარაში

დღეს, 28 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია აჭარაში ეკომიგრაციის პროცესის/სფეროს რეგულირებაზე – გამოწვევებზე, არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოსა და ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთობლივი ორგანიზებით. ერთ-ერთი მომხსენებლის, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის, ციალა ქათამიძის …

ლევან გიგინეიშვილის ლექცია ტოლერანტობის შესახებ [ვიდეო]

24 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა დისკუსია თემაზე ტოლერატობის ფენომენი თანამედროვე და ისტორიულ ჭრილში. დისკუსიაზე მოხსენება – ტოლერანტობის ფენომენი ევროპის და საქართველოს მაგალითებზე, წაიკითხა ფილოლოგმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა. დისკუსია მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის  „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.      

დისკუსია: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი

16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი – ამ თემაზე დისკუსია 26  აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართება. დისკუსიის  ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი. იგი ისაუბრებს  კანონზე,  რომელიც მცირეწლოვანებთან ქორწინების დასჯას ითვალისწინებს; არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი  უფლებებისთვის“   წარმომადგენელი  თამაზ ბაკურიძე ისაუბრებს თემაზე, უნდა  დაისაჯონ თუ …

ნათია ფანჯიკიძე: „მშობლებმა უნდა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და დამარცხებაც“

კაცობრიობის ისტორია და განვითარება გახლავთ ახალი შეკითხვის დასმა, თუ არ იქნება ახალი შეკითხვა, არ იქნება ახალი პასუხი, მაგრამ ჩიხი იწყება მაშინ, როდესაც შვილების თაობა იწყებს ახლის მოსინჯვას, ახალი კარების გახსნას, რომლის გახსნაც ეშინია მშობელს ან ჰგონია, რომ შვილს არ აქვს საკმარისი ძალა რაღაცის გასაგებად. ზოგჯერ შვილებს იმაშიც კი ეწინააღმდეგებიან, რაც თვითონ უკეთებიათ. ბოლო დროს ბევრი …

რატომ გაურბის ხელისუფლება ევროპის ენერგეტიკის გაერთიანებას

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველომ სექტემბრამდე გადადო. „ხელისუფლება არ ამბობს, რომ არ უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესს აჭიანურებს,“ – ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი – ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში. ევროპული ენერგეტიკის გაერთიანების წევრობა ენერგეტიკის სფეროში ევროპული სტანდარტების ამოქმედებას და გარკვეული ვალდებულებების აღებას გულისხმობს. საქართველომ ამ გაერთიანებაში შესვლისთვის კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები უნდა აამოქმედოს, …

ნათია ფანჯიკიძის მოხსენება – თაობათა ურთიერთობა [ვიდეო]

13 მარტს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე: თაობათა ურთიერთობა. მოხსენება ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გააკეთა. მან  აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა.

ბათუმში EMC დისკუსიას გამართავს

11 მარტს 18:00 საათზე ბათუმში NIMD-ის დემოკრატიის სკოლაში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” [EMC] დისკუსიას გამართავს, თემაზე – საჯარო სივრცის ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელი: პერსპექტივა და გამოწვევები. დისკუსიაზე მოხესენებას გააკეთებენ კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბაია ჯანელიძე, „სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის“ მკვლევარ-ასისტენტი და მთარგმნელი თორნიკე ჭუმბურიძე და EMC-ის პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე. დისკუსია იმართება პროექტის …

პოლიტიკური დისკუსია – რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი

ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 218 საშტატო ერთეულით გაიზარდა. აქ დასაქმებისთვის კონკურსის გამოცხადება სავალდებულო არ არის. წლების განმავლობაში ა(ა)იპ-ები მმართველი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური აქტივისტების დასაქმების ადგილად სახელდება. სასამართლო პროცესებს იგებენ ა(ა)იპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი – ამ თემაზე პარასკევს, 5 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში …

დისკუსია: მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში

2 მარტს სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში გაიამართა მორიგი დისკუსია თემაზე – მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში. დისკუსიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხატია ზუხუბაია უძღვებოდა. შეხვედრაზე მოსაზრებები  გამოთქვეს მოსწავლეებმა  და  მასწავლებლებმაც.  განხილვის  თემა –   მშობლებისა და შვილების ურთიერთობა  და   არჩევანის  თავისუფლება იყო. დისკუსიათა ციკლი ხორციელდება პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ნედი (NED).

ნათია ფანჯიკიძესთან დაგეგმილი დისკუსია გადაიდო

ასოციაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებული დისკუსია, რომელიც ხვალ, 27 თებერვალს, უნდა გამართულიყო, გადაიდო. ხვალ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თაობათა ურთიეთობაზე“ მოქალაქეებთან ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს უნდა ესაუბრა, რომელიც საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის ჩამოდიოდა  ბათუმში . ნათია ფანჯიკიძის განმარტებით, ის ბათუმში იმის გამო ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას, რომ დღეს თბილისში დაჭრეს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ …

აკაკი ძნელაძე: „ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“

„ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მომზადებული კლიპი გავიდა ტელევიზიებით, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მინდა, ვთქვა, სამართლინიც“, – ასე უპასუხა ბათუმის მჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში, აკაკი ძნელაძემ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე ბულვარის შესახებ დასმულ შეკითხვას. აკაკი ძნელაძესთან ერთად, დღევანდელი დისკუსიის მომხსენებელი …

დისკუსია ტოლერანტობაზე სოფელ დოლოგანში

13 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგანის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე – „ტოლერანტობა“. დისკუსიაზე მოხსენება გააკეთეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თეკლა შერვაშიძემ და ნიკა სვანიძემ. დისკუსია გაიმართა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით პროექტის – “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” – ფარგლებში, დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში

რა როლი და ფუნქცია აკისრია საკონსტიტუციო სასამართლოს, რა განასხვავებს მას საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებისგან, რა ტიპის საქმეებს განიხილავს და რამდენი მოსამართლე, რა ვადითა და ფორმით აირჩევა – ამ თემებზე სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ესაუბრა. დისკუსიაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გარდა მოხსენება, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელმა გააკეთა. დისკუსიაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ …

დისკუსია – ევროკავშირი და საქართველო

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, ვიზა ლიბერალიზაციის პროგრესის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არაოფიციალური კომუნიკაციით ცნობილია, რომ ეს მიზეზი არ არის დაკავშირებული საქართველოსთან. მინისტრმა განაცხადა, რომ დასკვნა საქართველოზე არის დადებითი და წლის ბოლომდე, ან შეიძლება უფრო ადრეც გამოქვეყნდეს. ევროკომისიის ანგარიში ვიზის ლიბერალიზაციის პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოსა და …

წამების კადრების გავრცელების მომხრეებისა და მოწინააღმდეგების არგუმენტები [ვიდეო]

 

“თქვენ, ხელისუფლებას, შეგწევთ თუ არა ძალა გამოიძიოთ ადამიანების წამების ფაქტები?”, “გაიზიარეთ თუ არა ადვოკატის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია”, “გაავრცელებთ თუ არა ისევ წამების ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში?”, “რამდენი ადამიანი დაისაჯა, რომლებიც წამებაში იყვნენ  ბრალდებულები”- ეს კითხვები დისკუსიის მონაწილე ადვოკატებმა და სტუდენტებმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს დაუსვეს, როელიც დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო და რომელმაც საჯარო წამების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გააზიარა. 

პრობლემები ქართულ მედიაში

 

 რა გამოწვევისა და პრობლემების წინაშე დგას მედია დღეს? – “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებითა და NED-ის მხარდაჭერით  ამ თემაზე დისკუსია ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა.

რატომ გვეშინია ევროპელობის

 

რატომ გვეშინია ევროპელობის, რა არის ევროპელობა, ევროპული ღირებულებები – ამ თემაზე დისკუსია გაიმართა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის”ორგანიხებით ბათუმში. მომხსენებელი იყო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

მითები და რეალობა ევროკავშირზე

 

რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში და რა საფრთხეს შეიცავს აგრესიული საინფორმაციო კამპანია კრემლის მხრიდან. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: “მითები და რეალობა ევროკავშირზე. დისკუსიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გაუძღვა. დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში _ „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია”.

დისკუსია თემაზე – არასრულწლოვანთა ქორწინება

 

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე – 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინება სასამართლოს ნებართვით. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საჭიროა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება. საკითხის ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველია. დღევანდელი დისკუსიის   მომხსენებელი კი  გია ქარცივაძე, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო. 

დასაქმების შესაძლებლობები და პრობლემები

 

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა დისკუსია მილევად და პოპულარულ პროფესიებზე. რომელ პროფესიაზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა დასაქმების სააგენტოში? -ამის შესახებ აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე მარიამ ბეზარაშვილი ესაუბრა სტუდენტებს.

თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტში [ვიდეო]

 

ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის  არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა დღეს დაიწყო და 3 ივნიდამდე გაგრძელდება.  ამ პერიოდში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები თვითმართველობის 94 წევრს აირჩევენ, ეს 94 სტუდენტი  კი თავმჯდომარეს აირჩევს. 

 როგორია თვითმართველობის  როლი და ფუნქცია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რა უნდა შეიცვალოს დაფინანსების წესში და როგორ უნდა ჩაერთოს სტუდენტები უნივერსიტეტის მართვაში?- “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით ამ თემაზე გადაცემაში არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა რამინ მაჭარაშვლმა და გიორგი ბაგრატიონმა ისაუბრეს. ვინ თქვა უარი დისკუსიაში მონაწილეობაზე და რა არგუმენტით, ნახეთ გადაცემის ჩანაწერი:

მოსწავლე: მასწავლებლებს აქვთ ჰომოფობიური, ქსენოფობიური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება

 

 

„ეს არის ღირებულებების გაკვეთილი და ამას ვერ დაიზეპირებ”; „როცა მასწავლებელი აძლევს ბიჭს შენიშვნას – ქალი ხომ არ ხარ, რამდენს ლაპარაკობ, ეს ჩემთვის შეუარცხყოფაა”; „ვფიქრობ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მარტო კანონები  და დებულებები არ უნდა ასწავლოს”; „ზოგადი ფონია,  მასწავლებლებს აქვთ დამოკიდებულება ჰომოფობიური,  ქსენოფობიური და დისკრიმინაციული. ყველას აქვს აზრი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ვფიქრობ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, რომელმაც სხვას უნდა ასწავლოს  ღირებულებები, მსგავსი დამოკიდებულება, უბრალოდ, არ ეპატიება… ” – ეს არის კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლის, თამთა კახაბერიძის ციტატები გადაცემიდან,  რაში არ ეთანხმება მოსწავლეს ბათუმის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ბორჩხიძე, რომელიც სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

 

ნახეთ გადაცემის ჩანაწერი.

 

როგორ ასწავლიან სკოლაში სამოქალაქო განათლებას – ამ თემაზე დისკუსია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებითა და ნედის  [NED] მხარდაჭერით მომზადდა. 

საუბარი უნივერსიტეტზე ღია ცის ქვეშ

 

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გაიმართა დისკუსია თემაზე: „მე და უნივერსიტეტი”. სტუდენტების შეკითხვებს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა უპასუხა.

ქალი, ოჯახი და საზოგადოება

 

პარასკევს, 22 მარტს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: „ქალი, ოჯახი და საზოგადოება: ფემინისტური თვალთახედვა”

როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა

 

ადგილობრივი თვითმართველობების გაძლიერება – ამ თემაზე დღეს, სამოქალაქო გავითარების სააგენტო „სიდას“ ხელშეწყობით დისკუსია გაიმართა.

 

<!** Image 1 align="middle" width="350" height="720" >

Exit mobile version