Batumelebi | სოფელ მარადიდში ჭოროხმა სამანქანე გზა და საფლავები დატბორა სოფელ მარადიდში ჭოროხმა სამანქანე გზა და საფლავები დატბორა – Batumelebi
RU | GE  

სოფელ მარადიდში ჭოროხმა სამანქანე გზა და საფლავები დატბორა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა და სასაფლაოს ნაწილი დატბორა.

სოფლებში – მარადიდსა და ძაბლავეთში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, თემურ დიდმანიძის თქმით, მდინარეში წყლის დონემ მატება დაახლოებით 12 საათზე დაიწყო.

„მანქანების სავალი გზის დაახლოებით 25 მეტრია დატბორილი, სოფლის სასაფლაოზეა წყალი შემოსული და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე. ხალხი გამოვიდა და გადაკეტა „კირნათი ჰესის“ შესასვლელი, რადგან დატბორვას ჰესს უკავშირებენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ დიდმანიძემ, რომელიც ახლა „კირნათი ჰესთან“ იმყოფება.

დატბორვის ფაქტი სოფელ მარადიდში გასულ წელსაც დაფიქსირდა, როცა დაგუბებულმა ჭოროხმა გზის ნაპირამდე მოაღწია და ეზოები დატბორა.

„კირნათი ჰესს“ კომპანია „აჭარენერჯი“ ფლობს.

_______
მთავარ ფოტოზე: დატბორილი მარადიდი, 2018 წლის ივნისი. ფოტო არქივიდან.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com