Batumelebi | „რა? სად? როდის?“ პედაგოგებს შორის და საგნობრივი კონკურსები – შუახევის გამგეობის ტენდერი „რა? სად? როდის?“ პედაგოგებს შორის და საგნობრივი კონკურსები – შუახევის გამგეობის ტენდერი – Batumelebi
RU | GE  

„რა? სად? როდის?“ პედაგოგებს შორის და საგნობრივი კონკურსები – შუახევის გამგეობის ტენდერი

დღეს, 28 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ და მუნიციპალური მასშტაბით სხვადასხვა საგნობრივი კონკურსის ჩასატარებლად, გამარტივებული ელეტრონული ტენდერი გამოაცხადა შემდეგ შესყიდვებზე:

  • ერთი ცალი ოქროსფერი ბუს გამოსახულებიანი თასი;
  •  48 სიგელი;
  • ცხრა მედალი;
  • 18 ცალი წიგნი – „ათას ერთი შეკითხვა ინტელექტუალებისთვის“ [სამივე ნაწილით];
  • ცხრა ცალი საქართველოს ისტორიის ოთხტომეული [მაგარი ყდითა და თავისი ყუთით];
  • ბათუმი-შუახევისა და შუახევი-ბათუმის მიმართულებით 18 ადამიანის ტრანსპორტირება;
  • 10 ლიტრი ღვინო;
  • ორი ცალი ხაჭაპური;
  • რვა მჭადი;
  • ორი საწებელი;
  • ორ-ორი თეფშით ოჯახური, ოსტრი, სინორი, ბორანი და ყველის ასორტი.

სატენდერო თანხა 1 727 ლარია. როგორც სატენდერო პირობების ხარჯთაღრიცხვაშია წარმოდგენილი ღვინით, მჭადით, ბორანით, სინორით, ხაჭაპურით და სხვა კერძებით სუფრა შუახვში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მოწვეული სტუმრებისთვის [სულ რვა ადამიანისთვის] უნდა მოეწყოს. ტენდერი 6 მაისს დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი