„ბავშვს ფეხი დაუწვეს“ – მშობელი ბათუმის „რესპუბლიკურის“ ექიმებს ადანაშაულებს

3 წლის ბავშვის მშობელი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს. ჯუმალ თუფჩელი თურქეთის მოქალაქეა და საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით ოჯახთან ერთად ცხოვრობს. როგორც ჯუმალ თუფჩელი „ბათუმელებს“ უყვება, მისმა არასრულწლოვანმა  შვილმა ერთი წლის წინ კიბეზე ჩასვლისას ფეხი დაიზიანა. მამის თქმით, შვილი თავდაპირველად ბავშვთა საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ბავშვს რენტგენი გადაუღეს და სახლში გაუშვეს, თუმცა იმის გამო, რომ …

ბათუმის რესპუბლიკურს 4 სართულს მიაშენებენ – პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას დაახლოებით 4 300 კვ.მ ფართობს მიაშენებენ. მიშენება გრიბოედოვისა და პუშკინის კვეთაში, გადაუდებელი მიმღების [ემერჯენსის] მხრიდანაა დაგეგმილი. მისაშენებელი ფართობი კი 4 სართულზე გადანაწილდება. აღნიშნული მიშენების, ასევე, ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის [სასწრაფოს] მშენებლობის დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ კონკურსს …

ბათუმის N1 პოლიკლინიკა და სასწრაფოს შენობა წელს აღარ აშენდება

ბათუმში, ყოფილი „რესპუბლიკურის“ ტერიტორია ახალი მშენებლობისთვის მზადაა, თუმცა სამუშაოები წელს აღარ დაიწყება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით რესპუბლიკურის ტერიტორიაზე ბათუმის „სასწრაფოს“ და პოლიკლინიკის ახალი შენობები აშენდება და პროექტს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ განახორციელებს. მშენებლობას აჭარის ბიუჯეტიდან დააფინანსებენ. ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ქალაქის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარების ახალი შენობების აშენებაზე აჭარის მთავრობამ 2022 წლის …

დანგრეული „რესპუბლიკური“ და შეწყვეტილი 6,6 მლნ ტენდერი – ვინ ააშენებს სასწრაფოს შენობას

ბათუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟსა და ამ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობაზე მერიის სამმართველოს ტენდერი 6 676 011 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი სამმართველომ შეწყვიტა და აღარ გამოუცხადებია. „რესპუბლიკურის“ შენობა კი უკვე დაანგრიეს. „ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში მდებარე არსებული შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის“ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში მერიის სამმართველოს 146 …

ბათუმში #1 პოლიკლინიკას ახალი შენობა ექნება

ბათუმში სამ სამედიცინო დაწესებულებას – ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ბათუმის N1 პოლიკლინიკას და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრს ახალი შენობები ექნებათ. ამის შესახებ დღეს, 21 თებერვალს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. სამივე შენობა სახელმწიფო საკუთრებაშია. იანვრის თვეში „ბათუმელებმა“ დაწერა სასწრაფო დახმარების ახალი შენობის პროექტის შესახებ, რომელიც ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ადგილას აშენდება. ამავე ტერიტორიაზე, …

ბათუმში ძველ რესპუბლიკურს დაანგრევენ და აქ სასწრაფო დახმარების შენობას ააშენებენ

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს „ძველ“ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ შენობას ააშენებენ. არსებული შენობის დემონტაჟისა და ახლის აშენებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტში 6,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტერიტორია, სადაც დასანგრევი შენობები დგას, დაახლოებით 7 000 კვადრატული მეტრია. პროექტის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, ახალი შენობა სამსართულიანი იქნება – თავისი სასწრაფოს მანქანების ავტოსადგომებით, პარკინგით და …

რესპუბლიკურის ეზოში „ღვაწლმოსილი ექიმების სახელების უკვდავსაყოფად“ მონუმენტს დადგამენ

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს გადაწყვეტილებით, „საავადმყოფოს დაარსებიდან 120 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი ექიმების სახელების უკვდავსაყოფად მონუმენტს მოაწყობენ“. მონუმენტს საავადმყოფოს ეზოში არსებულ სკვერში დადგამენ. მონუმენტის მოწყობის სამუშაოებისთვის საავადმყოფოს 53 516 ლარი აქვს გამოყოფილი, მომსახურებას კი ტენდერით შეისყიდის. ტენდერი გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 30 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება. მონუმენტი კი, ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში …

302 000 ლარი ბათუმის რესპუბლიკურის ეზოს სკვერის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული სკვერის რეაბილიტაციისთვის 302 ათასი ლარია გათვალისწინებული. სკვერი საავადმყოფოს ძველ და ახალ კორპუსებს შორის მდებარეობს. რეაბილიტაციაზე ტენდერი შპს „ბათუმის რესპუბლიკურმა კლინიკურმა საავადმყოფომ“ გამოაცხადა. ეზოს [სკვერის] რეაბილიტაციასთან ერთად სანიაღვრე არხის მოწყობაცაა დაგეგმილი. „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულია სკვერი, რომელიც გაშენებულია მე-XX საუკუნის 50-იან წლებში, განაშენიანებისთვის თავდაპირველად გამოყენებული იყო მარადმწვანე მერქნიანი მცენარეები და პალმები. …

დავა რესპუბლიკურის კოვიდპაციენტების კვებაზე გამოცხადებული ტენდერისთვის

ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კოვიდპაციენტების სამჯერადი კვების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი პრეისკურანტით 2021 წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა ერთ-ერთმა პრეტენდენტმა კომპანიამ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა. საბჭოს გადაწყვეტილებამდე კი, საავადმყოფომ, თებერვლის თვის ჩათვლით პაციენტების კვების მომსახურებაზე ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 30 ათასი ლარია. რაც შეეხება გასაჩივრებულ ტენდერს, 2022 წლის განმავლობაში პაციენტების სამჯერადი კვების მომსახურებაში რესპუბლიკური საავადმყოფო ხელშეკრულების …

ბათუმის რესპუბლიკური სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა – რა წერია ხელშეკრულებაში

აჭარის მთავრობამ ბათუმის „ახალი“ და „ძველი“ რესპუბლიკური საავადმყოფოები სამართავად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს უსასყიდლოდ გადასცა. ბათუმის ე.წ. „ახალი“ რესპუბლიკური საავადმყოფო შპს „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ექვემდებარება, „ძველი“ კი – შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“. სწორედ ამ კომპანიების წილები გადაეცა მართვაში სამედიცინო ჰოლდინგს, მისი არსებობის ვადით. ჰოლდინგი, თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. „ბათუმის რესპუბლიკურის“ წილებს …

ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღარ მართავს

ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღარ მართავს. აჭარის მთავრობამ საავადმყოფო მართვაში ა[ა]იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადასცა. ბათუმის ახალ კლინიკას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლის 14 აპრილიდან მართავდა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მართვის უფლების გადაცემაზე 2021 წლის 20 ოქტომბრის შეთანხმებით გაუქმდა. ახალ შეთანხმებაში აღნიშნულია: „მხარეებმა …

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაუმეტეს 120 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. უნივერსიტეტმა პროექტის შესყიდვაზე ტენდერი 100 ათასი ლარით გამოაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწოლების რაოდენობა „შესაძლოა დაზუსტდეს/შემცირდეს პროექტირების დროს“. საუნივერსიტეტო კლინიკა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე უნდა აშენდეს. საპროექტო შენობა–ნაგებობა გათვალისწინებულია საუნივერსიტეტო სტაციონარისათვის. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საუნივერსიტეტო სტაციონარი, ეს არის „სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო …

რატომ შეაჩერა მუშაობა ბათუმის ახალმა რესპუბლიკურმა კლინიკამ?

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კორპუსში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ, მუშაობა შეაჩერეს. პაციენტები ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. „გვითხრეს, რომ ახალი კლინიკა ისევ სარემონტო გახდა, რაა სარემონტო, არ ვიცით. ისიც თქვეს, იყიდება რესპუბლიკურიო. პაციენტების ახლობლებს შემოგვთავაზეს, ჩვენ აგვერჩია კლინიკა, სადაც პაციენტებს გადავიყვანდით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი კოვიდპაციენტის ახლობელი. „ელექტრო სადენებს შეექმნა პრობლემა, უზარმაზარი დატვირთვა იყო,“ – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური …

ბათუმის რესპუბლიკურს ჩეხეთის მთავრობამ 190 ათასი ევროს აპარატურა გადასცა

ჩვილის სხივური გამათბობელი, ელექტროკუაგულაციის დანა, რეანიმაციული პედანტი და სამშობიარო საწოლი – ეს სამედიცინო აპარატურა  გადასცა დღეს, 21 აპრილს,  ჩეხეთის საელჩომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ჯამში ბათუმის რესპუბლიკურს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცეს. თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი საავადმყოფოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩეხეთის საელჩომ გადასცა. შეხვედრას დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობის  მინისტრის მოადგილე  მიქელა მარსოვა, ჩეხეთის …

ბათუმში ქალი დაჭრეს, ის რესპუბლიკურში გადაიყვანეს

ბათუმში ქალი დანით დაჭრეს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შენთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრის ინფორმაციით, დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკული არ არის და მას გამოკვლევები უტარდება. ქალი 50 წლამდე ასაკისაა და ის ზურგის არეშია დაჭრილი. დაჭრილი ქალის შვილი – ნათია კაკაბაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ქალი, მისი ინფორმაციით, მისმა დისშვილმა დაჭრა და უცნობია კონფლიქტის მიზეზი. …

გონიოში ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა

გონიოში ხანძრის შედეგად 45 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა. დაშავდა კაციც, რომელიც დამწვრობის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებს ხანძარი უკვე ჩამქრალი დახვდათ, სახლი დაზიანდა, თუმცა დაწვას გადაურჩა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრის ინფორმაციით კი, 45 წლის კაცს სახისა და ხელის არეში …

გერმანელი ანტივაქსერის ვიდეო – ყალბი ამბავი ბათუმის რესპუბლიკურის შესახებ  

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია როგორ შედის გერმანულ ენაზე მოსაუბრე კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აჩვენებს ცარიელ პალატებს და აცხადებს, რომ ბათუმში კოვიდპაციენტები აღარ არიან. „თუ ოდესმე იყო პანდემია საქართველოში, ახლა უკვე აღარ არის“, – აცხადებს ის ვიდეოში, რომელსაც ინგლისურ ენაზე ახლავს სუბტიტრები. ვიდეომასალაში აღნიშნულია, რომ ის 2021 წლის 15 მარტს არის გადაღებული ბათუმში, როცა …

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორი საკადრო ცვლილებებზე: ჭარბია მედპერსონალი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსები ტარდება. რესპუბლიკურის ძველ შენობაში დარჩენილი თანამშრომლები ეჭვობენ, რომ მათ ახალ რესპუბლიკურში პანდემიის ჩავლის შემდეგ ადგილი აღარ მოუწევთ, რადგან „იქ მენეჯმენტი თავიანთ კადრებს ასაქმებს“. „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ბათუმის რესპუბლიკურის რამდენიმე თანამშრომელმა ვერ დაგვისახელა ნეპოტიზმის კონკრეტული შემთხვევა. გამოცდილი თანამშრომლების თქმით, მათ საპენსიო ასაკის გამო აღარ მოუწევთ ადგილი ახალ რესპუბლიკურში. კლინიკის დირექტორი …

ყოფილი პარლამენტარი ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის რესპუბლიკურში მენეჯერად დანიშნეს

„მე ვეძებდი სამუშაოს, კოლეგები ვართ და საერთო ენა ვნახეთ,“ – ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი ნუკრი ბეჟანიძე, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გახდა. აქამდე ამ პოზიციაზე ექიმი გია კიკაბიძე მუშაობდა. ახალ რესპუბლიკურში მხოლოდ კოვიდპაციენტებს მკურნალობენ. ნუკრი ბეჟანიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ საკუთარი თავი რესპუბლიკურის მენეჯერს – სოლომონ ფუტკარაძეს თავად შესთავაზა. ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ გია კიკაბიძემ …

რა სამედიცინო სერვისები ექნება ახალი წლიდან ბათუმის რესპუბლიკურს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დამატებით 1 200 000 ლარი გამოუყო. ეს თანხა, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, საავადმყოფოს [ახალ კლინიკას] სრულყოფილად ფუნქციონირების დასაწყებად სჭირდება. კერძოდ: 200 ათასი ლარი კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალის სახელფასო დანამატისთვის [პრემიებისთვის], ხოლო 1 მილიონი ლარი ოფისის ხარჯებისთვის [ორი ცალი დიზელ-გენერატორის შესაძენად – 350 ათასი ლარი; ხოლო მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა …

რესპუბლიკური სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის ცალკე შენობას ააშენებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ რამდენიმე კოვიდცენტრს, მათ შორის ამ საავადმყოფოს, ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორები და კომპრესორები შეუძინა თანმდევი ნაწილებით, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტები 2020 წლის დეკემბერის შუა რიცხვებში დაამონტაჟებენ. „აღნიშნული დანადგარების განთავსებისთვის გადაუდებლად საჭიროა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდეს დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი კაპიტალური შენობა/ნაგებობა… პირველ დეკემბერს შესყიდული იქნა ზემოხსენებული შენობის საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, …

„გართულებულია დოკუმენტების წარმოება“ – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო პროგრამას იყიდის

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო პროგრამის შესყიდვას გეგმავს, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 220 საწოლფონდის მქონე კლინიკისთვის. პროგრამის შეძენას საავადმყოფო, ტენდერის გარეშე, 59 000 ლარად გეგმავს. საავადმყოფოს ინფორმაციით, არსებული პროგრამა 80 პაციენტზეა გათვლილი, მაგრამ „ვინაიდან დაახლოებით 3-ჯერ გაზრდილია საწოლფონდი [230-მდე] და გაზრდილია საწოლბრუნვა, არსებული პროგრამით შეუძლებელია მართვის ტემპის დაკმაყოფილება. არსებულ პროგრამას არ გააჩნია ასევე ელექტრონული ფორმა 100 …

20 ათასი ლარი რესპუბლიკურზე საინფორმაციო წარწერის მონტაჟისთვის

ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კლინიკის ახალ შენობაზე საინფორმაციო წარწერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 20 ათასი ლარია, რომლითაც შენობაზე 2 წარწერა [საინფორმაციო დაფა] უნდა განთავსდეს. შენობაზე წარწერები: „გადაუდებელი მიმღები-EMERGENCY“ და „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო BATUMI REPUBLICAN CLINICAL HOSPITAL“, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს. საინფორმაციო დაფებზე უნდა მოეწყოს ელექტროგანათება. შრიფტის ზომები, ფერები, …

ბათუმის რესპუბლიკური სამშობიარო ბლოკისთვის აპარატურას ყიდულობს – ჩეხეთის დახმარება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი გრანტით სამშობიარო ბლოკისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურას შეისყიდის. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, „2020 წლის 17 სექტემბერს საავადმყოფოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფინანსური დახმარების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ჩეხეთის საელჩო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გრანტის სახით გადასცემს 181 720,1 ევროს. ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულია მიმწოდებლის ვინაობა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო …

აჭარის ბიუჯეტიდან კარანტინისთვის 11,3 მლნ, რესპუბლიკურისთვის კი – 2,8 მლნ ლარი დაიხარჯა 

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის 2020 წლის სამი კვარტალის [იანვარი-სექტემბერი] შესრულების მიმოხილვა წარადგინა. დოკუმენტი მთავრობამ საბჭოს 27 ოქტომბერს გადაუგზავნა. ამ დოკუმენტის მიხედვით: ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით [კარანტინის მოწყობაში], სექტემბრის თვის ჩათვლით, 12 500 000 ლარის ხარჯი იყო გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ 11 360 300 ლარი შეადგინა. რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის და სხვა ღონისძიებების პროგრამისთვის …

რესპუბლიკურთან ხე წაიქცა და ორი ავტომანქანა დააზიანა

გუშინ, ღამით, ძლიერი წვიმის დროს ბათუმის `რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ხე წაიქცა, რის შედეგადაც ორი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ხე დაზიანებული არ იყო და ის სავარაუდოდ ძლიერი ქარის გამო წაიქცა. გამწვანების სამსახურმა ხე უკვე დაამუშავა და ადგილიდან გაიტანა.

რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

„იმ დღეს ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც ვერ ვიყავი კარგად, ადრე წასვლა გადავწყვიტე სახლში. სამსახურიდან გამოვდიოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს,“ – გვიყვება ადვოკატი როინ აბაშიძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. „ბათუმელები“ კოვიდ19-ით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს ესაუბრა ამ დაავადების სიმპტომებზე – რას გრძნობენ ისინი. „…დამირეკეს თუ არა, რესპუბლიკურის ცხელების ცენტრში …

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩეხეთისგან 186 000 ევროს აპარატურას მიიღებს

ჩეხეთის განვითარების სააგენტო ახალი ინიციატივის – Tied Financial Donation-ის ფარგლებში ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებს ჩეხურ სამედიცინო აპარატურას გადასცემს. ახალი აღჭურვილობის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება 2020 წლის ბოლომდე. საერთო ღირებულება 371 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 186 000 ევროს, ხოლო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო 185 000 ევროს მიიღებს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს …

ბათუმში 89 ინფიცირებულს მკურნალობენ, ორი პაციენტი რეანიმაციაშია – კორონავირუსი აჭარაში

7 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 89 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. კლინიკაში ძირითადად ახალი პაციენტები არიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, 15 პაციენტს პნევმონია აქვს, ორი პაციენტი კი, რეანიმაციაში იმყოფება, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე არ არიან. გია კიკაბიძე ამბობს, რომ ხვალ …

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ბათუმში – 31 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ორი არის თურქეთის მოქალაქე, ტრაილერის მძღოლი, ისინი საკუთარი სურვილით დაბრუნდნენ თურქეთში… დანარჩენი სამი მოთავსდა ჩვენთან, ერთი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ორი – საკარანტინო სივრცეში,“ – გვითხრა გია კიკაბიძემ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გუშინ, 30 აგვისტოს, სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამ დროისთვის კლინიკაში 28 …

2 ქობულეთის კლასტერი, 2 მძღოლი – კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბათუმში – 25 აგვისტო

ბათუმში covid-19 კიდევ 4 პაციენტს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქობულეთის გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ორი – საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლი. მძღოლებიდან ერთი საქართველოს, ხოლო მეორე თურქეთის მოქალაქეა. ის მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. ამჟამად, 25 აგვისტოს მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც ბათუმში დაუდასტურეს კორონავირუსი, სამკურნალოდ ქუთაისში გადავიდა. ის ქუთაისში …

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა ბათუმში – 24 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების წყაროები დადასტურებულია – სამი პირი კარანტინში იმყოფებოდა, ერთი კი, ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი იყო. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს covid 19-ზე. stopcov.ge-ის მონაცემებით, 24 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 1421 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 1137, გარდაიცვალა – 17, კარანტინშია – 7005 …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, მათ შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამის მკურნალობის კურსს გადის. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, ორივე მამაკაცი, რომლებსაც დღეს covid19 დაუდასტურდა, აქამდე საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული, ისინი საშუალო ასაკის საქართველოს მოქალაქეები არიან. „მათ შორის, ერთ-ერთი უკვე მე-13 დღეა იყო კარანტინში, უკვე გაშვებას …

973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია – კლინიკაში 10 პაციენტი რჩება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან არცერთც არ აქვს სიცხე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „გუშინ დაუფიქსირდა ორ პაციენტს ტემპერატურა, რის გამოც გაუკეთდათ ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ ანთებითი პროცესი არ …

ბათუმში 352 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში covid 19-ზე ჩატარებული 352 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. 13 ივლისის მონაცემებით, ბათუმში 7 პირი აგრძელებს მკურნალობას კორონავირუსზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 27 638 პირს. გუშინ კორონავირუსი ბათუმში თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ის თურქეთში დაბრუნდა. ქვეყნის მასშტაბით დღეს კორონავირუსის  9 …

სად უმკურნალებენ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებსაც სხვა დაავადებებიც აქვთ

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ახლა კოვიდცენტრია მოწყობილი, არ არის მრავალპროფილური კლინიკა. შესაბამისად, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი და ამავდროულად სხვა დაავადებები, მათ ვერ მოემსახურებიან. სასურველია, ერთ სივრცეში მოხდეს პაციენტების მომსახურება,“ – განაცხადა დღეს, 10 ივლისს „ლელოს“ წევრმა და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის ექიმმა, დავით მამულაძემ. ექიმის თქმით, კლინიკა სასწრაფოდ უნდა აღიჭურვოს სრულად. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურში [ახალ …

Exit mobile version