რუსეთმა გალში ახალი სავაჭრო ტერმინალი გახსნა. დეფაქტო აფხაზეთში სატრანზიტო ლოგისტიკური კომპანიის გენდირექტორი ასტამურ ახსალბა ამბობს, რომ ახალი ტერმინალიდან სატესტო ტვირთებიც შესრულებულია. მისი თქმით, პროექტი წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს მეზობლობის გამო, თუმცა მისი განხორციელებისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა უკვე გავლილია და რამდენიმე თვეში სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას. ასტამურ ახსალბა ასევე ამბობს, რომ „აფხაზეთი …
Tag Archives: აფხაზეთი
აფხაზეთში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს რუსეთიდან დააფინანსებენ
2025 წლის პირველი სექტემბრიდან, აფხაზეთში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები რუსეთიდან, 5 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასის დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი წერს. „2025 წლის 1 სექტემბრიდან დაწესდეს ყოველთვიური დანამატები აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და ლექტორების განაკვეთებსა და ხელფასებზე, 5 ათასი რუბლის ოდენობით“, – ნათქვამია ოკუპირებული …
Continue reading “აფხაზეთში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს რუსეთიდან დააფინანსებენ”
ოკუპირებულ აფხაზეთში მოსწავლეებს დრონების მართვას ასწავლიან – მედია
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მათი სამხედრო-პატრიოტული საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა აფხაზეთში სკოლის მოსწავლეების მომზადება უპილოტო თვითმფრინავების მართვაში. აფხაზური მედია წერს, რომ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებთან სწორედ ასეთი სწავლება ჩაატარეს, კერძოდ „მოზარდებს ასწავლეს FPV დრონების აწყობა, მართვა და გამოყენება, რათა განუვითარონ მათ ტექნიკური …
Continue reading “ოკუპირებულ აფხაზეთში მოსწავლეებს დრონების მართვას ასწავლიან – მედია”
აფხაზეთში რუსეთი 115 მლნ რუბლს დახარჯავს არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად
ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტოდან არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად პროექტების განხორციელების კონკურსი დაიწყება, ამისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან 115 მილიონი რუბლია გათვალისწინებული. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველ მოადგილეზე, სერგეი კირიენკოზე დაყრდნობით წერს. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად. წელს 115 მილიონი რუბლი მზად არის მიემართოს სოციალურ პროექტებზე, განვითარების პროექტებზე, რომლებიც შეუძლიათ მიიღონ რიგითმა …
რუსეთმა აფხაზეთში რუსული პასპორტის მქონე პენსიონერებზე 20 000-ზე მეტი სადებეტო ბარათი გასცა
რუსული პროპაგანდისტული მედია Ria წერს, რომ რუსულმა ბანკმა ПСБ-მ, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მქონე პენსიონერებზე 20 ათასზე მეტი სადებეტო ბარათი გასცა. რუსული მედიის ცნობით, ეს არის რუსეთის მოქალაქეობის მქონე თითქმის ყველა პენსიონერი, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს. ოკუპირებულ აფხაზეთში, Apsnypress-ის ცნობით, 24 ათასზე მეტი პენსიონერი იღებს რუსულ პენსიას, მათგან დაახლოებით 4 ათასი 80 წელზე მეტი ასაკისაა. …
აფხაზეთში გრძელდება რუს ტურისტებთან დაკავშირებული უკმაყოფილების და ბოდიშის სერია
აფხაზეთის კერძო კინოფონდის დირექტორმა ალექსანდრე ბასარიამ ბოდიში მოიხადა რუს ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, რომელშიც ის ამბობდა, რომ რუსი ტურისტები დასვენებაზე ფულს ზოგავენ, რის შედეგადაც აფხაზეთში მცირე ბიზნესი ზარალდება. ამავე საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტრომაც. საქმე ის არის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო კვირაა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემა სწორედ რუსი ტურისტების ფულის …
Continue reading “აფხაზეთში გრძელდება რუს ტურისტებთან დაკავშირებული უკმაყოფილების და ბოდიშის სერია”
„ჩამოდიან და ყიდულობენ დოშირაკს, ასეთი ტურისტები არ გვჭირდება“ – სკანდალი აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო კვირაა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემა ე.წ. „დოშირაკის“ სკანდალია. 20 ივნისს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკაში ტურიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასთან ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში არ სჭირდებათ ღარიბი ტურისტები, რომლებიც „დოშირაკს“ [სწრაფი მომზადების სუპი] ყიდულობენ. „ის ტურისტი, რომელიც ჩამოდის 300 მანეთით, გარწმუნებთ, რომ არაფერს არ იყიდის. ის ჩადგება ჭიქა …
გუნბა: აფხაზეთი რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ პროპაგანდისტულ მედია „ტასსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ აფხაზეთი არ აპირებს საქართველოსთან რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოსთან მშვიდობიან თანაარსებობას ცდილობს. „საქართველო, რა თქმა უნდა, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთმა აღადგინა დამოუკიდებლობა და ამ გაგებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი გეგმა ჩავატაროთ მოლაპარაკებები ჩვენი …
გუნბა რუსულ ძალებს აფხაზეთში „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“ უწოდებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ პროგანდისტულ მედია „ტასსთან“ ინტერვიუში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვიდე სამხედრო ბაზა, ისევე როგორც რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, არის „ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დამატებითი გარანტია“. „მართლაც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის …
Continue reading “გუნბა რუსულ ძალებს აფხაზეთში „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“ უწოდებს”
რა შენდება ოჩამჩირეში, პორტი თუ ტერმინალი? – რას ამბობს სუსი და რა ხდება სინამდვილეში
შენდება თუ არა ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტი? – ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკონტეინერო ტერმინალს აშენებს, თუმცა ამ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტები. „რია ნოვოსტის“ კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნის …
აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი: საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია Tass-თან განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ. „საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ სურთ გააჯანსაღონ ურთიერთობები მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან – არ რჩება ჩვენი …
„ევროპას შეუძლია სათადარიგო სკამიდან უმაღლესი ლიგის თამაშში შემოვიდეს“ – ინტერვიუ გენერალთან
ტრამპის პუტინთან და ზელენსკისთან საუბრის შემდეგ არსებითად ჯერ უკრაინის ფრონტზე არაფერი იცვლებაო – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, აშშ-ს მთავარი ფოკუსი ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი ხდება, ევროპამ კი, ევროპას უნდა მიხედოს. „ევროპას შესწევს ძალა – რესურსები და ტექნოლოგიური მხარე – რუსეთს მოუგოს შეიარაღებაში ბრძოლა. რუსეთი აღარ არის საბჭოთა კავშირი, ის საკმაოდ დასუსტებული …
აშშ აფხაზური NGO-ების მეშვეობით ცდილობს აფხაზეთი რუსეთს მოგლიჯოს და საქართველოს მიაწებოს – სიმონიანი
მედიაჯგუფ Russia Today-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორი, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ აშშ ცდილობს აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შეცვალოს „აფხაზი ხალხის კულტურული კოდი“. მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი „აფხაზეთის რუსეთისგან მოგლეჯა და მისი ისევ საქართველოსთვის მიწებებაა, აფხაზი ხალხის აზრის დაუკითხავად“. სიმონიანი ამის შესახებ იმ ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომლითაც აშშ-ის მიერ რუსული პროპაგანდისტული მედიების …
აფხაზეთი აცხადებს, რომ გაეროში გაწევრიანება აქვს გამიზნული – რუსული მედია
აფხაზეთს გაეროში გაწევრიანება აქვს გამიზნული – ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედია „იზვესტიასთან“, დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესს აშშ და ევროკავშირი აფერხებს. „რა თქმა უნდა, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა. ეს არის თავად პროცესის საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარებისთვის. ეს ყველაფერი ლოგიკურად ურთიერთკავშირშია. რა თქმა უნდა, …
Continue reading “აფხაზეთი აცხადებს, რომ გაეროში გაწევრიანება აქვს გამიზნული – რუსული მედია”
აფხაზეთი საქართველოა – 27 სექტემბერს ბათუმში აქციას გეგმავენ
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში აქციას გეგმავს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით იგეგმება მსვლელობა სოხუმის ქუჩიდან, შემდეგ კი აქცია, სავარაუდოდ ევროპის მოედანზე გაგრძელდება: „ადგილს დავაზუსტებთ“. აქცია 13:00 საათზე დაიწყება. „მოგეხსენებათ 27 სექტემბერს დავაანონსეთ აქცია სახელწოდებით “აფხაზეთი საქართველოა”. ღრმად გვწამს, რომ უკრაინა და ცივილური სამყარო გაიმარჯვებს ომში, რომელიც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს მიცემს …
Continue reading “აფხაზეთი საქართველოა – 27 სექტემბერს ბათუმში აქციას გეგმავენ”
„გეტყვიან… რუსი მოდის, გაიქეცით, უნდა გაიქცე“ – რას ჰყვებიან ხურჩაში მცხოვრები ქალები
მეგრული ოდის ღია კარიდან სოფლის მთავარი გზა ჩანს. ზაფხულის ცხელი დღის სიჩუმეს ავტომობილის ხმა არღვევს. გზაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებმა ჩაიარა. „აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ გზაზე სირბილში გავიზარდეთ. ამ გზაზე დაიკარგა ჩვენი ბავშვობა,“ – ხმაურის შემდეგ ჩამომდგარ სიჩუმეს ისევ არღვევს 42 წლის ლია კვარაცხელია. ლია ხურჩაში, საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელში ცხოვრობს. მდინარე ხურჩისწყლის მარცხენა მხარეს …
ვინც რუსეთს ზედაპირულად მაინც იცნობს, არ მგონია დაიჯეროს, რომ აფხაზეთს დაგვიბრუნებს
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დანიშვნის პარალელურად, სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი რუსეთის მხრიდან შესაძლო, სამომავლო დეოკუპაციის შესახებ. ურთიერთობების „დათბობის“ შემდეგ თითქოს არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა აფხაზეთი დაგვიბრუნოს. რამდენად შეიძლება ეს მოსაზრება სეროზულად განვიხილოთ? – ჩვენს კითხვებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე პასუხობს. ბატონო დიმიტრი, პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საზოგადოების პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ გააჩინა ახალი მოსაზრება, რომ შეიძლება აფხაზეთი …
2-თვიანი შვებულება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და სხვა დარღვევები – რას წერს აუდიტი
„შესაბამისად, ერთი თვის შვებულების ანაზღაურება – ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას“. სახელმწიფო აუდიტმა 7 აპრილს გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022-2021 წლებს მოიცავს. აუდიტის შეფასებით გამოვლინდა არაერთი დარღვევა. მაგალითად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური …
დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის შენიშვნა მისცა, სკოლიდან გაუშვეს
ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ განაცხადა დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა. მისი თქმით, სკოლის დირექტორმა სასწავლო რესურსების გამოყენების დროს დაარღვია კანონმდებლობა. საუბარია, სკოლის ფოიეში განთავსებულ სტენდზე, სადაც მსოფლიოს სახელმწიფოების დროშების სტიკერების გვერდით რუსეთისა და აფხაზეთის დროშის სტიკერიც იყო განთავსებული. მინისტრის თქმით, დირექტორმა სტენდზე აფხაზეთის დროშის სტიკერი განათავსა, რაც …
ზღვის კაცი ვარ, სახლიც ზღვის ქვებით და გამორიყული ხით ავაშენე
თეთრი ქვის ჭერი, ზღვის ნიჟარების ფარდები, ზღვისგან გაპრიალებული ხის ტოტების ძელსკამი და ჭიშკარი ადამიანების გამოსახულებით – ფოთში ასეთი საინტერესო სახლი დგას, სადაც ყველაფერი ერთი კაცის, აფხაზეთიდან დევნილი ბორის პაპასქუას ხელითაა ნაკეთები. „ყოველ დილით ველოსიპედით გავდივარ სახლიდან და საბარგულში ათას რამეს ვყრი, ლამაზ ქვებს, ხის ფესვებს, უცნაური ფორმის ტოტებს, ქვებს. ბავშვობიდან მოყოლებული სულ ზღვაზე ვიყავი, ზღვის …
Continue reading “ზღვის კაცი ვარ, სახლიც ზღვის ქვებით და გამორიყული ხით ავაშენე”
რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება
საქართველომ რუსეთიდან წელს თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე ნებისმიერ წელს, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში. ვინაიდან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოხმარება იზრდება, ადგილობრივი გამომუშავება კი შემცირებულია, შესაბამისად, იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული მხარე იმპორტის გაზრდას აფხაზეთს უკავშირებს, აფხაზეთში კი, დენის მოხმარების ზრდის მიზეზად მაინინგს ასახელებენ და მიწოდებაში მაინც შეზღუდვებია. ე.წ. მაინინგი სახელდება მესტიაში დენის შეზღუდვის …
Continue reading “რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება”
როგორ ცხოვრობს სოფელი ხურჩა, სადაც რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შეიჭრნენ
სოფელ ხურჩაში 4 თვის წინ რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შევიდნენ და გალიდან გადმოპარული 4 ადამიანი უკან – აფხაზეთში დააბრუნეს. ქართულ მედიაში არაფერი თქმულა, თუ რა ბედი ეწიათ იძულებით წაყვანილებს. ხურჩაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რუსი ჯარისკაცები სოფელს ძაღლებით აღარ დასხმიან თავს. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ამ სოფელში – „ბათუმელების“ რეპორტაჟი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლიდან. „28 წელი …
Continue reading “როგორ ცხოვრობს სოფელი ხურჩა, სადაც რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შეიჭრნენ”
ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნეს
ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია აფხაზეთის ა/რ მთავრობაში განათლებისა და კულტურის უწყებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ეკა ხოფერიამ „ნეტგაზეთთან“ დაადასტურა. ეკა ხოფერიას თქმით, მინისტრის პოზიციაზე მას დღეს, 29 დეკემბერს ოფიციალურად წარადგნენ და პირველი სამუშაო დღე ექნება. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შეთვაზება, ხოფერიას განმარტებით, აფხაზეთის ა/რ-ის ხელმძღვანელის რუსლან აბაშიძისგან მიიღო. “ჩვენ გვქონდა პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ ჟურნალ “სითიშ”, …
Continue reading “ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნეს”
აფხაზეთში შემწვარი თხებით მორთული ქორწილის ქილიკის გამო მოქალაქეს სცემეს
სოხუმში მცხოვრები 32 წლის ბესლან ხვარწკია მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ რეანიმაციაში იმყოფება. ხვარწკიას ცემის მიზეზი სოციალურ ქსელში იმ ქორწილის ქილიკი გახდა, რომელშიც სტუმრებს საქორწილო სუფრაზე შემწვარი ცხოველები დახვდათ. ხვარწკია აუდიომიმართვაში აღნიშნულ ქორწილს შეურაცხმყოფელი ფორმით [козлосвадьба] მოიხსენიებდა. ინციდენტი 21 ოქტომბერს მოხდა. სოხუმის პოლიციის განყოფილებაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან შეტყობინება შევიდა, რომ მათთან მიიყვანეს ახალგაზრდა კაცი მრავალრიცხოვანი დაზიანებებით სხეულზე. პაციენტს …
Continue reading “აფხაზეთში შემწვარი თხებით მორთული ქორწილის ქილიკის გამო მოქალაქეს სცემეს”
ევროპულ სამეცნიერო პლატფორმაზე წვდომა აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში, EURAXESS-ში გაწევრიანდა, რის შემდეგაც ქართველ მეცნიერებს წვდომა ექნებათ ევროპულ სამეცნიერო-კვლევით პლატფორმასთან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფუძნდება EURAXESS GEORGIA, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს ევროპასთან თანამშრომლობაში. სამინისტროს ცნობით, EURAXESS GEORGIA-ზე გარდა ქართული ენისა, ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც განთავსდება, რაც შესაძლებლობას მისცემს აფხაზ მეცნიერებს, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში საქართველოს სახელით. საქართველოს დროშა …
Continue reading “ევროპულ სამეცნიერო პლატფორმაზე წვდომა აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ”
ხიჭაურის უნივერსიტეტმა რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორ-მასწავლებლების გაცვლას. რუსული უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და ეპისკოპოს სპირიდონის შეხვედრას ხიჭაურში ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძეც, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტთან ურთიერთობის მემორანდუმის გაფორმებას ისინიც აპირებენ. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზე 1-ელ მარტს …
Continue reading “ხიჭაურის უნივერსიტეტმა რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა”
აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები აფხაზეთთან დაკავშირებულ არეულობაზე
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მალე 29 წელი შესრულდება. საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს. ორი წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ გამოაქვეყნა აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის …
Continue reading “აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები აფხაზეთთან დაკავშირებულ არეულობაზე “
რა მოატყუა თარხან-მოურავმა ამომრჩეველს ქობულეთში
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, ქობულეთში საარჩევნო სუბიექტების წარდგენის დროს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევს აფხაზებსა და ოსებს „საქართველოში შემოვიდნენ“. „მიშა სააკაშვილმა ჩააბარა ტერიტორიები და მერე კანონი მიიღო, რომ ჩვენს შორის (იგულისხმება აფხაზები და ქართველები) ურთიერთობა არ იყოს. 70 ათასი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში. …
Continue reading “რა მოატყუა თარხან-მოურავმა ამომრჩეველს ქობულეთში”
ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები ბათუმიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდებიან
ტრეფიკინგის მსხვერპლი მოქალაქეები დღეს, 19 ივლისს, უკრაინაში გაემგზავრებიან. ორი უკრაინელი ქალი თვენახევრის განმავლობაში ბათუმის ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარში ცხოვრობდა. უკრაინის მოქალაქეები შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი აფხაზეთში გახდნენ. „ისინი არიან პროფესიით მღებავები და ეძებდნენ სამუშაოს. ინტერნეტით მიიღეს შეთავაზება, რომ რუსეთში არსებობდა კარგი სამუშაო. ისინი რუსეთის ნაცვლად აფხაზეთში აღმოჩნდნენ. დაახლოებით წელიწადნახევარი ამუშავეს ისე, რომ სახლიდან გარეთაც …
Continue reading “ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები ბათუმიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდებიან”
„ჩვენ ცოტას ვსაუბრობთ ერთმანეთის დანაშაულზე“ – შეხვედრა ქართულ-აფხაზურ თემაზე
„ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება” – ეს იყო ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრისა და დისკუსიის თემა პირველ ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას სამი მომხსენებელი ჰყავდა: სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) თამარ თოლორდავა, ისტორიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნატალია ლაზბა და ჟურნალისტი ქეთევან ქანთარია. დისკუსიის …
Continue reading “„ჩვენ ცოტას ვსაუბრობთ ერთმანეთის დანაშაულზე“ – შეხვედრა ქართულ-აფხაზურ თემაზე”
მორიგი შეხვედრა სოხუმში გაიმართება
ქართულ-აფხაზურ მხარეთა წარმომადგენლები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შემდეგ შეხვედრას სოხუმში, 20 მაისს გამართავენ, – აცხადებს სოხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. შამბას თქმით, აფხაზური მხარე ოფიციალურ თბილისთან კონსტრუქციულ დიალოგს იმედოვნებს. შეხვედრაზე, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში გაეროს გენმდივნის სპეცწარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის ინიციატივით, სამშაბათს, თბილისში გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება მორიგ შეხვედრამდე კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, რომელშიც საერთაშორისო …