მთავარი,სიახლეები

როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? – დისკუსია ბათუმში

16.10.2017
როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? – დისკუსია ბათუმში

ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ბათუმში გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე

თვითმმართველობის არჩევნები: როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება?

მომხსენებლები:

  • ასლან ჭანიძე – იურისტი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი;
  • პეტრე ზამბახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“;
  • ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი;

მოდერატორი:

  • ნატა იმედაიშვილი – ჟურნალისტი

2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ არჩევნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა მოსახლეობის შემცირებული ინტერესი არჩევნებში მონაწილების მიმართ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპოდენტების 43% სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

პრობლემურია ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლების მაღალი რაოდენობაც (62%), რაც გარკვეულწილად შესაძლებლობადაც შეგვიძლია განვიხილოთ პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან მათ ეძლევათ საშუალება, დაარწმუნონ მერყევი ამომრჩევლები თავიანთი საარჩევნო პროგრამის უპირატესობაში.

დისკუსიაზე მსჯელობა იქნება შემდეგ საკითხებზე:

[checklist]

  • ადგილობრივი დემოკრატიის ქართული გამოცდილება: როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ძირითადი მახასიათებლები და დინამიკა? რამდენად იცვლებოდა თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა დროთა განმავლობაში?
  • რა გავლენა იქონია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამ 2017 წლის არჩევნებზე?
  • რა არის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური პარტიებისთვის/დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის ოქტომბრის არჩვენებზე?
  • რას ელიან მოქალაქეები?

[/checklist]

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62-64 (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი)

22497402_1460795044011341_1272684136_n

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: