2024 წლის ივნისი გლობალურად ყველაზე თბილი იყო დაკვირვების ისტორიის განმავლობაში

ევროპული კლიმატის სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებით, 2024 წლის ივნისი გახდა ყველაზე თბილი ივნისი მთელი დაკვირვების ისტორიის მანძილზე. „ევროპის საშუალო ტემპერატურა 2024 წლის ივნისისთვის 1,57°C-ით აღემატებოდა 1991-2020 წლების ივნისის საშუალო ტემპერატურას” – წერს კლიმატის სამსახური. ეს არის ზედიზედ მე-13 თვე რეკორდული ტემპერატურით. კლიმატის სამსახური იუწყება, რომ კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მიერ, 2024 წლის აპრილისთვის დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი …

ბრაზილიაში +42 გრადუსია, ქვეყანაში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

ანომალიური სიცხის გამო ბრაზილიის დიდ ნაწილში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. 12 ნოემბერს რიო დე ჟანეიროში ნოემბრის რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა – 42,5 გრადუსი ცელსიუსით. მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, სან-პაოლოში 14 ნოემბერს, ნაშუადღევს, საშუალო ტემპერატურა 37.3°C იყო. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ სიცხის ტალღა სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გასტანს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბევრ რეგიონში უჩვეულოდ …

„ეს იყო რეკორდულად თბილი ოქტომბერი“ – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის ცნობით, თვიური გლობალური ტემპერატურის რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში. „ეს არის ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირის უჩვეულო ტემპერატურის გაგრძელებადი ხაზი“ – წერს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (მმო). ოქტომბერი იყო ზედიზედ მეხუთე, რეკორდულად თბილი გლობალური ტემპერატურით. მეცნიერების განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ 2023 წელი თითქმის დაზუსტებით, იქნება ყველაზე თბილი წელი. „ეს იყო …

2023 წლის ივლისი იყო ყველაზე ცხელი თვე, რაც ოდესმე დაფიქსირებული – WMO

2023 წლის ივლისი ყველაზე ცხელი თვეა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა – იუწყება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია [WMO]. 2023 წლის ივლისი იყო 0,72°C-ით თბილი, ვიდრე 1991-2020 წლის ივლისის საშუალო მაჩვენებლები და 0,33°C-ით უფრო თბილი, ვიდრე წინა რეკორდი  – 2019 წლის ივლისი. გარდა ამისა, კოპერნიკის კლიმატის ცვლის სამსახური (C3S) კლიმატის ბოლო ბიულეტენში აქვეყნებს ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მაჩვენებლებს, რომელთა …

რატომ იზრდება მედუზების რაოდენობა მარმარილოს ზღვაში

მარმარილოს ზღვაში ბოლო 20 წლის განმავლობაში მედუზების 20-დან 30-მდე ახალი სახეობა იქნა აღმოჩენილი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თევზის მარაგს და ზღვის ბინადრების არსებობას. თურქი მეცნიერების შეფასებით, მედუზების რაოდენობის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის – იმ სახეობების თევზჭერა, რომლებიც მედუზებით იკვებებიან. კიდევ ერთი ფაქტორი კლიმატის ცვლილება და, ასევე, ზღვაში არსებული პლასტმასით დაბინძურებაა. სტამბოლის უნივერსიტეტის წყლის მეცნიერებათა …

წყალდიდობისა და მეწყრის რისკები იზრდება – თურქი მკვლევარი

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში გლობალური დათბობით გამოწვეული არასტაბილური ნალექი ნიადაგის მოძრაობას იწვევს, რაც რეგიონში წყალდიდობისა და მეწყრის საშიშროებას ზრდის – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს. გამოცემა ციტირებს პროფესორ ჰაკან ერსოის, გეოლოგსა და ინჟინერს, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის მეწყრის კვლევის ცენტრის წევრს, რომელიც შიშობს, რომ გვალვას მოჰყვება კოკისპირული წვიმა მაისსა და ივნისში და …

სტამბოლში ხეები იანვარში აყვავდა – რა მოყვება „ცრუ გაზაფხულს“

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ხეები და მცენარეები შუა იანვარში აყვავდა, რაც ჰაერის ტემპერატურის სეზონურ ნორმაზე მაღლა აწევითაა გამოწვეული და ექსპერტები მას „ცრუ გაზაფხულს“ უწოდებენ. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, თურქეთში ჰაერის ტემპერატურა წელს ჩვეულზე მაღალია. სტამბოლში სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დეკემბერსა და იანვარში დაფიქსირდა და 10 ცელსიუს გრადუსს გადააჭარბა. „ცრუ გაზაფხულს“ ბუნებაზე ნეგატიური გავლენა ექნება. სტამბოლის …

თურქეთის ყველაზე დიდ ტბაში წყლის დონე იკლებს – მიზეზი გლობალური დათბობაა

გლობალური დათბობის გამო თურქეთში, ქვეყნის ყველაზე დიდ, ვანის ტბაში წყლის დონე იკლებს. წყლის დონის შემცირებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცა: გვალვა, ნალექის შემცირება და აორთქლება. სპეციალისტების თქმით, ვანის ტბის ფართობი 140 სანტიმეტრით შემცირდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ტბაში წყლის დონის დაწევის შემდეგ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მიკროორგანიზმების შემცველი ქანები, რომლებიც ტბის ფსკერზე ათასობით წლის განმავლობაში წარმოიქმნა. …

რა ზიანი მოაქვს ფეიერვერკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის

თითქმის ყოველ საღამოს, როცა საათის ისარი 11:00-ს გადასცდება, ბათუმის ცა ხმაურიანი ფეიერვერკით ნათდება. ფეიერვერკებს ისვრიან სახლებიდან, მაღლივი კორპუსებიდან, შემაღლებულ ადგილებზე განთავსებული რესტორნებიდან და ყველა იმ ადგილიდან, სადაც იმ დროს კონკრეტული ადამიანის დაბადების დღეს ან სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი თარიღს აღნიშნავენ. საღამოს 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე კანონი პიროტექნიკის გამოყენებას კრძალავს, თუმცა ეს რეგულაცია არასდროს არავის დაუცავს …

ზღვის დონის მატება 27 სმ-ით გარდაუვალია გრენლანდიის ყინულის დნობის გამო – კვლევა

გრენლანდიის ყინულის დნობით გამოწვეული ზღვის დონის მნიშვნელოვანი მატება „გარდაუვალია“, წერს ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული „გარდიანი“. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრენლანდიის ყინულის დნობის შედეგად ზღვის დონის მინიმუმ 27 სანტიმეტრით მატება გარდაუვალია, რადგან გლობალური დათბობის გამო 110 ტრილიონზე მეტი ტონა ყინული დნება. მეცნიერები ასკვნიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლიმატის კრიზისის გამომწვევი წიაღისეული საწვავის წვა ერთ ღამეში …

ისრაელში გამოიგონეს დეპრინტერი, რომლითაც ქაღალდზე მრავალჯერადი ბეჭდვაა შესაძლებელი

ყველას, ვინც ოფისში დოკუმენტებთან მუშაობს, ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როდესაც ამობეჭდა ხელშეკრულება, ან რაიმე საჭირო ტექსტი და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩინა შეცდომა. ასეთ დროს ტექსტში შესწორების შეტანა მარტივია, თუმცა მის თავიდან ამობეჭდვას კიდევ უფრო მეტი ფურცელი ხმარდება, რითაც იზრდება ქაღალდის მოხმარება, რაც, გარდა იმისა, რომ ხარჯებთანაა დაკავშირებული, გარემოსთვის საზიანოა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ასე აღარ იქნება და …

კლიმატის ზემოქმედება გახდება უფრო საშიში – WMO-ს უახლესი პროგნოზი

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ გამოქვეყნებული კლიმატის მდგომარეობის უახლესი ბიულეტენის თანახმად, არის 50/50 შანსი იმისა, რომ გლობალური საშუალო წლიური ტემპერატურა დროებით მოიმატებს 1,5°C-მდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. პროგნოზის მიხედვით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, რაც ექმნება ჯანმრთელობას, საარსებო პირობებს, სასურსათო უსაფრთხოებას, წყლის მიწოდებას, ეკონომიკურ ზრდასა და ადამიანის უსაფრთხოებას, გაიზრდება ტემპერატურის 1.5°C-ით მატებისას და კიდევ უფრო გამწვავდება …

შავ ზღვაში ჟანგბადით ნაკლები ზონები ფართოვდება, წყალი თბება – თურქი მკვლევრები

თურქი მკვლევრების აზრით, შავ ზღვაში წყლის ტემპერატურა არსებითად იცვლება კლიმატური კრიზისის ფონზე, რაც იწვევს წყალდიდობისა და მეწყრის შემთხვევებს შავი ზღვის რეგიონში. თურქი მეცნიერები, რომლებიც შავ ზღვას სწავლობენ, ამბობენ, რომ შავი ზღვის წყლის ტემპერატურა თითქმის 2 გრადუსით მომატებულია. „თურქეთის ზღვისპირა რეგიონში მეწყრების და წყალდიდობის ესკალაციის დროს, ტემპერატურის მატება გამოწვეულია კლიმატის კრიზისით, რაც იწვევს სხვა პრობლემებს, როგორიცაა …

კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – გაერო

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. გაერო საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბრობს გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტას. „ტემპერატურის მატება, წყალდიდობა და ექსტრემალური ნალექი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე, იწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფებს, ართმევს ადამიანებს თავშესაფარს და საარსებო წყაროს და იწვევს იძულებით მიგრაციასა და გადაადგილებას. კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს სექსუალურ და რეპროდუქციულ …

წყლის რესურსები საქართველოშიც მცირდება – ინტერვიუ პროფესორთან

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. თუ შეიძლება დღეს იმის თქმა, რომ საქართველო წყლის რესურსებით ისევ ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა? – დავით კერესელიძე, თსუ-ში ჰიდროლოგიის კათედრის გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წყლის რესურსი საქართველოშიც მცირდება. დავით კერესელიძე: საქართველო საკმაოდ მდიდარი იყო წყლის რესურსებით – წყლის რესურსების დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოზე მოდის, შედარებით მცირე …

ტყეებში ხანძარი გახშირდება, მთავრობები მზად არ არიან – გაეროს ექსპერტები

ტყეებში ხანძრის შემთხვევები 21-ე საუკუნის ბოლოს 50%-ით უფრო ხშირი მოვლენა იქნება – ნათქვამია გაეროს უახლეს ანგარიშში.  გაერო გვაფრთხილებს ტყეების უკონტროლო ხანძრის შესახებ, რომელიც ემუქრება პლანეტის იმ ადგილებს, რომელთაც აქამდე ხანძარი საერთოდ არ შეხებია. ნაირობიში გამართული გარემოსდაცვითი ასამბლეის წინ გაეროს ექსპერტებმა თქვეს, რომ არქტიკაც კი, რომელიც მანამდე ამ მხრივ იმუნური იყო, ახლა დგას ტყეებში ხანძრის მზარდი …

თურქეთში ხანძრის გამო 16 603 ადამიანია ევაკუირებული

სამხრეთ თურქეთის დასახლებულ ნაწილში გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქვეყანა მეორე კვირაა ტყეების მასიურ ხანძარს ებრძვის ქვეყნის ექვს პროვინციაში. 3 აგვისტოს, სამშაბათს, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთით გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუირებულია 16,603 ადამიანი. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით თურქეთში ათეულობით ხანძრის …

თურქეთში მეორე დღეა ტყეები იწვის – გარდაცვლილია სამი ადამიანი

თურქეთის ხმელთაშუაზღვის რეგიონი ტყის ხანძარს ებრძვის სამ პროვინციაში. ხანძარი ტყეებში ოთხშაბათს, 28 ივლისს, ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა. თურქული მედიის ინფორმაციით ხანძარმა სამი ადამიანი იმსხვერპლა. ევაკუირებულია რამდენიმე დასახლების მოსახლეობა. დღეს, 29 ივლისს ხანძარი თურქეთის სამხრეთ პროვინციების დიდ ნაწილს მოედო. ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო ანტალიის პროვინციის ქალა მანავგატში, რომელიც პოპულარულია დამსვენებლებს შორის. ხანძარი ოთხშაბათს შუადღისას ტყეებით გარშემორტყმული …

10 ადამიანი დატბორილ მეტროში დაიღუპა – წყალდიდობა და მსხვერპლი ჩინეთში

მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, წყალდიდობით დაზარალებულ ხენანის პროვინციაში, მათგან ათი – მეტროში იმყოფებოდა, რომელიც წვიმამ დატბორა – იუწყება „როიტერსი“. სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მატარებლის მგზავრები მკერდამდე წყალში და სიბნელეში არიან. ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 500-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდ გადაიყვანეს დატბორილი მეტროდან. სპეციალისტების შეფასებით, ეს ყველაზე ძლიერი წვიმა იყო ჩინეთში ბოლო 1000 …

17-20 ივლისს ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 39 გრადუსზე მეტი იყოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს. მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. გლობალურად, 2020 წელი ერთ-ერთია 3 ყველაზე ცხელ პერიოდად დასახელებულ წლებში. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) თანახმად, 2011-2020 წწ. ყველაზე ცხელი ათწლეული იყო. ყოველწლიური გლობალური  პროგნოზის მიხედვით, 2021 წელიც …

საქართველოში ზაფხულში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. სპეციალისტები ზაფხულის სეზონის განმავლობაში,  ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40; მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის …

მეტეოროლოგები წელს კიდევ უფრო ცხელ ზაფხულს აანონსებენ

გაერო იუწყება, რომ გლობალური კლიმატური ფენომენი ლა ნინია ანუ ოკეანის ზედაპირის გაგრილების ფაზა დასრულდა და მომავალ რამდენიმე თვეში წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში ნეიტრალური ამინდი შენარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ ამ ზაფხულს ტემპერატურა საშუალოზე მაღლა აიწევს, განსაკუთრებით პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში – ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) წერს. მეტეოროლოგების პროგნოზით მსოფლიოს ბევრ ნაწილში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა …

იაპონიაში საკურა 1200 წლის შემდეგ პირველად აყვავდა ასე ადრე | ფოტო

იაპონიაში წელს საკურა 1200 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავდა.  ოსაკას უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ქვეყნის ძველ დედაქალაქ ქალაქ კიოტოში საკურას ყვავილობის სეზონი ჩვეულებრივ აპრილში დგება, მაგრამ წელს სეზონის პიკი 26 მარტს დაფიქსირდა. საკურას ადრეული ყვავილობის წინა რეკორდი 1409 წელს დაფიქსირდა, როცა სეზონის პიკი 27 მარტს დაემთხვა. მეცნიერები ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ადრეული ყვავილობა, სავარაუდოდ, კლიმატის …

2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო | WMO

მსოფლიოს ხუთი მთავარი მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე თბილ წლად მიიჩნიეს და ამ მხრივ მას კონკურენციას მხოლოდ 2016 წელი უწევს. ხუთივე ორგანიზაციის დაკვირვებით, 2011-2020 წლები მეტეოროლოგიური ორგანიზაციების მიერ დაკვირვების ისტორიის მანძილზე ყველაზე თბილი ათწლეული იყო, რამაც აჩვენა კლიმატის ცვლილების ტენდენცია. ამ პერიოდში ყველაზე თბილი იყო 2016, 2019 და 2020 წლები. …

თეთრ დათვებს 2100 წლისთვის გადაშენება ემუქრებათ

არქტიკაში ყინულის საფარის დნობასთან ერთად თეთრი დათვები შესაძლოა მიმდინარე ასწლეულის ბოლოს გადაშენდნენ. თეთრი დათვები დღეს უკვე  შიმშილობენ, რადგან მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო ნადგურდება. მეცნიერების გათვლებით, თუ ნახშირორჟანგის ემისია შენარჩუნდება დღევანდელ ნიშნულზე, გლობალური დათბობა თეთრი დათვების პოპულაციის განადგურებას გამოიწვევს. არქტიკაში კლიმატი ორჯერ უფრო სწრაფად იცვლება პლანეტის სხვა რეგიონებთან შედარებით. პოლარულ დათვებს შეუძლიათ დაახლოებით 200 დღე გაძლონ …

წყალმცენარეები სანაპიროზე პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან – ინტერვიუ

„სანაპიროებზე წყალმცენარეების გაჩენა დაკავშირებულია წყლის რაოდენობის შემცირებასთან, ეს პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან,“ – ამბობს „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე. მას გლობალური დათბობის შესახებ ვესაუბრეთ, რის შედეგებიც უკვე ჩანს. ნინო ჩხობაძე, როგორც ექსპერტი და მესამე სექტორის წარმომადგენელი, ჩართულია ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებულ სამუშაო ჯგუფში. ამ ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ ემისიების შესამცირებლად …

როგორი იქნება კლიმატი 2070 წელს – ცვლილება 3,5 მილიარდ ადამიანს ემუქრება

50 წლის შემდეგ 3,5-მდე მილიარდი ადამიანი შესაძლოა სიცოცხლისთვის არახელსაყრელ ზონაში აღმოჩნდეს, თუ კი კაცობრიობა არ შეაჩერებს კლიმატის ცვლილებებს დედამიწაზე СО2-ის ემისიის შემცირებით – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში, აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში [PNAS] გამოქვეყნდა. კვლევისთვის ავტორთა ჯგუფმა, რომელშიც შედიან ანთროპოლოგები, ეკოლოგები და კლიმატის ცვლილების მკვლევარები, შეისწავლეს პლანეტაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული დასახლებები. …

გახშირებული ხანძარი საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგია – მინისტრი

„კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგი გახშირებული ხანძარია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც” – თქვა ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულ ხანძართან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე. 2020 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე ტყის ეროვნული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა და ხანძრის გავრცელების საერთო ფართობმა 546 ჰექტარი შეადგინა. „გლობალური …

წყალდიდობები, ხანძრები და სიღარიბე – რა მოხდება თუ მსოფლიოში 1.5C-ით დათბება

IPCC კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ბოლო ანგარიშში 2040 წლისთვის კრიზისის რისკების განხილვისას აღნიშნულია, რომ ექსტრემალური დათბობის, წყალდიდობებისა და სიღარიბის რისკების შესამცირებლად სწრაფი ცვლილებებია საჭირო. „მსოფლიოს წამყვანი მეცნიერ-კლიმატოლოგები იუწყებიან, რომ დარჩენილია მხოლოდ ათეული წელი იმისთვის, რომ (გლობალური) დათბობის მაჩვენებელი შენარჩუნებული იყოს 1.5 C-ზე, რადგან ნახევარი გრადუსით მეტი მატებაც კი მნიშვნელოვნად ზრდის ათასობით ადამიანისთვის გვალვების, წყალდიდობების, ექსტრემალური …

შტორმისა და ღვარცოფის გაზრდილი რაოდენობა, როგორც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგი

აჭარის რეგიონში შტორმებისა და ღვარცოფების გაზრდილი რაოდენობა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგია, რაც სპეციალისტების მიერ 25-25-წლიანი პერიოდის შედარებით გამოვლინდა, ამის შესახებ დღეს, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივების თემაზე ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ეკატერინე მიქაძემ, აჭარის სანაპირო ზოლზე კლიმატის ცვლილების გავლენებზე საუბრისას აღნიშნა. …

Exit mobile version