რატომ შეფერხდა შუახევის გაზიფიცირების პროგრამა

აჭარის მთავრობამ 2025 წლის ორ კვარტალში შუახევის სოფლების გაზიგიცირებისთვის გათვალისწინებული თანხა 600 ათასი ლარი ვერ აითვისა. პროგრამა წელს ხიჭაურის დასახლების გაზიფიცირებას, ასევე  გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, რაც სამინისტრომ აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, პროგრამის შეფერხების მიზეზი ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „გასსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს. …

აჭარაში ყველა მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კაცია – სად არიან ქალები

აჭარის ექვს მუნიციპალიტეტს (ბათუმი, ქობულეთი, ქედა, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური) ექვსი მერი და საკრებულოს ექვსი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თორმეტ წამყვან პოზიციაზე მხოლოდ კაცები არიან წარმოდგენილნი. აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს არც ერთი თავმჯდომარე და არც ერთი მერი ქალი არ არის. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეთა საერთო რაოდენობა აჭარის მუნიციპალიტეტებში თვრამეტია. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებიც აჭარის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, კაცები არიან. საკრებულოს თავმჯდომარის …

„აღმზრდელის ხელფასი 380 ლარია“ – რატომ არ ზრდის შუახევის მერია ბაღებში ანაზღაურებას

შუახევის საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ისევ ელოდებიან. მათი ხელფასების ზრდა ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა, თუმცა საბავშვო ბაღებში გაზრდილი ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. „ისევ არ მოგვემატა ხელფასი“ – ამბობენ ისინი „ბათუმელებთან“. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღების ბიუჯეტი გაიზარდა და ეს გაზრდილი ბიუჯეტი ბაღების თანამშრომლების ხელფასებზე უნდა დახარჯულიყო. ამ საკითხის მოკვლევის მიზნით, …

შუახევის მერიის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმელების“ ინფორმაციით, შუახევის მერიის რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერიაში უკვე მიიღეს რეკომენდაცია, ხვალ, 22 სექტემბერს, მუშაობის შეჩერებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების თაობაზე. ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მან გვითხრა, რომ ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში ამოწმებს ინფორმაციას და ამის შესახებ ხვალ დილით გვიპასუხებს.

მომავალი პროგრამისტი შუახევიდან – სკოლა მხოლოდ ორმა დავასრულეთ

თორნიკე ჯაფარიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში სწავლობდა. კლასში სულ ოთხი მოსწავლე იყო, თუმცა სკოლა საბოლოოდ ორმა დაასრულა. სოფელი მაღალმთიანია და მილევადიც, რაც აისახება კიდეც სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზე. თორნიკე ამბობს, რომ ერთი მხრივ, კლასში ცოტა მოსწავლე თითქოს კარგი უნდა იყოს იმისთვის, რომ მასწავლებელმა უფრო მეტად იმუშაოს მოსწავლესთან, უფრო მეტი დრო დაუთმოს ცალკეულ თემას, თუმცა ასე არ …

როდის იქნება შუქი გომისმთაზე

კურორტ გომისმთაზე შუქი ჯერ კიდევ არ არის. ელექტროენერგიის მიწოდების სისტემის მოწყობა აქ ორი წლის წინ დაიწყო. ადამიანები, რომლებიც გომისმთაზე ზაფხულობით ადიან, ამბობენ, რომ ზოგიერთ უბანში ბოძებიც არის და ელექტროგადამცემი ხაზებიც, თუმცა გაურკვეველია, როგორ უნდა მიიყვანონ ელექტროენერგია სახლებამდე. მთავარი პრობლემა ისაა, რომ აქ კანონით რეგისტრირებული საკუთრება არავის აქვს, რის გამოც ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ შუქის სახლებში შეყვანაზე …

სეტყვამ ქედასა და შუახევში ნარგავები გაანადგურა, როგორ დაეხმარება მთავრობა დაზარალებულებს

მუნიციპალიტეტების მერები ქედისა და შუახევის სოფლებში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან, სეტყვამ სოფლებში ერთწლიანი ნარგავები შაბათს, 14 ივნისს, დააზიანა. დაახლოებითი მონაცემებით, რაც ქედის მერმა ლევან გორგილაძემ მოგვაწოდა, სოფლებში – დანდალოში, ხარაულაში, ტაკიძეებსა და ჯალაბაშვილებში მოსავალი გაუნადგურდა 130-მდე ოჯახს: „სხვაგან შედარებით ნაკლებია ზიანი. კომისია შექმნილია და დაზუსტებაზე მუშაობს. მას შემდეგ, რაც ოჯახების იდენტიფიცირება დასრულდება, კომისია დაასურათებს …

შუახევში ტროტუარის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე საფეხმავლო ტროტუარის მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტმა 1 150 000 ლარი გამოყო და ტენდერიც გამოაცხადა. ტროტუარი არსებული ავტოსადგურიდან რესტორან „შუახევამდე“ მონაკვეთში მაგისტრალის გასწვრივ აშენდება – ეს იქნება სახიდე გადასასვლელივით, მოაჯირებით. ტროტუართან ერთად გაკეთდება საყრდენი კედელი, პლიციის შენობის მიმდებარედ შეკეთდება კიბე, მოეწყობა პატარა სკვერი, მოსაცდელი, გარეგანათება და ავტოპარკინგი. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მაგისტრალის ამ …

უჩამბის სკოლამ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ლაბორატორია პირველად შეიძინა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლამ ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორია შეიძინა. როგორც სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი, დათო ზოსიძე გვეუბნება, სკოლას ლაბორატორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჰქონია და მოსწავლეები ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ. ლაბორატორია 4 700 ლარად შეიძინეს. აჭარის განათლების სამინისტრომ სკოლას, სასკოლო კლუბების დაფინანსების ფარგლებში, ათასი ლარი გამოუყო, დანარჩენი თანხა კი სკოლამ საკუთარ ბიუჯეტში გამონახა. დათო …

შუახევში „პატრიოტთა ალიანსის“ ათმა წევრმა პარტია დატოვა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა  შუახევიდან, ბეგლარ ფუტკარაძემ, დღეს, 23 ნოემბერს, ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან და პარტიის კიდევ ათმა წევრმა პარტია დატოვეს. ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ ყოფილი წევრები აპროტესტებენ პარტიის პრორუსულ კურსს და მმართველ პარტიასთან ალიანსს. „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრები გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდებიან. „შექმნილმა ვითარებამ, პარტიის არასწორმა ქმედებებმა, მათ შორის პრორუსულმა პოლიტიკამ, იმან, …

ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული შუახევიდან – „ვინ არის ადამიანი თავისუფლების გარეშე“

ანა კეკელიძე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულია. ის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის სკოლაში მეცხრე კლასში სწავლობს. ანამ ლიტერატურულ კონკურსში გასულ წელსაც მეორე ადგილი მოიპოვა. ინგლისური ენის კონკურსში კი პირველი. ამჟამად ქიმიის საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობს და როგორც გვეუბნება, პირველ ტური წარმატებით გადალახა. ანა ამბობს, რომ უყვარს დეტექტივებისა და რომანების კითხვა. ძირითადად უცხოელ მწერლებს კითხულობს, თუმცა თანამედროვე ქართველ მწერლებსაც …

დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე: მე ჩემს ოჯახში სულ მორჩილად ვარ

რას ლობირებს ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში, როგორ აფასებს პრემიერის  ქცევას, როცა მან ანზორ ბოლქვაძის კოლეგას და ყოფილ თანაპარტიელს შეაგინა და როგორ მოიქცევა თუ პრემიერი მას შეურაცხყოფს? – ამ და სხვა კითხვებზე ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ანზორ, ამ მოწვევის პარლამენტში რა საკითხებზე მუშაობთ? ძირითადი სამუშაო იყო კონსტიტუცია, მეორე კი ბიუჯეტი …

შუახევში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მდინარემ წაიღო

წუხელ ღამით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების – ინწკირვეთისა და ნაღვარევის დამაკავშირებელი ხიდი მდინარემ წაიღო. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ხიდის აღდგენა გამოდარებამდე და მდინარის კალაპოტზე წყლის დონის დაკლებამდე ვერ დაიწყება: „ … ინწკირვეთისა და ნაღვარევის მოსახლეობა ამ წუთას ფაქტობრივად გზის გარეშეა. ღმერთს მადლობა, ახლა იქ ავადმყოფი არ გვყავს. თუ მსგავსი საჭიროება შეგვექმნა, მაშველების დახმარებით გამოვიყვანთ. …

სამი მილიონნახევარი შუხევის სოფლებში სასმელი წყლის მისაყვანად

შუახევის მინიციპალიტეტის გამგეობა სოფელ ინწკირვეთის ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამგეობის შესყიდვების სამსახურმა ორწლიანი ტენდერი გამოცხადა. შესყიდვისთვის სამი მილიონ 646 322 ლარი გაითვალისწინეს. სატენდერო კომისიის ინფორმაციით სასურველია 2017 საბიუჯეტო წლის ბოლომდე შესრულდეს მილიონ ხუთასი ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები. ტენდერის პირობების მიხედვით პროექტი მოიცავს სოფელ ინწკირვეთის მთის გორის ძირიდან მდინარის …

„ოცნების“ პოლიციელი კანდიდატი „უმუშევართა რიგებიდან ადამიანების გამოხშირვაზე“

სანამ „ქართული ოცნება“ შუახევის 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად წარადგენდა, ფრიდონ ფუტკარაძე შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ძალოვან უწყებაში  ფრიდონ ფუტკარაძე 2004 წლიდან მუშაობს. რას ჰპირდება ყოფილი პოლიციელი შუახეველ ამომრჩეველს და რატომ გადაწყვიტა შსს-დან თვითმმართველობაში გადანაცვლება? მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ბატონო ფრიდონ, 14 წელია პოლიციაში მუშაობთ და რატომ გადაწყვიტეთ თვითმმართველობაში …

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი შუახევში: გავხსნით სოფლის კლუბებს, დავაგებთ გზებს

მირზა თურმანიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია შუახევის მუნიციპალიტეტში. ამ პარტიაში გაწევრიანებამდე, ის 2004 წლიდან უჩამბის თემის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2006 წელს კი შუახევის საკრებულოს წევრი გახდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. პარალელურად საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა მაკარაძის ბიუროს ხელმძღვანელი იყო.  2008 წლიდან გამგებლის მოადგილე, შემდეგ კი გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. 2011 წელს აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა. 2012 წლის …

ენმ-ს მერობის კანდიდატი შუახევში: ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად არ გვეცალა

ომარ მეგრელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შუახევის მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ომარ მეგრელიძე 2006-2011 წლებში შუახევის გამგებელი იყო, მანამდე კი გამგებლის მოადგილე. რას მიაღწია თავისი გამგებლობის პერიოდში და რას პირდება ის ამომრჩეველს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე მერობის კანდიდატი „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ომარ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან? მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა …

როგორ აისახა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შუახევის გამგეობაზე

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვახტანგ ბერიძის სარჩელი. ეს მოქალაქე შუახევის კულტურის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებას ასაჩივრებდა. მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ განმარტა, რომ კულტურის ცენტრი არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს ნებისმიერ დროს აქვს, მათ შორის, დარღვევის არარსებობის შემთხვევაშიც. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ უზენაესი სასამართლოს მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული …

იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამით ტურისტებიც ისარგებლებენ

დღეიდან შუახევში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა  იალაღებზე მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღეს, პროგრამა გასულ წელს დაიწყო და წელს მეორედ ხორციელდება. გამგებლის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობაზე „ტურისტებს უარს არვინ ეტყვის“. იმ შემთხვევაში კი, თუ ამას ინტენსიური სახე მიეცემა, რაც ადგილობრივებს შეუშლის ხელს და …

მეწყერმა შუახევში შუბნის თემთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მეწყერი ისევ გააქტიურდა. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ შუბნის თემთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „მეწყრის გააქტიურების მოლოდინი იყო. მიწის მასა დღეს [31 მაისს] პირველ საათზე ჩამოვიდა და შუბნის თემთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა, გზას ორი ერთეული ტექნიკა წმენდს, მესამე – დაემატება და …

შუახევის ოთხ სკოლას სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს

შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ კვიახიძეების, დღვანის, ლომანაურის და ნაღვარევის საჯარო სკოლებს თითქმის ერთი წელია, საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით დანიშნული მოვალეობის შემსრულებლები არ ჰყავს. ისინი მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები არიან. შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, საჯარო სკოლებს ადმინისტრაციული ხარჯების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების დროს, გარკვეული პრობლემები ექმნებათ. „სკოლის საბანკო ანგარიშებთან წვდომა აქვთ ამ …

რატომ ჩამოაჭრეს პედაგოგებს ხელფასი

შუახევის, სოფელ უჩამბის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი ფატი თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიანი რეგიონის მასწავლებლებს, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში ხელფასები ჩამოაჭრეს. სკოლის დირექციაში აცხადებენ, რომ ხელფასების ჩამოჭრის მიზეზი განათლების სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომა იყო. „სექტემბრის თვეში ხელფასზე ავიღეთ 35-პროცენტიანი დანამატი, როგორც მაღალმთიან რეგიონში მომუშავე პედაგოგებმა, ოქტომბერში კი მხოლოდ განაკვეთზე დაგვირიცხეს 140 ლარი. ეს, ბუნებრივია, წინასთან შედარებით ბევრად …

17 ათასი ლარი ახალაშენებული სასპორტო სკოლის რემონტისთვის

შუახევის მუნიციპალიტეტში 2013 წელს აშენებულ სასპორტო სკოლას არემონტებენ, რომლის ასაგებად  ბიუჯეტიდან 1 მლნ 5000 ლარი დაიხარჯა. ამ შენობის რემონტისთვის ახლა 17 800 ლარია გათვალისწინებული. რატომ გახდა საჭირო სამი წლის შემდეგ ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარება? დაბა შუახევში სასპორტო სკოლის გასარემონტებლად ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 17 800 ლარზე ივლისში გამოაცხადა. სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „კონსულმა“ გაიმარჯვა. …

რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი და საწებელი ზამთრის მარაგისთვის

72 წლის ნათელა ბერიძე პენსიიდან და სოციალური შემწეობიდან მხოლოდ ათ ლარს იტოვებს თავისთვის, დანარჩენს კი სტუდენტ შვილიშვილს უგზავნის. დღეში ერთხელ ის უფასოდ სადილობს მუნიციპალურ სასადილოში, საღამოს კი თითქმის დანგრეულ სახლში მარტო დარჩენილი იმაზე დარდობს, ან იატაკი არ ჩაინგრეს, ან წვიმისას ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა ღიად დარჩენილი ელექტროსადენები არ დაასველოს და ხანძარი არ გაჩნდეს. ნათელა ბერიძე შუახევის …

ლიტერატურული ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიანი აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს – „ზე-კართან“  უმასპინძლებს. ფესტივალი მეოთხედ ტარდება. ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება. ლიტერატურული ფესტივალი შუახევის მუნიციპალიტეტში, რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით,  2013 წელს დაფუძნდა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში. ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალის მიზანი თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა და პოპულარიზაციის გაზრდაა. 2013 წელს ფესტივალი აჭარის განათლებისა და  სამინისტრომ დააფინანსა. იმ წლის გამარჯვებული …

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის შესაკეთებლად  2720 ლარია საჭირო

შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ [სახ. ნომრით DCD-878] ამჟამად დაშლილ მდგომარეობაში დგას ქ. ქობულეთში, „ტოიოტა ცენტრი ჯორჯიას“ აჭარის სერვისცენტრში. გამგეობის ინფორმაციით, ავტომანქანა გაფუჭდა თბილისიდან გზად მომავალი და აუცილებელი იყო მისი ევაკუატორით გადაყვანა. „აღნიშნული კომპანიის დახმარებით მოხდა მანქანის ქობულეთამდე ტრანსპორტირება და დაშლა დიაგნოსტიკის მიზნით. ავტომანქანის შესაკეთებლად საჭიროა 2720 ლარი. მანქანის ძრავი არის დაშლილი და …

„რა? სად? როდის?“ პედაგოგებს შორის და საგნობრივი კონკურსები – შუახევის გამგეობის ტენდერი

დღეს, 28 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ და მუნიციპალური მასშტაბით სხვადასხვა საგნობრივი კონკურსის ჩასატარებლად, გამარტივებული ელეტრონული ტენდერი გამოაცხადა შემდეგ შესყიდვებზე: ერთი ცალი ოქროსფერი ბუს გამოსახულებიანი თასი;  48 სიგელი; ცხრა მედალი; 18 ცალი წიგნი – „ათას ერთი შეკითხვა ინტელექტუალებისთვის“ [სამივე ნაწილით]; ცხრა ცალი საქართველოს ისტორიის ოთხტომეული [მაგარი ყდითა და თავისი …

Exit mobile version